“The only thing more unthinkable than leaving was staying; the only thing more impossible than staying was leaving.”
ანუ ერთი დღე კომპიუტერის გარეშე
ანუ ერთი დღე ფეისბუქის გარეშე (ორიოდე სტატუსის განახლებას თუ არ ჩავთვლით ტელეფონით)
გაწყდა კაბელი, ჩაქრა შუქი, ნუ მე-9 ბლოკი არ მომიკითხავს, მოვიქექე ბოლო გროშები ბარათზე თუ ჯიბეში და წავედით კინოში.
მარშუტკით (სამარშრუტო ტაქსი და ტასი ტუსი არ ვიცი მე)
ხო მანქანა არ მყავდა
საუკუნე მიდიოდა მარშუტკა, დამავიწყდა სად მივდიოდი . . .
ისე როგორც ფილმის გმირი, რომელსაც აქვს სახლი, წარმატებული კარიერა, ჰყავს ქმარი . . შორდება ქმარს, რასაც მიჰყვება მისი ქონება და მიდის სამოგზაუროდ, ჯერ იტალიაში, შემდეგ ინდოეთში და ბოლოს ინდონეზიაში.
იტალიაში შეიგრძნობს ნამდვილი საკვების გემოს („ჭამე“) და სიამოვნებას იღებს ცხოვრებისგან, ბედნიერია მეგობრებთან ურთიერთობით, სწავლობს იტალიურს, საუბრობს ჟესტებით, ქრება კომპლექსები და ფილტვის ყველა წილით ისუნთქავს თავისუფლებას!!!
ინდოეთში ეძებს დაკარგულ სულს („ილოცე“) და აქაც იძენს ახალ მეგობრებს.
ბოლოს ბალიზე, ინდონეზიაში სადაც ეძებს წონასწორობას და პოულობს სიყვარულს („შეიყვარე“)
ფიქრობს რომ სიყვარული წონასწორობას დააკარგვინებს, ეშინია, ვერ ბედავს, მაგრამ ბოლოს ხვდება, რომ სიყვარულისგან წონასწორობის დაკარგვა, სწორედ რომ წონასწორობის დატოვების ნაწილია და უნდა მიიღო ის თამამად.
გვჭირდება ხანდახან დავკარგოთ რაღაცეები ან იმიტომ რომ დაკარგული დავაფასოთ ან იმიტომ რომ უკეთესი ვიპოვოთ.
მუდმივი ძიება არა ახლის, არამედ საკუთარი თავის პირველ რიგში, შემდეგ საკუთარი ადგილის.
ყველაფერი შეიძლება ვერ იპოვოთ, მაგრამ ყველაფრის ძიება ნამდვილად ღირს ცდად.
ბოლო რიგში ვისხედით, ჩემს გვერდით წყვილი იყო, რომელიც ფილმის დასაწყისში ეგზომ ეხუტებოდა და კოცნიდა ერთმანეთს, სადღაც ფილმის შუაში გავიხედე და ერთი ერთ მხარეს იყო მიგდებული და მეორე მეორე მხარეს, წინ გავიხედე ვიღაც კონტროლ მოხეული ბილეთებით გაგრილებას ცდილობდა, ისე ცხელოდა ხალხმა კინაღამ ტრუსიკით დაიწყო სირბილი, თან ფილმიც ხელს გვიწყობდა ბალის უმშვენიერს სანაპიროებს გვიჩვენებდნენ წარამარა.
მოკლედ ჩვენს კინო თეატრებს 3D არ უვარგათ, სამაგიეროდ ანტი საზასაო სისტემა უმუშავებთ ხუთიანზე.
ამირანიდან რუსთაველამდე ფეხით წავედით, ბევრი ვიბოდიალეთ, ვიცინეთ, სახლში ისევ მარშუტკით წავედი, ჩვენი გაჩერება სიბნელით ვიცანით, ბოლო 1 ლარიანი გავუწოდე მძღოლს და უკუნ სიბნელეში და სიცივეში აღმოვჩნდით.
მცირე ხნით . . .
მალე მანქანის ფარებმა გზა გაგვინათა და სახლამდე მივედით.
უშუქოდ, უფულოდ და უმანქანოდ არაჩვეულებრივი დღე იყო!
სამაგიეროდ:
ვჭამე პოპკორნი
ვილოცე (?!)
და Attraversiamo (!!!!!!)
პ.ს. და ბევრს ვიმოგზაურებ
პპს. მინდოდა ბარდემზე დამეწერა, მაგრამ ბოლოს ერთ-ერთ ბლოგზე მივაგენი საინტერესო სიტყვებს, რომელსაც უცვლელად გიზიარებთ:
„He symbolizes the free spirit in his linen shirts and stubble and his husky voice and unpredictable moves….“
Eat Pray Love – Trailer
ნაწყვეტები წიგნიდან ჭამე, ილოცე, შეიყვარე
წიგნი, რომლის მიხედვითაც გადაიღეს ფილმი (based on true story)
One photo and phrases in English are taken from this Blog

