ტაოპრივატბანკი


ტაოპრივატბანკი სირცხვილი დღევანდელ ქართულ ვაი საბანკო რეალობაში; (ეეეუჰ!)
თუ არ ჩავთვლით რამოდენიმე იძულებით ვიზიტს, ამ ბანკთან მე პირადად სხვა შეხება არ მაქვს, არა ბარათი, არა ანგარიში, არა სესხი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ; ერთი ორჯერ გახლდით ელ.ენერგიის გადასახადი უნდა გადამეხადა, ამ ოპერაციის განხორციელებას დასჭირდა დაახლოებით 40 წუთი ეს მაშინ როდესაც ბანკში ჩემს გარდა არ იყო სხვა კლიენტი, ასევე დასჭირდა გვერდით მსხდომი ოპერატორების დახმარება, რადგან ერთის ”პროფესიონალიზმი” არ ეყო თელასის ანგარიშზე თანხის გადარიცხვას, შემდეგ საქმეში ჩაერთო მენეჯერი (უხმეს მას), ეს როგორ გავაკეთოთ? ის სად ჩავწეროთ? პირადი მონაცემებიც შევიყვანოთ? და მსგავსი კითხვები მიაყარეს მენეჯერს. ერთი სიტყვით დენის გათიშვას გადავრჩი. ეს იყო და ეს იმის მერე პირი აღარ მიქნია ამ ბანკისკენ.
მაგრამ, ჰოი ბედო, დღეს ჩემს ნათესავს გამოუგზავნეს თანხა, საუბედუროდ ჩემს სახელზე და საუბედუროდ მე უნდა გამომეტანა. სხვა რა ჩარა იყო გავემართე ტაოპრივატბანკისკენ, თავპირი ჩამომტირის, შევედი . . როგორც ყოველთვის გრანდიოზული შენობა და ამ უუუზარმაზარ სივრცეში ორი ოპერატორი და ორი მოლარე და ერთი ბანკომატი (შიგნიდან). მივეახელ თავისუფალ ოპერატორს და მოწიწებით (სხვა რა გზა მაქვს) ვეუბნები რა მინდა, რა თქმა უნდა მან მიპასუხა ეგ ჩემს კომპეტენციაში არ შედით და მეორე ოპერატორს დაელოდეთო. კეთილი ველოდები, ჯერ დაკავებულია, თითებს უცაკუნებს კლავიატურას შეშფოთებულ-შეწუხებული სახით (ვიღაცას ემსახურება, მოკლედ რიგში ვდგავარ რა), მინდა არ მინდა მესმის მისი დიალოგი კლიენტთან:
(ვციტირებ)

”იცით თანხა აუცილებლად ეროვნული კურსით უნდა მივუთითო, ხომ არ იცით ეროვნული კურსი?”,
”არა სამწუხაროდ არ ვიცი” პასუხობს კლიენტი. (NBG გავიფიქრე გულში, კბილების კრაჭუნით (ესეც გულში))
ოპერატორმა აიღო ყურმილი და რეკავს, როგორც სჩანს სხვა ფილიალში: ”იცით მე ესა და ეს ვარ ამა და ამ ფილიალიდან და იქნებ ეროვნულის კურსი მითხრათ ან იქნებ მითხრათ როგორ გავიგო?”
როგორც სჩანს მასზე უარეს მდგომარეობაში მყოფთან დარეკა. შეწუხებულმა დაკიდა ყურმილი. აქ უკვე დახმარების სურვილი გამიჩნდა და ვუთხარი, რომ კურსი შეუძლია ეროვნული ბანკის საიტზე იხილოს.
”ინტერნეტი არ არის” – იყო ოპერატორის პასუხი.
წამიერმა შოკმა გადაგვირბინა სახეზე, რიგში მდგომ კლიენტებს, შოკი საწყალმა ღიმილმა ჩაანაცვლა, აქა იქ რეპლიკა იყო ”ვაიმე ეს რა ბანკია” და ა.შ.
აქ ოპერატორმა ვითომ პრესტიჟს არ ევნოსო და განაცხადა იცით ზოგიერთ საიტზე შევდივართ და ზოგზე ვერა, ასეა არ ვიცი რატომ არის ასე, მე ახალი ვარ, აქ ვინც იყო ჩემამდე ოპერატორი იმას წაეშალა კომპიუტერში რაღაცეები.
აქ უკვე რეპლიკები აღარ იყო, მხოლოდ მძიმე ღმუილი გულში. კომენტარიც თქვენთვის მომინდვია.
პრესტიჟს მეორე თანამშრომელმაც შეუწყო ხელი: ”ანა A4 ფურცლები ხომ არ შემოგრჩა ცოტა???”

