Efes რეტრო & არტი

ლუდი რომ ძალიან მიყვარს ამ პოსტიდან გეცოდინებათ , თუმცა ჩემი ოთხბორბლიანი მეგობრის გადამკიდე ხშირად ვერ გეახლებით.

ასევე ჯიუტად ვესწრები ხოლმე ლუდის ფესტივალებსაც საქართველოში, თუმცა უშედეგოდ ყოველ წელს ნატახტარის ფესტივალი ტარდება, სამწუხაროდ.  ისიც მახსოვს რომ ბოლო  ფესტივალზე მცირე კუთხის სახით იყო Efes Pilsen წარმოდგენილი, მაგრამ ვეღარ მივუსწარით, მალე გათავდა.

ყველაზე ხშირად ლუდს მივირთმევ როდესაც დასასვენებლად მივდივარ, მათ შორის თურქეთში, რა დროსაც სასმელებიც შედის სასტუმროს ტურისტულ პაკეტში, მათ შორის ალკოჰოლური სასმელები და მათ შორის ლუდი Efes, რომლის რეკლამებიც მთელ თურქეთში ისეა მიმოფენილი როგორც ტრიალ მინდორზე ყაყაჩოები.

სანაპირო ზოლი პრაქტიკულად ეფესის ფერებშია გადაწყვეტილი ეფესის ქოლგების მეშვეობით.

თურქეთი, 2009წ.

ერთი სიტყვით, ზაფხული ჩემთვის ის დროა როცა ლუდი მდინარედ მოედინება . . .  :)

ლუდის სიყვარულში მოვხვდი  Efes კარაოკე ფართიზე ბლოგერებთან ერთად, გვარიანად ვიჩხავლე (ვერ გამაგდებინეს ხელიდან მიკროფონი), და თურქეთში გატარებული დღეებიც გავიხსენე, მიუხედავად მანქანისა, მაინც დავლიე, თან ერთ ბოთლს ზუსტად  ჩემი სახელი ეწერა და როგორ შეიძლებოდა არ დამელია :(

Continue reading

უჩვეულო წიგნის ფესტივალი – 2012

წიგნის წლევანდელ ფესტივალზე ყველაფერი ჩვეულებრივად იყო, სხვადასხვა საგამომცემლო სახლების სტენდები, მოკრძალებული ფასდაკლებები და ბევრი ხალხი.

აქვე ერთი შენიშვნა: ორიოდე სტენდის გარდა არსად არ იყო ბარათით გადახდის საშუალება . . .

ხალხმრავლობა შეინიშნებოდა პალიტრა L–ის სიახლოვეს, ნორმალური ფასდაკლებებით და სატვირთოების მიმდებარედ, დიდი ხნის ლოდინისგან დამაშვრალი ხალხით, რომელთაც მაკულატურის სანაცვლოდ ახალი წიგნები სურდათ.

მეც მოვაგროვე სახლში ტელეფონების, ტელევიზორების, კომპიუტერების სქელტანიანი და მრავალენოვანი ინსტრუქციები, ასევე სკოლის ძველი წიგნები, ჟურნალ–გაზეთები, რვეულები და სხვადასხვა უნივერსიტეტში სწავლის დროს შემორჩენილი ასლები (A4).

რიგში ჩავეწერე 160–ე ნომრად, მაგრამ მალევე გადავიფიქრე და პირდაპირ პავილიონისკენ გავეშურე.

აქვე მომიწია “მაკულატურის” შეთვალიერებაც, ადამიანებს ტომრებით ჰქონდათ მოტანილი სხვადასხვა ნაწარმოებები, ზოგი ტომეულებადაც, აქა–იქ iსეთი წიგნებიც დავლანდე, რომლისთვისაც ნებისმიერი ჩვენთაგანი სახეს მოიხევდა ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე, წიგნები, რომელთა ფასიც ბუკინისტებთან  7–15 ლარამდე მერყეობს, თუ მეტი არა.

პალიტრა L ერთ–ერთი საუკეთესო კომმპანიაა ამ მიმართულებით, თუმცა “სამაკულატურე” ნუსხაში ნამდვილად არ იყო ისეთი წიგნები, რომლისთვისაც ისევ წიგნის მიტანა ღირდა.

