ფელიქსის ნახტომი

ამ პროექტის შესახებ ჯერ კიდევ 2010 წელს გახდა ცნობილი, როდესაც ავსტრიელმა სკაიდაივერმა ფელიქს ბაუმგარტნერმა რედ ბულის მხარდაჭერით მხარდაჭერით დაიწყო მეცნიერების ჯგუფთან ერთად მუშაობა, სკაიდავინგის ძველი რეკორდის გაუმჯობესების მიზნით.
პროექტის მიხედვით გათვალისწინებული იყო 36, 576 მეტრზე ასვლა, თუმცა კაფსულა დაგეგმილზე მაღლა, თითქმის 40000 მეტრზე ავიდა, ამით აჯობა წინამორბედს ჯოზეფ კიტინგერს, თავისუფალი ვარდნის რეკორდსმენს, რომელმაც ანალოგიური ნახტომი 1961 წელს შეასრულა 31,300 მეტრიდან, განავითარა 988 კმ საათში და ვარდებოდა 4 წუთის და 36 წამის განმავლობაში.
ფელიქს ბაუმგარტნერი შეეცადა სამი რეკორდის მოხსნას:
Continue reading

“იქ” სადაც კოსმონავტები თავისი ფეხით მიდიან

ანუ, როგორ მიდიან კოსმონავტები კოსმოსში იქ, სადაც ჩვენც და მეფეებიც თავისით მიდიან აქ, დედამიწაზე :D

რასაკვირველია, აბსოლუტური უწონადობის პირობებში დაფრინავენ, ფეხსალაგამდე მისაღწევად და შემდეგ იქ კომფორტულად მოწყობისთვის კოსმონავტები წინდაწინ ტრენინგს გადიან.

ამისთვის ფეხსალაგის წინ არის ფეხების გასაყოფი და დასამაგრებელი ადგილი, პარალელურად მარცხნივ და მარჯვნივ არის ხელჩასაჭიდი და კოსმონავტმა უნდა იყოჩაღოს რომ ყველაფერი მოხვდეს ამ ერთ პატარა ხვრელში :D წინააღმდეგ შემთხვევაში ყველაფერი (ექსკრემენტები) ჰაერში იფრენს ცხადია.

ტრენინგი კი მოიცავს ვიდეოკამერიან ფეხსალაგზე ვარჯიშს, ანუ ე.წ. უნიტაზის ხვრელის ქვეშ ჩამაგრებულია ვიდეოკამერა და მონიტორზე შეგიძლია დააკვირდე რამდენად კარგი სნაიპერი ხარ :D

რაც შეეხება მოშარდვას, ამისთვის არსებობს, პატარა მილი–საქაჩი (насос), რომელიც გაქაჩავს შარდს, შარდი მუშავდება, დამუშავების შემდეგ მიიღება სასმელი წყალი, რისი მეშვეობითაც შატლზე ამზადებენ კერძებს.

SPACE TOILET

ნაფიცი ქალწულები

ხაზგასმით პატრიარქალურ საზოგადოებაში, სადაც ქალებს, საუკუნეების მანძილზე არ გააჩნდათ უპირატესობა, ნაფიცი ქალწულები მამაკაცების თანასწორი უფლებებით სარგებლობდნენ. მათ შეეძლოთ მემკვიდრეობით მიეღოთ ქონება, ემუშავათ როგორც კაცებს, აერჩიათ სოფლის საბჭოში, ასევე ჰქონდათ ხმის მიცემის უფლებაც. თუმცა მიღებულ პრივილეგიების სანაცვლოდ გაღებული ხარკი დიდი იყო. ისინი ფიცს დებდნენ რომ არ დაქორწინდებოდნენ და არასოდეს არავისთან არ ექნებოდათ სექსუალური ურთიერთობა; და ისინი ვერასოდეს დაუბრუნდებოდნენ ქალურ ცხოვრებას, ვეღარასოდეს გახდებოდნენ ისევ ქალები, ისინი სიცოცხლის ბოლომდე უარს აცხადებდნენ ამაზე.

