სამზარეულოს წმინდა სამება


”ზოგს უყვარს ხატვა ან ბაღის მოვლა ან სარდაფში ნავების გაკეთება, ხოლო ზოგი ზღაპრულ სიამოვნებას იღებს სამზარეულოში ტრიალით, რადგან საჭმლის მომზადება ისეთივე კრეატიული და ხატოვანია, როგორც თავად ხატვის პროცესი, ხეზე მუშაობა ან მუსიკის შექმნა” – ჯულია ჩაილდი.

”ვფიქრობ რეცეპტი არის მუსიკა, რომელსაც ჭკვიანი მზარეული ყოველთვის სხვადასხვანაირად ააჟღერებს” – მადამ ბენუა

”საუკეთესო დრო წიგნზე ფიქრისთვის არის ჭურჭლის რეცხვის დრო” – აგატა კრისტი

აგატა კრისტს ვეთანხმები, უამრავი საინტერესო იდეა მომსვლია ჭურჭლის რეცხვის ან საჭმლის მომზადების დროს. თუ ამზადებ საჭმელს, ეს მონდომებით და სიყვარულით უნდა გააკეთო, მხოლოდ მაშინ გამოდის გემრიელი, თუ შენთვის ამზადებ შენს თავს უნდა სცე პატივი და თუ სხვებისთვის, ისინი იგრძნობენ, რომ შენ მათზე იზრუნე და ყველაფერი გააკეთე მათი სიამოვნებისთვის. თუ უხასიათოდ ხართ ნუ ჩამოყრით ყურებს შედით სამზარეულოში და რამე გააკეთეთ, მაგ. ხახვი დაჭერით, ცოტა ცრემლი წამოგივათ ცოტა, გულზე მოგეშვებათ და ჰოი საოცრებავ, ხახვიც დაჭრილია. გაბრაზდით ვინმეზე, გინდათ რომ ვინმეზე ჯავრი იყაროთ, წიწაკას უკიჭეთ და დამერწმუნეთ მთელს თქვენ გაბრაზებას მხოლოდ ენის წვერზე დაიკიდებთ. მთელი დღე არ გიჭამიათ, დაიღალეთ და თან მადაც არ გაქვთ, დაჭრილი, ქორფა ქინძი დაიყარეთ ხელის გულებზე და თქვენს დიდ თუ პატარა ცხვირთან მიიტანეთ, მადაც მოვა, ოღონდ თითებსაც ზედ ნუ მიაყოლებთ. სწორედ ეს გახდა მხატვარ ლინდა პოლის შთაგონების წყარო, სამხრეთულ სამზარეულოში წიწაკას, ხახვს და მწვანილეულს წმინდა სამებად მოიხსენიებენ და აი ისიც:

წმინდა სამება

LINDA PAUL WORKS

ვერ ვგუობ ადამიანს, რომელიც ამბობს: ”მე კვერცხის შეწვაც არ ვიცი”, ქათამიც ვერ წვავს კვერცხს, მხოლოდ დებს.

ჩემი რამოდენიმე პროფესიის მიუხედავად, მე მაინც მგონია რომ მოწოდებით შეფ-მზარეული ვარ (შეფობის გარეშე არ შემიძლია), ამ წმინდა ადგილისადმი სიყვარული პირველ რიგში ბებიას დამსახურებაა, მან მომამზადებინა პირველი კერძი – ლობიო ქოთანში, მეგრულად, მაშინ მე-5 კლასში ვიყავი, მახსოვს ბოსტანში გამიშვა შენ რაც მოგეწონება ის მწვანილი მოკრიფეო, მე ზოგი სუნით ზოგი ფერით შევარჩიე, შეიძლება ბალახიც გამოვაყოლე არ მახსოვს J , მაგრამ ბალახი არ იქნებოდა იქ ბებოს ძალიან მოვლილი ბოსტანი ჰქონდა (და აქვს) და შემდგომი სიყვარული გაამძაფრეს უკვე პაპამ და მამამ.

