აქა ამბავი წულუკიანის დიპლომისა

ყველაფერი დაიწყო იქიდან რომ 2008 წლის 10 ნოემბრიდან იუსტიციის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება გახდა საქართველოს პროკურატურა, რომელიც ახორციელებს სისხლისსამართლებრივ დევნას,  გამოძიებაზე საპროცესო ზედამხედველობას, სასამართლოში სისხლის სამართლის საქმის განხილვისას მონაწილეობს როგორც მხარე და მხარს უჭერს სახელმწიფო ბრალდებას.

უწყების ხელმძღვანელი, მთავარი პროკურორი კი გახლავთ განათლებით იურისტი არჩილ კბილაშვილი.

რაც შეეხება თავად იუსტიციის მინისტრს, “პროკურატურის შესახებ”  საქართველოს კანონის თანახმად, გვაქვს ასეთი განმარტებები:

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

ა) პროკურორი – საქართველოს იუსტიციის მინისტრი, საქართველოს მთავარი პროკურორი (შემდგომში – მთავარი პროკურორი), მისი მოადგილეები და ა.შ. Continue reading

მესიჯები და ძალადობა

დილას მობილურზე მომდის ასეთი სახის მესიჯი:

გსურთ ოჯახში ძალადობის პრობლემის არსებობისას მიიღოთ იურიდიული კონსულტაცია მის გადასაჭრელად? გამოაგზავნეთ OK – SMS ნომერზე 1247. SMS-ი უფასოა.

 

ძალადობის მსხვერპლთა უმრავლესობა როგორც წესი არ მიაჩნია რომ მას ასეთი დახმარება სჭირდება, არ ფიქრობს რომ მას აღნიშნული იურიდიული დახმარება საერთოდ რამეში დაეხმარება, ის ფიქრობს რომ თუ მეუღლე გაიგებს ამის შესახებ უარეს დღეში ჩავარდება და აღარ ცდილობს სიტუაციის გამწვავებას, ან გაგიკვირდებათ მაგრამ შეიძლება მობილურიც არ ჰქონდეს საერთოდ (სოფლებში) და აღნიშნული OK – SMS  ვერ გამოაგზავნოს ან ასეთ მდგომარეობაშია უკვე ჩავარდნილი:

იცოდე კანონი იქნები დაცული

ყავა მინდა

შაქარს თუ დააკლებ

სტრასბურგში გიჩივლებ

ტკბილი მიყვარს

 

 

თუ არ ხართ გარკვეული თქვენს უფლებებში და კანონის ძალით თავს ვერ იცავთ

 

მაშინ ასე დაიცავით თავი

 

თუ ამასაც ვერ ახერხებთ, მაშინ გამოიქეციიიით, გამოიქეციიიით!!!!!!!!!!!!!!!!!

აი ასე

 

ბლოგები იურისტებისთვის ანუ რა არის Blawging

Blawg – A law blog, ანუ ბლოგი, რომელიც მოიცავს თემებს გარკვეული იურიდიულ საკითხების, პრობლემების, დარღვევების ირგვლივ, ქეისებს, მოვლენებს და ა.შ.

ვინ შეიძლება იყოს ბlawგერი?

