თუ კი ფეხზე მყარად დგახართ და ფეხსაცმელიც ხელს გიწყობთ, პრაღის თოვლიან ქუჩებში ხეტიალს არაფერი ჯობია, თუმცა პრაღის ციხე კომპლექსი ზუსტად ის ადგილია, რომელიც ზაფხულის მიწურულს ან შემოდგომის დასაწყისში კიდევ ერთხელ უნდა მოინახულოთ. პირველ რიგში იმიტომ რომ კომპლექსს უფრო უკეთესად დაინახავთ, სიამოვნებას მიიღებთ ულამაზესი პარკებში და სკვერებში სეირნობით და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს ამ მთაზე, ციცაბო ადგილას დაგხვდებათ ყურძნით დახუნძლული ვენახი, ღია კაფე, სადაც დააჭაშნიკებთ ღვინოს, გლინტვეინს და სხვა სასმელებს.
თავად კომპლექსი ძველად იმპერატორების, დღეს კი ჩეხეთის პრეზიდენტის რეზიდენციას წარმოადგენს, რომელიც მასშტაბით მსოფლიოში უდიდესი საპრეზიდენტო რეზიდენციაა.გინესის მიხედვით კი მსოფლიოში არსებული უძველესი ციხესიმაგრეებიდან უდიდესია, მოიცავს 70 000 კვ.მ. ფართობს.
კომპლექსის ისტორია IX საუკუნიდან იღებს სათავეს და ნელ-ნელა სხვადასხვა მეფის მმართველობის ჟამს მდიდრდებოდა და ვითარდებოდა სტრუქტურულად და მრავალფეროვანია არქიტექტურული,ისტორიული და კულტურული თვალსაზრისით. კომპლექსი მოიცავს წმ. ვიტუსის ტაძარს, წმ. გიორგის ბაზილიკას,მონასტერს, რამდენიმე სასახლეს, მუზეუმებს და ა.შ. კომპლექსის უდიდესი ნაწილი რასაკვირველია ღიაა ტურისტებისთვის.
პრაღაში რომ მოხვდეთ, ამისთვის ჯერ თბილისში ჩეხეთის საელჩოს უნდა მიაკითხოთ შენგენის ვიზის მისაღებად; მოკლევადიანი ტურისტული ვიზიტისთვის დაგჭირდებათ
1) პასპორტი
2) ცნობა სამსახურიდან
3) ბანკის ცნობა შესაბამისი სახსრების არსებობის შესახებ
4) ბოლო სამი თვის საბანკო ამონაწერი
5) დაზღვევა
6) თვითმფრინავის ბილეთი (ჩეხეთის ავიახაზები), რომელიც ყველაზე ძვირი მთელი მოგზაურობისას – 400 ევრო, ორი გზა.
7) ასევე დასტურის წერილი (confirmation letter) იმ სასტუმროდან, სადაც აპირებთ გაჩერებას პრაღაში იმის შესახებ რომ XX რიცხვიდან XX რიცხვამდე დაჯავშნულია სასტუმროს ნომერი.
სასტუმროსთან დაკავშირებით მცირე გაუგებრობას ჰქონდა ადგილი. ვინაიდან მეგობარს უკვე ჰქონდა პრაღაში მოგზაურობის გამოცდილება, ბევრი ფიქრით თავი არ ავიტკიეთ და პირდაპირ ნაცად გზას მივყევით. რაც იმაში გამოიხატებოდა რომ თითქოს ჩეხეთის საელჩო ითხოვს გადახდის დამადასტურებელ ქვითარს და ეს აუცილებლად ტურისტულმა სააგენტომ უნდა მოგცეს. მოვიქეცით ასე. ტურისტულმა სააგენტომ გაგვატანა ადგილობრივი გადახდის ქვითარი, რაც ჩეხეთის საელჩომ უკან არწყია და შესაბამისად მეორედ მოგვიწია რიგში ჩადგომა საელჩოში შესასვლელად ანუ + 1 კვირით გადაიწია პროცედურები.
სინამდვილეში კი უფრო მარტივად ყოფილა საქმე და არა ჩეხეთის საელჩოს პრეტენზიულობაში. Continue reading →
ერთ დროს, ეს კედელიც, როგორც ბევრი სხვა კედელი ერთფეროვანი და სხვებისგან არაფრით გამორჩეული იყო. მსოფლიოში ბევრი მნიშვნელოვანი და უფრო ღრმა ისტორიის მქონე კედელი არსებობს, თუმცა ისტორიის და მნიშვნელობის ნაკლებობას არც პრაღაში, ველკოპრევორსკე ნამესტიზე მდებარე კედელი უჩივის, რომელიც ლენონის კედლის სახელით არის ცნობილი.
თავდაპირველად კედელზე ჯონ ლენონის სახე გაჩნდა, შემდეგ ნაწყვეტები ბითლზის სიმღერებიდან. ამას ის ახალგაზრდები აკეთებდნენ პროტესტის ნიშნად, რომელთაც საბჭოთა კავშირის პერიოდში მსგავსი სიმღერების მოსმენას უკრძალავდნენ. თავისუფალი ახალგაზრდები და რეჟიმის დამცველები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ, ერთნი ხატავდნენ, მეორენი კედელს ერთ ფერში ღებავდნენ. ახალგაზრდებს ალკოჰოლიკებს, შეშლილებს და დასავლური კაპიტალიზმის აგენტებს უწოდებდნენ. ამ ახალგაზრდულ მოძრაობას ირონიულად “ლენონიზმიც” კი შეარქვეს.