ამ სცენების დროს შიდა ოთახიდან გამოვიდა მენეჯერის მსგავსი არსება ყავის ჭიქით ხელში, ისე მოდიოდა ფეხებზე დავხედე ფოსტლები ხომ არ აცვია მეთქი, მოფრატუნდა ბინულთან ცხელი წყალი ჩამოისხა, გახედ გამოხედა ქვეშევრდომთ და უკან შეფრატუნდა. აქ უნდა ვთქვა რომ შიგადაშიგ ვიმეორებ რაზე ვარ მისული რომ არ დამავიწყდეს. ისევ რიგში ვდგავარ, შემოვიდა მოხუცი, ბანკომატიდან თანხის მოხსნა სურდა, დაცვას სთხოვა 50 ლარის გამოტანა მინდა და დამეხმარეთო, აქ დაცვა აფრთხილებს საწყალ მოხუცს 50 ლარის გამოტანა თუ გნებავთ 45 ლარს წაიღებთ, 5 ლარს ბანკი იტოვებსო. (გაყვლეფა დღისით მზისით) 5 ლარი ამ მოხუცისთვის მინიმუმ 5 დღის პურია!!!!

რაღა ბევრი გაწუხოთ და თურმე არც ამ ოპერატორის ფუნქცია იყო ჩემი მომსახურება, ტყუილად ველოდებოდი, ეს ოპერაცია მოლარესთან უნდა განმეხორციელებინა. მოკლედ ჩამომაქვეითეს რა. ჯერ ოპერატორი ხომ ”ბრდღვნიდა” საბანკო სისტემას და მოლარე ხომ წარმოგიდგენიათ. მოლარე იყო ორი შპაკლიანი და უშპაკლო, ჯერ შპაკლიანთან მივედი, დახედა გზავნილობის კოდს, ქვეყანას და მითხრა ეს პროგრამა ჩემს კომპიუტერში არ არის მეორე ოპერატორთან მიბრძანდითო. მივედი მეორესთან, იმანაც დახედა კოდს და გადმოალაგა ბაინდერები, ფურცლა და ფურცლა, რეკა და რეკა, ქექა და ქექა კომპიუტერში; და დავადგინეთ რომ ეს იყო უნისტრიმის კოდი! ურა! ვაშა! მე მაქვს კოდი და თან ვიცი რომ ეს კოდი უნისტრიმისაა, ვერ წარმოიდგენდით რა ბედნიერი ვიყავი :)))))))))))))). მაგრამ მაინც ვერ ნახეს მიღებული იყო თუ არა, ბოლოს დარეკეს სათაო ოფისში, და მითხრეს რომ ვერც ჩვენ და ვერც სხვა ფილიალი ვერ დაგეხმარებით, ვერ ვპოულობთ, არ ჩანს, ქსელი ვერ ხედავს და ა,შ, უნდა წახვიდეთ სათაო ოფისში წერეთელზეო . . . (უკომენტაროდ, შოკირებული, გაოგნებული და გაწბილებული გამოვედი) . . .

გამოსვლისას ერთიც გავხედე ბანკს რომ დავრწმუნებულიყავი მართლა ბანკში ვიყავი თუ არა . . . კი ნამდვილად ბანკი იყო ტაოპრივატბანკი . . . მწვანე ფერებში გადაწყვეტილი . . .

მომისამძიმრეთ ორშაბათს წერეთელზე სათაო ოფისში მივდივარ და ვფიქრობ წავიყვანო ჩემი ოფოფებიც თუ სახლში დავტოვო . . . . . . .

