ლექსები


მუზა

ლექსის წერას აღარ უნდა დრო,

ოხ, ეს მუზა ჩამაფრინდა თმებში,

ადრე ცოტა რიდი მაინც ჰქონდა,

ეს მაინც რამ გააგიჟა ვიციი??

ამირია გული, გრძნობა, ტვინი,

სად რა ვწერო, სად რა ვთითხნო ვიცი?

მაგრამ იცი? არც გაშვება მინდა მისი,

ისევ მომენატრება მე ეს მაჯლაჯუნა ვიცი.

გულზე მაწევს გატრუნული ისე,

თითქოს არაფერი იცის,

ყველას ანგელოზი მუზა ჰკენწლავს,

მე სად შემხვდა ეს ეშმაკი ვიცი?

14/04/2010

პეპელა

მე ხომ გიჟი ვარ წრეგადასული,

ზნედაცემული ჭრელი პეპელა,

ვეღარც ვფარფატებ, ვეღარც ვლასლასებ,

ხის ტოტზე ვსკუპვარ იმედგასვრილი.

გაგიტყდა გენაც ასეთს რომ მხედავ?

რომ ვერ ვკუნტრუშებ შენს მუხლიკვრებზე?

ნუგეში გენააც, პეპლებს რა დალევს?

ვაკანტურ ადგილს უცებ ნახავენ.

და დაიკიდებ, რომ ერთი პეპელა

სადღაც ხის ტოტზე წამოსკუპულა,

უფრთოოდ? ჰო! უფრთოდ!

მარტო! და ეულად!

13.04.2010

ნ.გ-ს

წახვედი თოლიავ? გაჰყევი ნაპირს?

ტალღიან სველ ნაპირს არ უჩანს ბოლო,

შენს კვალს ზღვაც ვერ შლის,

კვლავ აქ ხარ ვატყობ,

აქ გგრძნობ, ჩემთან ხარ, შენს ლექსს რა წაშლის.

გავყვე ნაკვალევს? მე ვერც გავბედავ,

შემს სულში ჩაჭედილ შენს ლექსებს მოვუვლი,

ჩემს გულში ჩარჩენილ მუზას ვანანავებ,

მოვუვლი ცივ ნიავს არ მივაკარებ.

წახვედი თოლიავ? გაჰყევი ნაპირს?

დაჭერი გული, ატკინე მუზას,

დაგვტოვე ობლებად, მდიდარ ობლებად,

შენი ლექსები ოქროდ ქცეულან.

მშვიდობით გითხრათ? მე ვერც გავბედავ,

ვიქნები სულელი ეს რომ აღმომხდეს,

შენ გიღალატებ ეს რომ წამომცდეს.

13-04-2010

ფიქრები

ვდგევარ ფანჯარასთან ღამენათევი

და მთებს გავყურებ ნისლში დამალულს,

ნისლი ბარშიაც ჩამოდის ხოლმე

და გულს აწვება როგორც სველი ქვა.

წვიმიანია გზები, ქუჩები

და მენატრება არ არსებული,

წვიმიანია ჩემი თვალებიც

უძილობისგან ღამენათევი.

რა მენატრება არც კი ვიცი მე

ალბათ კი ცაზე მოწმენდილ ცაზე,

ან და მზიანი დღე სამშობლოში,

ხალხის გულებს, რომ გაათბობს ასე.

ვფიქრობ და გული მევსება დარდით,

მზე აღარ არის მზიურ ქალაქში

და ბადრი მთვარეც აღარ ანათებს,

დაფარულია ზეცა ღრუბლებით.

კვლავაც წვიმს ისევ მსხვილი წვეთებით,

იწვიმოს იქნებ მოგვეშვას გულზე,

იწვიმოს იქნებ ამან გარეცხოს

რაც რამ ცოდვა გვაქვს ჩვენ ჩადენილი

და რაც ამ ბოლო წლებში გვაწუხებს.

(28 ნოემბერი, 1998წ. თბილისი)

ურო

ვნება ძლიერია
ქარტეხილები ღმუიან
ტოტი ტყდება, მერქანი ხმება
ხე ეცემა . . .

დადიან ლანდები
მუსიკის ჰანგებში
ბრმად . . .
ეხეთქებიან ერთმანეთს

იმტვრევა ტოტები
ფესვი?
ჰქონდა ფესვი?
არ ვიცი არ მინახავს . . .

რაო რაო?
მძაფრი ქარტეხილი მას ვერ შეეხება?!
ჰმ, ეგ დრო წავიდა
სიშიშვლე დარჩა

წაქცეული ხე
და ფესვი არ ჩანს . .
ვნება ძლიერია
სულზე ძლიერი, სხეულზე გამძლე

მიწიდან სინორჩე
ახალი სიცოცხლე
ეს მინდა მე . . .

Advertisements

6 comments on “ლექსები

  1. “მუზა” და “ურო” მომეწონა და მგონია რომ უფრო შენეულია ვიდრე დანარჩენები ;))
    მომავალშიც გაგვიზიარე შენი ნაწერები 😉

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s