სიტუაცია გამძაფრდა ლენონის მკვლელობის შემდეგ, საყვარელი მომღერალი ახლა უკვე გმირად იქცა მათ თვალში, მიუხედავად იმისა რომ კედლის მოხატვის გამო ციხე ემუქრებოდათ, კედელი უფრო აქტიურად ივსებოდა ფერად-ფერადი გრაფიტით. ღამღამობით მიდიოდნენ და ისევ წერდნენ სტრიქონებს საყვარელი სიმღერებიდან და არც თავისი ოცნებები ავიწყდებოდათ, ოცნებები გრაფიტის მსგავს ფერად თავისუფლებაზე, რომელიც სადღაც სხვა, უხილავი კედლის მიღმა იმალებოდა.
რასაკვირველია, რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლი ახალგაზრდები გამაღიზიანებელი იყო ბევრისთვის. ჩეხ ახალგაზრდებს არც ერიდებოდათ კედელზე მესიჯების დატოვება რეჟიმის დამცველებისთვის, რამაც მოგვიანებით, 1988 წელს კარლის ხიდის სიახლოვეს შეტაკება გამოიწვია პოლიციასა და ჩეხ ახალგაზრდებს შორის. Continue reading →
თვითმფრინავმა თეთრი ღრუბლებიდან მცირე ბიძგებით ჩამოაჭრა და ვაცლავ ჰაველის სახელობის დათოვლილ აეროპორტში მსუბუქად შესრიალდა. დილის შვიდი საათია. ყველაზე ჩუმი სიჩუმეც კი ჩუმად არის. ყველაზე ხმაურიანი არსებები – ადამიანები თვალგახელილ ძილისპირულში ტოვებენ თვითმფრინავს და მოჩვენებებივით ქრებიან სხვადასხვა მიმართულებით.
ხმაურობს ჩემი ჩემოდანი, მაგრამ მაინც არ ცვლის ეს მდუმარების საერთო დინამიკას. ვსხდებით თითქმის ცარიელ, ვაგზლისკენ მიმავალ ავტობუსში და რაც უფრო ვიჭრებით პრაღის სიღრმეში, მით უფრო ვცილდებით ტყეებს, უკაცრიელ სივრცეებს და შევდივართ სიჩუმის ფილოსოფიაში, რომელიც ისეთი ორგანულია რომ ვერ აღვიქვამ.
მდუმარედ დგას გიდი, რომელიც დაუსრულებლად ელის გზააბნეულ ტურისტებს, რომლებიც ისე აცეცებენ თვალებს, როგორც ის სმენადაქვეითებული ბავშვი, რომელსაც პირველად სასმენი აპარატის მეშვეობით მოასმენინეს გარესამყაროს ხმაური.
ჩუმია ხალხიც სავსე მეტროც.
ისევ სინათლეზე გამოვდივართ და ვეძებთ სასტუმროს რუკაზე, უხმოდ გვჭირდება დახმარება, რასაც იქვე გამვლელი ჩეხი კარგად ხვდება, რომელმაც მიგვრეკა სასტუმრომდე, რომელსაც კარგა გვარიანად დავშორდით.
სასტუმროს სიჩუმემ ყველა მოლოდინს გადააჭარბა, კიბეზე ფეხიც არ მინდოდა დამებიჯებინა, რომ რამე სიწყნარე არ დაერღვია. ძველი, პატარა ხავერდის სასტუმრო იყო.
ჰაერზე გასვლა გადავწყვიტეთ, ის-ის იყო კარის სახელურს ხელი ჩავჭიდე, რომ ეს გამეფებული სიჩუმე ისე ჩამომემსხვრა თავზე, თითქოს მდუღარე ქვა ესროლეს გაპრიალებულ შუშას.
„შე ნაძირალააა, მითხარი რა დაგაკელიი რაა . . .“ – მომესმა ქალის კივილი. მივიხედე და პატარა სცენა გათამაშდა თვალწინ, თეატრალიზებული, იქვე პატარა რესტორანში.
მხოლოდ რამდენიმე წამის შემდეგ გავაცნობიერე რომ მე ჩეხური არ მესმის და ეს მდუღარე ქვა ჩემი მშობლიური ენა იყო.
გზად ხევსურეთისკენ, სოფელ ჩინთში გავჩერდით, ცოტა შევისვენეთ, სანამ ქალბატონი მაყვალა ჩვენთვის ცხელ–ცხელ, უგემრიელეს ჩინთის ლავაშებს გამოაცხობდა .
სოფელი ჩინთი
სამოგზაუროდ წამოსული ტურისტების უმრავლესობა სწორედ აქ ჩერდება და ყიდულობს პურს, ამიტომ თონე ყოველთვის ცხელია და ცომი ყოველთვის მზად, რათა დიდხანს ლოდინი არავის მოუწიოს.
ცომის გუნდები
როგორც ქალბატონმა მაყვალამ მითხრა, ტურისტები ფოტოებს ხშირად უღებენ, ამიტომ ჩემი მითითებების გარეშე, სწრაფ რეჟიმში გაიმეორა ყველა მოქმედება, რასაც პურის ცხობის დროს აკეთებს
ამიტომ ახლად გამომცხვარი პური სასწრაფოდ ისევ ღუმელში შეაბრუნა ფოტოს გადასაღებად
არქეოლოგიაზე ორი რამე მახსენდება, პირველი, ბავშვობაში, სოფელში ახალ კარტოფილს როგორ ვიღებდი და სათითაოდ, ფრთხილად, მოპარული კოსმეტიკური ფუნჯით როგორ ვასუფთავდებდი და მეორე, კერამის წიგნი, “ღმერთები, აკლდამები და მეცნიერები”.
