ლაყაფისტები VS People


ლაყაფი, ლაყბობა

უგვანი, უაზრო საუბარი დიდი ხნის მანძილზე

დღეს სამსახურიდან სახლში ვბრუნდებოდი, თან მანქანაში რადიო პალიტრა -ს ვუსმენდი: ”დღეს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მაღალანზღაურებად თანამდებობაზე ლაყაფისტების შენახვას აღარ აპირებს, მაშ ასე ძვირფასო რადიო მსმენელბო ვატარებთ ინტერაქტიულ გამოკითხვას, ვინ არის   საქართველოს მთავრობაში ლაყაფისტი, ველით თქვენს ზარებს 00-00-00 ნომერზე, მოკლედ, ამ ინტერაქტიულ გამოკითხვაში ხმათა უმრავლესობით ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა:

1 ადგილი – მიხეილ სააკაშვილი (ეგ არის ყველაზე დიდი ლაყაფისტი, ჩვენი პრეზიდენტია ყველაზე დიდი ლაყაფისტი, და  მსგავსი ფრაზებით)

2 ადგილი – თემურ იაკობაშვილი (იაკობაშვილს თავისუფლად შეუძლია ამ პაპანაქება სიცხეში თქვას თოვლი მოვაო და ამას სხვებიც აიტაცებენო) 🙂 🙂

3 ადგილი – ძმურად გაინაწილეს ძმებმა კუბლაშვილებმა და გია ნოდიამ.

ისე, რომ დაუკვირდეთ როგორ უყვართ მათ ლაყბობა, ნებისმიერ თემაზე, ნებისმიერ საკითხზე მხოლოდ მათთან გარბიან ჟურნალისტები 🙂 🙂

ასე დამთავრდა მოკლემეტრაჟიანი რადიო-გამოკითხვა, სხვათაშორის ამ თანმიმდევრობას თავად მსმენელებიც ასახელებდნენ, ზოგი არაკორექტული იყო, ზოგმა გააკრიტიკა გილაური ფრაზისთვის, ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის შესახებ: “ეს იყო უაზრო და უშინაარსო ლაყაფი. გილაურმა ერთხელ მითხრა, იმდენად სუსტია, მთავრობის სხდომიდანაც კი გავაგდეო”.

ახლა შეძლებისდაგვარად დავშლი სტატიას, მისი სათაურიდან გამომდინარე ალბათ შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ (1) მთელი ამ ხნის განმავლობაში მაღალანაზღაურებად თანამდებობაზე ვინახავდით ლაყაფისტებს, (2) რომ დაბალანაზღაურებად თანამდებობებზე კვლავაც ლაყაფისტები რჩებიან, და რომ (3) თანამდებობის წონა და პასუხსისმგებლობა მხოლოდ მისი ანაზღაურების სიდიდე სიმცირიდან გამომდინარეობს.

ტვირთის გადამზიდი 10 ლარს, რომ იღებს ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე მიტანისთვის, ეს უკვე მისი პასუხისმგებლობაა, მერე რა რომ ის მიზერულ 10 ლარს იღებს ამისთვის, მას მიაქვს 500 ლარის ტვირთი, მისი დაზიანების, გაფუჭების ან დაკარგვის შემთხვევაში მას 500 ლარის გადახდა მოუწევს.

პასუხისმგებლობა არის პასუხისმგებლობა, არ აქვს მნიშვნელობა მისთვის 10 ლარს გიხდიან თუ 5000 ლარს.

“ეს იყო უაზრო და უშინაარსო ლაყაფი. გილაურმა ერთხელ მითხრა, იმდენად სუსტია, მთავრობის სხდომიდანაც კი გავაგდეო” და ისევ პრეზიდენტის თქმის არ იყოს, თუ სხდომიდან გააგდო, თანამდებობაზე რატომ დატოვა? რა ცოტა ხნით კუთხეში დააყენა ტურიზმის დეპარტამენტის თაცვმჯდომარე და შემდეგ აპატია? თუ საშემოდგომო გამოაყოლა?

