ქუჩის მუსიკოსები სტამბოლში

სიცხეა, ჰაერი სულ უფრო და უფრო იკუმშება და სადღაც ქრება, სცენარის მიხედვით სუნთქვა უნდა გაგიჭირდეს, გრილ ადგილს ეძიებდე და თავზე ცივ წყალს ისხამდე, თუმცა ასე არ ხდება. გავდივარ გარეთ, მეც ვუერთდები ხალხის ნაკადს და ვტკბები სტამბოლით, სრულიად მარტო.

მარტო ბოდიალს არაფერი სჯობს, მითუმეტეს სტამბოლის მიხვეულ-მოხვეულ, მეტასტაზებივით გაბნეულ ვიწრო ქუჩებში და თუ ამ პაპანაქება სიამტკბილობაში ქუჩის მუსიკოსებიც შემოიჭრებიან, აღარასოდეს ფიქრობ უმისამართო სეირნობის სავარაუდო დასასრულზე.

ქუჩის მუსიკოსების სიმრავლით სტამბოლი არ გამოირჩევა, თუმცა აქა – იქ სასიამოვნოდ ამოხეთქავს ხოლმე საინტერესო და მრავალფეროვანი ჰანგები, ჩერდები, უსმენ და თან ისვენებ.

მშურს ხოლმე ქუჩის მუსიკოსების, მგონია რომ თითოეული მათგანი უფრო მეტად ახორციელებს თავის თავში თავისუფლების იდეას, ვიდრე ყოველდღიურ, გინდა-არ გინდა ყოფიერების ფერხულში ჩაბმული რომელიმე რიგითი მე. ეს არ არის მხოლოდ სამუშაო სამუშაოსთვის, ყოველ შემთხვევაში ერთი შეხედვით ასე გეჩვენება, ეს არის სიმღერა თავისუფლებისთვის, და ისეთი თავისუფალი ნოტებისთვის რომ გეშინია რომელიმე მათგანის უკიდეგანო თავისუფლებას ვერ გაუძლო და წაგაქციოს კიდეც.

მთავრდება მუსიკა და შემსრულებელი მთავაზობს კომპაქტ დისკს, ცოტა არ იყოს იმედგაცრუებული ვრჩები, მრგვალ, ვერცხლისფერ სფეროში მოთავსებული თავისუფლება მეხამუშა, მეუცხოვა და წამოვედი.
ცოტა ხანი, ხელებგამოშვერილი ნოტები კიდევ მომყვებოდნენ, თავისუფლება სურდათ, ნამდვილი თავისუფლება, ნელ-ნელა ყველაფერი მიილია ქუჩაც, მუსიკაც, ნოტიც და თავისუფლებაც.

street music

პრაღის ციხე-სიმაგრე

თუ კი ფეხზე მყარად დგახართ და ფეხსაცმელიც ხელს გიწყობთ, პრაღის თოვლიან ქუჩებში ხეტიალს არაფერი ჯობია, თუმცა პრაღის ციხე კომპლექსი ზუსტად ის ადგილია, რომელიც ზაფხულის მიწურულს ან შემოდგომის დასაწყისში კიდევ ერთხელ უნდა მოინახულოთ. პირველ რიგში იმიტომ რომ კომპლექსს უფრო უკეთესად დაინახავთ, სიამოვნებას მიიღებთ ულამაზესი პარკებში და სკვერებში სეირნობით და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს ამ მთაზე, ციცაბო ადგილას დაგხვდებათ ყურძნით დახუნძლული ვენახი, ღია კაფე, სადაც დააჭაშნიკებთ ღვინოს, გლინტვეინს და სხვა სასმელებს.

თავად კომპლექსი ძველად იმპერატორების, დღეს კი ჩეხეთის პრეზიდენტის რეზიდენციას წარმოადგენს, რომელიც მასშტაბით მსოფლიოში უდიდესი საპრეზიდენტო რეზიდენციაა.გინესის მიხედვით კი მსოფლიოში არსებული უძველესი ციხესიმაგრეებიდან უდიდესია, მოიცავს 70 000 კვ.მ. ფართობს.