ალბათ ყველა არქეოლოგი დამწყები თუ გამოცდილი ოცნებობს მოხვდეს ამ ადგილზე, ან არა მხოლოდ არქეოლოგი, უბრალოდ ადამიანი, რომელიც დაინტერესებულია და გატაცებულია მითოლოგიით, ანტიკური ხანით და არც არის გასაკვირი, ხმელთაშუა ზღვის და პამფილიის რეგიონში მიწის ზემოთ ახლა უკვე ნანგრევების სახით თუ მიწის ქვემოთ ჯერ კიდევ აღმოსაჩენი რამდენიმე ანტიკური ქალაქი მდებარეობს. შესაბამისად რაც უკვე, პერგეს, პატარას, მირას, ასპენდოსის და ა.შ. გათხრების შედეგად მოპოვებულია სწორედ ანტალიის არქეოლოგიის ეროვნულ მუზეუმში არის დაცული, რომელიც მოიცავს 13 საგამოფენო დარბაზს. ამ დარბაზებში 5000–ზე მეტი ხელოვნების ნიმუშია წარმოდგენილი, ხოლო დაახლოებით 25000–30000 მუზეუმის საცავებში ინახება.
პირველი მსოფლიო ომის შემდეგ იმ დროისთვის მოპოვებული საგანძური საფრთხის ქვეშ დადგა, რადგან იტალიელებმა, რომლებსაც იმ დროისთვის ოკუპირებული ჰქონდათ ანატოლიის ტერიტორია, მოისურვეს არქეოლოგიური ნიმუშების იტალიაში გატანა. თუმცა გამოჩენილმა თურქმა მხატვარმა და არქეოლოგმა – ოსმან ჰამდი ბეიმ, თავი აღნიშნული საგანძურის დამცველად, კურატორად გამოაცხადა და იგი გახლდათ პირველი ადამიანი, რომელიც შეეცადა მუზეუმის დაარსებას, ჯერ ალაადინის მეჩეთში, მოგვიანებით ივლი მეჩეთში; ამ ადამიანის დაარსებულია ასევე ანტალიის სახვითი ხელოვნების მუზეუმიც;
საბოლოოდ, მუზეუმი დღევანდელი სახით 1985 წლამდე არ გახსნილა, მუდმივი სამუშაოების, რესტავრაციების და ცვლილებების გამო.
დარბაზი ბავშვებისთვის
1883 წელი, ოსმან ჰამდი ბეი, არქეოლოგიური გათხრები ნემრუთში, ზევსის ქანდაკების თავი
მას შემდეგ რაც ფეისბუქზე თავმოკლულმა და აწ უკვე მხიარულმა იუზერმა, ერთ-ერთ დისკუსიაზე, სტუმრების მოლოდინში ხსენებული ვიდეო გვიჩვენა, სულ მინდოდა დამეწერა ამის შესახებ. თქვენ და კიდევ 16360279 მომხმარებელს ეს ვიდეო ალბათ უკვე ნანახი აქვს, მაგრამ მე ეგ არ მაინტერესებს, თავმოკლულმა მომხმარებელმა ისე ლაღად და მხიარულად წარმოადგინა იგი, რომ გულში ჩამრჩა.
აი ასე, ერთ დღესაც მიატოვა ჩვენმა მეთმა სამსახური, კარიერა, მოაჯდა ჩემოდნებს და დაიწყო მოგზაურობა. ცხადია თავიდან მთელი დანაზოგი შემოეხარჯა და დამეთანხმებით მოგზაურობაც არ არის იაფი სიამოვნება, რაც არ უნდა ფეხით და საძილე ტომრით აკიდებულმა იაროთ, მითუმეტეს ისეთი მოგზაურობისთვის როგორშიც მეთია ჩაბმული მარტო ფეხები არ არის საკმარისი, ფრთებიც საჭიროა. Continue reading →
მოვედით, მოვედით, – შემომესმა გიდის ხმა, მთელი ღამის ნამგზავრმა ძლივს გავახილე თვალი, ხუმრობა ხომ არ იყო 500 კილომეტრი გავიარეთ და აი როგორც იქნა დილის შვიდ საათზე ქაიროში შევედით. პირველი რაც დავინახე იყო საშინელი ნისლი, თუმცა ჯერ კიდევ ძილბურანში მყოფმა უცებ ვერ გამოვარკვიე, რომ ეს ნისლი კი არა საშინელი მტვრის ჯანღი ედგა მთელ ქაიროს თავზე. დილის შვიდი საათი და 25 მილიონიანი ქალაქი დუღდა, ხალხი მოძრაობდა, გვერდებ მიჩეჩეჩქვილი მანქანები უკვე ჩვეული საცობის ფორმირებას იწყებდნენ. მიჩეჩქვილი მანქანაც და საცობიც ჩვეულებრივი ამბავი იყო ამ უზარმაზარ და უშუქნიშანო ქალაქში. მოძრაობის მარეგულირებელი სამი ფერი მხოლოდ მერიასთან დავლანდე წრიულზე.
პირდაპირ გეტყვით, ფეშენებელური სასტუმროდან გამოსვლის, 500 კილომეტრი გაზიმზიმებული ტრასის გავლის შემდეგ ქაიროში შესვლა იყო სრული შოკი. დაახლოებით ისე მეჩვენებოდა, რომ მეოთხე დონის (ყველაზე ბოლო) სიზმარში მოვხვდი, ისე როგორც ფილმში ”დასაწყისი”; ნაცრისფერი, ასფალტისფერი, მტვრისფერი – ფერების სიძუნწე შემომაგება ქაირომ, ნახევრად ან მთლიანად ჩამოგრეული შენობებიც არ დაენანა; შიგადაშიგ ქალები უზარმაზარ თავზე წამოდებულ ბოხჩებს ეზიდებოდნენ, თავით ფეხებამდე შემოსილები, თუმცა ბურქით ერთი-ორი ვნახე მხოლოდ ქაიროს მუზეუმთან, ჩემსავით ტურისტები იყვნენ ისინიც. პერიოდულად ხან ცხვრები და ხან თხები ჩანდნენ, რომელთაც ადგილობრივი მწყემსები ჰყავდათ. ნილოსის შემალული ადგილები ფაქტობრივად სანაგვედ ჰქონდათ ქცეული, გიზასკენ კი შეჭაობებულმა ადგილებმა და ნაგავმაც იმატა, უმეტეს წილად ღარიბი უბნები, რაღაც დახლები, პირამიდები რომ გამოჩნდა ჩემ თვალსაწიერში, ასე იყო მარჯვნივ პირამიდები და მარცხნივ ელიავა, თვალებს არ ვუჯერებდი, ქვეყანა, რომელიც ასეთი სიმდიდრეს ფლობდა, სრულ სიდუხჭირეში და ჭუჭყში იხრჩობოდა. ყველა სარეკლამო ბილბორდს თუ ბანერს, ფერი გაჰხუნებოდა და მძიმე მტვერი დასდებოდა, გაოგნებულმა ჩავუარე გვერდი კოკა-კოლას სარეკლამო სტენდს, რომელიც სასტუმროს თავზე იწონებდა თავს.