P.S. და მათი FB გვერდი რად ღირს სადაც ჯერ კიდევ ”ახალ წელს” გვილოცავენ და სულ 19 გულშემატკივარი ჰყავთ (ალბათ ასე 5 ფილიალის თანამშრომლები) :))))))))))

იხილეთ აქ

ტაო შე ძველო – FB

Advertisements

35 comments on “ტაოპრივატბანკი

  1. გული მომიკვდა მაგათი საცოდაობით,რა ქნან,მარაზმებში ცხოვრობენ ჩვენთან ერთად! :)))))))))))))))

    ერთხელ ტაოს ბანკში ლოდინის პროცესში დამლაგებელმა ფეხები ამაწევინა და სველი ჩვარი გამოუსვა სავარძლის ქვეშ….. მაშინ მოვითხოვე “სამახსოვრო წიგნი” და გავაშვანშვალე დიიდი ტექსტი…..

  2. მძიმე მდგომარეობაა, არა მარტო ბანკებში, მაღაზიებში და სხვადასხვა მომსახურების სფეროებში, მენეჯმენტი და კლიენტის მომსახურება ნულია 😦

  3. ეჰ, ცუდი ცუდი :(( თუ რამე გავიგე ხოლმე აუცილებლად დავწერ და ყველამ უნდა დაწეროს და თქვას ჩემი აზრით, რომ შეეცადონ და გამოასწორონ მდგომარეობა 🙂 🙂

  4. რა კარგი იყო 😉 მე მხოლოდ საქართველოს ბანკთან და სახალხო ბანკთან მქონია შეხება და იქ მსგავსი არაფერი აწუხებთ კიდევ კარგი:D
    წარმატებები ბლოგინგში, გიფავორიტებ 😉

    • არადა რა მორიდებით ვწერე 🙂 🙂 თან გაგრძელება და ე.წ. სათაო ოფისში ვიზიტის შესახებ აღარ დავწერე “დავინდე” :)))))

  5. haha, bodishi saitis avtors, landiashastan vwerdi da iq gmaoqveynebuli tqveni linkis wyalobit aqet aghmovchndi 😀 da aghar daminaxavs sad vwerdi TAB-i ameria 😉

  6. ჩვენ ამ სამყაროში ვცხოვრობთ რომელსაც ასევე აქტიურად ვაპროტესტებთ, მემგონი ურიგო არ იქნებოდა ყველა ჩვენთაგანი გამოვიდეთ ამ უაზრო კრიტიკის ფარგლებიდან და კომპანიას რომელთანაც ჩვენ შეხება გვაქვს და გვინდა რომ გავაგრძელოთ ურთოერთობა, მივაწოდოთ ჩვენთვის უფრო კომფორტული წინადადებები. მარტივია ვაკრიტიკოთ და რთულია ამ კრიტიკის სწინააღმდეგო იდეა მოვიფიქროთ . პირადად მე ტაოში ვმუშაობ და მზად ვარ მივიღო ნებისმიერი კონკრეტული წინადადება მომსახურების გაუმჯობესების მიზნით. მომწერეთ მეილზე makam26@gmail.com
    გმადლობთ!

    • მაკა, ჩემო კარგო, ძირითადი პრობლემები ჩემი გადასახედიდან უნდა ვეძებოთ მენეჯმენტის კუთხით, ანუ მენეჯერი ხომ უნდა აკონტროლებდეს თანამშრომლები როგორ მუშაობენ, რატომ დგება რიგი, რა პრობლემებია ზოგადად, მარტო ყავის დასასხმელად ხომ არ უნდა გამოდიოდეს ოთახიდან 😦 მეორე მხრივ დიდი პრობლემაა თანამშრომლების შერჩევა, ასეთ დიდ ორგანიზაციას, არ აქვს უფლება თუნდაც ერთი თანამშრომელი ჰყავდეს ისეთი რომელიც არაპროფესიონალი და არაკომპეტენტურია. მე აღარ ვამბობ იმას რომ თითქმის ყველგან სადაც მე მივედი ასეთი სიტუაცია დამხვდა, როგორ დავიჯერო რომ ყველას ახალი დაწყებული აქვს სამსახური და თუნდაც ახალი დაწყებული ჰქონდეს ეპატიება ოპერატორს ეროვნული ბანკის კურსი არ იცოდეს? მათ ხომ უტარდებათ ტრენინგები სანამ სამსახურს დაიწყებენ? როგორც სჩანს ან არ უტარდებათ ან ვერ ტარდებათ სათანადო დონეზე 😦 დამერწმუნეთ ზემოთ ჩემს მონათხრობში არაფერი გადამიჭარბებია, ასეთი ტიპის პოსტებს საერთოდ იშვიათად ვწერ, მაგრამ ეს იმდენად პიკი იყო ყველაფრის რომ ჩავთვალე რომ უნდა დამეწერა, მითუმეტეს სხვა ადამიანებისგანაც მაქვს გაგონილი უამრავი მსგავსი შემთხვევა.

