BMW – გაყინული პროფილი


რატომ ხვდება BMW-ის მარკის ავტომანქანა ყველაზე ხშირად ავარიების ეპიცენტრში? ეს ის კითხვა იყო რაც ყველაზე მეტად მაწუხებდა და რაც დავუსვი ერთ-ერთ გამოცდილ ავტომბროლელს, დოკუმენტურ ფილმზე მუშაობისას. მიზეზად ამ მარკის ავტომობილების მძღოლების გამოუცდელობა და მეტად ახალგაზრდა ასაკი დაასახელა. შუქნიშნიდან შუქნიშნამდე ქროლვით მისვლა, სხვა მანქანებისთვის სახიფათო სიტუაციების შექმნა, ეს მათი ადრენალინია . . . ვეთანხმები, მაგრამ გადამწყვეტ სიტუაციაში ამ მანქანის მართვა თვით პროფესიონალ მძღოლებსაც კი უჭირთ, საქმეს ართულებს ის რომ BMW-ს უკანა თვლები აქვს წამყვანი და დაკიდება აქვს სუსტი, შესაბამისად მოსახვევებში მაღალი სიჩქარით შესვლა, ან სველ საფარზე სიარული მისი კუდის ქნევას და მკვეთრ დახრილობას იწვევს, ავარიების უმრავლესობაშიც სწორედ ამ დროს ვერ ახერხებს მძღოლი მანქანის დამორჩილებას, რასაც შემდეგ საშინელი შედეგები მოსდევს. ზუსტად ის ადრენალინი გკლავს, რომელიც ცოტა ხნის წინ სიცოცხლეს გიხანგრძლივებდა.

ამას წინათ ლექსი დავწერე ”ურო” და ავღნიშნე კიდეც ოღონდ არ მკითხოთ რატომ დავარქვი ამ ლექსს ურო მეთქი, მაინც ვერ გიპასუხებდით. ორიოდ დღის შემდეგ ჩემს მეგობარს დაეღუპა მეუღლე ავტოავარიაში, სწორედ რომ უროსავით დაგვეცა ყველას მისი გარდაცვალების ამბავი, ამაზრზენი შოკი იყო.

ყველაფერი მარტივია მე არ მინდა ერთ დღეს შევიდე ვინმეს პროფილზე და ამ ადამიანის ბოლო აქტიურობის თარიღი იყოს უცვლელი და გაყინული, ამის წარმოდგენა ყველაზე მეტად მიჭირს და მაშინებს. ვიზიარებ იმ ადამიანის მწუხარევას ვისაც ამის განცდა და გაყინული პროფილის ატანა უწევს. მე მინდა ვხედავდე ამ აქტიურობას ჩემს ვოლზე, ”ესა და ეს დაუმეგობრდა ამას და ამას”, ”ეს და ეს გაწევრიანდა ამ ჯგუფში”, ”მან კომენტარი გააკეთა შენს ფოტოზე” და ასე უცვლელად და უწყვეტად იგრძნობოდეს სიცოცხლე, მოძრაობა და ერთმანეთით ტკბობა.

მე თქვენ ძალიან მიყვარხართ და მინდა გთხოვოთ ძალიან ძალიან გთხოვოთ:

უბრალოდ იარეთ ნელა (დატკბით ცხოვრებით)

ნუ დაჯდებით საჭესთან ნასვამი (თქვენს საყვარელ ადამიანებზე იფიქრეთ)

შეიკარით ღვედი (ის თქვენი უსაფრთხოებისთვის შეიქმნა)

გუგლში ქექვის დროს ფორუმელების მიმოწერა გამოჩნდა ამ თემასთან დაკავშირებით, ამონარიდებს უცვლელად გთავაზობთ:

“ალბათ ორ წელიწადზე მეტია რაც ნასვამი მანქანზე არ დამჯდარვარ თუ სადმე მივდივარ და ვიცი დალევა მომიწევს მივდივარ ტაქსით და იქიდანც ტაქსით მოვდივარ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ რატომ უნდა ვიხადო 150 ლარი ? ტყუილ უბრალოდ როცა შეიძლაბა ძაან მარტივვად მოხვიდე სახლში ტქასით თან რა ჯობია იმას ტქსისტი ერთ ორ ზღაპარს რომ მოაყოლებს იიიფ 🙂 🙂 “

