"დამლაგებელი" - (ერეკლე დეისაძე)

Reblogged from კირკის ბლოგი:

Click to visit the original post

(ნაწყვეტი ერეკლე დეისაძის ახალი რომანიდან „დამლაგებელი“. ტექსტი პირველად გამოქვეყნდა ჟურნალ ტაბულა ART-ში)

 

Read more… 2 more words

ერეკლე დეისაძის ახალი რომანი "დამლაგებელი"

2012 წელი ბლოგზე

მე ვიზარმაცე, თუმცა WordPress.com stats დამეხმარა და გამომიგზავნა ბლოგის 2012 წლის ანგარიში.  ;)

კანის ფესტივალზე 4,329 ფილმი წარადგინეს. 2012 წელს ამ ბლოგზე 51,000 ნახვა დაფიქსირდა. თითოეული მათგანი ფილმი რომ ყოფილიყო, 12 კინოფესტივალს გასწვდებოდა.

იხილეთ სრული ვერსია.

2012 წელს თქვენ დაწერეთ 81 პოსტი, საერთო ჯამში ბლოგის არქივი უკვე 331 პოსტს მოიცავს და ატვირთეთ 235 ფოტო.
ყველაზე მეტი მნახველი თქვენს ბლოგს 2012 წლის 4 ოქტომბერს ჰყავდა, სულ 2,856.
ყველაზე პოპულარული პოსტი “ასავალ-დასავალი” .

ნაბიჭვრების ქვეყანა

Reblogged from დღიური:

ხო, ადრე ყვავილების ქვეყანა იყო, ეხლა გადაიქცა იმათ, რაც წაიკითხეთ.

ნახეთ ეს ვიდეოები და მერე მომიყევით კომენტარებში, რომ თურმე მართლაც ესე უნდა მოექცე ყველა პატიმარს თუ დამნაშავეს და ხო, ქურდებთან ბრძოლის ყველაზე გამართლებული ხერხია ის, რომ მათზე უფრო დიდი ნაბიჭვარი იყოს მათთან მებრძოლი.

და მერე იმაზეც მელაპარაკეთ, დემოკრატია როგორ შენდება ვიღაცეების ძვლებზე - ოღონდ არგუმენტირებულად.

ვიდეო 1

ვიდეო 2

ვიდეო 3

Read more… 2 more videos

სად მეძინა შატილში

არც მეტი არც ნაკლები, პირველად მეძინა X-XI საუკუნეებით დათარიღებულ, ჩეჩნეთის საზღვარზე, ზღვის დონიდან 1400 მეტრზე მდებარე, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაში შეტანილ შატილის კოშკში.

შეგრძნება საოცარი იყო, განმეორდება თუ კოშკს კიდევ ვესტუმრები.

სულ რაღაც ერთი დღე–ღამე გავატარეთ კოშკში და ადამიანურად დავისვენე, გარშემო უჩვეულო სიგრილე, ზოგჯერ სიცივე იყო, მდინარის ხმაურზე ჩამეძინა და ისევ მდინარის ხმაურზე გამომეღვიძა, რომელიც იქვე ჩამოდიოდა.

ვერ ვიტყვი რომ კოშკი კარგ მდგომარეობაშია, რეაბილიტაციას საჭიროებს, სულ ახლახან კომპლექსის სამხრეთ ფასადი ჩამოიშალა, ამბობენ რომ მალე დაიწყება სარეკონსტრუქციო სამუშაოები და იმედია, მორიგი სტუმრობისას ლიფტები და შუშის სრა–სასახლეები არ დამხვდება და ისევ ისეთი ძველი სახე ექნება შენარჩუნებული, როგორმაც მყისიერად ძველ, ხევსურულ რომანტიზმში გადამისროლა.

კოშკი ქვემოდან, მდინარე არღუნის პირიდან

კოშკის დიასახლისი – ქალბატონი ნინო

კოშკის სატრაპეზო და ჩვენი გუნდის ნაწილი :)

ჩემი ოთახი <3

ხედი ჩემი ოთახის სარკმლიდან – დილა ;)

 

რაც უფრო ვშორდებოდით მით უფრო გული მწყდებოდა, კიდევ მინდა იქ დაბრუნება :(

პ.ს. დანარჩენი ფოტოები იხილეთ Eat and Tour–ს გვერდზე