”პრეზიდენტის თქმით, ყველა დეპარტამენტში თავად მივა და შეამოწმებს, ვინ როგორ ასრულებს დაკისრებულ მოვალეობას”.

ეს კარგია, ვიღაცამ ხომ უნდა შეამოწმოს J მინისტრები რას აკეთებენ ამ დროს? არ შერცხვებათ მათი სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული დეპარტამენტების შემოწმებას პრეზიდენტი რომ დაიწყებს? იქნებ მინისტრებიც გამოსაცვლელები არიან? მაგრამ ახლახან არ გამოვცვალეთ? ასე მალფუჭებადები თუ არიან რაღაც უნდა მოვიფქროთ, იქნებ შენახვის პირობები შევცვალოთ?

მოკლედ, მეც ლაყბობა, რომ არ გამომივიდეს აქ დავასრულებ პოსტს.

სტატია შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე

პროგრამა თითო ლაყაფისტს თითო ლეპტოპი წარმატებით განხორციელდა!!!!!!

Advertisements

12 comments on “ლაყაფისტები VS People

  1. თვით ყველაზე უაზრო საუბარსა თუ ლაყაფში, თუ მოსმენა ხდება, უაღრესად მნიშვლევანი რაიმე გამოანათებს ხოლმე, უბრალოდ პრობლემა მოსმენა, მოსმენა არ ვიცით და იმწამსვე კრიტიკასა ან საკუთარ შეფასებებში ვვარდებით, რომელიც გაცილებით … – „სხვის თვალში … “
    მედალს მეორე მხარეც აქვს, სუბიექტური

    • საერთოდ ერთ საათიან ლაყაფს მასში ერთ წუთიან რაიმე მნიშვნელოვანის გამონათებას, ჯობია საქმე გააკეთონ!!! აიღეს პასუხისმგებლობა, დანიშნეს თანამდებობაზე, რისთვის? კაბინეტში ჯდომისთვის და ლაყბობისთვის? და იმისთვის რომ ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარემ პასუხი ვერ გასცეს კითხვაზე რამდენი ტურისტი შემოდის საქართველოში?

      მედალი საერთოდ არ არის აქ, მითუმეტეს რა მხარეზეა საუბარი

  2. არჩევა-გადარჩევის საკითხში “ვაის გავექეცი, ვუის შევექეციო” გამოგვდის (თუ როგორცაა).

    ამიტომ ისევ მაძღარი დათვის დატოვება ჯობია, მშიერით თუ შევცვლით, იმას თავიდან დასჭირდება გამოკვება …

    რიავიცი …

    • გამძღარს კიდევ თავისი მინუსი აქვს გადაგორება–წამოწოლის სურვილი უჩნდება, მცონარობენ 😀 😀 😀 😀 მოკლედ იავიცი იავიცი

  3. იაკობაშვილს თავისუფლად შეუძლია ამ პაპანაქება სიცხეში თქვას თოვლი მოვაო და ამას სხვებიც აიტაცებენო

    ეგ ლაყაფიზმია?
    ეგ გენიოსობაა.
    ნეტა მე ვიყო ეგრე რასაც ვიტყვი – ყველა მიჯერებდეს.

  4. სააკაშვილს სასწაული ტერმინები აქვს :დ

    მიჩმახებსო, ლაყაფიო, ვერ მოგართვიო, ფურთხის თავისუფლებაო, და ა.შ. :დ :დ :დ

    ლაყაფი კიარა, საკრებულო რაში გვჭირდება, ამიხსენით რა, გთხოვთ

    ახლახანს გავიგე სასწაულად მაღალი ხელფასები აქვთ მანდ, და პასუხისმგებლობა და ვალდებულება და სამუშაო – 0 ყოფილა

    • მთელს პოლიტიკურ სპექტრში პასუხისმგებლობა აქვს ალბათ მაქსიმუმ 3-4 ადამიანს დანარჩენები უბრალოდ ადგილს ავსებენ :)))))

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s