კომპლექსის ისტორია IX საუკუნიდან იღებს სათავეს და ნელ-ნელა სხვადასხვა მეფის მმართველობის ჟამს მდიდრდებოდა და ვითარდებოდა სტრუქტურულად და მრავალფეროვანია არქიტექტურული,ისტორიული და კულტურული თვალსაზრისით. კომპლექსი მოიცავს წმ. ვიტუსის ტაძარს, წმ. გიორგის ბაზილიკას,მონასტერს, რამდენიმე სასახლეს, მუზეუმებს და ა.შ. კომპლექსის უდიდესი ნაწილი რასაკვირველია ღიაა ტურისტებისთვის.

კათედრალის ნაწილი
Continue reading

Staroměstské náměstí პრაღაში

პრაღაში რომ მოხვდეთ, ამისთვის ჯერ თბილისში ჩეხეთის საელჩოს უნდა მიაკითხოთ შენგენის ვიზის მისაღებად; მოკლევადიანი ტურისტული ვიზიტისთვის დაგჭირდებათ

1) პასპორტი

2) ცნობა სამსახურიდან

3) ბანკის ცნობა შესაბამისი სახსრების არსებობის შესახებ

4)  ბოლო სამი თვის საბანკო ამონაწერი

5) დაზღვევა

6) თვითმფრინავის ბილეთი (ჩეხეთის ავიახაზები), რომელიც ყველაზე ძვირი მთელი მოგზაურობისას – 400 ევრო, ორი გზა.

7) ასევე  დასტურის წერილი (confirmation letter) იმ სასტუმროდან, სადაც აპირებთ გაჩერებას პრაღაში იმის შესახებ რომ XX რიცხვიდან XX რიცხვამდე დაჯავშნულია სასტუმროს ნომერი.  

სასტუმროსთან დაკავშირებით მცირე გაუგებრობას ჰქონდა ადგილი. ვინაიდან მეგობარს უკვე ჰქონდა პრაღაში მოგზაურობის გამოცდილება, ბევრი ფიქრით თავი არ ავიტკიეთ და პირდაპირ ნაცად გზას მივყევით. რაც იმაში გამოიხატებოდა რომ თითქოს ჩეხეთის საელჩო ითხოვს გადახდის დამადასტურებელ ქვითარს და ეს აუცილებლად ტურისტულმა სააგენტომ უნდა მოგცეს. მოვიქეცით ასე. ტურისტულმა სააგენტომ გაგვატანა ადგილობრივი გადახდის ქვითარი, რაც ჩეხეთის საელჩომ უკან არწყია და შესაბამისად მეორედ მოგვიწია რიგში ჩადგომა საელჩოში შესასვლელად ანუ + 1 კვირით გადაიწია პროცედურები.  

სინამდვილეში  კი უფრო მარტივად ყოფილა საქმე და არა ჩეხეთის საელჩოს პრეტენზიულობაში. Continue reading

ქალები ყვავილებით

დღეს ოფიციალური უქმე დღეა, თუმცა არსებობენ ადამიანები, რომლებიც დღენიადაგ მუშაობენ, ყოველგვარი შესვენების/დასვენების გარეშე. თუ რაღაც 8 მარტზე მეტად მნიშვნელოვანი არ მოხდა მათ ცხოვრებაში, მაგალითად ვინმეს გარდაცვალება ან ქორწილი, ისე სამუშაო ადგილს არ ტოვებენ.
ამგვარად, დღეს, ერთი ჩვეულებრივი დღე იყო ნავთლუღის ბაზარში, სადაც ფილმის მოსამზადებელი სამუშაოების მიხედვით საცდელი გასვლა მქონდა.

მაშ ასე, ესეც მცირე რეპორტაჟი – “ქალები ყვავილებით ანუ ერთი დღე ნავთლუღის ბაზარში”

TAM_5035 Continue reading

ლენონის კედელი პრაღაში

ერთ დროს, ეს კედელიც, როგორც ბევრი სხვა კედელი ერთფეროვანი და სხვებისგან არაფრით გამორჩეული იყო. მსოფლიოში ბევრი მნიშვნელოვანი და უფრო ღრმა ისტორიის მქონე კედელი არსებობს, თუმცა ისტორიის და მნიშვნელობის ნაკლებობას არც პრაღაში, ველკოპრევორსკე ნამესტიზე მდებარე კედელი უჩივის, რომელიც ლენონის კედლის სახელით არის ცნობილი.

