გადასახადები, გადასახადები . . .


ახალი საგადასახადო კოდექსი, რევოლუციური, თავბრუდამხვევი, დღე და ღამე ჩვენზე ფიქრსა და ზრუნვაში შემუშავებული, არც მეტი არც ნაკლები ისევ გადასახადის გადამხდელებს და ჩვეულებრივ რიგით მოქალაქეებს დააწვებათ კისერზე.

უამრავ სფეროს რომელიც თავისუფალი იყო ან იხდიდა ნაკლებ გადასახადს,  დაემატება დამატებითი ღირებულების გადასახადი ან გაიზრდება იმის მოცულობა, რასაც აქამდე იხდიდა.

დამატებითი ღირებულების გადასახადით დაიბეგრებიან უმაღლესი სასწავლებლები, გადასახადით დაიბეგრება სამედიცინო აპარატურის მიწოდება-გაყიდვა, ბინების ყიდვა-გაყიდვა ანუ საუბარია როდესაც ჩვეულებრივი მოქალაქე ყიდის ან ყიდულობს ბინას, სახლს, აქვე ირკვევა, რომ სპირტიან სასმელებზე და ლუდზე აქციზის გადასახადი ორმაგდება. არც ბეჭდვითი მედიაც გამორჩენიათ დასაბეგრთა სიიდან.

და რომ არ დამავიწყდეს აქვე, სატელეფონო საუბრებზეც დაწესდა +10% აქციზი.  ანუ ბევრს ნუ იჭიკჭიკებთო

რაც ნიშნავს იმას, რომ  ყველაფერი ზემოთ ჩამოთვლილი და ვინ იცის კიდევ რამდენი რამ გამომრჩა, აუცილებლად გაძვირდება.

ასე მაგალითად დღგ-ს გადამხდელს უფლება აქვს დღგ გადაახდევინოს თავის მომხმარებელს, უნივერსიტეტში სტუდენტი თუ იხდის 1500 ლარს, დაემატება ამ თანხის 18%.

სამაგიეროდ სიახლე გვაქვს ბათუმში,  ჩვენზე დღენიადაგ მზრუნველი მთავრობა სათამაშო ბიზნესის ხელშესაწყობად მათი გადასახადებისგან გათავისუფლებას გეგმავს, ისინი ისარგებლებენ ამ შეღავათებით რათა აჭარაში განვითარდეს აღნიშნული ბიზნესი.

ვურჩევდი ბათუმში და არა მხოლოდ ბათუმში, მთელს ზღვისპირეთში გაკეთდეს შეღავათები სასტუმროზე კომუნალური გადასახადების კუთხით, ანუ შეუმცირდეთ მათ გაზის, ელექტროენერგისი, წყლის გადასახადები, იქნებ დღე-ღამის ღირებულება რომელიც იწყება დაახლოებით 100$ შემცირდეს და უფრო ხელმისაწვდომი გახდეს.

ასევე ვურჩევდი თვით სასტუმროების მფლობელებს, მეტი ყურადღება მიაქციონ სასტუმროს შიგნით გართობის საშუალებებს მოცეკვავეები, მომღერლები, აქვა აკრობატიკა, ბავშვებისთვის გასართობი ცენტრები, მინი შიდა დისკოტეკები, მინი კინოთეატრები, ოჯახებით რომ ჩამოდიან დასასვენებლად და გასართობად მათ სამორინეები არ გამოადგებათ ამ შემთხვევაში.

წვიმიანი დღეები უფრო ხშირია, შესაბამისად შიდა გართობის საშუალებები უფრო იმუშავებს და წარმატებული იქნება.

თუ რამე გამომრჩა კიდევ დავამატებ მოგვიანებით.

Advertisements

14 comments on “გადასახადები, გადასახადები . . .

