სად დადიხარ ცეკვაზე? ათინათში
სად დადიხარ ინგლისურზე? ათინათში
სად დადიხარ ხატვაზე? ათინათში
et ceteraaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaa
რომელ რადიოს უსმენ? ათინათს
და სად ხართ თქვენ? ზუგდიდში
კარგად მიხვდით, ზუგდიდი ამაყობს ათინათით! ათინათი ყველაფერია ზუგდიდში, თითქმის ყველა ბავშვი ნაათინათარია ზუგდიდში და ა.შ.
ეს აქამდეც ვიცოდი
თქვენთვის უკვე ცნობილი აუდიო-ხუმრობაც ტიპიური, სახასიათო დიალოგია სარეკლამო აგენტსა და მის პოტენციურ კლიენტს შორის , რომელიც შეძლებისდაგვარად ვთარგმნე თქვენთვის მეგრულიდან
რომ არა ლაშარელა ამის თარგმანს მე ვერ მოვიფიქრებდი
აგენტი – რადიოდან ვარ, სარეკლამო განყოფილების წარმომადგენელი
კლიენტი – მიყვარს სარეკლამო აგენტები . . . ცოტა ჩახლართული პროფესიაა, მარა . . .
აგენტი – ჩვენ საქმეს ვაკეთებთ კარგად, რაც შეგვიძლია . . . და ასეთი შემოთავაზება გვაქვს თქვენთან . . .. მე შემიძლია ტარიფები გითხრათ
კლიენტი – აბა მიდი
აგენტი – მაგალьითად, გვაქვს სამი ვარიანტი
ერთი არის 7-ჯერ გაშვება, დღეში, ყოველდღე, თვის განმავლობაში ეს დაგიჯდებათ 160 ლარი.
მეორე გვაქვს, 8-ჯერ გაშვება და 200 ლარი
და 15-ჯერ გაშვება 340 ლარი
კლიენტი – აი ეს 340 ლარი ცოტა ძვირი ხომ არ არის?
აგენტი – 15-ჯერ გაშვება არის ბატონო, ორ საათში ერთხელ მაინც გავა
კლიენტი – კი, ბატონო, 15-ჯერ გაშვება არის მარა . . ცოტა ძვირი ხომ არ არის ზუგდიდის პირობებში?
Continue reading