8 წერილი ქუცნას – ფერები


ოთახში ბოლთაც ვცემდი, მციოდა, მერე უცებ რაღაც მოხდა და აღარ მციოდა, ვიღიმებოდი და დავდიოდი, ეს ისე სხვათაშორის; ვფიქრობდი ადამიანზე, ვიღაცაზე, რომელსაც რაღაცის მიმართ უჩნდება პროტესტი, როდის და რატომ ხდება ასე? აუჰ, რამდენი კითხვები ვიცი ხოლმე; ვგონებ, ცუდია როდესაც მეტად წვდები საკითხს, მეტ ინფორმაციას იგებ, იფანტები მიღებულ ცოდნაში, ცოდნა შთანთქავს შენს არსებას (ან იქნებ კარგიც არის), შენი არსება ხომ ასეთი პაწაწინა და სუსტია ამ თვალუწვდენელი ოკეანის წინაშე, მაგრამ მაინც გიზიდავს იგი, ვერ ეშვები, ნარკოტიკივით არის (ასე ამბობენ ხოლმე ნარკოტიკზე), ვერ მართავ საკუთარ თავს, ვერ აკონტროლებ მოზღვავებულ ნაკადს, იქნევ პაწაწინა ხელებს საცოდავად და ვერ იცილებ დარტყმებს, აქ ვნებაა, აქ აზარტია, აქ ყველაფერია, ის ყველაფერი რაც გიზიდავს და  რომელიც წამი–წამზე შენ არარაობად გაქცევს, ძალ–ღონეს გხდის, გაპატარავებს, გჩაგრავს, წიხლებს გკრავს, ზოგჯერ წკიპურტებს, შენ კი, პაწაწუნა არსებავ, ერთი რაც დაგრჩა შენი ადამიანური სიამაყე, იგი გიბიძგებს გააპროტესტო ის რის შესახებაც მიიღე ცოდნა, ჩაწვდი მას, იმის იქით კი ვეღარ გაწვდა შენი გონება და გაფიცხდი, გაბრაზდი, ცოფებს ჰყრი, ვნებ მას შენივე მიღებული ცოდნით, მოგყავს არგუმენტები, ლანძღავ, აგინებ, შენ მეტი რა შეგიძლია ასეთ სუსტს და უსუსურს, მხოლოდ სიტყვები და სიტყვები, მხოლოდ ფრაზები . . . მიდი ისროლე რამდენიც გინდა, თუმცა რა იცი რომ ამით ის უფრო ძლიერდება, ის უფრო საინტერესო ხდება სხვებისთვის, უფრო მიმზიდველი, ვისაც აქამდე არ აინტერესებდა ისიც კი ერთვება ამაში და იჩენს ინტერესს; ცოტა აბდაუბდა გამომივიდა ქუუც, მაგრამ გამგები გაიგებს როგორც იტყვიან რა. იმის თქმა მინდოდა რომ ყველა ერთნაირად ვერ უძლებს ცოდნას რა, ყველა ერთნაირად ვერ აღიქვამს მიღებულ ინფორმაციას, სხვადასხვა ფერის შუშიდან უცქერენ, ზოგი ვარდისფერია, ზოგი ცისფერია, ზოგი შავია, ზოგი წითელია, ყველას აქვს არჩეული თავისი ცხოვრების ფერი, ამოუწურავია ფერთა პალიტრა, ათასობით ფერის პოვნა შეიძლება, უფერო მარტო ათეისტია ან აგნოსტი თუ მანგუსტი, რა ვიცი . . . მე მაქვს ფერი ეს ვიცი ქუუც, მაგრამ ჯერ ზუსტად ვერ ვარჩევ რა ფერია, არადა კარგი მხედველობა მაქვს 🙂

ძილი ნებისა ქუუც,

24.–03.–2010 – 25-04-2010

Advertisements

4 comments on “8 წერილი ქუცნას – ფერები

  1. ადამიანის თავში რაც ხდება, კარგადაა აღწერილი, გეორგ კიულევინდის წიგნში “ნორმალურიდან ჯანსაღისკენ” – ცოდნა ცივია, გრძნობა ცხელი … უკიდურესობა ღუპავს ადამიანს, არა აქვს მნიშვნელობა სად გაეჭედება, და მერე სადმე გაჭედილი, ყველანაირად ამართლებს თავის ხედვას … არც ერთი აზრი არაა მცდარი … მცდარი, მხოლოდ ჩემი თვალთახედვიდანაა … მე რომ სხის ადგილზე ვიყო – ვისი აზრიც ახლა ჩემთვის მცდარია – ზუსტად ისევე გამოვხატავ როგორც ის … ურთულესი თემების კორიანტელი 🙂

    • რთულია ძალიან ბევრისთვის, აზრთასხვადასხვაობა უსასრულოა, ვინ როგორ უძლებს ეგ კიდევ ცალკე თემაა, თავის მხრივ ყველა თავის სიმცდარეს თუ სიმართლეს ამტკიცებს, გააჩნია როგორ გამოსდის ეს და რამდენად აღწევს მიზანს ეს მტკიცება ან არ მტკიცება 🙂

      და ადამიანის თავში რა ხდება ის არ მგონია რამე წიგნმა დაიტიოს საერთოდ, უფრო სწორედ დაიტიოს კი არა და აღწეროს . .. ადამიანს ყველაზე ფუთფუთა თავის აქვს :))))

      • ერთადერთი არსება, რომელსაც კითხვის დასმა შეუძლია ადამიანია – კითხვის “არ” – “ვერ” დასმაშია პრობლემა … იმიტომ, რომ ჩვენ ა’პირორი ვიცით: “და ადამიანის თავში რა ხდება ის არ მგონია რამე წიგნმა დაიტიოს საერთოდ, უფრო სწორედ დაიტიოს კი არა და აღწეროს . .. ადამიანს ყველაზე ფუთფუთა თავის აქვს” 🙂

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s