“აი სიმთვრალეს რაც შეეხება, მართლა უნდა გამკაცრდეს ბევრად ჯარიმა. ადამიანს რომელიც ნასვამია და ნელა მიგორავს უნდა აპატიო – დალია და მიხვდა რომ უსაფრთხოდ უნდა ევლო და დადის… და ვინც გიჟივით ჩაიქროლებს და მთვრალი აღმოჩნდება თავზე პრავა უნდა დაალეწო… ეგეთს ცოტა აკლია ლეთალურ ავტოსაგზაო შემთხვევის მოხდენამდე…”

”მაგ პრინციპით და კრიტერიუმებით მანქანის შეფასება არ მიმაჩნია სწორად, აბა რაც საქართველოში ბმვ დადის იმდენი ფერარი შემოყაროს ვინმემ, მერე ნახე შენ ავარია, საერთოდ სტატისტიკის მიხედვით საქართველოში ბმვ-ს ფირმის ავტომობილის მძღოლების 80-85% ახალგაზრდაა, ან ”პატარა ბიჭი”. რას იზავ მძღოლობა ბულკი არაა მაღაზიაში რომ ვიყიდოთ. მანქანის კარგად მართვას ცოდნა და გამოცდილება უნდა, მანქანის დამორჩილებას და ”მძღოლობას” ამ ორს დამატებული ნიჭი, უამრავი მძღოლია მაგრამ ყველა გონშიკი ხო არაა, პროფესიონალიზმი ნიჭის გარეშე არ მოდის. (პროფესიონალებსაც მოსდით ავარია), გუშინ 18 წლის გახდა და დღეს ბმვ-ს მოაჯდა რომელის მატორიც კაკ მინიმუმ ასტრას უსწრებს. და ყველას გონია რო მაგარი ვაძილაა. თვითდაჯერებულობა ხშირ შემთხვევაში(მართვასთან დაკავშირებით) დამღუპველია, მანქანა სათამაშო არაა. მე 10 წელია მანქანით დავდივარ(გაცილებით დიდი დროა რაც ტარება ვისწავლე) მაგრამ თავს არასდროს არ ვაძლევ სწრაფად სიარულის უფლებას, ქალაქში ეგრეა და ტრასაზეც უმეტესად არ ვიგიჟებ თავს. კომუნისტების დროს თურმე 06 რო გამოვიდა ცოცხალ კუბოს ეძახდნენ, ვოლგებიდან და მოსკვიჩებიდან გადამჯდარმა გამოუცდელმა ”ღლაპებმა” ვერ გათვალეს 06 ის მატორის სიძლიერე და ზუსტად მაგ პერიოდში გაჩნდა ტრასის პირას ავარიით დაღუპულების საფლავები”.

“უამრავია ეგეთი, რბოლებს აწყობენ გატენილ ქუჩებში, მამიკოების ნაყიდი მანქანებით. ესეც მეორე პრობლემა, მამიკოების შვილიკოების ქვეყანა.”

ქვემოთ მოცემული სურათების ისტორია, (ადამიანი უჩივი BMW-ს მიუნხენში, მის მანქანას გვერდიდან დაეჯახა ჰონდა, შემდეგ შეასკდა ხეს, აირბაგები არცერთ მხარეს არ გაიხსნა და წინა ნაწილი მთლიანად მოწყდა, ძრავი სადღაც 30 მეტრში ეგდო, მისი მეგობარი კი ადგილზე გარდაიცვალა :

”hello!!! i am from Georgia (former USSR) id like to send story of my accident , i think the most terrible accident ever,and if it is possible , or you will help me how to give information about my accident to mass media in USA, it happened 2007 February 23, the BMW 650 was brand new, i used it for 3 months, and when i was driving not very fast, about 80 km/h Honda prelude hitted me from the right side,i lost conrtol and hited the tree, the car was cut into two parts as well as head of my friend who was sitting next to me,he immediately died on the place because THE AIRBAG ON FRONT RIGHT SIDE DID NOT OPEN,and engine was found 30 metres away from cars body, I got injuries , and broke my back,and now i still have amnesia and dont remember half of my life, WE WILL HAVE PROCESS IN COURT with BMW in Munich,and if its possible help me to get everybody know ;what a safe car BMW is’im sending some of pictures, plz write me on this email, and excusemoi for my bad english! thanks

PS we both had safety belts fastened!!