ფერები მხოლოდ სამი სახის ბილბორდზე დამხვდა, რომელიც უხვად იყო ქალაქში მიმობნეული:
1) უბერებელი მუბარაკის
2) სარეცხი მანქანის რეკლამის და
3) ანდრეა ბოჩელის
ჰო, სწორედ იმ დროს ქაიროს ოპერაში იყო მოწვეული კონცერტის გასამართად და ყოველ ფეხის ნაბიჯზე ადგილობრივ მოსახლეობას ახსენებდნენ პრეზიდენტს, სარეცხის რეცხვას და ბოჩელის კონცერტს. Continue reading →
ამჟამინდელი საქმიანობა: მკვლევარი და გლობალური წყლების დამცველი
რა პროფესიაზე ოცნებობდით ბავშვობაში?
როდესაც პირველად, ოჯახთან ერთად ექსპედიციაში წავედი, მხოლოდ ოთხი თვის ვიყავი. ყოველთვის მინდოდა ოჯახური ტრადიციის გაგრძელება, კვლევებში მონაწილეობა და ამ მიზნით მსოფლიოს გარშემო მოგზაურობა.
როგორ დაიწყეთ?
ჩემი ოჯახისგან მემკვიდრეობით ბუნების მძაფრი სიყვარული მივიღე, რაც მოგვიანებით გადაიზარდა სურვილში უამრავი ადამიანი ჩამერთო წყლის რესურსების დაცვაში – ჯანსაღი პლანეტის და პროდუქტიული საზოგადოების ხელშეწყობისთვის.
თქვენი ცხოვრება მტკნარ წყლებს მიუძღვენით, რა შთაგაგონებთ?
წყალი ჩვენს პლანეტაზე სიცოცხლის და ჩვენი საზოგადოების თითოეულ ასპექტს ეხება. მუდმივად საჭირბოროტო საკითხების წინაშე ვდგავართ, რომელიც ერთის მხრივ დაუყოვნებლივ უნდა გადაიჭრას, ხოლო მეორეს მხრივ ეს ფრიად მომხიბლავი და სიამოვნების მომტანი პროცესია.
როგორია თქვენი, ერთი ჩვეულებრივი დღე?
ყოველი დღე განსხვავებულია ჩემთვის. ზოგჯერ სანაოსნოდ ვარ გასული, ზოგჯერ მთამსვლელი ვარ, დანარჩენ დღეებში კი ან აეროპორტში ვარ ან სხდომათა დარბაზში. ანუ მაქვს მკვეთრად მრავალფეროვანი ცხოვრება, რომელიც იმის ნაწილია, რაც მე ესოდენ მხიბლავს და მაღელვებს.
შანსი რომ მოგეცეთ, რას ურჩევდით თითოეულ ადამიანს მტკნარი წყლების დასაცავად?
მტკნარი წყლების დაცვა დამოკიდებულია იმაზე თუ სად და როგორ ცხოვრობთ. მოძებნეთ ადგილობრივი წყლის ზონა (ზღვა, ტბა, მდინარე . . .), გამოარკვიეთ რა საფრთხის წინაშე დგას ის და დაიცავით.
სხვა რა გატაცებები გაქვთ?
ცხენით ჯირითი, სკუბა დაივინგი და ნიჩბოსნობა.
თავისუფალ დროს რას აკეთებთ?
რაც მე ვისწავლე და შევიძინე ჩემი არასამეწარმეო კომპანიის „Blue Legacy Internetional“ დაფუძნების შემდეგ, არის ის რომ საკუთარ ბიზნესის წარმოება ნთქავს მთელ შენ თავისუფალ დროს.
მეც არ ჩამოვრჩები ქართულ მედია საშუალებებს და უცხოეთის ამბებს გაცნობებთ, კერძოდ კი ტაილანდის ერთ–ერთი სანაპირო ქალაქის – პატაიას შესახებ.
ჩულალონგკორნის უნივერსიტეტმა (არის ასეთი) წარმოადგინა მოხსენება, სადაც ხაზგასმით მითითებულია, რომ დაახლოებით 5 წელიწადში პატაიას სანაპირო გაქრება. განსხვავებით ქართული მედია საშუალებებისგან, ადგილობრივმა გაზეთებმა და ტელეარხებმა განგაშის ზარებს შემოჰკრეს, ქალაქში არსებულ საფრთხესთან დაკავშირებით.
სანაპიროს გაქრობის მთავარ მიზეზად ეროზიის კრიტიკული ზღვარი დასახელდა. სანაპიროს ადგილობრივი მომსახურე პერსონალი აღნიშნავს, რომ მოქცევის მსგავსი დონე არ ახსოვთ, ამ წელს კი ნამდვილად ყველაზე მაღალია.
„თუ რამეს არ მოვიმოქმედებთ, დაახლოებით 5 წელიწადში პატაიას სანაპირო გაქრება“ – ამბობს პროფესორი თანავატ ჯაროპონგსაკული, ჩულალონგკორნის უნივერსიტეტის ლექტორი.