იმპროვიზაცია – ჩემი კოზირი სამზარეულოში

თუ თქვენ  არასოდეს  მოგიმზადებიათ კერძი მაშინ ცხოვრების მთავარი სიამოვნება ჯერ კიდევ წინ გაქვთ, და თუ მოამზადეთ მაგრამ ვერ ისიამოვნეთ, მაშინ ფრიგიდული ხართ ©

კადრი ფილმიდან “ცხოვრების გემო”

Advertisements

24 comments on “სამზარეულოს წმინდა სამება

  1. მეც მიყვარს მზარეულობა. თუმცა დრო ცოტა მაქვს…12 წიდან ვაკეთებ კერძებს, იყო დრო როდესაც მურაბებს და მწნილებსაც ვაკეთებდი, ახლა უბრალოდ აღარ მცალია….
    მთავარია მოინდომო, უამრავი წიგნია ახლა და კარგი რამეების მომზადება სწავლა შეიძლება… სახლში მომზადებულ კერძს კი სხვა გემო აქვს!

    • მურაბების და მწნილების დროს ძირითადად დამხმარის ფუნქცია მაქვს 🙂

      კერძებს რაც შეეხება მხოლოდ და მხოლოდ დამოუკიდებლად 🙂

      კი უამრავი წიგნია, გადაცემები ტელევიზორში, ინტერნეტში ვიდეო რგოლები, ვერავინ იტყვის რომ სწავლის საშუალება არ აქვს, მთავარია მომზადების დრო გქონდეს 🙂

      🙂 🙂

      • ხოო რა თქმა უნდა…
        დამეც არ მჯერა რომ ვერ ახერხებენ კერძების მომზადებას. ჭამა ხომ ყველას უყცარს? (ასე თუ ისე).. ხოდაა 🙂

      • არა, ნამდვილად არიან ადამიანები, რომელთაც არ აქვთ ნიჭი გააკეთონ გემრიელი საჭმელი, არადა როგორ ინდომებენ რომ უყურო, გული მოგიკვდება.

  2. “ქათამიც ვერ წვავს კვერცხს, მხოლოდ დებს.”

    ო რა მწარე ენა გაქვს 😀
    ეს უნდა დავიმახსოვრო 😀

    და კრეატივის ამბავშიც როგორ გეთანხმები :))

  3. ექსელენტე, ეგრეა სწორედ, ვეთანხმები აგათა კრისტის 🙂

    სამზარეულოში ტრიალი მიყვარს ოღონდ სულ მანდ დაბმულად ყოფნა არა :დ

    ჩემს თავზე დაკვირვებით, შევნიშნე რომ იმპროვიზაციაც და მუზაც მოდის მაშინ როცა ნახევრად გშია და ნახევრად არა (ძალიან,ძალიან თუ გშია და უღონოდ ხარ, ისე რომ კოვზს ვერ აწევ, მაშინ არა)…

    მამაჩემი მასწავლის: კულინარიაც ხელოვნებააო :დ და მოითხოვდა ხელოვნების სახეებსადა ჟანრებს შორის სადმე საპატიო ადგილზე ჩამესვა :დ :დ :დ

  4. მიყვარს საჭმელების კეთება…ისეთი იმპროვიზაციის უნარი მაქვს მაგ საქმეში ნეტა სხვა რამეშიც ეგრე ვიყო :))))

    კაცის გაკეთებული საჭმელიც მიყვარს, განსაკუთრებით ხორციანი…და კიდე ასე მგონია ხინკლის ცომს კაცივით ვერ მოზილავს ქალი 😉

    დისქოვერის არხი როა თრეველი, მანდ აჩვენებ ხშირად კულინარულ გადაცემებს და ვგიჟდები ისე მიყვარს ყურება :))))

