ალუბლები


წლების წინ მამაჩემმა ალუბლის ხე დარგო აივნის ქვეშ, პატარა ბაღში, სკოლაში დავდიოდი ჯერ კიდევ როდესაც დილით ჩემი გაღვიძება დაენანათ და კარი გარედან ჩაკეტეს, შეეშალათ და იმ გასაღებით ჩაკეტეს, რომლითაც შიგნიდან ვერ გავაღებდი 🙂 აივნიდან ჩავხტი (მეორე სართული იყო გული ნუ გადაგიტრიალდათ), აბა რა მექნა სკოლაში მაგვიანდებოდა, ალუბალი ჯერ პაწაწუნა იყო მაშინ, რომ ჩავხტი, ფეხი დამეჭიმა და მას დავეყრდენი, გადატყდა მაგრამ გადარჩა, მე რამოდენიმე დღე სკოლაში ვერ წავედი, მერე თითქოს გაიბუტა ალუბალი აღარ ისხამდა კარგა ხანს, ცოტ-ცოტას თუ გამოისხამდა ნაყოფს, მეზობლის ბავშვებს როგორ დაასწრებდი 🙂 🙂

წელს დატკბა ალუბალი, შემომირიგდა 🙂 გუშინ დაკრიფა მამაჩემმა  და ზღაპრული, არაჩვეულებრივი გემოს და სურნელის ალუბლის მურაბა გამოვიდა.

მერე ეს სიმღერაც გამახსენდა, მეგემრიელება ესეც ალუბალივით 🙂 ვიღაცამ იკითხა შავ ღვინოში ალუბალი როგორ უნდა ბანაობდესო?! ჰმ . . . ჩაყარე ღვინოში ალუბლები და მოსინჯე და გაიმეტე დასალევად და მიხვდები და შავ ღვინოს ალუბლის გარეშე ვეღარც წარმოიდგენ . . .

შავ ღვინოში ალუბლები ბანაობენ,
ეგ ტუჩები დასალევად მენანება,
ბილიკებად ჩამოყრილი შენი თმები
გზას მიბნევს და..ეგ სიბრმავე მენატრება…

ფანჯრის რაფას დაეკიდა შემოდგომა,
გარეთ წვიმამ ნისლის ქოლგა დაიხურა,
ეს ამბორი, როგორც წვიმის ნაფეხური
მაჩუქა და კარი ჩუმად გაიხურა…

მგზავრები – ჩამოტვირთეთ სიმღერა

Advertisements

10 comments on “ალუბლები

  1. ალუბლის მურაბა მიყვარს ძალიან 🙂 რა გემრიელად გამოიყურება … იფ იფ იფ :))

  2. უი მართლა უხდება ალუბალს შავი ღვინო? მე მეგონა მარტო სიმღერაში იყო ეს 😀

    პ.ს. ისე მგზავრებს რა გაუხდათ ამ სიმღერის სტუდიურად ჩაწერა :((( ერთი ნორმალური ვერსია არ არსებობს.

    • ოოჰ კიიი უხდება აბა რა 😀 😀 😀

      არ არის სტუდიური ვერსია გადავატრიალე ყველაფერი, ესეც ძლივს ვიპოვე, ვიდეო ვერსია საშინელი ხარისხი იყო. 😦

  3. მეც მიყვარს ალუბლები და ტოტოებზე ხეტიალი : D
    და კიდე შენი მოსაზრება მომეწონა ერთი პოსტის კომენტარებში ….

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s