      დიდი მადლობა ყურადღებისთვის და განსხვავებული აზრის დაფიქსირებისთვის 🙂

  7. რაც შეეხება დამლაგებლის საქციელს:
    პირადად მე ხშირად შევსწებივარ სხვა კომპანიაში დალაგება – დასუფთავების პროცესს და ეს ჩემთვის გამაღიზიანებელი არ ყოფილა. თუ ზოგადად აგრესიული განწყობით მივალთ კომპანიაში , სულ რომ ”ვარდები” მოფინონ შესასვლელში შეიძლება ის გააპროტესტოთ ვარდის წითელი ფერი არ მომწონს თეთრი მოგეფინათო. )

  8. საინტერესო არგუმენტებია,არ არის გამორიცხული რომ მართლაც ასე იყო თუმცა მე პირადად უარეს შემთხვევბშიც ვყოფილვარ საქართველსო ბანკში, ბანკი რომელიც ეხლა იდგამს ფეხს საქართველოში და ამაში ხალხი ხელს არ უწყობს (ტაოზე მაქვს საუბარი) კიდევ კარგად ახერხებს.
    აი რაც შეეხება საქართველოს ბანკს თავის რეიტინგიდან გამომდინარე ისევ საშვალო დონეზე დგას,უსასრულო რიგები, რამდენს ქონია შემთხვევა როდესაც 90–იანი წლების პურის რიგები რომ გაახსნედა,არავინ თქვას არაო.
    საქართველოს ბანკს ეხლა რა კლიენტების რაოდენობაც ჰყავს ის რომ ტაობანკს ჰყავდეს ვფიქრობ გაცილებით უკეთეს ხარისხს შემოგვთავაზებდა.
    მქონია შემთხვევები თან რამოდენიმე როდესაც საქართველოს ბანკში 2 საათიც ვდგარვარ რიგში,8 სალარო აქვთ გახსნილი და აქედან მხოლოდ ორი ოპერატორი მუშაობს,რა არის ხელფასებს ზოგავენ 🙂 .
    P.S მგონი ერთადერთი ბანკი რომელიც ხარისხს გვთავაზობს TBC ია,რავი მე ასე ვფიქრობ…..

    • კი საქართველოს ბანკზეც გეთანხმები, დიდი ხანია აურია მაგ ბანკმაც :(((( და გადავბარგდი ჩემი ანგარიშებიანად პროკრედიტში, სადაც ბევრად უკეთესი მომსახურებაა, ბევრი ადამიანია და ყოველთვის არის ვიღაც ვინც კომპეტენტურ პასუხს გაგცემს

