5 წერილი ქუცნას – დაბადების დღე 35 ლარად! :) :(


დიდად შერცხვენილი ვარ შენთან ბატონო ქუცნადირ! 🙂 ხო რა გაგიკვირდა? ოფიციალური სახელი შენც ხომ გინდა, ხვალ მინისტრად, რომ დაგნიშნონ ქუცას ხომ არ დაგიძახებენ? შერცხვენილი იმიტომ ვარ, რომ აგერ 2008 წლის აგვისტოს მერე არ მომიწერია შენთვის 🙂 გახსოვარ ნეტავ? ალბათ ჩემი წერილები შენახული გაქვს და გულის ჯიბით დაატარებ . . . ჰო კაი ხო ვხუმროობ, ნუ ბუზღუნებ 🙂 შენ და გულის ჯიბით ვინმეს ან რამის ტარებაა? სასაცილო იქნებოდა და ვერც დავიჯერებდი; ეგ სხვა რომანტიკაა . . . ხო აი რომანტიკაზე მინდა მოგითხრო; ამას წინათ სამსახურისკენ მივაბოტებდი (ეგ შემეფერება ზუსტად) გზად ოდნავ მოშორებით რამოდენიმე ადამიანი იდგა, რომელთა საუბარი ჩემდაუნებურად შემომესმა, საერთოდ ქუც ხო იცი მე პირადად რომ მელაპარაკებიან ის არ მესმის ხოლმე იმდენად უინტერესო ხალხი მხვდება ხოლმე ზოგჯერ თითოოროლა ჩემი მეგობრის გამოკლებით; მაგრამ მათგან მომესმა აი ასეთი სიტყვები: „რატო არ იყავი გუშინ სამსახურში „შე ჩემა“–ეკითხება ერთი, „აუ ბიჭო რა ვიცი ცოლის დაბადების დღე იყოო რაა, შეგვჭამეს ტოოო ახლობლებმა არასდროს არ იხდით და ერთხელ მაინც იკისრეთ რამეოო“ – პასუხობს მეორე; პირველი მოსაუბრე არ მოეშვა: „და ჩვენ რატო არ გვითხარი ტოო, ეგ გამოგვაპარეე“, აქვე მეორემ თავი იმართლა და დააბრეხვა „აუ ბიჭო (დაიგინა) სულ 35 ლარი დავხარჯეთო და ამდენ ხალხს ვერ დავუძახებდით“. ნუ ეს დიალოგი ჩემთვის ერთგვარი შოკი იყო რა, გავბრაზდი მაგრად. შენ თქვი ახლა ქუუც, აი რა ვქნა რა ეს მთავრობა გამოვლანძღო, ის კაცი (ასე 40 წლის იქნებოდა) თუ ის ქალი????? ან იქნებ ყველა ერთად? ასე ახლოს რომ არ ჩამევლო ვიფიქრებდი მომესმა თქო? მაგრამ ვაი რომ არა! სულ არ გადაეხადა იმ ოჯახაშენებულს, მთავრობის რა ბრალია კაცს სამსახური თუ აქვს და ცოლისთვის ქორწინების პირველი წლის მერე დაბადების დღე არ გადაუხდია? ან ათი წლის წინაც ეს მთავრობა იყო? ნუ ხო კაი მაშინ უარესი მდგომარეობა იყო, 10–15 წლის წინ. მაგრამ ქალიც გამოსალანძღია, დღევანდელ სიტუაციაში ქალმა კაცი დააბეჩავა, გაალოთა, გამოაბენტერა იმიტომ რომ მთელი 80% ოჯახის წაყვანის ქალს აქვს თავის თავზე აღებული, ქმარი მათთვის გახდა, რაღაც გარკევული, ფიქსირებული (ან არაფიქსირებული) შემოსავლის წყარო. კიიი ქუც ცუდი ტენდენციაა გეთანხმები! მე სასტიკად ვეწინააღმდეგები ამ ტენდენციას. ამ სიტუაციაში დაბადების დღე რა საჭიროა ან თუ გადაიხდიან იმიტომ, რომ ერთი კვირა მაცივარში საკვები არ გამოილიოს (ალბათ); მე მაპატიეთ თუ რამეს ვაჭარბებ (გაბრაზებული ვარ) აბა ქალი რომელიც გაჩენის დღეს იწყევლის (კიი ასეთებიც ხდება) ის გადაიხდის? ან მას გადაუხდიან? და საჩუქარი და სხვადასხვა რომან–პტიჩკები ხომ სადღაც სკოლის მერხზე ან ბაღის ფერად სკამთანაც კი დარჩა ალბათ. არა მე არ მაქვს საუაბარი იმაზე, რომ რაღაც არაორდინალური უნდა გაეკეთებინა ამ ე.წ. მამაკაცს; მეზობლებს და ახლობლებს რაღას ეძახდა, ეყიდა ერთი ტორტი და შამპანური და საღამოს დამსხდარიყვნენ ერთად, წყნარად, ტბილად და სამსახურში არ ყოფნის გამო სხვანაირად ემართლებინა თავი თანამეინახე–კოლეგებთან; მაგრამ უკაცრავად და ლენჩი რომ ხარ ადამიანი არაფერი გშველის ხო იცი ქუუც, ლენჩი იმიტომ, რომ გირჩევნია დააკნინო ცოლი ყოველთვის და შენ ლამაზად გამოხვიდე სიტუაციიდან, ლენჩი იმიტომ, რომ შენ ხომ თვის ბოლოს ხელფასს მიიტან სახლში და ცხელ ბორშს დაგახვედრებენ ან არ მიიტან და მეორე დღეს ისევ იმ ტანსაცმლით წახვალ, რითაც კართან გეძინა.
ხოო ვიცი ქუც ალბათ გადავამლაშე და მეც პესიმისტურ ნოტაზე დავდექი :); მე რა მოვიფქრე იცი ქუც, მოდი დღეიდან შენს წერილებს სახელებს დავარქმევ და ისე გამოგიგზავნი ხოლმე, ოკ?
კარგი ახლა წავედი, დროებით დაგემშვიდობები!
P.S. ხო მართლა ფოლკნერის თარგმნას ვიწყებ, რაღაც მოთხრობაა ასეთი „That Evening Sun“. რომ დავამთავრებ გამოგიგზავნი და შემაფასე!! გკოცნიიი 🙂

Advertisements

2 comments on “5 წერილი ქუცნას – დაბადების დღე 35 ლარად! :) :(

  1. მდა
    ტორტი და ყვავილები რომ მიეტანა “ჩმორი” ქმარიკო გამოვიდოდა, ცოლის კაბაზე გამობმული.
    სხვები რომ დაპატიჟა და ვინ იცის ის იუბილარი ცოლი როგორ ნერვიულობდა მწირი სუფრის გამო და სამზარეულოსა და სასადილო ოთახს შორის როგორ დარბოდა ხელდაკაპიწებული – ეს სხვების პატივისცემაში ჩაეთვალა. სხვების პატივისცემაც ხომ ყოველთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე საკუთარი ოჯახის წევრიც.
    იმ სხვების, შემხვედრების რეაქციაც ხომ ეგ იყო – უი, რატომ არ გვითხარი, მივულოცავდითო კი არა, ჩვენ გამოგვაპარეო “პიანკა”… ფუ

    • ჰეჰ სწორედ რომ ფუ და რამდენი ასეთ და უფრო უარეს ისტორიას გაიგონებს ადამიანი კიდევ 😦

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s