გარდა ამისა, საერთო წონიდან აკლებდნენ ყდების წონას და ამის გამო დაიწყეს ყდების მოხევა და ისე ჩაბარება.

 

დამატებით საკითხავი

სხვა ფოტოები                                                                                       Paper Art 

 

 

 

 

ჩემი შენაძენი კი ასე გამოიყურება: 

“ბატონი იბრაჰიმი და ყურანის ყვავილები” – ერიკ–ემანუელ შმიტი

“ავღანური დღიურები” –  დიანა იანსე

რენესანსის ეპოქის ხელოვნება (კატალოგი) – ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

H2SO4 ხელახალი გამოცემა

და 2 წიგნი “ეს სამყაროა” სერიიდან ბავშვებისთვის საჩუქრად

Photowanderer: სიყვარული ქუჩაში

გოგოები

მოცეკვავე

გაჩერებაზე

Doner Kebab Man

Teenagers

Photo session

ილიკო

ესეც შემომხვდა გუშინდელი სეირნობისას :)

ეს კი დღეს :|  

ფოტოები გადაღებულია Sony Ericsson Xperia Arc S, Instagram camera 


Before and After

“გლეხი ისევე ყარდა, როგორც მღვდელი, ხელოსნის შეგირდი კი ისევე, როგორც ხელოსნის ცოლი. მთელი თავადაზნაურობა ყარდა, მეფეც კი ნადირივით ყარდა და დედოფალს ზამთარ–ზაფხულ ბებერი თხის სუნი უდიოდა. მე–18 საუკუნეში ბაქტერიების გამხრწნელი ზემოქმედების შეჩერება ჯერ კიდევ არ შეეძლოთ. ამგვარად არ არსებობდა ადამიანის რაიმე საქმიანობა – გინდ აღმშენებლური და გინდ დამანგრეველი, არ იყო არც ერთი გამოვლინება ახალჩასახული თუ მიმავალი ცხოვრებისა, ეს სიმყრალე თან რომ არ ხლებოდა”

პატრიკ ზიუსკინდი “სუნამო”  

რატომ გამახსენდა ეს პასაჟი არ ვიცი, მაგრამ იყოს წამძღვარებასავით, არ მიშლის ხელს.

2011 წლის 23 ნოემბერს გახლდით გამოფენაზე “გამქრალი თბილისი”, სადაც “Before/After” სტილში წარმოდგენილი იყო თბილისის ფოტოები – ანუ თბილისის სხვადასხვა შენობები გაქრობამდე და შემდეგ, გამოფენილ სურათებს გაოცებული ვათვალიერებდი, “აი ეს შენობა – მოიცა და ეს აღარ არის აქ?” ვერც კი წარმომედგინა თუ თვალსა და ხელშუა ასე სწრაფად ქრებოდნენ შენობები, ბევრი ადგილი ვიცანი, უფრო ბევრი ვერ ვიცანი იმდენად დიდი ხნის იყო. როგორც წესი, ასეთი შენობები შემოღობილია, აქა–იქ ხარაჩოებსაც დალანდავთ, თუმცა სინამდვილეში ის ნელ–ნელა ინგრევა, ნაცვლად იმისა, რომ ასევე ნელ–ნელა მისი რეკონსტრუქცია მოხდეს; ტიპიური პოზა, რაღაცის კეთების იმიჯი, აი დაახლოებით ისეთი, სტუმრად მისულს მზა ხაჭაპურით, რომ გიმასპინძლდებიან, მაგრამ ჰოლში თავზე ფქვილწაყრილი რომ შეგეგებებათ დამხვდური.

არა, აი რა მოხდება ერთ დღეს იტალიაში, რომ თქვან: “კოლიზეუმი მოძველდა, დავანგრიოთ და ახალი კოლიზეუმი ავაშენოთ, ხასხასა ფერებით . . .”

