გარდა შაბათ–კვირისა თვეში რამდენჯერ ვისვენებთ ოფიციალურად და არაოფიციალურად? ერთი შეხედვით და მეორე შეხედვითაც ძალიან ბევრჯერ, უფრო სწორად ზედმეტად ბევრჯერ.
შრომის კანონის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ შედარებით ნაკლებია დასვენების დღეები, აი საეკლესიო კალენდარს თუ მივყევით, ზოგზოგიერთის ნება რომ იყოს ყოველ მეორე დღეს დასვენების დღე იქნებოდა, უფრო სწორად კურთხეული უსაქმურობის დღე.
ჩვეულებრივ სამუშაო დღეებში, როდესაც ისე ხდება რომ სამსახურში საქმე არ გაქვთ, რას აკეთებთ? ეგ დასვენება არ არის? კიდევ ოფიციალურად რომ არ დაგვემატოს დასვენების დღეები.
იანვარი, იგივე დასვენების თუ გასვენების თვე, კალენდრიდან ამოსაგდებია საერთოდ, დასაქმებულებსაც მეტი რა უნდათ, გაქცევაზე უჭირავთ თვალი, დამსაქმებელს დასაქმებულზე უჭირავს თვალი რომ არ გაექცეს, დროზე ადრე სახლში.
და ასე მუდმივად . . .
მოკლედ, ვინც ვმუშაობთ გაგვატარეთ ბატონო, არ გვინდა ამდენი უსაქმური უქმე დღეები, შეიძლება რომ კვირაში ერთხელ მქონდეს ლექციები შაბათ დღეს და ისიც დედის დღე დაემთხვეს?! გვეყო ამდენი დასვენება! ვიმუშაოთ, თუ იქნებ იმის იმედი გვაქვს რომ ჩვენს გასაკეთებელს მოვა და ვინმე კეთილი ფერია გააკეთებს?!
————————————————————-
საქართველოში ოფიციალური უქმე დღეებია:
41.726743
44.745255