უკანაკსკნელი კვლევების მიხედვით პატაიას ნაპირის სიღრმე იყო მხოლოდ 4 ან 5 მეტრი, შედარებით 35,6 მ – 1952 წელს და 18,7 მეტრი – 2002 წელს – განაცხადა პროფესორმა პატაიას სანაპიროს გადასარჩენი გენერალური გეგმის შემუშავებისას.
გეგმის მიხედვით, დაიყრება გამქრალი ქვიშა, რასაც დაახლოებით 200,000 კუბური მეტრი დასჭირდება; ქვიშის დაყრის პროცესი 1 წელი გასტანს და სანაპირო დაუბრუნდება 1952 წლის მდგომარეობას. „ამ მეთოდმა წარმატებით იმუშავა იაპონიასა და სინგაპურში, გარემოსთვის უსაფრთხო შევსების პროცესი დაიწყება, როგორც კი ადგილობრივი მოსახლეობა და ქალაქის მთავრობა განაცხადებს თანხმობას“ – დასძინა მან შეხვედრის ბოლოს.
P.S. თუ გაინტერესებთ რა ხდება დანარჩენ მსოფლიოში, ნებისმიერ ქართულ არხზე მიმართეთ თქვენი დისტანციური მართვის პულტით და დატკბით.
“Safety”, “feeling like a fish in the water”, “feeling as if you’re in a dream” etc. have you ever really thought about these words and phrases actually? I haven’t, until I went underwater covering 11 meters depth, staying there for 18 minutes.
So, I got my scuba, actually I was helped to put it on, stood up hardly (it was terribly heavy), they threw me in the water and I went for diving in the Red Sea together with my diving instructor. Though I am not kind of a coward person, I had some strange feelings as it was for the first time and didn’t know what there waited for me.
As I mentioned above, scuba was very heavy and I also had stone belt on my waist. We went down slowly, water met us with air-like clearness, full of corals and colour fishes, blue, red, purple, black, grey etc all the colours of the nature were now underwater, my eyes were wide open, I was tremendously astonished, moving my head slightly left and right, as, with scuba no sharp movements are possible.My diver was holding my hand and carrying me slowly, showing various wonders of the Red Sea around us.
From time to time he tightened my hand and asked me via hand signals whether I was ok or not and I was responding him with the same way – circling with thumb and index finger, while keeping rest of the fingers straight, meaning “I’m OK”. After awhile, he asked me “let’s go down” with his thumb down, I repeated it too, as I felt well and I was able to go deeper in the sea. More depth equals to more wonders in the Sea.
Time passes and suddenly, my diver pushes on my shoulder hardly, I looked up and kind of a shark’s tail passed away, for just a second I was scared a little bit, but soon everything was OK, five dolphins were swimming around us peacefully and joyfully, yeap, joyfully, I felt that, they were swimming up and down, we were in the middle of the dolphin circle, Gosh! it was the most amazing and extraordinary moment in my life. No, I cannot express in words what I felt then, yes! Definitely! It was the moment called “just like in a dream”, “fairy tale” or some other fairy stuff, which is not just stuff for me any more. (Later when I got back to the yacht, I was told by divers that I was very lucky, as they were chasing for filming dolphins for a month there);
I enjoyed diving very much, Red Sea embraced me warmly, showing her hospitality to a newcomer, I was co-dived by exceptionally wonderful diver, holding my hand as gently as Al Pacino held her partner’s hand while dancing Tango.
And notwithstanding of our terrifically heavy scubas, he led me to Tango pas so gently as if he was carrying a feather in the air, and my dear people, once and for all, I was shocked and amazed of all these.
Being so weak and feeling so safe at the same time – I could never imagine a moment like this.
ეს არის დღის, თვის, წლის და საუკუნის აქტუალური კითხვა მთელს ეგვიპტეში. დაახლოებით ისეთი, როგორც ჩვენთან: ”რა უბნელი ხარ ძამიკო/დაიკო?”.
ყოველ გავლა-გამოვლაზე – Where are you from? ცნობისათვის ჩემო ეგვიპტელო ძმებო მე არც არაბი ვარ და არც პოლონელი (ასე ეშლებათ ხშირად), მე ბედკრული საქართველოს შვილი ვარ.
იმის მიხედვით თუ რას უპასუხებთ, შეკითხვის ავტორი, ძირითადად მომსახურე პერსონალიდან შესაბამის ენაზე გაგესაუბრებათ, ქართული არ იციან, სამაგიეროდ თითოეული მათგანი ნორმალურად საუბრობს არაბულ, გერმანულ, ფრანგულ, ინგლისურ, რუსულ, იტალიურ ენებზე (მიშას არ გააგებინოთ ეს).
დღეს ერთი ფოტოგრაფი დაყიალობდა სანაპიროზე, მოგვიახლოვდა, ზემოხსენებული კითხვით დაიწყო საუბარი, I’m from Georgia, ვპასუხობ, სახეს იჭმუხნის, არ იცის, მცირე ჭმუხნი-პაუზის შემდეგ, მეცნობა და მეუბნება, რომ თურქეთიდან არის აქ სამუშაოდ ჩამოსული (ახლა მე ვიჭმუხნები თურქეთიდან არის და საქართველო არ იცის), ამის შემდეგ მცირე გაკვეთილს ვიბარებ თურქეთის ისტორიის შესახებ, რაღაცეებს ბლუყუნით მიყვება სტამბოლის და აია სოფიას შესახებ, ტალიფ (გულში ვფიქრობ) არ იცი გაკვეთილი, დაჯექი ორიანი!
აქ ერთი რჩევა სანაპიროზეც და ასევე აუზთან თვალები დახუჭეთ ვითომ გძინავთ, როგორც კი ოდნავ თვალს გაახელთ უმალ Where are you from?