სათაურში წერია – ბლოგები იურისტებისთვის, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას რომ თქვენ აუცილებლად სამართალმცოდნე უნდა იყოთ ამ ტიპის ბლოგის საწარმოებლად. მაგრამ რადგან ასეთი ბლოგის 90% მაინც სწორედ იურიდიულ საკითხებს, სამართლებრივ დარღვევებს, პრობლემებს, ყოფით ქეისებს და ა.შ. უნდა ეხებოდეს სასურველია რომ იურისპრუდენცია ჰობის დონეზე მაინც გქონდეთ აღქმული, იყოთ ღრმად დაინტერესებული ან/და მეტ-ნაკლებად ერკვეოდეთ მსგავს საკითხებში.
თემატიკაში არ ხართ შეზღუდული, შეგიძლიათ საერთო ხაზით წაიყვანოთ ბლოგი ან გააკეთოთ უფრო ვიწრო ტიპის და მაგალითისთვის, წეროთ დაუშვათ არა მთლიანად სამოქალაქო სამართლის თემებზე არამედ შემოიფარგლოთ ცალკე – საოჯახო სამართლის პრობლემატიკით ან უფრო დაწვრილმანდეთ და მხოლოდ დაქორწინების, განქორწინების ან შვილად აყვანის თემებით, ასეთი ვიწრო სპეციალიზაციის უცხოენოვანი ბლოგებიც უამრავი შეგხვდებათ, ზოგიერთ მათგანს მეც შემოგთავაზებთ.
ასევე შეგიძლიათ დაწვრილებით უამბოთ თქვენს მკითხველს როგორ აიღეთ რომელიმე საჯარო დაწესებულებაში რაღაც კონკრეტული დოკუმენტი, რა პროცედურები გაიარეთ, რა საბუთები მოგთხოვეს; მაგალითისთვის, როგორ მოახდინეთ იურიდიული პირის (შპს, სს და ა.შ.) რეგისტრაცია, ბანკებთან ურთიერთოება, მითუმეტეს თუ პრობლემატურ სიტუაციაში აღმოჩნდით და ამის შესახებ დაწერთ თქვენ აუცილებლად დაეხმარებით სხვას და შესაბამის რჩევებსაც მისცემთ.
საადვოკატო ბიუროებისთვის ძალიან მომგებიანი და სასარგებლო იქნება ამ ტიპის ბლოგი, ბიუროებს მიეცემათ საშუალება უფრო ინტერაქტიულები გახდნენ, გასწიონ ონლაინ კონსულტაცია, განათავსონ სხვადასხვა აქტუალური ქეისები, ასევე რჩევები რომელიც გამოადგებათ მოქალაქეებს სხვადასხვა სამოქალაქო ურთიერთობების ჟამს.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში იურიდიული ბლოგინგი განვითარებული არ არის თუ არ ჩავთვლით აქა-იქ სხვადასხვა, საერთო თემატიკის ბლოგებზე გაფანტულ იურიდიული ხასიათის ბლოგებს, აქვე ძალიან კარგი ქეისი მახსენდება – ”ბლოგერები VS TBC BANK”, რის შესახებაც სხვადასხვა Law Post-ები დაწერეს Cannabis-მაკატიემBigCrow-მ და  ა.შ.

თუ სასწავლო ან სამსახურეობრივი მიზნებისთვის რაიმე თარგმნეთ სხვადასხვა ენიდან ესეც შეგიძლიათ განათავსოთ ბლოგზე, რადგან ქართულენოვანი მწირი ინტერნეტ რესურსების გამო, ამ გზით ძალიან ბევრ სტუდენტს თუ სხვა უამრავ დაინტერესებულ პირს დაეხმარებით.
ჯერჯერობით ვიპოვე ერთი იურიდიული ბლოგი რომელიც როგორც ჩანს ეკუთვნის საადვოკატო ბიუროს, მართალია ბლოგი დასახვეწია როგორც ტექნიკურად ასევე თემატურად, მაგრამ ეს მაინც უკვე წინ გადადგმული ნაბიჯია.  (თუ იცით კიდევ შეგიძლიათ მიუთითოთ კომენტარების სახით).

კარგი წამოწყება აქვს tamaRa\’s Dynamite-ს მასაც ვურჩევ და უკვე დროა გააკეთოს ასეთი თემატიკის ბლოგი, მითუმეტეს აქვს ბლოგერული და იურიდიული გამოცდილება და დარწმუნებული ვარ კარგად გამოუვა.

მსგავსი ბლოგების შესახებ უფრო ნათელი წარმოდგენისთვის გადახედეთ ლინკებს:

ძალიან საინტერესო ადამიანის ბლოგი აღმოვაჩინე ეს არის The Mommy Blawg, რომელიც წერს სხვადასხვა იურიდიულ საკითხზე, კერძოდ კი რაც დაკავშირებულია ოჯახთან, შვილებთან, ბავშვის გაჩენასთან, ორსულობასთან და ა.შ. მაგ. ერთი პოსტს გადავხედე, სადაც ავტორი წერს, რომ ერთ-ერთ შტატის კანონმდებლობაში შეიტანეს ცვლილება და დაუშვეს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ძუძუთი კვება.

ბლო’გის ავტორი არის პროფესიით იურისტი, ჰყავს სამი შვილი და აქვს 4 საინტერესო ბლოგი საერთო ჯამში, ჯერჯერობით ეს ქალბატონი ჩემი ფავორიტია ამ სფეროში.

საოჯახო სამართლის თემა შეგიძლიათ განაგრძოთ ამ ბლოგზე.

Employment Blawg (დასაქმების ბლოგი) – ვაკანსიები, გასაუბრების, CV-ის მომზადების წესები, შრომის კოდექსი, სამართლებრივი დახმარება უფლებების დარღვევის შემთხვევაში და ა.შ.

ეს ორი ბლოგიც წერის და დოკუმენტებთან მუშაობის თვალსაზრისით ძალიან საინტერესოა:

აკადემიური წერა/საქმიანი მიმოწერასიტყვების სწორად გამოყენება, დოკუმენტის ფორმა, თემატიკის სიზუსტე, პუნქტუაცია, აქვე აღმოვაჩინე რომ 24 სექტემბერს აღინიშნება  პუნქტუაციის ეროვნული დღე.

