პორშე, ფოლკსვაგენი და ძია ადოლფი


ცოტა ხნის წინ სტატიას გადავაწყდი ქართულ საბჭოთა ენციკლოპედიაში ფოლკსვაგენის შესახებ, სტატიამ ცოტა არ იყოს გამახალისა, რაც მინდა თქვენც გაგიზიაროთ ჩემო მეგობრებო 🙂

”ფოლკსვაგენვერკ ა.გ.” (Volkswagenwerk A.G.), უმსხვილესი საავტომობილო მონოპოლია გფრ-ში; დაარსა 1938 წელს ფაშისტურმა სახელმწიფომ. ”ფ”-ს ოფიციალურად უნდა ეწარმოებინა იაფი (1000 მარკის ღირებულების) მსუბუქი ავტომობილები, ფაქტობრივად კი იგი გამოიყენეს ომის საჭიროებისათვის. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ”ფ” გარდაიქმნა სააქციო საზოგადოებად (1960). 1975 წელს გამოუშვეს 2,1 მლნ ავტომობილი. 1981 წელს არაამერიკულ 500 უმსხვილეს კორპორაციათა სიაში ”ფ”-ს მე-13 ადგილი ეკავა. მოგებამ (გადასახადების გადახდის შემდეგ) შეადგინა 136 მლნ. მარკა. ”ფ”-ის უმსხვილესი აქციონერები არიან გფრ-ს მთავრობა (20%), ქვემო საქსონიის მხარე (20%), დანარჩენი 60% ეკუთნის წვრილ აქციონერებს”.

უგემური და უმარილო ჩანაწერია ხომ? მაშინ დავხუროთ ენციკლოპედია (აქ მეტი არაფერია) და მივაშუროთ ინტერნეტს 🙂 (სადაც ვართ ისედაც);

ფერდინანდ პორშეს, რომელიც გახლდათ დაიმლერ ბენცის მთავარი დიზაინერი და ჰქონდა საკუთარი საინჟინრო-საკონსულტაციო ფირმა, ადოლფ ჰიტლერმა დაავალა ფოლკსვაგენის ”ხალხის მანქანის”დიზაინი. ჰიტლერს სურდა პატარა ოთხ ადგილიანი მანქანა, რომელიც ერთი გალონით (4,545 ლ) 40 მილს გაივლიდა, და როგორც ”ქსე”-ში აღინიშნა იქნებოდა 1000 მარკამდე ღირებულების (დაახლ. $250). პორშეს უკვე შემუშავებული ჰქონდა ასეთი მანქანის დიზაინი, თუმცა აქამდე მას არ ჰქონდა ასეთი მანქანების წარმოებაში ჩაშვების შანსი.

პოლიტიკურად, ისეთი ადვილად ხელმისაწვდომი მანქანა, როგორიც ფოლკსვაგენი იყო, ძლიერი პლატფორმა აღმოჩნდა ჰიტლერისთვის ხალხის მხარდაჭერის მოპოვების კუთხით, რომელიც მას უკიდურესაც სჭირდებოდა თავის სამხედრო ავანტიურებისთვის; პროექტის დასაფინანსებლად მან ნაცისტური მოძრაობა მოიშველია. უფრო მეტიც, მან ვოლფსბურგში ქარხნის ასაშენებლად გამოიყენა გრაფ ფონ შულენბერგის კერძო მამული. ეს ქარხანა იყო და ახლაც არის ყველაზე დიდი საავტომობილო ქარხანა მსოფლიოში. ვოლფსბურგის ქარხანას არასოდეს უწარმოებია ფოლკსვაგენები, რადგან იმ დროისთვის, როდესაც ქარხნის მშენებლობა დასრულდა, ჰიტლერმა მოახდინა ავსტრიის ანექსია, დაიპყრო ჩეხოსლოვაკია და პოლონეთი და შესაბამისად ქარხანამ მიმართულება შეიცვალა და მთლიანად ომის მოთხოვნების დაკმაყოფილებას შეუდგა

მხოლოდ და მხოლოდ 1946 წლის შემდეგ ”ეღირსა” ფოლკსვაგენს ყოფილიყო მართლაც ხალხის მანქანა. ვოლფსბურგის ქარხანა ბრიტანეთის საოკუპაციო ზონაში მოხვდა, ბრიტანელებმა ქარხანაზე პასუხისმგებელ პირად დანიშნეს მაიორი ივან ჰირსტი. მაიორს სურდა, რომ დაეწყო მანქანების წარმოება ვინაიდან ომის შემდეგ დიდი იყო მოთხოვნა მსუბუქ, ეკონომიურ მანქანებზე. ქარხანაში აღმოჩენილი ნახაზების წყალობით ჰირსტმა ფოლკსვაგენი წარმოებაში ჩაუშვა, ახლა უკვე ნამდვილად ხალხისთვის და მომავალში კი კლასიკური ავტომოყვარულებისთვის.

სურათზე: ჰიტლერი ეხება მისი დაბადების დღის საჩუქარს: ფოლკსვაგენის მოდელს. მის გვერდით: რობერტ ლეი და ფერდინანდ პორშე.

Advertisements

One comment on “პორშე, ფოლკსვაგენი და ძია ადოლფი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s