ქარწაღებული ზოლი

როგორც იტყვიან თვალსა და ხელს შუა ქრება აღმაშენებლის ხეივნის ქარსაცავი ზოლი, არადა ერთ დროს, საკმაოდ უხვი შევსების ზოლი იყო.  ახლა ერთ მონაკვეთზე გზის გაჰყავთ და შესაბამისად ის ადგილი უკვე მოტიტვლებულია, მეორე ადგილას, გადასასვლელი ხიდი გააკეთეს და მისი შემოგარენიც შემოძარცვულია.

ამის შესახებ სატყეო დეპარტამენტის ვებგვერდზე ინფორმაციას ვერ მივაგენი, უფრო სწორად საერთოდ ვერანაირ ინფორმაციას მივაგენი. ვინ არის პასუხისმგებელი და ამჟამად რა კეთდება ქარსაცავი თუ ქარწაღებული ზოლის დასაცავად გაურკვეველია.

იხილეთ ფოტოკოლაჟი - ქარწაღებული ზოლი

მტვერი

ოცნება მტვრისფერია,

უფრო ზუსტად კი, მტვერია

რაც უფრო შორს მიდის

კიდევ უფრო იმტვერება

იზრდება, იგორგლება

ხან შენს წინ მიგორავს,

ხან უკან ჩამორჩება,

ხან აწვები და ხან უკან მისდევ

ქარი შენი მტერია

ან იქნებ მოყვარეც

გიფანტავს მტვრიან ოცნებებს

შენ გახველებს, იხრჩობი

შენს მტვრიან ოცნებებში

დაჭლექიანდი

რა ამბავია ამდენი ოცნება

თავს გაუფრთხილდი,

გადი, გაისეირნე

სუფთა ჰაერზე

ნაძვნარში

მგონი შველის მტვრიან ოცნებებს . . .