    • ჩემი აზრით კონტრაქტი ვისაც აქვს იმას არ უნდა გაუძვირდეს, თუ რამე არ მოიგონეს მანამდე, მახსოვს ჩვენ რომ გვიძვირებდნენ კონტრაქტები ავუფრიალეთ, ყველა სტუდენტი გამოვიდა და მოკლედ ძველებს აღარ გაგვიძვირეს რა 🙂

      ახლა არ ვიცი რა იქნება ძალიან ზედმეტი მოინდომეს და ხმის ამომღები არავინ არის

  1. ყველა საგადასახადო კოდექსი ადამიანთა კისერზე გადადის ზოგადად 🙂

    ისე პლიუსები არის.
    იკვეცება საგადასახადოს რეპრესიული უფლებები, ჯარიმების აკიდება ყველაფერზე და ეგეთი რამეები რაც უდავო პოზიტივია.
    ახლა დეტალურად მეზარება წერა. მოკლედ არც სულ შავია რა, როგორც შენ აქ ხალხს აფეტებ 😉

    • პლიუსები არის ამ დიდი მინუსების ხარჯზე, რაღაც ზომიერი რომ გაეკეთებინათ ხომ შეიძლებოდა? სრულად განთავისუფლება რა საჭირო იყო მათი ან დღგ-ს დაკისრება უნივერსიტეტებზე.

      ხუთის ხარჯზე კეთდება ერთი 🙂 ეს ტეხავს

  2. კერძო სასწავლებლებსო, მაგრამ ეგ ჯერ დამტკიცებული არაა..

    პლუს სადღაც ყური მოვკარი, სამონადირეო მეურნეობასაც დაეკისრებაო გარკვეული გადასახადი, არ აქვს მნიშვნელობა, ინადირებს თუ არა მის მიწაზე :დ

    მოკლედ, მე ძაან ფინთად მხვდება ყურს ამდენი გადასახადი 😦

    • ხო აქ გამომრჩა, თან პროექტი სრულად არც დევს ჯერ მგონი ნეტში,

      შეღავათი ის იქნება, რომ 30 000-მდე ბრუნვა ვისაც აქვს ის თავისუფლდება გადასახადისგან, ესეც ტექნიკურად როგორ შესრულდება არ ვიცი.

      და დღგ-ს გადამხდელად 200 000-დან დადგება, აქამდე 100 000-დან ხდებოდა პირი დღგ-ს გადამხდელი

  3. აქვე ავღნიშნავ იმას რო სოფლისმეურნეობის პირველადი წარმოება 100 000 ლარამდე ყველანაირი გადასახადისგან იყო განთავისუფლებული, ადრე მიღებული ნორმაა და ამასახლა ცვლილება ჭირდება, აუცილებლად უნდა აიწიოს ეს ზღვარი, თუ გვინდა რომ საქართველოში განვითარდეს სოფლის მეურნეობა და რეალურად ქვეყანაში გამოჩნდნენ მსხვილი ფერმერები… ახლა ყველა ანაწილებს 100 000 რომ არ ასცდეს…

    მეორე საკითხია, თუ აქამდე წინასწარი ინვოისის გაცემის შემთხვევაში, რომელიც გამოიყენება თუნდაც მოლაპრაკების პროცესში, თქვენ უნდა დაიბეგროთ დღგ-თი, ანუ ვთქვათ მოლაპრაკება გაქვთ 1000 – პროდუქტი უნდა მოაწოდოთ ვინმეს, გაეცით პერფორმა მაშინვე უნდა გადაიხადოთ 18%, მაგას არავინ კითხულობს ეგ მოლაპრაკება შეილება არ შედგეს ან სხვა…

    რაც მთავარია!!!

    სამონადირეო მეურნეობებს დაუწესეს მიწის გადასახადი, რაც ყოვლად გაუგებარია და არსად არ არსებობს მასეთი რამე, და რაც ყველაზე გაუგებარია თანხა შეადგენს 49 ლარს ჰექტარზე… რაც უბრალოდ რომ ვთქვათ სასაცილოა…

    ვაი ვაი ვაიიი 😀

  4. ბენდუმ გაიმარჯვა. განათლებამაც. 🙂

    სოფლის მეურნეობას რაც შეეხება, საგადასახადო შეღავათები ვერაფრით ვერ შეუწყობენ ხელს მსხვილი მეურნეობების შექმნას.
    უფრო – პირიქით.
    პატარა მეურნეობების არსებობა უნდა გახდეს ყოვლად წამგებიანი რომ მათი გამსხვილება მოხდეს. და პოლიტიკურმა მოტივებმა – ოღონდ ნუ იქნება სოფლად ბუნტიო – ასევე უკანა პლანზე უნდა გადაინაცვლოს.

    და კიდევ ზღაპრები ჭოპორტის პომიდვრის უნიკალურობაზე უნდა დამთავრდეს.

    @ლიტერატორი
    შენს კონკურენტებს ლოგოსიდან იცნობ?
    თუ კონკურენტებად არ განიხილავ? 🙂

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s