Legal Writingიურიდიულად გამართული წერა, იურიდიული დოკუმენტების შედგენა და ა.შ.

 

თემა – განსხვავებულობა/სექსუალური/ეთნიკური და ა.შ. უმცირესობები

HenkelDiversity - ბლოგი ინგლისურ და გერმანულ ენებზე, ეხება იურიდიულ საკითხებს განსხვავებულობის, ჩართულობის (ინკლუზიურობის) ირგვლივ.

Who\’s News? -განსხვავებულობის პრობლემებზე, მოქალაქეთა უფლებებზე, საიმიგრაციო საკითხებზე  და ა.შ.

 

როგორც ჩვენთან არის წამოჭრილი საკითხი ვინ არის პირველი ბლოგერიო, აქაც ცოტა ვერ გაურკვევიათ ვინ არის პირველი იურიდიული ბლოგის ავტორი  ანუ ბlawგერი:

პირველი ბlawგერის შესახებინფორმაცია

ჰაიკუების ბლოგი – ასევე ერთ-ერთი პირველი იყო იურიდიულ ბლოგო სფეროში, რომელიც 2003 წელს გამოჩნდა და 2009 წლისთვის დაარქივდა, საკმაოდ მადისაღმძვრელი არქივი აქვთ, ჩამითრია უკვე :D

ადამიანის უფლებების დაცვის ბლოგი – ადამიანის უფლებების და ძირითადი თავისუფლებების შესახებ, განხილულია სხვადასხვა ქეისები, სხვადასხვა ქვეყნებში, ასევე პოლიტიკოსების, რიგითი ადამიანების, ეკლესიების და სხვა მრავალი საკითხი.

ბლოგის ავტორი არის იურისტი/ადვოკატი, რომელსაც ამავდროულად აქვს ლუდსახარში, მისი ბლოგიც აერთიანებს სწორედ ლუდს და კანონს.

აქ მხოლოდ კატეგორია მაქვს ასეთი საკითხებისთვის, თუმცა ვაპირებ ამ ბლოგზე უფრო ვრცლად შემოგთავაზოთ თემები და კოლეგებთან ერთად რაიმე საერთო ბლოგიც არ იქნებოდა ურიგო.

ციფრული მაუწყებლობა და საქართველო

ტრენინგის მე-2 დღე

ტრენინგის ”გამოხატვისს და ინფორმაციის თავისუფლება საქართველოში – არსებული პრობლემები და გამოწვევები” ფარგლებში, ს ერთ-ერთი სალექციო თემა იყო ციფრული მაუწყებლობა საქართველოში.

აღნიშნულ ტრენინგს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია IREX-თან თანამშრომლობით ატარებს USAID-ის მხარდაჭერით განხორციელებულ G-Media პროგრამის ფარგლებში.

რაც შეეხება თემას:
Continue reading

ბლოგი და საავტორო უფლებები

1. ინტელექტუალური შემოქმედების თავისუფლება უზრუნველყოფილია. ინტელექტუალური საკუთრების უფლება ხელშეუვალია.

2. შემოქმედებით პროცესში ჩარევა, შემოქმედებითი საქმიანობის სფეროში ცენზურა დაუშვებელია.

3. შემოქმედებითი ნაწარმოების დაყადაღება და გავრცელების აკრძალვა დაუშვებელია, თუ მისი გავრცელება არ ლახავს სხვა ადამიანის კანონიერ უფლებებს.

მუხლი 23, საქართველოს კონსტიტუცია

რასაკვირველია მე ვერცერთ კანონში კონკრეტულად ბლოგინგზე არაფერი მინახავს, ამ მხრივ კანონმდებლობა მოიკოჭლებს. გთავაზობთ ამონარიდებს, განმარტებებს რაც მეტ-ნაკლებად დაეხმარება სხვადასხვა ბლოგებზე მოხვედრილ გზააბნეულ ადამიანებს და მიუთითებს მათ, რომ დაუკითხავად არ უნდა წაიღონ ბლოგზე განთავსებული მასალა, ის მასალა, რომლის ავტორობაზეც პრეტენზია აქვს კონკრეტულ ბლოგის კონკრეტულ მფლობელს.

დავიწყოთ ავტორით, რა არის ან ვინ არის ავტორი?

კანონი საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ ტერმინს ”ავტორი”  განმარტავს შემდეგნაირად:

ავტორი არის ფიზიკური პირი, რომლის ინტელექტუალურ-შემოქმედებითი საქმიანობის შედეგადაც შეიქმნა ნაწარმოები;

ინტელექტუალურ-შემოქმედებითი საქმიანობა  ??????????