ხვდებით ალბათ, გადაწყვეტილების მიღება სულაც არ იყო ადვილი და არც დიდი ბედნიერებისა და სიხარულის მომტანი. ეს ტრადიცია ძირითად გავრცელებული იყო და ახლაც არის, მაღალმთიან რეგიონებში, როგორიცაა ალბანეთი, მონტენეგრო და მცირედად კოსოვოსა და სერბეთში;
ქალის ამ გადაწყვეტილებას სხვადასხვა მიზეზი ჰქონდა, უფრო გავრცელებული იყო სოციალური ტიპის მიზეზი, როდესაც ოჯახში აღარ იყო საკმარისი რაოდენობის კაცი და ოჯახს სჭირდებოდა შესაბამისი დამხმარე და მარჩენალი ან მეორე, ემოციურ ნიადაგზე მიღებული გადაწყვეტილება, როდესაც ქალს არასასურველ მამაკაცზე გათხოვებას მამაკაცის როლის მორგება ერჩია;

შორეულ წარსულში ფიცის გატეხვა სიკვდილით ისჯებოდა, მაგრამ თუ ნაფიცი ქალწული ახლა გადაწყვეტს ფიცის გატეხვას და უკან დაბრუნებას, სიკვდილით არავინ დასჯის, თუმცა ტრადიცია იმდენად ძლიერია რომ ფიცის გატეხვის ფაქტი მიმდინარე დროში არ დაფიქსირებულა.

იჭრიდნენ თმებს, იცმევდნენ შარვლებს, თავისუფალ დროს ატარებდნენ მამაკაცების გარემოცვაში, მიირთმევდნენ სასმელს, მუშაობდნენ, ოჯახს არჩენდნენ, სახლ-კარს უვლიდნენ და აკეთებდნენ ყველაფერს რაც მამაკაცს შეეძლო, ზოგჯერ უფრო მეტსაც, მშენებლობაზე მუშაობდნენ, სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებში ერთვებოდნენ და რაც დრო გადიოდა მით უფრო ქრებოდა მათში ქალი, ვერც კი შეამჩნევდით და წარმოიდგენდით, რომ ადამიანი, რომელსაც თქვენ ახლა ხედავთ ხან შეშის მოზიდვისას, ხან წყლით სავსე სათლებით ხელში, ერთ დროს ნაზი და ჰაეროვანი გოგონა იქნებოდა.

გამომდინარე გეოგრაფიული თუ სოციალური საჭიროებიდან, ოჯახისთვის ეს იყო ყველაზე პრაქტიკული და მორგებული გადაწყვეტა უუფლებო, სუსტი  და დაუცველი ქალისთვის.დღეს, რაც დრო გადის მათი რიცხვი მით უფრო მცირდება, ფიცს აღარავინ დებს, ქალებს უფლებები დაუბრუნეს, გაუთანაბრეს მამაკაცს, მთების ჯაჭვებში კი ნაფიცი ქალწულების ბოლო თაობა ილევა.
რამდენად გადანაწილებულია დღეს მატრიარქალურ –პატრიარქალური პოზიციები? დაბალანსების მცდელობაში, ცოტა სიჭარბე ხომ არ შემოგვეპარა მატრიარქალურ სივრცეში?

არა მგონია ძალიან განსხვავდებოდნენ ნაფიცი ქალწულების მძიმე ყოფისგან დღევანდელი ქალბატონები თავიანთი მდგომარეობით . . .

