დღეს თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში ღვინის ფესტივალი გაიმართა უკვე მეორედ. ფესტივალში მონაწილეობას იღებდნენ გლეხები (ოჯახური ღვინოები) და ადგილობრივი მწარმოებლები. ღვინის კლუბის ინფორმაციით, ვიდრე ფესტივალზე მოხვდებოდა მათ მიერ წარმოდგენილი ღვინოები ღვინის კლუბის წევრების შიდა დეგუსტაცია გაიარეს და ფესტივალზე მხოლოდ ის ღვინოები დაიშვა, რომელიც აკმაყოფილებდა ხარისხის ზოგად კრიტერიუმებს.
შიდა დეგუსტაციაზე ღვინის კლუბელების მიერ სულ შეირჩა 31 მეღვინის მიერ დაყენებული ღვინის 40 ნიმუში. აქედან, კახეთის რეგიონიდან წარმოდგენილია 24 ნიმუში, ქართლიდან – 6, გურია და იმერეთიდან 4-4, ლეჩხუმიდან კი ორი ეგზემპლარი. ( იხ. მეტი)
ზოგადად მაქვს რაღაც შენიშვნები ორგანიზაციულ საკითხებთან დაკავშირებით, კერძოდ კი შეიძლებოდა ხალხური რეწვის ნიმუშების პარალელური გამოფენა-გაყიდვა (მხოლოდ ერთ ადგილას შევნიშნე თიხის დოქები და ქოთნები), სამზარეულოს ნაწილს რაც შეეხება ჯობდა ან საერთოდ არ წარმოედგინათ ან უფრო ორგანიზებული ყოფილიყო, და არა ერთი პატარა ყუთით სახლში გამომცხვარი ხაჭაპურები ამოეტანა, რომელის პლასტმასის თეფშის ოდენა 5 ლარი ღირდა. მწვადი ორ-სამ მაყალზე იყო, ერთი შამფური 8 ლარი ღირდა, თავად უნდა შეგეწვა და N რაოდენობის ხალხი ეხვეოდა, იყიდებოდა ასევე ყველი და პური, ბოლოს ყველი დამთავრდა და დარჩა მარტო პური
ვერც ფეხიანი ჭიქები ვიყიდეთ, ასე გვითხრეს მხოლოდ მოწვეულ სტუმრებს აქვთ ამ ჭიქების ყიდვის უფლებაო
That was Epic!
სტუმრები მრავლად ეწვივნენ ღვინის ფესტივალს, მათ შორის უცხოელი სტუმრებიც. კარგი იქნება თუ ხშირად გაიმართება მსგავსი ფესტივალები, იქნებ კომბინაციურიც, მაგალითად ყველის ფესტივალთან ერთად და თანდათან უფრო დახვეწავთ ასეთ ორგანიზაციულ ნიუანსებს.
ჩემი ფავორიტი ღვინო
Made by Jakeli

