ვუვუზელა – მუზმუზელა


მინდოდა დამეწერა ფეხბურთზე, დღევანდელ მატჩზე, ჩემპიონატის დაწყებაზე, მაგრამ არ გამოვიდა, მოედანზე ძილისპირულია, გაუთავებელმა ზუზუნმა კი ტვინი წაიღო (თავიდან ვიფიქრე ტელევიზორმა ხო არ აურია თქო, მაგრამ არა). ხოდა მეც ამ ზუზუნზე გიამბობთ. ვუვუზელა ზუზუნებს; ეს არის თითქმის ერთ მეტრამდე სიგრძის, მკვეთრი ფერების საყვირი, რომელსაც აფრიკელი ფეხბურთის გულშემატკივრები უკრავენ ფეხბურთის მატჩების დროს. 2009 წლის კონფედერაციის თასზე ვუვუზელებმა დიდი ყურადღება დაიმსახურეს (აბა, რა!), ხოლო 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის FIFA აპირებდა აკრძალვას იმ მიზეზით, რომ გულშემატკივრები გამოიყენებდნენ მას იარაღად ან ბიზნესმენები განათავსებდნენ მათზე რეკლამებს (რეკლამა ვუვუზელებზე!!!), თუმცა სამხრეთ აფრიკის ფეხბურთის ფედერაციამ განაცხადა, რომ ვუვუზელები აფრიკული ფეხბურთის განუყოფელი ნაწილია, ასე რომ გიხაროდეთ ფანებოოოოო ვუვუზელები დაშვებულია 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატზ  🙂 🙂 🙂 🙂

ზუსტად იმ დღეს,  როდესაც სამხრეთ აფრიკა გამოცხადდა 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების ადგილად, 20,000 ვუვუზელა გაიყიდა!!! (რაღა გვიჭირს!)

P.S. რაც უფრო იძაბება სტადიონზე სიტუაცია ან იქმნება საგოლე მომენტი,მით უფრო ძლიერდება ვუვუზელას ხმა. მოკლედ ან უნდა შევეჩვიოთ ან ვუვუზელების დიდი პარტია გამოვიწეროთ აფრიკიდან.

დატკბით 🙂

Advertisements

11 comments on “ვუვუზელა – მუზმუზელა

  1. უიმე, მეც არ გამოკვირდა ტელევიზორი ასე რატომ ხმაურობს მეთქი. მეც მინდა 1 ვუვუზელა:) ოღონდ სხვა შემთხვევებში გამოვიყენებდი:)))))

  2. სამხრეთ აფრიკისგან მე ამას არ ველოდი :დ
    პრინციპში არც მექსიკისგან :დ

    :ნახევრადვუყურებ,დილეტანტივარმაგსაკითხში:

  3. აუტანელია :(((
    მე კიდევ იმედი მაქვს, რომ ჩემპიონატის ბოლო თამაშების წინ მაინც აკრძალავენ.

    ეს შავი კაცი რომ ამბობს, to encourage our players-სო, სხვა თამაშებზე მაინც გაჩუმდნენ მაშინ, არ შეიძლება?

    • Katieé ხოო ამბობენ რომ მერვედფინალის მერე აღარ იქნებაო და რა ვიცი :((( თავიდან მეც მეგონა აფრიკულ გუნდებს გულშემატკივრობდნენ, მაგრამ სხვებმაც აიტაცეს როგორც სჩანს :))))))

      თან თურმე წონაშიც აკლებინებს და ფილტვებს წმენდს :))))))

      • რაღა უჭირთ აბა. ევროპელებს არ აწყენთ, მაგრამ აფრიკელებს კიდე შიმშილი უნდათ ვითომ? 😀

        p.s. არც ამ კომენტარის follow up email notification მომსვლია ;/

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s