დღეს, გუდიაშვილის მოედნის ჯერია, მოედნის გარშემო მდებარე შენობების ბედი გაურკვეველია, უკვე დიდი ხანი გავიდა მას შემდეგ, რაც საარაკო ავსტრიული პროექტი გამოჩნდა, რომელსაც მერიამ ფიცხელ უპასუხა და ფერად–ფერადი ნახატები გამოფინა თავის ვებ–გვერდზე – აი ასე გავაფერადებთ გუდიაშვილის მოედანსო, თუმცა რეალურად არაფერი, ნახატი ნახატად რჩება, ხოლო როდესაც საქმე დიდ ქალაქში ძველი, ისტორიული იერსახის შენარჩუნებას ეხება, საჭიროა შესაბამისი, დეტალური პროექტების წარმოდგენა, რასაც ორგანიზაცია “თბილისის ჰამქარი” ამ დრომდე უშედეგოდ ითხოვს.

სიძველე ნიშნავს სიძველეს და არა თავიდან აშენებულ ახალ შენობებს, სიძველის ეფექტით! მარტივია, რომ გადახედოთ  სხვა ქალაქებს, ყველა მათგანში არის ქალაქი ქალაქში, ანუ ძველ, მსუბუქად რეკონსტრუირებულ ქალაქს, გარს არტყია ახალი და განვითარებული ქალაქი.

ეს არ არის თითიდან გამოწოვილი მიზეზი, არც ახირება “მე ახალი არ მინდა, ძველი მირჩევნია” არამედ ეს არის თვალებში ნაცრის შეყრა.

როგორც ზემოთ ვახსენე, უკვე დიდი ხანია გუდიაშვილის მოედნის თემა ტრიალებს, თუმცა ჯერ არაფერი კეთდება იმისთვის, რომ კომპეტენტურმა ორგანოებმა დაიწყონ აღნიშნული შენობების გამაგრებითი/სარეკონსტრუქციო და არა დანგრევითი და ჩამოშლით სამუშაოები, როგორც სჩვევიათ ხოლმე (ლეონიძის ქ. 2).

გუდიაშვილის მოედნის გადარჩენის ფარგლებში, 15 იანვარს უკვე მესამე აქცია მოეწყო, სამივე აქციაზე გახლდით, ყოველ აქციაზე უფრო და უფრო მატულობს ხალხი, ბოლო აქცია კი განსაკუთრებით ხალხმრავალი იყო, თვითორგანიზების კვალობაზე შესანიშნავად ორგანიზებული, დაწყებული წიგნების და ფირფიტების გაყიდვით, დამთავრებული  პოეზიით, მუსიკით და როგორც იტყვიან და როგორც სინამდვილეში იყო, აქციას დედის რძეც რომ არ აკლდა ისე!

 პ.ს. 29–ში გელით ისევ, რათა ერთხელაც, აქვე, ახლო მომავალში არ მოვხვდეთ გამოფენაზე “გამქრალი თბილისი” და არ ვნახოთ “Before/After” ფოტო წარწერით, “აქ იყო გუდიაშვილის სკვერი”, ქვეშ კი ფოტო მიწისქვეშა პარკინგით და მიწისზედა შუშაბანდით.

2006–2008წწ 

2006–2011 (ლერმონტოვის ქ. 8)

(c) Litterator’s Blog

სხვა ფოტოები იხილეთ აქ .

თბილისო, რა ლამაზი ხარ შე კარგ მო#@%&^ო!!!!!!

England You look fuckin’ amazing today! - გაჰკივის მთელი ხმით რობი უილიამსი და თვალუწვდენელი პუბლიკაც სრული სვლით ხავის ბედნიერებისგან, სიხარულისგან, ინგლისი ამაყობს თავისი შვილით! – England, I’m Your Son!!!

ან ეს ”. . . . for the next two hours, your ass will be mine!!!!!!!” :D

კაცი-მასხარა, კაცი-შოუ,  კაცი-ლეგენდა, კაცი-ტაკო, კაცი-ტატუ

ხუმრობა ხომ არ არის მილენიუმის ათეულში მესამე ადგილზე მოხვედრა მადონას და ბიტლზის შემდეგ

მე მაინტერესებს რა მოხდება თუ რომელიმე ცნობილი ქართველი, მამრი მომღერალი სცენაზე გამოვარდება და იღრიალებს:

თბილისოოოოოო, რა ლამაზი ხარ შე კარგმო#@%&^ოოო!!

ჰა, იქნება ერთი კარგი თავგადასავალი, არა? :D :D :D

აი ის სიმღერაც :)

Feel