  9. ძალიან სასარგებლოა ზოგჯერ თქვენგან იმის მოსმენა ფორუმზე რასაც არ გვეუნებით მომსახურების ოფისებში. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს მენეჯერი, თვალსაჩინო ადგილას გამოკრულია იმ ნომრების ჩამონათვალი სადაც შეგიძლიათ გააგზავნოთ თქვენი უკმაყოფილების საბაბი. არამგონია, ღირდეს ერთი არაპროფესიონალი კადრის განზოგადება მთელ ბანკზე. რაც შეეხება რიგებს, ისინი არიან იქ სადაც ბევრი კლიენტია და რა თქმა უნდა ჩვენთვის, ქართველებისათვის ხომ საერთოდ უცხოა რიგში ლოდინი. ვერავინ მეტყვით იმას რომ როდესაც თქვენ აფორმებთ რაიმე ხელშეკრულებას ბანკთან, რაც რა თქმა უნდა დაკავშირებულია ფულთან, ეს შეიძლება მოხდეს 2 წუთში. აგრეთვე შეგიძლიათ ოპერატორს კითხოთ იმ სერვისების შესახებ რომლებიც შეგიძლიათ მიიღოთ სახლიდან გაუსვლელად ინტერნეტ ბანკის საშუალებით, SMS ბანკინგის, ბანკომატებისა (კომუნალური გადასახადები) თუ თვითმომსახურების ტერმინალების დახმარებით. გთხოვთ მიაქციოთ აგრეთვე ყურადღება, რომ თვის ბოლო დღე, რომელიც არის ბარათების დაფარვის ბოლო დღე, ყოველთვის გადატვირთულია, მიუხედავად იმისა რომ ბარათებზე მინიმალური გადასახადის გადახდა შეიძლება მაგ 20-ში, 21-ში, 22-ში და ა.შ თვის ბოლო დღემდე.
    პირადად მე მადლობელი ვიქნები ყველა დასაბუთებული წინადადებისა თუ მოსაზრებისათვის რომელსაც მივიღებ თქვენგან. რაც შეეხება მომსახურებით უკმაყოფილებას, გთხოვთ მიუთითოთ ადგილი და ოპერატორი. მერწმუნეთ ბანკის პირველადი მიზანია კლიენტების კმაყოფილება.
    რა თქმა უნდა აღნიშნული ინფორმაცია სასარგებლოა იმათთვის ვისაც უნდა და ვერ ღებულობს სასურველ მომსახურებას ”ტაოპრივატბანკში”. კონსტრუქციული კრიტიკოსების აზრის აგრეთვე სასარგებლოა, თუ ის არ გადადის შეურაცყოფაში.
    მოგვაწოდეთ თქვენი აზრი და მიიღებთ თქვენთვის სასურველ სერვისს, ხოლო პროდუქტების რაოდენობისა და ხარისხის მხრივ მერწმუნეთ ერთ-ერთი მოწინავე ბანკია (არამარტო საქართველოში).

    • აქ არ არის მარტო რიგების ამბავი, რიგი ზოგჯერ საერთოდ არ არის ხოლმე, თან რომ იყოს ეს ერთი შემთხვევა და მარტო მე შემხვედროდეს სხვა საქმეა, როცა რამოდენიმე შემთხვევას მე თავად გადავეყარე და ასევე უამრავი მომისმენია სხვა ადამიანებისგან ესეც სხვა საქმეა.

      მენეჯმენტის პრობლემა დგას სერიოზულად პირველ რიგში, კადრების პრობლემაც მოსაგვარებელია სასწრაფოდ

  10. საქმე მარტო მენეჯმენტში არაა. მაგ ბანკს ძალიან უნამუსო პრაქტიკა აქვს დანერგილი. კერძოდ: აცხადებენ ვაკანსიებს, აჰყავთ დროებით უშტატო თანამშრომლები და ავალებენ სამუშაოს გაყიდვების სფეროში და პირდებიან, განსაზღვრული დროში განსაზღვრული რაოდენობის საბანკო პროდუქტის გაყიდვის შემთხვევაში, შტატში აყვანას. წესით გამყიდველმა ყოველი გაყიდული ბარათიდან 5 ლარი უნდა მიიღს ბონუსის სახით. ჩემი ახლობელი 1 თვე თავდაუზოგავად მუშაობდა სამსახურის მიღების იმედით. 3 000 ლარის პროდუქტი გაყიდა, მაგრამ თვის ბოლოს გამოუცხადეს, ატესტაცია აღარ ჩატარდება და სამსახურში ვერ აგიყვანთო. არც ის 3 000 ლარი გადაუხადეს, რომელიც ბონუსების სახით ვითუმდა უნდა გადაეხადათ მისთვის. მთელი ინტერნეტ ბანკის ფაილები წაუშალეს, სადაც მისი ნაშრომი იყო შეტანილი. ეხლა ეს ჩემი ახლობელი უკრაინაში ჩივის, სათაო ოფისში, მაგრამ ამაოდ. ანალოგიური გაუკეთეს ჩემს ქალიშვილს, მისთვის 150 ლარი უნდა გადაეხადათ, რა თქმა უნდა არ გადაუხადეს და სამსახურშიც არ აიყვანეს. მიზეზად ატესტაციის გადადება დაასახელეს. ასე რომ უფასო მუშახელის მოზიდვის ეშმაკური საშუალებები უხვად გააჩნიათ. ამისთვის პასუხი უნდა აგებინოს მაგათ ვინმემ და პირველ რიგში სამართალდამცავმა ორგანოებმა.