ზოგადად ძალიან თავაზიანი და ყურადღებიანი ხალხია. განსაკუთრებით სასტუმროს შიდა პერსონალი.
და ძალიან სიმპატიურები, როგორც კაცები ასევე ქალები, სახის ლამაზი ნაკვთებით, თვალები ჭრელი, მკვეთრი ფერის, იციან თვითონაც ეს და დადიან ამაყად, მხრებში გამართულები.
დიდი და პატარა ყველა მუშაობს, ძალიან მშრომელი ხალხია, თუმცა ძალიან დაბალი ანაზღაურების ფასად, როგორც ერთმა ადგილობრივმა მითხრა, მინიმალური ხელფასი თვეში დაახლოებით 20 დოლარის ექვივალენტია. (ამ თემაზე მოგვიანებით)
მეგონა ისე გამოვეწყებოდი როგორც ველ ქილმერი ფილმში ”მოჩვენება და სიბნელე” და ლომებზე ვინადირებდით, ან როგორც მინიმუმ ჩიტებს მაინც გავსკვანჩავდით. თუმცა ამაზე ჯერ მხოლოდ ოცნება შეიძლება; მანამდე კი, ერთ დილასაც ჩვეულებრივ ავდექი, ჩვეულებრივ ჩავიცვი, განსხვავება მხოლოდ არაფატი და ჯერ 15 დოლარად შეფასებული და შემდეგ 8 დოლარად ნაყიდი 1 დოლარიანი სათვალე იყო. როგორც გავედი ჰოლში, უმალ, პუნქტუალურად მოგრუხუნდა არაბი დაპირებული ტოიოტას თეთრი ჯიპით, სადაც დამხვდნენ არაბი და რუმინელი ცოლ-ქმარი, რომლებიც ასევე ეგვიპტეს სტუმრობდნენ. მანდილოსნების დანახვა გამეხარდა (რა მნიშვნელობა ჰქონდა მაინც სულ უმცირესობაში ვარ ხოლმე); წინდაწინ გიდისგან ვიცოდი რომ საფარიში კიდევ 4 ქართველი მიიღებდა მონაწილეობას თუმცა მანამდე ისინი ჩვენს არცერთ ტურში მინახავს. სხვა ჯიპებიც შემოგვიერთდნენ, ამასობაში ეს 4 ქართველიც მოვიდა, ხმა არ ამოუღიათ, მაგრამ მივხვდი, თქვენც რომ ყოფილიყავით მიხვდებოდით, გურჯულად ჯიგიტობდნენ. ამოხტნენ მანქანაში, ერთ-ერთი მომისკუპდა გვერდზე და ბოხი, გურჯულ-ჯიგიტური ხმით: ”Hi” ანუ ხაი, მეც ანალოგიურად ოღონდ არაგურჯულად მივესალმე.
ამასობაში ჩვენი რუსულად მოჭიკჭიკე გიდი – იაჰაც ამოვიდა და დაიწყო ტურის შესახებ საუბარი, ანუ ახალ მოსულებს უხსნიდა სად და როგორ წავიდოდით, რა შედიოდა ჩვენს ტურში, რა იყო უფასო ა.შ. და ბოლოს ცხადია თავისებურად ხუმრობს (როგორც ყოველთვის), თვალებს პრაწავს და ხმამაღლა და გამოთქმით ამბობს: ”туалет тоже входит в тур, у нас есть саммый большой туалет в мире”, მე რასაკვირველია მივუხვდი იუმორს და გადავბჟირდი სიცილით, ეს ქართველები იყურებიან გაოცებულები, აშკარად ვერ გაუგეს, ხან იაჰას უყურებენ და ხან მე გაოცებულები, მერე ვიფიქრე ახლა რამე ისეთი არ უთხრან ამ ჩვენს გიდს და გავუმხილე საიდუმლო, რომ იაჰა მსოფლიოში ყველაზე დიდ ტუალეტად უდაბნოს გულისხმობდა და როგორც იქნა გაიცინეს, (მეც შვებით ამოვისუნთქე); მოკლედ ამათ მე უცხოელი ვგონივარ და რუსულად რაღაც მკითხეს ერთი-ორჯერ, მეც ვუპასუხე (დამტვრეული რუსული აქ გამომადგა); მერე ერთმანეთში რაღაცეებს ხუმრობდნენ, თან იგინებოდნენ ხანდახან, გვერდზე მჯდომ არაბ ქალზე რაღაც გაიხუმრეს (არ დავწვრილმანდები ახლა) და ა.შ. ამასობაში ჩვენმა გიდმა ვერ მოითმინა და ხმამაღლა განაცხადა: ” ребята, давайте познакомится”.
და გვერდზე მჯდომი მომიბრუნდა, ხელი გამომიწოდა და ”Георгий” გურჯულ-რუსული აქცენტით.
მეც არ დავაყოვნე ხელი გავუწოდე და რუსულ-რუსული უწუწუ აქცენტით “Тамуна” ვეუბნები.
чтоооооооооо?
“Тамуна” ვუმეორებ სიცილით.
ხოდა მერე წავიდა კომენტარების კორიანტელი ტიპა: ”ქართველი ხარ?” ”კეფაზე წითელი ხალი ხომ არ გაქვს?” ”აუ ჩემი რა ვიგინეთ?” ”აუ რატო არ თქვი” ”ვაახ რა სირცხვილია” ”ბოდიში” ბუზუზუზუ, ბუჰეჰეჰეჰეჰე და ა.შ.
მოკლედ გავიცანით ერთმანეთი.
პირველი კითხვა, როგორც დანიშნულების ადგილას მივედით: ”კი მაგრამ მარტო რამ წამოგიყვანა?”
