”დრო სუნთქვასავით გარდასული”


დღევანდელ პოსტში კინოსაც შევეხები და ლიტერატურასაც და კიდევ სიყვარულს, ძალიან ლამაზ სიყვარულს. ფანფან ტიტა (Fanfan la tulipe-1952) ალბათ გექნებათ ნანახი, თუ ოდნავ მაინც რომანტიული ხართ ან უბრალოდ ფრანგული კინო გიყვართ, გირჩევთ უყუროთ. ფანფან ტიტაში მთავარ როლს ფრანგი კინომსახიობი ჟერარ ფილიპი ასრულებს. მეც სწორედ მასზე და მის სიყვარულზე მინდა მოგითხროთ.

მაშინ როდესაც ის ყველაზე მეტად პუპულარული იყო და მთელი სიძლიერით ბრწყინავდა, ჟერარ ფილიპი 36 წლის ასაკში გარდაიცვალა ღვიძლის კიბოთი. მისმა მეუღლემ ნიკოლ ფურკადმა აირჩია ფსევდონიმი ან ფილიპი და მეუღლის შესახებ ორი წიგნი გამოსცა ”მოგონებები’ (Souvenirs-1960) და ”დრო სუნთქვასავით გარდასული” (Le Temps d’un soupir-1963) ამ წიგნმა საფრანგეთის ერთ-ერთი ლიტერატურული პრემია დაიმსახურა, ასევე აღიარეს წლის საუკეთესო წიგნად.

წლების წინ ქართულ ენაზე სწორედ ეს უკანასკნელი აღმოვაჩინე სახლში; თუმცა წიგნსაც ვერ დავარქმევთ ალბათ, ან ფილიპი მასში აღწერს მეუღლის სიცოცხლის უკანასკნელ დღეებს,  გრძნობებს ერთმანეთის მიმართ, თუ როგორ იცვლება მათ გარშემო ყველაფერი, რაც უფრო ახლოვდება სიკვდილის ჟამი, მარტოობა, მერე რა რომ მას შვილები ჰყავს, მეგობრები ჰყავს, ის მაინც მარტოა, მას ხომ აგერ-აგერ მეორე ნახევარი გამოეცლება, ყველაზე მთავარი ნუგეში, მხარდამჭერი, მეგზური . . . არ მახსოვს წამეკითხოს ასეთი პატარა წიგნი, სადაც ამხელა გრძნობა ასე ყოვლისმომცველად ყოფილიყოს გადმოცემული . . .

რაში დავრწმუნდი წიგნის წაკითხვის შემდეგ? ასეთი გრძნობა ერთხელ მოდის და ასეთი ტკივილიც მხოლოდ ერთხელ მოდის;  ტკივილიც უნდა დაიმსახურო ასე მგონია, თან ამაყი უნდა იყო რომ ასეთი დიდი სიყვარული გტკივა, სიყვარული რომელიც მოწოდების სიმაღლეზე გაყენებს, გალამაზებს და გყავს შვილები რომლებიც ძალიან, ძალიან ამაყობენ ამ სიყვარულით და ტკივილით.

ჩემი აზრებით აღარ შეგაწუხებთ, უბრალოდ პატარ-პატარა ამონარიდებს შემოგთავაზებთ წიგნიდან:

”ადრე ვიღვიძებ. ჯერ ისევ ბნელა. თვალს არ ვახელ, ვცდილობ კვლავ ძილს მივცე თავი, მაგრამ ამაოდ. სადღაც სევდიან და პირქუშ სამყაროში დავბორიალობ, შუა გზაზე სინამდვილესა და საშინელებას შორის . . . . . . თავს ვაბრუნებ შენი ბალიშისკენ, რომელსაც წინანდებურად მარჯვნივ ვდებ ხოლმე და თვალწინ მიდგას შენი გაქვავებული სახე; ჩანს მე მეძებდი როცა ესალმებოდი სიცოცხლეს. ვხედავ შენს გაშლილ ხელისგულებს, რომლებმაც მიმახვედრეს, რომ არავითარ ტანჯვას, არავითარ წამებას არ შეუშფოთებიხარ ბოლო წუთებში”

”უხმოდ გევედრებოდი . . შენც შემომხედე, შემომხედე, მე მოგონებები მაინც დამრჩება, შენ ესეც არა. ყველაფერი გაქრება, ვერაფერს დაიმახსოვრებ. შენც გაქრები! თითქოს არასდროს ყოფილხარ ქვეყნად”.

