Das ist Bier !!!!!


აუუჰ, რა მწკლარტე გემო აქვს, ფუ რა საშინელებაა, ამას როგორ დავლევ, ეს ის ფრაზები იყო რაც ლუდის შეყვარების მორიგი ცდისას აღმომხდებოდა ხოლმე; ყველა ცდა-გასინჯვა წარუმატებელი იყო, სიყვარული ვერ შედგა; უყურა, უყურა ამ საცოდაობას ჩემმა მეგობარმა (გოგო) და ერთ დღესაც მითხრა: ”ლუდი არ უნდა გასინჯო, ლუდი უნდა დალიო!!!” და დავლიე, დავლიე და შემიყვარდა და თან როგორ, ყოველი დალევისას გერმანული მახსენდება (არ ვიცი) და ვამბობ: ”Das ist phantastisch”. ასე, რომ ვისაც ლუდთან სასიყვარულო ურთიერთობები ჯერ კიდევ წინ გაქვთ დაიმახსოვრეთ ზემო აღნიშნული ოქროს წესი:

ლუდი არ უნდა გასინჯო, ლუდი უნდა დალიო!!!

ეს სიტყვა საიდან მოდის, ლუდის ღმერთი ვინ არის, ვინ მფარველობს, პირველად სად გამოიგონეს და ვინ გამოიგონა და ა.შ. ყველაფერს შემდეგ პოსტში დავწერ გპირდებით (ალბათ ვინმეს ეს აინტერესებს).

ამჯერად უბრალოდ შევეცდები ვუპასუხო კითხვას: ”რა სარგებლობა მოაქვს ლუდს?”

 

 

1. წონა – ლუდი არ შეიცავს ცხიმებს, მაგრამ ლუდში შემავალ ალკოჰოლს და დანალექ შაქარს აქვს კალორიები. კათხა ლუდი დაახლოებით 150-450 კალორიას შეიცავს, გააჩნია კათხის ზომას და ლუდის ტიპს. მაგრამ მისი მოცულობა ერთ ჭიქა ვაშლის წვენზე და ღვინოზე დაბალია.

2. დაბერების საწინაამღდეგო თვისებები – ლუდი აძლიერებს E ვიტამინის მოქმედებას, რომელიც სხეულის მთავარი ანტიოქსიდანტია, და ასევე სასიცოცხლო მნიშვნელობის როლს თამაშობს ჯანსაღი კანის შენარჩუნებაში და ანელებს დაბერების პროცესს.

3. გულ-სისხლძარღვთა დაავადებები – ლუდი შეიცავს B6 ვიტამინს, რომელიც ხელს უშლის ჰომოცისტინის წარმოშობას, რაც თავის მხრივ გულის დაავადებების რისკს ზრდის. ლუდი ხელს უშლის სისხლში კოლტების წარმოქმნას და ასევე ამცირებს ათეროსკლეროზის რისკს.

4.  ხელს უწყობს საჭმლის მონელების პროცესს.

5. ჰიპერტენზია – ლუდის მოყვარულებს (რეგულარული) მაღალი წნევა არ ახასიათებთ.

6.  ანემია (სისხლნაკლებობა)- ლუდი B12 ვიტამინის და ფოლიუმის მჟავის წყაროა, რომლის ნაკლებობამაც შესაძლოა ანემია გამოიწვიოს.

B12 ვიტამინი ასევე მნიშვნელოვანია ნორმალური ზრდის, კარგი მეხსიერების და კონცენტრაციის შესანარჩუნებლად.

ეკრძალებათ ფეხმძიმე და მეძუძურ დედებს!

 

ნუ დაჯდებით საჭესთან ნასვამი!!!

შეუთავსეთ სასიამოვნო სასარგებლოს, მიირთვით ლუდი ზომიერად!

Advertisements

21 comments on “Das ist Bier !!!!!

  1. sul rom saukuno sicocxle aRmitqvan, luds ise ver vitan, mainc ar davlev es “das ist phantastish” tu ra ubedurebacaa, erT eklamashia da rom mesmis cudad vxdebi, germanul enas ver vitan. ertxel swavla davapire da lamis depresiashi chavvardi. imdenad ulamazo da uxeshi enaa 🙂

    • 😀 😀 😀 მეც ეგრე ვიყავი პრინციპში, და გერმანულსაც ვერ ვიტან, არც ვიცი რამოდენიმე ფრაზის გარდა 😀 😀 😀 ასე რომ დალიე

  2. ვერ ვიტანდი,მეზიზღებოდა კიდევაც,მაგრამ ჩემმა ქმარმა მითხრა ერთ დღეს-მანამდე უნდა დალიო მოყუდებით,სანამ ცხვირი არ აგეწვებაო და…. ამეწვა და მიყვარს სიგიჟემდე! :))))

  3. ექსელენტე :დ

    მიყვარს მეც ლუდი, და მართალია შენი დაქალი: გემოს უსინჯავენ ღვინოს, არაყს და ლუდს სვამენ : )

    მიყვარს მე ეგ მწკლარტე გემო…. თან რა მსუყეა, შიმშილს აქრობს :დ

  4. WW2 ანეკდოტი გამახსენდა.
    ვოვოჩკა ბაბუამისის ფრონტავოი ალბომს ათვალიერებს:
    – Деда а это ты в форме?
    – Я, я…
    – Но деда, это же форма немецкого полицая?!!!
    – Ja, ja

  5. მიყვარს ლუდი ძალიან! 🙂

    სხვათაშორის 3ვე ფეხმძიმობის დროს ვსვამდი და მეძუძურობის დროსაც, ნუ ოღონდ ზომიერად 🙂

    “2. დაბერების საწინაამღდეგო თვისებები – ლუდი აძლიერებს E ვიტამინის მოქმედებას, რომელიც სხეულის მთავარი ანტიოქსიდანტია, და ასევე სასიცოცხლო მნიშვნელობის როლს თამაშობს ჯანსაღი კანის შენარჩუნებაში და ანელებს დაბერების პროცესს.” ეხლა მივხვდი რატომ გამოვიყურები ასე :))))))))

    • არა ფეხმძიმებისთვის საერთოდ ალკოჰოლი არ არის რეკომენდებული 🙂 🙂

  6. უიჰ… 🙂
    ამას კიდევ დავამატებდი, რომ, ღვინისა და სხვა ალკოჰოლური სასმელებისგან განსხვავებით, ლუდი ხმას არ აფუჭებს 🙂

  7. Pingback: Efes რეტრო & არტი « ლიტერატორის ბლოგი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s