  11. Pingback: 2010 in review « Litterator's Blog

  12. ჰოო…ეს ეხლა წავიკითხე და რაოდენ საოცარიც არ უნდა იყოს, არ გამკვირვებია 😀 განსაკუთრებულად კარგი მომსახურებით აშკარად არასდროს გამოირჩეოდნენ, თუმცა მე ბოლოს შევეყარე დაახლოებით ასეთ შემთხვევას. მივდვარ, რაღაც ოპერაცია მაქვს შესასრულებელი(არა აქვს მნიშვნელობა რა) ჰოდა სამი ადგილიდან მხოლოდ ერთგან ზის ოპერატორი, მასთანაც კლიენტები სხედან, რომლებთან კონტაქტიც აშკარად ჭორაობაში გადადის…და თან მათი ოპერაციის შესასრულებლად ძალიან “რთული” პროცედურებია როგორც ჩანს ჩასატარებელი. გარდა ამისა, ერთ-ერთ ცოტა მოშორებით მდგარ მაგიდასთან კიდევ ერთი გოგო ზის (წესით და რიგით ისიც ოპერატორი) ოღონდ გოგო ყურს არ იბერტყავს აშკარად, ზედაც არ მიყურებს, ადგა და ერთერთ სხვა ‘მუშაკს’ მიუჯდა მაგიდასთან …საბოლოოდ აღმოჩნდა რომ ეს გოგო საერთოდ არ მუშაობდა იქ და იმ დღეს და ვიღაცის ადგილზე იჯდა, რომელიც მერე მოვიდა და მაგას რომ მივმართე სხვასთან გადამამისამართა (ოფ ქორს). მოკლედ ერთი თხუთმეტწუთიანი (უაზრო) ლოდინის შემდეგ, როგორღაც ჩემი ძალაობით მოვახერხე “საჭირო” კადრთან მოხვედრა!… ეს რა მომსახურებაა ვერ ვხვდები, პერსონალი კლიენტს თავს არიდებდეს?!… ნუ ეხლა კიდე დაწვრილებით და უფრო კარგად აღწერა მეზარება, მარა მოკლედ ამაზრზენი იყო რა!

    ა უი ყველაზე მთავარი! როცა იმ საბოლოო დანიშნულების პუნქტამდე ‘მივაღწიე’, ზემოხსენებული გოგო იჯდა იმ სკამზე სადაც წესით კლიენტი (ანუ მე) უნდა დავბრძანებულიყავი, სანამ მიპირდაპირე მხარეს მჯდომი ოპერატორი მომემსახურებოდა, ეს კი ფეხს არ იცვლის! მე ფეხზე მდგომი ვუხსნი ამ ტიპს რა მინდა…ის კიდე…ფფფ..მერე მოიფიქრა და ადგა, ოღონდ ისე..აი ნელა და ტაატით, უბოდიშოდ და უკმაყოფილოდ.
    ვოთ ზი ფაქ, ხალხო?!… ბანკია თუ ყანობი?…
    კიდევ რამით თავს იმართლებენ?!..

    • კი თავს იმართლებენ, იცოცხლე 😀 😀

      არადა უთვალავია ასეთი შემთხვევა :შ

      • ერთხელ, პრივატში ლამის მადლობა გადავუხადე ოპერატორს, საღეჭი რეზინის ბუშტი პირდაპირ პირში რომ არ შემომახეთქა.!!

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s