თავდაპირველად კედელზე ჯონ ლენონის სახე გაჩნდა, შემდეგ ნაწყვეტები ბითლზის სიმღერებიდან. ამას ის ახალგაზრდები აკეთებდნენ პროტესტის ნიშნად, რომელთაც საბჭოთა კავშირის პერიოდში მსგავსი სიმღერების მოსმენას უკრძალავდნენ. თავისუფალი ახალგაზრდები და რეჟიმის დამცველები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ, ერთნი ხატავდნენ, მეორენი კედელს ერთ ფერში ღებავდნენ. ახალგაზრდებს ალკოჰოლიკებს, შეშლილებს და დასავლური კაპიტალიზმის აგენტებს უწოდებდნენ. ამ ახალგაზრდულ მოძრაობას ირონიულად “ლენონიზმიც” კი შეარქვეს.

სიტუაცია გამძაფრდა ლენონის მკვლელობის შემდეგ, საყვარელი მომღერალი ახლა უკვე გმირად იქცა მათ თვალში, მიუხედავად იმისა რომ კედლის მოხატვის გამო ციხე ემუქრებოდათ, კედელი უფრო აქტიურად ივსებოდა ფერად-ფერადი გრაფიტით. ღამღამობით მიდიოდნენ და ისევ წერდნენ სტრიქონებს საყვარელი სიმღერებიდან და არც თავისი ოცნებები ავიწყდებოდათ, ოცნებები გრაფიტის მსგავს ფერად თავისუფლებაზე, რომელიც სადღაც სხვა, უხილავი კედლის მიღმა იმალებოდა.

რასაკვირველია, რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლი ახალგაზრდები გამაღიზიანებელი იყო ბევრისთვის. ჩეხ ახალგაზრდებს არც ერიდებოდათ კედელზე მესიჯების დატოვება რეჟიმის დამცველებისთვის, რამაც მოგვიანებით, 1988 წელს კარლის ხიდის სიახლოვეს შეტაკება გამოიწვია პოლიციასა და ჩეხ ახალგაზრდებს შორის. Continue reading

როგორ გავაკეთოთ ფოტოზე signature

რასაკვირველია შესაბამისი ოფციის არჩევის შემდეგ ფოტოზე შეგიძლიათ ერთჯერადად ნებისმიერი წარწერა გააკეთოთ, დაადოთ ლოგო და ა.შ. თუმცა დიდი რაოდენობით ფოტოების შემთხვევაში ყოველ ჯერზე ფონტის, ფერის, ზომის თუ ა.შ. ცვლილებების შეტანა საკმაოდ დამღლელია და ფოტოებზეც სხვადასხვანაირად გამოიყურება.

ამის თავიდან ასაცილებლად შეგიძლიათ შექმნათ BRUSH-SIGNATURE, რომელსაც ერთი დაწკაპუნებით დასვამთ სასურველ ფოტოზე. ბლოგზე დაწერას არ ვაპირებდი, მაგრამ იმდენად იშვიათად ვაკეთებ რომ მავიწყდება და ამიტომ იყოს აქაც გასახსენებლად და თან იქნებ ვინმეს გამოადგეს.

მაშ ასე მივყვეთ სქრინებს :)

1) ვირჩევთ NEW და შემდეგ პიქსელების სახით ვუთითებთ არა უმეტეს 2500 პიქსელს

brush-5

2) ვწერთ სასურველ ტექსტს, შეგიძლიათ დაურთოთ ლოგოც (თუ გაქვთ) და ვნიშნავთ

brush-2

3) ვირჩევთ EDIT-ს და ვაჭერთ DEFINE BRUSH PRESET  (თუ 2500 პიქსელს გადააჭარბეთ, ეს ოფცია არ იმუშავებს)

brush-4

4) ამის შემდეგ თქვენი ხელმოწერა თავსდება ფუნჯების ფანჯრის ბოლოში, რომელსაც მონიშნავთ და აირჩევთ, დიდი ზომის შემთხვევაში შეგიძლიათ ნაკლები პიქსელები ჩაწეროთ ისე როგორც სქრინზეა მითითებული :)

brush-final

და ამგვარად, თქვენი ხელმოწერაც სამუშაო პანელშია ინტეგრირებული და შეგიძლიათ ნებისმიერ დროს გამოიყენოთ და ფოტოშოპის ყოველი ჩართვისას თავიდან არ იწვალოთ. ;)

თურქული უბანი ბათუმში

ცხელი თურქული ჩაი, ცივი აირანი და თურქულ ენაზე საუბარი რომ მოგენატრება და თან ბათუმშიც ხარ ამ დროს, სად უნდა წახვიდე თუ არა ერთ პატარა უბანში, სადაც მეტ-ნაკლებად ყველაფერია იმისთვის რომ თურქული ნოსტალგიები ცოტა ხნით მიაჩუმათო.