რას ჰქვია მარტო 8 ჯიპი მოგვყვება ტურისტებით სავსე მეთქი
ტურის პირველი ეტაპი იყო უდაბნოში კვადროციკლებით გასეირნება 40 წუთის მანძილზე. ვერაფერი ბედენა იყო, კვადროციკლი ზოზინებდა, ნუ მართალია ჩვენ რიგს ვარღვევდით და პირველები ვიყავით (ნუ ცხადია) მაგრამ მაინც ვერ ქაჩუნა იყო, თან სამი გამოვიცვალეთ, ქრებოდა სულ.
ამის შემდეგ გადავლაგდით ისევ ჯიპებში და გზა განვაგრძეთ უდაბნოში. მივადექით რაღაც მთას, რომელიც უნდა გადაგვევლო და მეორე მხარეს ქვიშიან ფერდობზე გადავსულიყავით. საშინლად არ მომეწონა ეგ ამბავი, ისე კი ვიმხიარულეთ, მდუღარე ქვიშაზე სულ კუნტრუშ-კუნტრუშით ჩამოვედი (ღია ფეხსაცმელი არ ჩაიცვათ, ეცადეთ მაქსიმალურად დახურული ტანსაცმლით წახვიდეთ საფარიზე).
აქედან დაღლილები ისევ ჯიპებით დავიძარით და მივადექით ოდენ ნანატრ ბედუინების სოფელს, სადაც ჭრელ-ჭრელ ხალიჩ-ბალიშებზე წამოგორებამ და ცხელ-ცხელმა კარკადემ ცხოვრების მშვენიერებაზე ჩამაფიქრა.
ცოტა დავისვენეთ და წაგვასხეს აქლემებზე ასასხდომად. მთელი ტურის მანძილზე აქლემზე ასხდომა და ჩამოსხდომა იყო ჩემთვის ყველაზე დიდი იქსტრიმი, ახლაც მგონია, რომ ჩემი ტანი ცალკე ჩამოვიდა და ფეხები ცალკე, აქლემის ადგომისას ხელი დამეჭიმა, ჩამოსვლისას ფეხი, მაგრამ მეორედაც ვიზამ მაგ ამბავს!
აქლემებს ძირითადად შავ ტრადიციულ სამოსში გამოწყობილი ბედუინი ქალები უძღვებოდნენ. იქვე შორიახლოს გორაზე ფეხშიშველი ბედუინი გოგო-ბიჭები დარბოდნენ, თამაშობდნენ ანუ ქვიშით სავსე პლასტმასის ბოთლებზე თოკი ჰქონდათ გამობმული და დაათრევდნენ, რომ დავინტერესდი მიპასუხეს ასე ნელ-ნელა წონას ეჩვევიან და აქლემის ტარებას სწავლობენო.
აქედან შევუდექით ხელოვნურად, ტურისტებისთვის მოწყობილი ბედუინების სოფლის დათვალიერებას. ვნახეთ მათი სადგომები, ტრადიციული კარვები რომლებიც ორ ნაწილად არის დაყოფილი კაცებისთვის ”მაგადი” და ქალებისთვის ”მაჰარამა”, როგორც მითხრეს და როგორც თავად ვნახე, ქალებს ბედუინურ ყოფა-ცხოვრებაში საკმაოდ მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავთ, კაცთან გათანაბრებულნი არიან, თითოეულს თავისი საქმე აქვს და საკუთარ ფულსაც გამოიმუშავებს.
დავესწარით პურის ცხობას, ბედუინი ქალი ფეხმორთხმით ზის რკინის დიდ ფირფიტასთან, რომლის ქვეშაც აქლემის ნაკელი იწვის, ამავე ფირფიტაზე აბრტყელებს ცომს, რამოდენიმე გადმობრუნებით, თხელი ცომი უცებ ცხვება და ნაკვერჩხლიდან უცებ თქვენს ხელში აღმოჩნდება ახლად გამომცხვარი პური – ფარაშიი (farrasheeh);
ამის შემდეგ ვნახეთ, 120 წლის კუანა კუ, თხები, პატარა ნიანგები, სირაქლემები, არასირი აქლემები, სხვადასხვა ქვეწარმავალი და დავუბრუნდით ჩვენთვის სცენის გარშემო საგანგებოდ მოწყობილ მოსასვენებელ ადგილებს, სადაც ბედუინური ნაირფეროვნებით ვიკვებეთ და ცხოვრების ამაოებაზე მეორედ ჩავფიქრდი, ფიქრებიდან შოუმ და აღმოსავლურმა მუსიკამ გამომიყვანა, ვიღაცამ ხელი ჩამავლო და სცენაზე ამაცუხცუხა, იქ ჩემს გარდა სხვა დაბნეულებიც იდგნენ, ერთი გადარეული შოუმენი ხან შუშებზე დაწვებოდა ხან ლურსმნებზე, გოგონებიდან ერთი-მეორის მიყოლებით მას ფეხებით ზემოდან ადგებოდნენ. მეც გამიყვანეს, ეს შოუმენი ჯერ დიდ ალესილ ხანჯლებზე დაწვა, ზემოდან ლურსმნებიანი დაფა დაიდო, მე ამ დაფაზე ამიყვანეს კიბით და ზემოდან დავადექი და კარგად მივწეწვკვე, აბა რა ეგონა, რომ მეძახდა.
აღმოსავლური ცეკვების გარეშე ვერ იქნებოდა ეს მშვენიერი საღამო უდაბნოში, გამოვიდა ოქროსფერ კაბაში გამოწყობილი ქალბატონი, ხან ერთი მხრიდან გაგვკრა თეძო ხან მეორედან, მერე ჩვენც გამოგვიყვანა სცენაზე, მეც ახლა ხომ არ ჩამოვრჩებოდი და რუსი დონდლოებივით ხომ არ დავდგებოდი, ვიქნიე თეძოები რაც ვიცოდი და რაც არ ვიცოდი, მერე წინ გამომიყვანა თავისთან და დუეტში ვიქნიეთ თეძოები წარმატებულად რაც მთავარია შემაქო და დიდი მადლობა გადამიხადა მეც ამაყად ჩამოვედი სცენიდან.
