6 წერილი ქუცნას – „მეფეები და ლომები მარტოობაში ხდებიან გულზვიადნი, აზვავდებიან და მოიწყენენ, მარტოხელანი იღუპებიან კიდევაც“ – კ. გამსახურდია


რას იფიქრებ თუ კი გეტყვი, რომ უკანასკნელ ძალებს ვიკრებ? ალბათ მიპასუხებ დეპრესიამ შემოგიტია და მარტოობამ დაგჯაბნაო, ჰო, ვიცი ასე მეტყვი, მაგრამ არ ვიცი დაგეთანხმო თუ მხოლოდ ნაწილობრივ დაგეთანხმო; უკანასკნელ ძალებს იმიტომ, რომ შევძლო მუშაობა, რომელიც ჩემთვის გაუსაძლისი ხდება დღითი დღე, გაუსაძლისი და აუტანელი; რაც არ მიყვარს, იმას იძულებული ხარ მთელი დრო დაუთმო და რაც გიყვარს იმისთვის კი დრო დაგენანოს, ეს ამაზრზენია ჩემთვის ქუც, მკლავს ნელი სიკვდილით; აღარ შემიძლია, მინდა შენ გწერო სულ, ზოგჯერ შენი ნახვაც მინდა ხოლმე, რამდენი ხანია არ მინახიხარ, წლებია ალბათ და გამიჭირდება შენი ნახვა მერიდება, ვჭოჭმანობ; არადა დიდ სიამოვნებას მომანიჭებდა შენთან პირისპირ საუბარი ამდენი წლის შემდეგ.
მობეზრება და მოწყენა ყველაზე ცუდი რამ არის, ზოგჯერ ცრემლებიც კი მომეძალება ხოლმე, ვის გინდა რომ დააბრალო, კონკრეტულს ვერავის, ყველას ერთად კი ბატონო, რამდენიც გინდა, ვისაც არ დაეზარა ჩემს მარტოობას და მოწყენილობას თითო–თითო აგური დაუდო და დიდი კოშკი ააგო . . . უბრალოდ, რა მინდა იცი . . . მინდა იმ საქმეს ვაკეთებდე, რომელიც ძალიან მიყვარს და მაინტერესებს, მინდა იქ დავდიოდე, სადაც ჩემს პულსს ვგრძნობ და სადაც ჩემს თავს ვხედავ . . .

ამ წერილით ალბათ თავს გაბეზრებ შენც და სხვასაც, ოჰ როგორ მინდა ახლა შენს გვერდით ვიყო და ამ წერილს შენთან ერთად ვკითხულობდე, მერე გავარჩევდით, შენ გამაკრიტიკებდი, მე თავს დავიცავდი (ამის ძალა მაქვს ჯერ კიდევ) და გავერთობოდით. უკანაკსკნელი ძალები ვახსენე ზემოთ და მგონი ვიცრუე ჩემდაუნებურად, მგონი ეგეც აღარ დამრჩა, ფეხზე ვერ ვდგები ადამიანი და რომელ უკანასკნელ ძალებს მოვიკრებ; არა, ამას სხვა ძალა უნდა, რაღაც ისეთი ფრთებს რომ გამომასხამს ან ხელში ამიყვანს და წამიყვანს, აი ეგეთი რამე მინდა ქუუც, განხორციელდება თუ არა ეგ სხვა საკითხია, ვნახოთ . .
წერილის სათაური დიდოსტატის მარჯვენიდან, აი ზუსტად შეეფერება ჩემს მდგომარეობას.
ხო მართლა, ისეთი მოწყენილი ვარ, მოსალმებაც დამავიწყდა, მაპატიე ქუუც . . .
შემდეგ წერილამდე გემშვიდობები!

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s