არა მგონია ადვილი იყოს მრავალშვილიანი ოჯახის რჩენა მძიმე სამუშაოს ფასად . . .
არა მგონია ადვილი იყოს ოჯახის და ჭერის შენარჩუნების მიზნით, გაშლილ მინდორზე გაქცევა და უკან, ბეჭებში წამოწეული ღომის საზელი ჩოგანი . . .
არა მგონია იოლი იყოს ყოველდღე დილის ექვსზე ადგომა, ღამის თერთმეტ საათამდე ქუჩების დაგვა-დასუფთავება, ბევრი შვილის მოვლა-პატრონობა და თან თავშესაფარში ცხოვრება . . .
მართლაც რომ ფასადურია ეს ყველაფერი, შემდეგ ერთი დღით ლამაზად ჩაცმა-დავარცხნა და მხოლოდ ერთი დღით ქალის როლში დაბრუნება . . .
ციმციმებს კურსორი, მე კი აღარ ვიცი რა დავწერო, ძნელია იყო ქალი, ძნელია შეინარჩუნო ქალურობა, გარემო და გარშემომწყოფები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ქალის – როგორც ასეთი იდენტობის გაუხეშება და გახისტება მოხდეს, ყველაფერი ხელს უწყობს ქალის სიძლიერეს და არაფერი სინაზეს . . . . still no balance

იხილეთ ვიდეო – NatGeo – ნაფიცი ქალწულები

შთაგონება – DRCAA-ს ერთ-ერთი ლექცია

ასტეროიდი თამარა

ასტეროიდთა სარტყელის ასტეროიდი, რომელიც იოჰან პალიზამ 1892 წლის 19 მარტს ვენაში, მე კი დღეს აღმოვაჩინე. :D

სახელი ეწოდა თამარ მეფის პატივსაცემად.

დამატებით იხილეთ ბმული - NASA

პატაიას სანაპიროს გაქრობა ემუქრება

მეც არ ჩამოვრჩები ქართულ მედია საშუალებებს და უცხოეთის ამბებს გაცნობებთ, კერძოდ კი ტაილანდის ერთ–ერთი სანაპირო ქალაქის – პატაიას შესახებ.

ჩულალონგკორნის უნივერსიტეტმა (არის ასეთი)  წარმოადგინა მოხსენება, სადაც ხაზგასმით მითითებულია, რომ დაახლოებით 5 წელიწადში პატაიას სანაპირო გაქრება. განსხვავებით ქართული მედია საშუალებებისგან, ადგილობრივმა გაზეთებმა და ტელეარხებმა განგაშის ზარებს შემოჰკრეს, ქალაქში არსებულ საფრთხესთან დაკავშირებით.

სანაპიროს გაქრობის მთავარ მიზეზად ეროზიის კრიტიკული ზღვარი დასახელდა. სანაპიროს ადგილობრივი მომსახურე პერსონალი აღნიშნავს, რომ მოქცევის მსგავსი დონე არ ახსოვთ, ამ წელს კი ნამდვილად ყველაზე მაღალია.

„თუ რამეს არ მოვიმოქმედებთ, დაახლოებით 5 წელიწადში პატაიას სანაპირო გაქრება“ – ამბობს პროფესორი თანავატ ჯაროპონგსაკული, ჩულალონგკორნის უნივერსიტეტის ლექტორი.

უკანაკსკნელი კვლევების მიხედვით პატაიას ნაპირის სიღრმე იყო მხოლოდ 4 ან 5 მეტრი, შედარებით 35,6 მ – 1952 წელს და 18,7 მეტრი – 2002 წელს – განაცხადა პროფესორმა პატაიას სანაპიროს გადასარჩენი გენერალური გეგმის შემუშავებისას.

გეგმის მიხედვით,  დაიყრება გამქრალი ქვიშა, რასაც დაახლოებით 200,000 კუბური მეტრი დასჭირდება; ქვიშის დაყრის პროცესი 1 წელი გასტანს და სანაპირო დაუბრუნდება 1952 წლის მდგომარეობას.  „ამ მეთოდმა წარმატებით იმუშავა იაპონიასა და სინგაპურში, გარემოსთვის უსაფრთხო შევსების პროცესი დაიწყება, როგორც კი ადგილობრივი მოსახლეობა და ქალაქის მთავრობა განაცხადებს თანხმობას“ – დასძინა მან შეხვედრის ბოლოს.

P.S. თუ გაინტერესებთ რა ხდება დანარჩენ მსოფლიოში, ნებისმიერ ქართულ არხზე მიმართეთ თქვენი დისტანციური მართვის პულტით და დატკბით.