ეროვნული გამოცდები ეროვნულად


2 ივლისი, ერთიანი ეროვნული გამოცდების მეორე დღე, ჩემი და არის აბიტურიენტი და  ძალაუნებურად მეც მოვხვდი ამ გაუგებრობაში 🙂 🙂 წავიყვანე გამოცდაზე  GSAU– ში, მეორე ეტაპი 2 საათზე იწყებოდა და საშინელი სიცხე იყო, გზა აბსულუტურად პარალიზებული მანქანების ნაკადისგან, ფაქტობრივად მცხეთის გადასახვევიდან დიღმის შესასვლელამდე მანქანების მწკრივი იყო, ბავშვები პატრულის დახმარებით შუა ტრასაზე ჩამოდიოდნენ და შერბოდნენ უნივერსიტეტში. მოკლედ ჩემი დაც ასე ჩამოსვეს და მე წავედი, 2-ზე იწყებოდა 7-ზე მთავრდებოდა, ვიფიქრე მერე გაუვლიდი. გზა და გზა ცოტა ნელა ვიარე (ჩქარა ვერც შევძლებდი იქ) ვიდეო და სურათები გადავიღე (3.2 Mega pixels Sony Ericsson) მგონი არა უშავს 🙂

ეროვნული მანქანების ეროვნული რიგი

მოახლოვდა შვიდი საათიც და ისევ მივედი დანიშნულ ადგილას, ხალხი ლოდინის რეჟიმში, ზოგი წამოწოლილი, ზოგი პიკნიკებით, ზოგი ხეზე იჯდა და ა.შ.

ჰამაკი და მისი ჯანი

გულშემატკივრები უნივერსიტეტის ზღუდესთან

ხიდან გადაჰყურებენ იქნებ უფრო კარგად დავინახოთო (ნეტავ ცხენით რატომ არავინ ჩამოიარა )

როგორც იქნა გამოვიდა ჩემი და უკან მივდევ იმ ტყე-ღრეში კინაღამ თავ-პირი დავიმტვრიე

Advertisements

13 comments on “ეროვნული გამოცდები ეროვნულად

  1. ლოლ ჰამაკმა დაგლიჯა:D უიმე ზოგი მთელი სანათესაოთი როა მისული, საწყალი ბუნება რა დღეშია 😦
    ერთ ბლოგზე ფოტოები ვნახე, ნეტა არ მენახა…

  2. ეს სასოფლოშია ხო? მეც “დავტკბი” დღეს მაღლივთან წამოწოლილი დეიდების ყურებით და პოსტისთვის ვაპოზიორე კიდევაც : D

  3. ძიედააა, გამიპარტახეს, ჩამიბინძურეს, წამიბილწეს ჩემი უნივერსიტეტი… ისე რა ცხოველი ხალია ეს რა უბედურებაა 😦

  4. ამ ბრბოდან თავის დაღწევა უფრო რთულია ვიდრე გამოცდაზე შესვლა.. კიდევ კაი პატროლუ ბიძია იქ არის და არ აძლევს ხალხს საშუალებას რომ ბავშვს მიუახლოვდნენ

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s