Fეისბუქი vs წყარო


ძალიან ძალიან დიდი ხნის წინ, ასე 10-15 წლის პაპაჩემმა ერთი ხუმრობა თუ მერე ხუმრობად  ქცეული ნამდვილი ამბავი მომიყვა ჩვეული იუმორით:

სოფელში წყაროზე თავშეყრა დიდ როლს თამაშობს, არჩევენ ამბებს, ცვლიან ინფორმაციას ერთმანეთის შესახებ, მეზობლების, მეზობლების მეზობლების შესახებ, ამასობაში ზოგი წყალს ავსებს, ზოგი რეცხავს, ზოგიც რიგში დგას და ბჭობენ რა ხდება დუნიაზე.

ერთ-ერთი წარმატებული ოჯახის უფროსი სოფელში კოლმეურნეობის თავმჯდომარედ დანიშნეს.

სანამ დანიშნავდნენ:

წყაროდან დაბრუნებული ცოლი ქმარს ეუბნება: ”შენზე ამბობენ კოლმეურნეობის თავმჯდომარედ უნდა დანიშნონო

ქმარი: ”ნეტაი ჭორებს ყურს არ უგდებდე, რა თავმჯდომარე რი თავმჯდომარე”

ასე ორიოდ დღის შემდეგ ეს კაცი დანიშნეს კოლმეურნეობის თავმჯდომარედ.

წყაროდან დაბრუნებული ცოლი: ”ამბობენ შენს კოლმეურნეობაში შაქროს, რომ ტრაქტორები აბარია, ჩუმად საწვავს ყიდისო და ფულს იჯიბავსო”

ქმარი: ”ქალო, განა მაგის მეტი საქმე არა გაქვსოო?”

წყაროდან დაბრუნებული ცოლი: ”ამბობენ ღამით ყურძენს კრეფს ვიღაც ვენახში და აბარებს ქარხანაშიო და კოლმეურნეობის თავმჯდომარეს ციხე ემუქრებაო”

ქმარი: ”რა ციხე რის ციხე, უსაქმურების ხროვაა მაგ თქვენს წყაროზეო”

ორიოდ დღის შემდეგ ქმარი დაიჭირეს.

მივიდა ცოლი ციხეზე სანახავად და ქმარს ეუბნება: ”პროკურორი ამბობს 15 წელი ემუქრებაო

ქმარი: ”პროკურორმა კი არა ქალო წყაროზე რას ამბობენ წყაროზე, ეგ მითხარიო”

კოლმეურნეობის თავმჯდომარე 🙂 ფილმიდან ”სიყვარული ყველას უნდა ”

ახლა შეგიძლიათ წყარო ამოაგდოთ ამ ამბავიდან და ჩასვათ Fეისბუქი

Advertisements

17 comments on “Fეისბუქი vs წყარო

  1. ლოოლ მაგარი იყო ლიტერ ;))
    ახლა ფეისბუქში ბაზრდება უეჭველი ამბები ;))

  2. ფეისბუქი ამბობს ლიტერატორმა საინტერესო პოსტი დაწერა და ყველამ ნახეთი, ჰოოდა მეც აქეთ გამოვეშურე :)))

  3. ვაიმე რა მაგარი იყოოოოოოოოოოო 😀 😀 😀
    ეგრე რააა… FB- ჩვენი წყაროა

  4. მართალია, სოციალური ქსელები ერთი დიდი წყაროა : )
    ამიტომაც ამბობენ, რომ სპეცსამსახურებიც აქტიურად იყენებენ ამ წყარო(ებ)ს და რა ვიცი : )

  5. და როგორ უნდა შეინარჩუნო თავი ინკოგნიტოდ ინტერნეტ სამყაროში?

    • თუ მოინდომებენ გაშიფრავენ კიდეც, დღეს ინკოგნიტოდ დარჩენა ძალიან ძნელია

  6. რთულია არ დაგეთანხმო წყარო და კიდევ ბევრი სხვა რამ ჩაანაცვლა ფეისბუქმა

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s