1 წერილი ქუცნას


წერილები ქუცნას 13.02.2008წ.
თვალები რაღაც საეჭვოდ მიელავს ქუცნა . . . რომ ვუყურებ თითქოს მისი სხივი ჩემში ირეკლება და სულ მეღიმება, რომ მახსენდება . . . სასიამოვნოდ მეღიმება. კარგია როცა კარგი კარგი შეგრძნებები გაქვს, ცუდი ის არის, რომ ამ შეგრძნებებს სახელს ვერ არქმევ, მაგრამ განა შეიძლება ეს პრობლემა იყოს, როდესაც ასეთი ბედნიერი ხარ? როდესაც ასე დაფრინავ? და როდესაც ასე გიხარია, რომ ბოლომდე გრძნობ ყველაფერს და კიდევ გინდა, რომ უფრო მეტი შეიგრძნო, გაიგო და გაითავისო მეეჭვება ისე სწრაფად ვთარგმნიდე ხოლმე, როგორც სწრაფად ახლა ეს სიტყვები დაიწერა ქუცნა. არ მინდოდა რამე გამომპარვოდა და სევდიანი თვალები გამეყოლებინა ჩემი სიტყვებისთვის, ჩემი გულისნადებისთვის, ჩემი ნაფიქრალისთვის ძალიან დიდი ხანი ვფიქრობდი მომეწერა თუ არა შენთვის, ახლა გადავწყვიტე, თარგმნის დროს, უცებ, ჯერ ცალკე ფაილშიც კი არ ხარ, აქვე გავაგრძელე და სატენდერო წინადადების ერთ–ერთ პუნქტად მოიაზრები, არ გეწყინოს . . . თუმცა ვიცი მაპატიებ, მაპატიებ იმიტომ, რომ ძალიან ბევრ წერილს მოგწერ და კიდევ იმიტომ, რომ ძალიან ძალიან მომენატრე ქუცნა, შენც ხომ? 😉

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s