პრეზიდენტი თუ ექსპრეზიდენტი


მიმართვა ექსპრეზიდენტი არაპოლიტკორექტულია, პრეზიდენტი ეს არის წოდება, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე მიჰყვება ადამიანს. შესაბამისად, საუბარში, სტატიებში, და ა.შ. სხვა საჭიროებისას მოვიხსენიებთ, როგორც პრეზიდენტს, მაგ. პრეზიდენტი შევარდნაძე, პრეზიდენტი გამსახურდია (საქართველოს შემთხვევაში).

ეს არის ე.წ. ”Life Title”.

მაგ. პრეზიდენტი ბილ ქლინტონი ან ბილ ქლინტონი, აშშ-ს 42-ე პრეზიდენტი. თუ ვსაუბრობთ, რაიმე ისეთ მოვლენაზე ან შემთხვევაზე, რომელიც უკავშირდება პერიოდს პრეზიდენტად არჩევამდე , მაშინ ვამბობთ: ბილ ქლინტონი, არკანზასის გუბერნატორი, რადგან პრეზიდენტად არჩევამდე იგი არკანზასის გუბერნატორი იყო.

ყოფილი პრეზიდენტი ან ექსპრეზიდენტი არ გამოიყენება.

განსაკუთრებით მსურს, რომ ეს ჟურნალისტებმა იცოდნენ, სამწუხაროდ მათ ეშლებათ ყველაზე ხშირად.

პრეზიდენტი ბილ ქლინტონი და პრეზიდენტი ჯონ კენედი – 1963 წლის 24 ივლისი

Bill Clinton shaking hands with President Kennedy on July 24, 1963 in the Rose Garden of the White House. He was in Washington, D.C. as a delegate from Arkansas to the Boys Nation Convention.

Advertisements

7 comments on “პრეზიდენტი თუ ექსპრეზიდენტი

  1. ჰმმ, საინტერესოა 🙂

    აქამდე არასდროს დამჭირვებია სიტყვა ექსპრეზიდენტის გამოყენება.

    ჟურნალისტებს ბევრი რამე ეშლებათ და არა მარტო მათ, მეც განვიცდი ჩემს სტილისტიკურ და გრამატიკულ შეცდომებს 😦

    • @როდრიგო, @ქევანა- ხო სულ მინდოდა ამ თემაზე დამეწერა, მაწუხებდა ძალიან 🙂 🙂 სხვა უამრავი შეცდომები აქვთ ამის გარდა, გეთანხმები 😦

  2. წოდება მთელი სიცოცხლე არ უნდა ჰქონდეს, თანამდებობის სახელია და რამდენ ხანსაც უკავია ის, იმდენი ხანი უნდა ეწოდოს. ბევრმა ჟურნალისტმა არ იცის, მე ვიცი მაგრამ ვერ დავეთანხმები იმას, რასაც რაციონალური გამართლება არ აქვს.

    • ეს ერთგვარ უპატივცემლობად მიაჩნია ბევრს, მაგალითად შტატებში, პრეზიდენტი ჯორჯ ვაშინგტონი მაგ. სიტყვა ყოფილი ან ექს არასოდეს შემხვედრია მათთან მიმართებაში.

      ეს მიდგომა შეიძლება საფუძველს მოკლებულია, თუმცა ასე უფრო კორექტულია.

      ყოფილი დირექტორი, ყოფილი თავმჯდომარე, გამგე და ა.შ. ეს მიღებულია.

      მაგრამ ყოფილი პრეზიდენტი, ყოფილი გენერალი, ყოფილი პოლკოვნიკი და ა.შ. არა კორექტულია უბრალოდ. 🙂

      http://en.wikipedia.org/wiki/Mr._President_(title)

  3. აბა როგორ განვასხვავოთ ყოფილი და ეხლანდელი პრეზიდენტები? რაიმე ტერმინი ხომ უნდა არსებობდეს?

    P.S. ძალზედ საჭირო პოსტია!

    • უბრალოდ გვარი უნდა დაურთო, ან თუ კონტექსტი ამის საშუალებას იძლევა წლები მიუთითო, მაგრამ ხშირ შემტხვევაში გვარი მხოლოდ, პრეზიდენტი კენედი, პრეზიდენტი შევარდნაძე

      1998 წელს პრეზიდენტმა შევარდნაძემ . . .. . აქ ცხადია რომ ყოფილს ვერ ჩაწერ, იმიტომ რომ პრეზიდენტი შევარდნაძე იყო იმ დროს.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s