როგორც თვითონ აღნიშნავს მანქანა იყო სრულიად ახალი

Street Racing – ხუთი გარდაცვლილი, რუსეთი

ყველაზე საშინელი ავარიების ფოტო კოლაჟი (მათ შორის საქართველოდან)

და ბოლოს

იმ შემთხვევაში თუ ყველა გამოიყენებს ღვედს, ყოველწლიურად 5500 სიცოცხლე -დაღუპვისაგან, ხოლო 132 000 – მძიმე დაზიანებებისაგან გადარჩება. ყოველ წელს, დაახლოებით 35 ათასი ადამიანი იღუპება ავტოავარიაში, აქედან 50% გადარჩებოდა, ღვედი რომ კეთებოდათ. 17 ათასზე მეტი ადამიანი დაცული იქნებოდა ყოველ წელს უსაფრთხოების ღვედის გამოყენებით.

Advertisements

10 comments on “BMW – გაყინული პროფილი

  1. ნამდვილად, ისე არაფერი მეშინია მანქანების შემთხვევაში, როგორც ავარიის 😦
    თან მით უმეტეს, თუ მძღოლი გამოცდილი არაა, თუმცა, სხვა იქნებ გამოუცდელი, შეგიქმნის საავარიო სიტუაციას და ბრამც…

    აუ, არ ქნათ რა.. გადადით ველოსიპედებზე 🙂 მიყვარს მე ველოსიპედები :დ

  2. ამასწინათ ბმვ ტაქსში ვიჯექით და მძღოლი ამბობდა, საქართველოში 35 წლამდე უფლება არ უნდა მისცენ ბმვ მართვისო. სერიოზულად დავფიქრდი.
    ნეტა რა ჭკუა აქვს იმ მამებს, რომლებიც ახალგაზრდა შვილს ბმვ–ს ჩუქნიან. მართლა სიკვდილის მანქანაა.
    თუმცა, მარტო ბმვ ვერ დავაბრალებთ ამდენ სიკვდილს. საკუთარი სიკვდილით თუ ვინმე კვდება საქართველოში უკვე აღარ მგონია.

    საშინლად მაღალი სანქციები უნდა იყოს სიმთვრალეზე, რომ ვერ გადაიხადონ ისეთი. მთვრალზე თუ ვინმე კიდევ უზის მანქანაში, სისხლის სამართლის პასუხისგებაშიც უნდა მისცენ, სხვისი სიცოცხლის საფრთხის ქვეშ დაყენების გამო.
    მერე რა რომ სხვა ქვეყნებში შეიძლება არაა ასეთი მკაცრი კანონები. ჩვენთან იყოს, ჩვენ არ ვართ ნორმალურები და არანორმალური კანონი გვჭირდება.

    • ვერ მოვიცალე რომ ერთი ის ინტერვიუ რომ ჩავწერე მრბოლელთან კომპში გადმოვიტანო ძალიან საინტერესოდ საუბრობს ამ თემაზე.

      მართალია, ახლა მგონი სანქციები აწიეს, გააორმაგეს თუ არ ვცდები, მე ამას დავამატებდი 3-4 დღიან მინიმუმ (გააჩნია სირთულეს) დაკავებას და პლუს სამსახურში ოფიციალურად საყვედურის გაგზავნას ან რაღაც მსგავს, რამეს მოიფიქრებდა კაცი კიდევ.
      ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს ქვეითად მოსიარულეები, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს მიწისქვეშა გადასასვლელები, გააკეთეს ხიდები და არსებობს შუქნიშნები მაინც ტრასაზე დარბის ეს ხალხი აქეთ იქეთ, თან ვგიჟდები იმაზე, ბავშვებით რომ აგდარბიან ხოლმე 😦 😦

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s