უპრობლემოდ ვიპაპარაცე და ძლივს შევეჩვიე იმას რომ ჩუმად, მიპარვით ან გადარბენით არ ვიღებდი ფოტოებს . . .

არც მეჩეთში შესვლისას შემქმნია პრობლემა . . . პირიქით, ისიც კი მითხრეს ფეხსაცმელი ახლოს გაიხადე, ცივზე ფეხი არ დადგაო . ..  :))

მაშ ასე, მცირე რეპორტაჟი ბათუმის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო, შრომისმოყვარე და მრავალფეროვანი უბნიდან :)

ლოცვა მეჩეთში

ლოცვა მეჩეთში

მეჩეთის ეზოში

მეჩეთის ეზოში

ჩაის დროა :)

ჩაის დროა :)

დანარჩენი ფოტოები იხილეთ აქ - ლიტერატორის ბლოგი

თოვლიანი თბილისი

დიდი ხანია არაფერი დამიწერია, იმიტომ კი არა რომ თითები მომეყინა ან ჩემში გრაფომანი დაჩიავდა, არა, უბრალოდ არ მეცალა, არც საწერად, არც რამის გადასაღებად ან შეიძლება არც არაფერი მქონდა დასაწერი, როგორც ახლა.

მიუხედავად მოცურების, ფეხის მოტეხვის და სხვა ათასი საშიშროების ალბათობისა, მე მიყვარს ზამთარი აი ზუსტად ასეთი ამინდებით, შინ სითბოთი და გარეთ სიცივით, ბევრი თოვლით და ჰაერმჭრელი ყინვით.

თუ სასწაულებრივ ზამთრივ პეიზაჟებს არ გავითვალისწინებთ, თოვლი იმდენად საინტერესო არ უნდა იყოს, უფრო საინტერესოა ხალხია თოვლში, სხვადასხვა ადამიანები, დიდები, პატარები, ახალგაზრდები, მოხუცები, სხვადასხვა საქმით დაკავებული ან საერთოდ საქმის გარეშეც.

ისე საკმაოდ დიდი ხანი ვბოდიალობდი, ვეღარც კი ვგრძნობდი ყინვას . . .

ახალი წლის მოლოდინში

ახალი წლის მოლოდინში

shemodgoma

შემოდგომის სამახსოვრო :)

gachereba

მოლოდინი

tsetsxli

სითბო

gachereba2

gunda

გუნდაობით გულნაჯერები :)

didi gunda

სამიზნის მაძიებელი :)

dzegli

მუდმივად გაყინული

japanesecuisine

სითბოდან სიცივეში

shenoba

სიშიშვლე










ძველი სახლი

ეძღვნება ბაბოს

მე ვარ სახლი, ძველი სახლი. აქ ბევრი სიცოცხლე იშვა და განვითარდა, რომელმაც თავის მხრივ ბევრი სიცოცხლეები შვეს. ახლა მოვტყდი, დავბერდი, ისე რომ ბაღშიც ვეღარ გამოვსულვარ ჩემს საყვარელ სარწეველაზე წიგნის წასაკითხად. დანგრევასაც ვერავინ მიბედავს, ისევ ჩემით თუ დავიშლები ნაწილ-ნაწილ და საბოლოოდ საოცარ, ნაგვის უზარმაზარ გროვად ვიქცევი, რომელსაც ნარინჯისფერ სამოსში ჩასმული ახალგაზრდები ნაწილ-ნაწილ გაიტანენ სანაგვეზე, სადაც ჩემსავით ნაშალ-ნაშალ სხვა სახლებს შევუერთდები. 

