აჩრდილი (ჩემი, შენი, მისი და . . .)


ნაწყვეტი ილია ჭავჭავაძის პოემიდან ”აჩრდილი”, რომელიც ”რატომღაც” ძალიან, ძალიან აქტუალური მეჩვენება  დღევანდელი გადასახედიდან თუ გადმოსახედიდან;  მეტი რა  უნდა დავწერო, ისედაც ყველაფერი კარგად არის გადმოცემული.

”აგერ ტფილისიც!.. ყრმასაც და ბერსაც,

ქალსა — მახინჯსაც და მშვენიერსაც,

დიდსა, პატარას, თავადსა, გლეხსა,

მე უხილავი ყურსა ვუგდებდი,

მაგრამ კი, ვფიცავ ქართვლის სახელსა,

მათს აზრში აზრსა მე ვერ ვპოვებდი.

ერთგზით შეჰხედავ და იქ ცხოვრება

მართალ ცხოვრებად მოგეჩვენება:

ჰლხინობენ კიდეც, კიდეც ჰხარობენ,

ჰფიქრობენ, ჰგრძნობენ და ჰმოქმედობენ,

ჰხედავ ფაცა-ფუცს და ყველგან ჟღივილს,

უბედურ ცრემლთან ბედნიერს ღიმილს, —

მაგრამ მათ ცრემლსა, ღიმილს თუ გრძნობას,

ჭმუნვას, სიხარულს და მოქმედობას,

ფრჩხილის ოდენიც არა აქვს აზრი

და ყველა იგი თვალთმაქცი არი.

ფუჭია იგი მისი ცხოვრება,

უფერულია და ცალიერი,

არც სიცოცხლეა, არც გემოვნება,

არცა საგანი გულწარმტაცველი!

იქ დღე ჰრბის დღესა, ვით ჰრბოდა, გუშინ,

ერთნაირად და უფერულადა,

რისთვისც მამანი იღვწოდნენ უწინ —

დღეს შვილთ არ უღირთ არც ერთ ფლურადა.

გრძნობას — ოქროსა ფასად ჰყიდიან,

მთავრის ღიმილზე — პატიოსნებას,

და დაჟინებულ ბორკილზე სცვლიან

თავის მამულის თავისუფლებას.

Advertisements

8 comments on “აჩრდილი (ჩემი, შენი, მისი და . . .)

  1. ახლა თუ დავწერ, რომ ძალიან, ძალიან, ძალიან სუსტი ნაწარმოები მგონია ეგ, ყველანაირი გადასახედიდან თუ გადმოსახედიდან, ხომ არ გაგიკვირდება?

  2. ვაი რა ლიტერატურა შემირჩია? არ მახსოვს 🙂 🙂 🙂 please remind me 🙂
    მოიცა 23-მდე სამოქალაქო სამართალი მაქვს კაარგად წასაკითხი და თან პარალელურად რაღაც ოსნე საიენშტადზე “ვცდები” :)))))

  3. :დ ოხ, ლორდ….

    “მამათა და შვილთა” ომს ვერ წაუვა ვერცერთი: ერი და ბერი, ქვეყანა და ა.შ. :დ

    პ.ს. ექსელენტე, : )

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s