კაბების შოუც ძალიან შთამბეჭდავი იყო, ჭრელმა კაბამ ბზრიალ-ბზრიალით გადაგვიარა ზემოდან.
და აი ჩილიმიც ჩამოარიგეს, ჭრელ-ჭრელ ხალიჩ-ბალიშებზე წამოგორებული, დაღლილი და უდაბნოს მტვრით გაჟღენთილი, ვაშლის ჩილიმის გაბოლების შემდეგ უკვე მესამედ ჩავფიქრდი ცხოვრების მშვენიერებაზე.
ლამაზია და უკარება, პირველ დღეს თავი დაიფასა კი არა კორალებმა მომიწეწკვეს ტერფები, რომ არა რუსი ქალბატონების გაფრთხილება ”девочки не заходите в море здесь, пригайте с мостика” პირდაპირ კორალებიდან გადავეშვებოდი ზღვაში და თავ-პირს თუ არა ფეხებს მაინც მოვიმტვრევდი მინიმუმ.
ჩავედი ხიდის საშუალებით, პირდაპირ სიღრმეში, გავცურე, გამოვცურე, ხომ გითხარით უკარება და უხეშია მეთქი, აღელვებული დამხვდა პირველივე დღეს, სამჯერ-ოთხჯერ ტალღამ რომ მიმაწყვიტა შიდა რიფებს, თან ფეხშიშველმა, მერე ვიკადრე ამოსვლა, დავუბღვირე და დავემუქრე, რომ ხვალ ბაჩაჩუნებით მოვიდოდი.
როცა ისევ ჩვენს ადგილას დავუბრუნდით, ქალბატონები გაგვესაუბრნენ, დაინტერესდნენ საიდან ვიყავით, რომ გაიგეს საქართველოდან ძალიან გაუხარდათ, მოგვიკითხეს, პოლიტიკა და პოლიტიკოსები მიალანძღეს ”’Это все политика, мы простые люди как и дружили так и будем дружит”, და დანანებით და ნოსტალგიით გაიხსენეს ძველი დრო. სამწუხაროდ უკვე ტოვებდნენ სასტუმროს იმ დღეს, წასვლისას გამოცდილება გაგვიზიარეს და რამოდენიმე რჩევა მოგვცეს, რომელ კუნძულზე წავსულიყავით, რისი ნახვა სჯობდა, თუ რამის ყიდვას დავაპირებდით მაქსიმალურად უნდა გვევაჭრა (შოპინგზე ცალკე მოგიყვებით) და გვითხრა ტკბილეულობაზე მაინც ნუ დახარჯავთ ფულს არ ღირს – сладосты у вас и так вкуснее . . . . и ой мама, какые вы кулинары – ისე დანანებით თქვა, რომ გული ჩამწყდა და ძალიან მეწყინა, რომ იმ დღეს უკვე მიდიოდნენ.
ეს ისე.
ახლა ასე.
ზღვაში ფეხშიშველი ჩასვლა არ ღირს, ალტერნატივაში გაქვთ რკინის ქალამნები, სურათზე მოცემული ბაჩაჩები (მე დავარქვი) და მყვინთავის ლასტები, მოკლედ რაღაც უნდა გეცვათ ფეხზე რომ არ იტკინოთ, არ დაიზიანოთ და ა.შ.
წყალქვეშა სამყაროს დასათვალიერებლად გჭირდებათ საყვინთი მოწყობილობა (სახელი დამავიწყდა).
თავიდან არის კორალები, და როგორც ზღვაში ჩაყოფთ თავს ფერად-ფერადი თევზების სანახავად, თქვენს წინ უეცრად გადაშლილი სამყარო ყოველგვარ მოლოდინს აჭარბებს. დასაწყისი არ არის არანაირად ღრმა, წყალი მხოლოდ მუხლს ქვემოთ თუ გწვდება, ხოლო როგორც დაყვინთავთ უმალ ნახავთ, რომ უზარმაზარ ზღვის უფსკრულ სივრცეს მხოლოდ ერთი ნაბიჯი გაშორებთ და თქვენი ფეხები ისე უმწეოდ ქანაობს წყალში, როგორც თათარის ქვაბში ჩაკიდული ჩურჩხელები, ძალიან შოკი მივიღე ეს რომ ვნახე და ელდანაკრავივით უკან ამოვხტი ისევ.
აქ რჩევა თუ ცურვა არ იცით, ან ისე რა იცით, სჯობს კორალებზე დაჯდეთ მუხლამდე ან კოჭამდე წყალში. ხოლო ცურვის მცოდნეები ხიდის საშუალებით პირდაპირ სიღრმეში გავლენ საყვინთავად და მშვენიერებით დასატკბობად.
პირდაპირ კორალებიდანაც შეიძლება მაგრამ მოცურავისთვისაც მაინც სახიფათოა წყალქვეშა კორალები ისეა მიხლართული, რომ უცებ სიღრმეში გადასვლისას შეიძლება დაპანიკდე, ფეხი სადღაც გაგეჭედოს ან მათ ხავსიან და სრიალა ზედაპირზე უბრალოდ დასხლტეთ.
თუ ამ დავიდარაბის არიდება გინდათ, სასტუმროს ტერიტორიაზე არის ორი ზღვის წყლით სავსე აუზი, სანახევროდ წყალქვეშა ბარით და შეგიძლიათ იქაც ისიამოვნოთ.
თუმცა მე მაინც ზღვა მირჩევნია, უფრო ცივია, სასიამოვნო და რაც ყველაზე მთავარია შენს გვერდით ულამაზესი შეფერილობის სხვადასხვა ზომის თევზი დაცურავს.
ყვითელი ბაჩაჩები, ყვითელი სათვალე და ყვითელი წიგნი