’ნეტავ სულ შეუჩერებლად მატარა. მხოლოდ ასე თუ შევძლებ ცხოვრებას. როგორ მიყვარდა შენთან ფეხშეწყობით სიარული. აბა რა იყო ქვეყნად ამაზე კარგი! დღეს კი . . . საით მივდივარ დღეს? სიარული ხომ მხოლოდ ნაბიჯების გადადგმას არ ნიშნავს. რა მიზანი მამოძრავებს? ვემორჩილები მკაცრ ბრძანებას: ვიცხოვრო, შევაძლებინო ბავშვებს ცხოვრება”

”აი შენც მოხვედი, შეჩერდი, ჭიშკარს აღებ, შენ ძაღლს ელაპარაკები, რომ არ გამაღვიძო ფეხსაცმელს იხდი და ისე ამოდიხარ კიბეზე. შემოხვედი, შენ უკვე აქ ხარ და ეს მთელი სიცოცხლეა ჩემთვის”

”ამ სახლში უკვე აღაფერი მიზიდავდა, უჩვენოდაც იცოცხლებს რაც აქ შევქმენით . . . მძულდა ხეები, ყვავილები, ძაღლი, ჩიტები . . . ნივთები რევანშს იღებდნენ. მათ საკუთარი სიცოცხლე არ გააჩნიათ, მაგრამ დიდხანს სძლებენ . . . სრულიად სამართლიანი იქნებოდა შენს უკანასკნელ ამოსუნთქვააზე მიწას პირი დაეღო და აქაურობა უკვალოდ შთაენთქა”.

”გაოგნებული ვდგავარ. აზრ მიჰქრის როგორც ჩამოგდებული თვითმფრინავი. არა ეს სიცრუეა. შენ აქ არა ხარ. იქ განისვენებ ყინულოვან სამყაროში. რა მოხდა? რამ მოგიყვანა ჩემთან?”

”დავუახლოვდი მარტოობას, კარგად გავიცანით ერთმანეთი და მე ვისწავლე მისთვის პირდაპირ თვალის გასწორება. ვესაუბრებოდი მეგობრებს მარტოობაზე და მათ ბუნებრივად მიაჩნდათ იგი. ჩემთვის ქვეყნად არაფერია ცოლ-ქმარზე უფრო მშვენიერი და როცა ამბობენ, თითქოს სიყვარული – ეს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის დაკარგვას ნიშნავსო, ჩემს თავს ვეკითხები: ნუთუ ჩვენ ერთსა და იმავე გრძნობაზე ვლაპარაკობთ მეთქი?”

”დინებას მივყვები, არ მსურს არც შორს და არც ღრმად ჩავხედო ცხოვრებას, ველი წუთებს, როდესაც ძალა დამიბრუნდება, ვიცი ეს დროც მოვა, ცხოვრება ჯერ კიდევ მაინტერესებს. მინდა თავი დავიხსნა, მაგრამ არ მსურს გავთავისუფლდე შენგან”

ან ფილიპი

 

Advertisements

19 comments on “”დრო სუნთქვასავით გარდასული”

  1. მიყვარს მე ჟერარ ფილიპი, ყველაზე სანდომიანი და ლამაზი, სიცოცხლით სავსე როლები აქვს, მხიარული, ეგ მოგონებებიც ისეთი სევდიანი და ტკბილია … არა, მჯერა მე, სიკვდილით არ მთავრდება ეს ცხოვრება და სადღაც იქ, ერთად არიან ისევ : )

    რა კარგია რომ გაიხსენე : )

    პ.ს. ჩვენ რომ ვიცით იმ კითხვის პასუხი: დაბნეული რაჭველი ვარ მე, ყველაფერს გვიან ვხვდები : ( :დ

  2. ეგ ფილმი ბავშვობაში მაქვს ნანახი ილუზიონში 🙂

    ისე, ეგ კაცი მე ჰომოსექსუალი მეგონა, როგორც ჩანს, ბისექსუალი იყო.

    • სად ასწრებდა ამდენს 🙂 🙂 🙂 ასეთი სიყვარული, ამდენი კინო გადაღება, ბავშვები, 36 წლის ასაკში გარდაცვალება, ვაჰ რამდენს ასწრებს ეს ხალხი 🙂

  3. ეს წიგნი მეც მოზარდობის ასაკში წავიკითხე,მაშინ ჟერარ ფილიპით ისე ვიკავი მოხიბლული,მეგობრის სახლში რო აღმოვაჩინე გახარებულმა ხელი ვსტაცე..არასოდეს დამავიცკდება ის განცდა რაც დასაწყისში კითხვისას დამეუფლა.. სპინოზას სიტყვები ”მწუხარებას ძალუძს სრულყოფილების მწვერვალიდან დაამარცხოს ადამიანი”…

  4. Arachveulebrivi statiaa chemo kargo da didi madloba rom Jerar Filipze,chems usayvarles msaxiobze aseti kargi ram dacere.Me imitom gixdi madlobas rom Jerarma didi roli itamasha chems cxovrebashi,man gansazgvra chemi momavali.Tu dagainteresebs ra da rogor amaze mere giambob.Ertadert rames gtxov,Jerari gardaicvala 37 clis asakshi da kidev misi meuglis gvari iyo Furkadi.Sauketeso survilebit -Mkitxveli:*)

    • დიდი მადლობა 🙂 მიამბეთ აუცილებლად 🙂

      ფურკადი ჩავასწორე

      წელს რაც შეეხება ვიკიპედიაში ასეა მითითებული 36 წლის, ანუ 25 ნოემბერს გარდაიცვალა და 4 დეკემბერს 37 წლის უნდა გამხდარიყო უკვე და ალბათ იმიტომ არის გაურკვევლობა 🙂

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s