აღნიშნული კანონის მე-5 მუხლი ადგენს: `საავტორო უფლება ვრცელდება მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებებზე, რომლებიც წარმოადგენს ინტელექტუალურ-შემოქმედებითი საქმიანობის შედეგს~.

რა საზომით შეიძლება განისაზღვროს `ინტელექტუალურ-შემოქმედებითი საქმიანობის დონე~? _ ამ საკითხის გადაწყვეტა სასამართლოს კომპეტენციისათვის არის დატოვებული. მრავალ პრაქტიკულ მაგალითზე დაყრდნობით მიღებულია, რომ

საავტორო სამართლით დაცვის თვალსაზრისით საკმარისია ნაწარმოები ორიგინალურ ქმნილებას წარმოადგენდეს, ანუ ის კონკრეტული პირის შემოქმედების შედეგი იყოს. სხვა სიტყვებით _ ნაწარმოები `ახალი~ უნდა იყოს. თუ ნაწარმოები სხვა ნაწარმოებს იმეორებს, ბუნებრივია ის საავტორო უფლებებს ვეღარ წარმოშობს _ საავტორო უფლებით პირველი (ორიგინალური) ნაწარმოები ისარგებლებს. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარეობს, რომ ნაწარმოების დაცვისათვის დადგენილია კრიტერიუმები _ `ინტელექტუალურ-შემოქმედებითი საქმიანობის შედეგი~ და `ორიგინალობა~. ინტელექტუალურ შემოქმედებითი საქმიანობის შედეგი ზემოთ იქნა დახასიათებული.

კანონი ძალიან ზოგადად გვთავაზობს საავტორო უფლების ობიექტებს:

1. საავტორო უფლება ვრცელდება მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებებზე, რომლებიც წარმოადგენს ინტელექტუალურ-შემოქმედებითი საქმიანობის შედეგს, განურჩევლად ნაწარმოების დანიშნულებისა, ავკარგიანობისა, ჟანრისა, მოცულობისა, გამოხატვის ფორმისა და საშუალებისა.

2. საავტორო უფლება ვრცელდება როგორც გამოქვეყნებულ, ისე გამოუქვეყნებელ ნაწარმოებზე, რომელიც არსებობს რაიმე ობიექტური ფორმით.

3. საავტორო უფლება არ ვრცელდება იდეებზე, მეთოდებზე, პროცესებზე, სისტემებზე, საშუალებებზე, კონცეფციებზე, პრინციპებზე, აღმოჩენებსა და ფაქტებზე, მაშინაც კი, თუ ისინი გამოხატულია, აღწერილია, ახსნილია, ილუსტრირებულია ან ხორცშესხმულია ნაწარმოებში.

მუხლი 10. ავტორობის პრეზუმფცია

1. პირი, რომელიც სათანადო წესით აღნიშნულია,  როგორც ავტორი, ნაწარმოების ორიგინალზე ან ასლზე, მიიჩნევა ნაწარმოების ავტორად, თუ არ არსებობს საწინააღმდეგო დასაბუთება. ეს დებულება გამოიყენება ასევე ნაწარმოების ფსევდონიმით გამოქვეყნებისას, თუ ავტორი ამ ფსევდონიმით საყოველთაოდ ცნობილია.

ბლოგებისთვის საინტერესოდ ეს მუხლიც მეჩვენა:

მუხლი 12. შედგენილი ნაწარმოების ავტორის (შემდგენლის) უფლებები

1. შედგენილი ნაწარმოების ავტორს (შემდგენელს) ეკუთვნის საავტორო უფლება მასალის შერჩევასა და განლაგებაზე, რაც მისი ინტელექტუალურ-შემოქმედებითი საქმიანობის შედეგს წარმოადგენს.

2. შემდგენელმა უნდა დაიცვას შედგენილ ნაწარმოებში შესულ ნაწარმოებთა ავტორების საავტორო უფლება.

4. შემდგენლის საავტორო უფლება ხელს არ უშლის სხვა პირებს, განახორციელონ იმავე მასალის შერჩევა და განლაგება თავიანთ შედგენილ ნაწარმოებ-თა შესაქმნელად.

ბლოგებიდან მასალის დაუკითხავად აღების რამდენიმე შემთხვევა უკვე დაფიქსირდა. ეს კანონი არ არის მოქნილი მსგავსი შემთხვევებისთვის და რადგან საავტორო უფლებების არეალი ფართოვდება, კანონიც შესაბამისად საჭიროებს განახლებას და მეტ კონკრეტიკას, რათა ბლოგერებმა (ამ შემთხვევაში) შეძლონ და თავი დაიცვან ბლოგიატორებისგან.

დამატებით იხილეთ აქ წიგნი