საუკეთესო მხატვრული ფილმი (დრამა) სოციალური ქსელი
საუკეთესო მხატვრული ფილმი (მიუზიკლი ან კომედია) – ბავშვები კარგად არიან
საუკეთესო მსახიობი მამაკაცი (დრამა) – კოლინ ფირსი ფილმში ”მეფის სიტყვა”
საუკეთესო მსახიობი ქალი (დრამა) – ნატალი პორტმანი ფილმში ”შავი გედი”
საუკეთესო მსახიობი მამაკაცი (მიუზიკლი ან კომედია) – პოლ ჯიამატი ფილმში ”ბარნის ვერსია”
(ამ ნომინაციაში ჯონი დეპი ორი ფილმით იყო წარდგენილი ”ტურისტი” და ”ალისა საოცრებათა ქვეყანაში”)
საუკეთესო მსახიობი ქალი (მიუზიკლი ან კომედია) - ანეტ ბენინგი ფილმში ”ბავშვები კარგად არიან”
მსახიობი მამაკაცი საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლისთვის – ქრისტიან ბეილი ფილმისთვის ”მებრძოლი”
(ამ ნომინაციაში ჩემი ფავორიტი მაინც ჯეფრი რაში იყო)
მსახიობი ქალი საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლისთვის – მელისა ლეო ფილმისთვის ”მებრძოლი”
საუკეთესო რეჟისორი (მხატვრული ფილმი) - დევიდ ფინჩერი ”სოციალური ქსელი”
(ამ ნომინაციაში იყო ქრისტოფერ ნოლანიც ფილმისთვის ”დასაწყისი”)
საუკეთესო სცენარი (მხატვრული ფილმი) აარონ სორკინი – სოციალური ქსელი
საუკეთესო სიმღერა (მხატვრული ფილმი) - დაიან უორენი ”You haven’t seen the last of me” ფილმი ”ბურლესკი”
საუკეთესო ანიმაციური ფილმი – Toy Story 3
და ბოლოს ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ნომინაცია
საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი - ”უკეთეს მსოფლიოში” – 2010წ., დანია
თუმცა ვიტყოდი რომ ამ ჩამონათვალში უდავოდ ფავორიტი მგონია ფილმი ”ლამაზი” (მექსიკა/ესპანეთი) მთავარ როლში ჰავიერ ბარდემი, მაგრამ ამაზე ოდნავ მოგვიანებით.
წლევანდელ ოქროს გლობუსზე ჩემთვის, ყველაზე მეტად გაუგებარი ფილმის ”ტურისტი” სამი ნომინაცია და საუკეთესო უცხოენოვან ფილმებს შორის გაკეთებული არჩევანი იყო. არც ის გამხარებია, რომ ფილმმა ”სოციალური ქსელი” ამდენი ნომინაცია და ოქროს გლობუსი მიიღო, თუმცა იმედს ვიტოვებ რომ ეს ფილმი და მისი ნომინაციები ოსკარების დაჯილდოებაზე მაინც არ შეგვეჩხირება თვალში კინომანებს.
პ.ს. ისე ახლა დავაკვირდი მომავალ წელს რა სექსუალური დაჯილდოება გველის ;)
ნატალი პორტმანის სიტყვა
ბრედ პიტი, ანჯელინა ჯოლი & რობერტ დე ნირო