არ გეგონოთ ეგოისტი ვიყო, არა, მე ვიცი, როდესაც აქედან ჩემს უკანასკნელ ქვასაც გაიტანენ, ახალი სიცოცხლისთვის გაჩნდება ცარიელი, თუმცა მრავალნაცადი ადგილი, უბრალოდ ცოტაც, სულ ცოტაც მაცადეთ რომ ჩემით დავინგრე . . .  

old house

TAM_9932

oldchair

 

ჩემი ფოტოკამერები

ამ პოსტით, ჩემო მკითხველებო, მინდა ჩემს ძველ ფოტოკამერებს მოვესიყვარულო და თან გაგაცნოთ ისინი :D

გამომდინარე დუხჭირი თინეიჯერობიდან (დაახლოებით 1989–1998წწ), პირველად ჩემი საკუთარი ფოტოკამერა მეცხრე კლასში მეღირსა. ამისთვის დიდი მადლობა დედაჩემის ბიძას – შახო გერგედავას , რომელმაც საქართველოში სტუმრობისას სულ ცინცხალი პოლაროიდი მაჩუქა <3 (უფრო ადრეულ ბავშვობაში მაჩუქა წიგნი ფოტოგრაფიის შესახებ, რომლის თვალიერებით მთელი ბავშვობა ვირთობდი თავს ვიდრე კითხვას ვისწავლიდი რუსულად).

აი ისიც, შენახული მაქვს და კვლავ მუშა მდგომარეობაშია :)

ამის შემდეგ კოდაკის ორი იაფფასიანი, ფირის ფოტოაპარატი მოვინელე :D
Continue reading

რას მოგვითხრობს ფოტო

აბსოლუტურად ვეთანხმები იმ აზრს, რომ ფოტო უნდა ყვებოდეს ამბავს, ასევე გასათვალისწინებელია რომ ფოტო შეიძლება ყვებოდეს ამბავსაც, არ იყოს ამბავი, მაგრამ მოჰქონდეს ემოცია, იქნება ეს ცრემლიანი თუ ღიმილიანი, იყოს უბრალოდ კომპოზიციურად კარგად გამართული ან იყოს ლამაზი ფოტო, just as it is ან ყველაფერი ერთად :D

ფოტოჟურნალისტიკაში საქმე ცოტა სხვანაირად არის, სამწუხაროდ, ფოტო ყოველთვის ვერ გვიყვება იმ ამბავს, რაც ფოტოგრაფმა მთელი სულით და გულით აღბეჭდა, და რაც უფრო გადის წლები ფოტოზე ასახული მოვლენიდან, მით უფრო გაუგებარი ხდება ესა თუ ის მოვლენა, ამბავი , შემთხვევა ანუ ფოტო უფრო და უფრო მუნჯდება.

აქედან გამომდინარე,კატეგორიულად ვეწინააღმდეგები იმ აზრს, რომ ფოტო თავად უნდა გვიყვებოდეს ამბავს და მას აღწერა არ უნდა სჭირდებოდეს.

 კარგი ცხენი მათრახს არ დაირტყამს კი არა და, კაი ფოტოს აღწერა არ უნდა სჭირდებოდესო . . .

რამდენჯერ გადმომიღია ძველი საოჯახო ფოტოალბომი, ძალიან საინტერესოა ძველი ფოტოები, მაგრამ გაუგებარი, ვინ არის ფოტოზე, რა ხდება, სად არის გადაღებული, როგორც კი ფოტოს უკანა მხარეს რამე ინფორმაციას დავინახავდი, უმალ ასმაგად საინტერესო ხდებოდა ფოტო.
Continue reading

Post election spirit

თუ არ ჩავთვლით თბილისის ქუჩებში მორბენალ Squadra Azzurra–ს ფანებს, არ ვიცი სხვებს როგორი არჩევნების შემდგომი განწყობა აქვს, მე კი ასეთი ფოტოები გადავიღე  გუშინ, რუსთაველზე სეირნობისას, იდეა მომაწოდა ფიქრომ  :)


Continue reading

ბათუმი შავ–თეთრ ფერებში

ფოტოები გადავიღეთ მე და ჩემმა დამ ბათუმში პერიოდული ბოდიალისას :)

ფოტოაპარატი VILIA

ფირი: Fuji 400

პიაცა By Lamro

წყვილი პრესკაფეში 

by me

 

 

სხვა ფოტოები