11 წერილი ქუცნას – შუქნიშანი


დღეს რახან ცამეტია მინდოდა მეცამეტე წერილი მომეწერა შენთვის ქუუც, მაგრამ  ვერ შევძელი, ვერ მოვიცალე (მომრავლდა ეს ”ვერ” ჩემს ყოველდღიურობაში), როცა შენთან საუბრის სურვილი მიჩნდება მაშინ არ მაქვს სწორედ მაგის საშუალება, ჩართული ვარ საქმეში, უფრო ხშირად როცა მანქანას ვმართავ მაშინ მახსენდები . . . აი ახლაც ასეა, მოვდივარ სამოცი, ოთხმოცი, ასი, ასოცი მეტს ამ გზაზე ვერ გაქაჩავ ტუტუცი მძღოლების გადამკიდე, ბევრი დაბრკოლებაა ქუუც, განსაკუთრებით ქვეითები მიშლიან ხელს, გადარბიან გადმორბიან ისე თითქოს კლონები ელოდებოდეთ სახლში, ავაკაპოტო იქნება ერთხელ 🙂  და მერე შუქნიშნები რამდენია?! ყოველ ფეხის ნაბიჯზე, მივიწევ წინ, ვუწევ მუსიკას ხმამაღალზე იქნება ჩემს თავში ფიქრების ფუთფუთი და დავიდარაბა ჩაახშოს, უჰ რას არ გაიფიქრებს ხოლმე ზოგჯერ ადამიანი, ვერც დავწერ და ვერც მოგწერ ამას, გიფრთხილდები, გავედი წითელზე, როგორ მიყვარს წითელი, როგორც კი აკაშკაშდება გადავირბენ ხოლმე, მხურვალე ფერია, გულში მიხუტებს, მათბობს, თან მუსიკა, თან სიჩქარე და თან წითელი შუქნიშანი, შეუცვლელი ჰარმონიაა  . . . მწვანეც მიყვარს მაგრამ, მწვანე ბალახი მირჩევნია, მთა, მდელო, ბოლოს და ბოლოს ხომ თქვა მან ”ცვრიან ბალახზე თუ ფეხშიშველა არ გავიარე რაა მამული . . .”, როგორ მიყვარდა ბავშვობაში და ახლა კი როგორ მენატრება ბებიას და ბაბუას სახლის წინ დიდი მწვანე მინდორი, დილით ნამიან, ცვრიან ბალახზე დავრბოდი ხოლმე, ერთი სიამოვნება იყო, მართალია რამოდენიმეჯერ ხბოს ფუნაშიც გავსრიალდი მაგრამ ეგ არაფერი, ცხოვრებაშიც ასე არ არის ქუუც, ხან ცვრიან ბალახზე დადიხარ ხან ფუნაში გასრიალდები მოულოდნელად, ეგ არაფერი . .. ჰო შუქნიშანზე გიყვებოდი, წითელ ფერზე, ცვრიან ბალახზე ფეხშიშველი და წითელზე დიდი სიჩქარით, ხმამაღალი მუსიკით თუ არ გაიარე რა არის  მამული ქუუც?! არც არაფერი 🙂 რომ შეიგრძნო ასე უნდა მოიქცე! ყვითელი? ხო შუქნიშანს ყვითელი ფერიც აქვს ქუუც, მაგრამ მე წითელს ვიყენებ მარტო 🙂 ყვითელი მზე მიყვარს, აი ისეთი, ცისფერ ზღვის ტალღებს რომ ეთამაშება, ზღვის ტალღებზე გაწოლილს ჩემს სახეს და სხეულს რომ დაკაშკაშებს . . . ძლიერია მზე, ძალიან ძლიერი და მეც ძლიერი ვარ, იმიტომ რომ ჩემი მფარველი პლანეტაა მზე J ასე ნელ-ნელა მოვუახლოვდი სახლს, დილით პარკინგის პრობლემა, საღამოს პარკინგის პრობლემა, არ იცით რომ ეს ჩემი ადგილია და აქ მე ვაყენებ მანქანას?! ვაჰ!

კარგად ქუუც!!

13.05.10

Advertisements

2 comments on “11 წერილი ქუცნას – შუქნიშანი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s