    • ხინკლის ცომი კაცმა უნდა მოზილოს აბა!! ძალა უნდა ძალა 🙂 🙂

      Travel-ს მეც ვუყურებ, ძალიან მიყვარს ეგ არხი, საინტერესო ამბებს ვიგებ ხოლმე 🙂

  5. ვერ ვიტან საჭმლის კეთებას. ესაა ხელოვნება, რომელიც სულ რამდენიმე საათში ფეკალურ მასად იქცევა 😦 ლამაზ ტორტებს და ლამაზად გაფორმებულ კერძებს რომ ვხედავ, სულ მენანება მათი ჭამა.
    “სიყვარულით უნდა გააკეთო, მხოლოდ მაშინ გამოდის გემრიელი, თუ შენთვის ამზადებ” მაგაში ვერ დაგეთანხმები. არადა ყველა ასე ამობს. მე მაგალითად, რაც არ უნდა მონდომებით გავაკეთო საჭმელი, რომ შევჭამ, ვხვდები რომ ბევრად ჯობდა სხვას გაეკეთებინა. ასეთი გრძნობა მაშინაც მიჩნდება, როცა სხვებს შეიძლება ძალიან მოეწონოს ჩემს მიერ გაკეთებული კერძი. საერთოდ საჭმლის გაკეთებაზე და სამზარეულოში ბზრიალზე დროის დახარჯვა მენანება. მაგას მირჩევნია სხვა უფრო საინტერესო საქმით დავკავდე.

    • თუ ამზადებ საჭმელს, ეს მონდომებით და სიყვარულით უნდა გააკეთო, მხოლოდ მაშინ გამოდის გემრიელი, – ეს ცალკეა

      თუ შენთვის ამზადებ შენს თავს უნდა სცე პატივი და თუ სხვებისთვის, ისინი იგრძნობენ, რომ შენ მათზე იზრუნე – და ეს ცალკე

      🙂 🙂 🙂

      საკუთარი თავის და სხვების პატივისცემა დროის დაკარგვად არ მიმაჩნია 🙂

      მე არ ვამბობ იმას რომ დილიდან საღამომდე ადამიანს ფქვილში ჰქონდეს ხელები; იძულებით გაკეთებას ჯობია სულ არ გააკეთო ჩახვიდე მარკეტში და ერთი 200-300 გრ რამე ააწონინო და ის ჭამო 😀 😀 😀

      • me sakutari Tavisa da sxvebis pativiscemis sxva xerxebi mirCevnia 🙂 Tanac saWmlis gakeTeba sul ar mimaCnia sakutari Tavis pativiscemad. Tu ar giyvars eg saqme da mainc akeTeb, piriqit sakuTari Tavis upativcemuloba gamodis 🙂

  6. @dreamar იმიტომ ავღნიშნავ, რომ უნდა გიყვარდეს ამის კეთება და მოგწონდეს ეს პროცესი.

    თუ არ გიყვარს გძულს და სიამოვნებას ვერ იღებ და მაინც აკეთებ ან გიწევს გაკეთება მხოლოდ მოვალეობის მოხდის მიზნით ეგ პატივისცემა კი არა თვითგვემა გამოდის უკვე :))))))

    და ეს ფილმი ნანახი გაქვს? 🙂

      • რაღაცა ინგლისურ წყაროს უფრო ენდობი, ვიდრე მე????

        არ არის წინასწარმეტყველი პატივის გარეშე, თუ არა თავის მამულში და თავის სახლში. 😦

  7. ეს პოსტი წაკითხულიც მქონია და დაკომენტებულიც და ახლა ისე წავიკითხე, მეგონა ახალი იყო :((

    ჰოდა ისა, ძველი კომენტარების გარდა რის დამატება მინდოდა: მწნილების, მურაბების და კომპოტების მუღამს ვერასდროს გავიგებ და არასდროს გავაკეთებ, თუ 90იანები არ დაბრუნდა 😦

    • 😀
      ჰო ეგ ამბები დიდად მეც არ მხიბლავს, ამის ტენდენცია ალბათ უფრო გაჭირვების წლებიდან მოდის და ასევე სოფლებშია ეს ტრადიცია სადაც ცდილობენ სეზონური რამეები არასეზონისთვის შეინახონ, ვაიდა მოსავალი არ იყოს ან რა ვიცი რა ხდება, შავი დღისთვის.

      ხალხი ვიცი რეგულარულად აკეთებს ყოველ წელს ყველაფერს და ახალ–ახალ რამეებს იგონებენ დასაკონსერვებლად.

      დეიდაჩემმა დამახვედრა ერთხელ მწვანე პომიდორი ნიგოზში და სანელებლებში დაკონსერვებული – რაღაც თავხედურად გემრიელი იყო ❤ და ჩემთვის აკეთებს ხოლმე

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s