აქციებს დავდევ თუ აქციები დამდევენ მე უკვე აღარ ვიცი, ერთი სიტყვით, დღეს, 28 აპრილს, სტამბოლში მუშათა ხსოვნის დღე აღნიშნეს დემონსტრაციით და მცირე აქციით.
აქციის მონაწილეები ძირითადად იმ ადამიანების ოჯახის წევრები და თანამშრომლები იყვნენ, რომლებიც დაიღუპნენ, დაშავდნენ სამუშაო ადგილზე ან მიღებული საწარმოო ტრავმა სამუდამოდ აისახა მათ ცხოვრებაზე.
ხსოვნის დღის სლოგანია “გახსოვდეთ წასულები და იბრძოლეთ სიცოცხლისთვის”
“პირველად, ბოსტონის მარათონს 1964 წელს ვუყურე მამასთან ერთად და მას შემდეგ არ ამომდის გონებიდან”, “სრულიად ირაციონალური სიყვარული იყო, სირბილს არ ჰქონდა მიზეზი, მთლიანად სცილდებოდა ყოველგვარ სოციალურ და კულტურულ ნორმებს ქალისთვის და მხოლოდ მამაკაცების სოციალურ სივრცეს განეკუთვნებოდა” - იხსენებს ბობი გიბი, პირველი ქალი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ბოსტონის მარათონში და სრულად დაფარა დისტანცია სამ საათში, 21 წუთში და 40 წამში, წითელი ჯვრის მედდის თეთრი ტყავის ფეხსაცმელებით.
მარათონს არასოდეს არ აღიქვამდა როგორც რაღაც სპორტულ ღონისძიებას, არამედ როგორც სიხარულის და თავისუფლების მომტან რბოლას, გაზაფხულის მოსვლას.
მიუხედავად იმისა რომ ბობიმ იცოდა იმ სოციალური წნეხის შესახებ, რომელსაც ქალები განიცდიდნენ იმ პერიოდში, ის ნამდვილად ვერ წარმოიდგენდა რომ ბოსტონის მარათონი ქალებისთვის დახურული იყო, სანამ 1966 წელს წერილი არ გაუგზავნა საორგანიზაციო კომიტეტს მარათონში მონაწილეობის თხოვნით.
“წარმოდგენა არ მქონდა როგორ უნდა მევარჯიშა; არ მქონდა შესაბამისი წიგნები, არ არსებობდა ქალის სპორტული სამოსი. მხოლოდ ექთნის ფეხსაცმელები მქონდა, რადგან ექთნის დამხმარედ ვმუშაობდი”.
საკუთრივ შიმშილი, რამდენიმე დღიანი, კვირიანი თუ თვიანი არ გამომიცდია ჩემი მშობლების წყალობით, თუმცა ყველას გამოგვივლია 90-იანი წლები და კარგად ვიცით რა არის და როგორია გაჭირვება ყველა მისი თანმდევი “სიკეთით”, არასაკმარისი ან/და არასრულფასოვანი საკვები, სიცივე, უწყლობა, უშუქობა და ა.შ. ერთადერთი რამაც მაშინ პირადად ჩემი ოჯახი გადაარჩინა იყო ჩვენი სოფლები, როგორც დედის ისე მამის მხრიდან, სადაც მუხლჩაუხრელად შრომობდნენ ბებიები და ბაბუები.
მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაირა, სიტუაცია მკვეთრად გამოსწორდა; თუმცა გვყავს აფხაზეთიდან დევნილები, რომელთა რიცხვი 2008 წელს კიდევ უფრო გაიზარდა, ასევე გვყავს უამრავი ადამიანი, რომელთაც რიგი მიზეზების გამო დაკარგეს/გაყიდეს სახლ-კარი (ბანკის თუ სხვა კერძო კომპანიების ვალები, აგრო სესხები და განადგურებული მოსავალი, ახლობელი ადამიანის გადარჩენის საჭიროება და ა.შ.).
ამგვარად ქვეყანას ასეულობით სოციალურად გაჭირვებული ადამიანი ჰყავს, რომელთა დახმარების პროგრამები მხოლოდ ზედაპირულია და სიღრმისეულად მნიშვნელოვან ხარვეზებს შეიცავს.
სოციალური მომსახურების სააგენტოს 2011 წლის დეკემბრის მონაცემებით, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის ერთიან ბაზაში 1 626 403 ადამიანია რეგისტრირებული, რაც მოსახლეობის 36,5%-ს შეადგენს. აქედან ღატაკი, ანუ ვისაც სახელმწიფო ფინანსურად ეხმარება, მოსახლეობის საერთო რაოდენობის 8,7%-ს შეადგენს – საარსებო შემწეობას 394 819 ადამიანი იღებს.
მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა რეგიონებში, პირველი ჩვენთვის ცნობილი შემთხვევა შიმშილით ბავშვის გარდაცვალებისა 2011 წელს დაფიქსირდა, ვარიანში.
დღეს ოფიციალური უქმე დღეა, თუმცა არსებობენ ადამიანები, რომლებიც დღენიადაგ მუშაობენ, ყოველგვარი შესვენების/დასვენების გარეშე. თუ რაღაც 8 მარტზე მეტად მნიშვნელოვანი არ მოხდა მათ ცხოვრებაში, მაგალითად ვინმეს გარდაცვალება ან ქორწილი, ისე სამუშაო ადგილს არ ტოვებენ.
ამგვარად, დღეს, ერთი ჩვეულებრივი დღე იყო ნავთლუღის ბაზარში, სადაც ფილმის მოსამზადებელი სამუშაოების მიხედვით საცდელი გასვლა მქონდა.
მაშ ასე, ესეც მცირე რეპორტაჟი – “ქალები ყვავილებით ანუ ერთი დღე ნავთლუღის ბაზარში”
ყველაფერი დაიწყო იქიდან რომ 2008 წლის 10 ნოემბრიდან იუსტიციის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება გახდა საქართველოს პროკურატურა, რომელიც ახორციელებს სისხლისსამართლებრივ დევნას, გამოძიებაზე საპროცესო ზედამხედველობას, სასამართლოში სისხლის სამართლის საქმის განხილვისას მონაწილეობს როგორც მხარე და მხარს უჭერს სახელმწიფო ბრალდებას.
უწყების ხელმძღვანელი, მთავარი პროკურორი კი გახლავთ განათლებით იურისტი არჩილ კბილაშვილი.
რაც შეეხება თავად იუსტიციის მინისტრს, “პროკურატურის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, გვაქვს ასეთი განმარტებები:
მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
ა) პროკურორი – საქართველოს იუსტიციის მინისტრი, საქართველოს მთავარი პროკურორი (შემდგომში – მთავარი პროკურორი), მისი მოადგილეები და ა.შ. Continue reading →
აქვე, გვერდით სოფელში ვიყავი და გადავედი სოფელ აკურაში, მაინტერესებდა ვარდისფერი სტალინი თუმცა ბელადის ბიუსტი უკვე წამოყენებული და ხელახლა ოქროსფრად შეღებილი დამხვდა.
ვარდისფერი საღებავი მხოლოდ მწვანე ბალახსღა შემორჩენოდა. Continue reading →
წუხელ სიზმარში, რომელიღაც სოფელში, ერთ-ერთ სახლს ჩავუარე, სახლის ღობე მთლიანად ძველი, საბჭოთა პერიოდში გამოცემული წიგნებით იყო აწყობილი, რომელიც ჟანგიან მავთულებს ეჭირა. ერთმა ჩამოფხავებულმა წიგნის სათაურმა მიიქცია ჩემი ყურადღება, “ჩაძირული დემოკრატია”, ასეთი სათაური ჰქონდა და 1956 წელს იყო გამოცემული. ძლივს გამოვარიდე ჟანგიან მავთულებს, თვალის შევლება მინდოდა რა ეწერა. თუმცა არ გამიმართლა, სიძველისგან დაჩაჩანაკებულ წიგნს გული გასძვრა და იქვე, თითქმის ყველა სოფლის სახლის გასწვრივ მიმავალ კანაოში ჩავარდა, ჩაიძირა და მყისიერად ჩალპა, ისე რომ ამოღებაც კი ვერ მოვასწარი.
ხელში მხოლოდ ყდა შემრჩა, “ჩაძირული დემოკრატიის”, რომელიც 1956 წელს იყო გამოცემული.
წინასაახაწლო ციებ-ცხელებამ, სუპერმარკეტების ირგვლივ მანქანების გაუთავებელმა რიგებმა, ურიკების საცობმა და ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიის ბატალიებმა, კიდევ ერთხელ გამახსენა მტკივნეული ნაწილი საახალწლო სუფრა, ან ზოგადად სუფრა, ჭამა-სმა. დაიკლა საკლავი მაგრამ რა დაიკლა, მგონი ზოგმა შინაური კატა, თაგვი და სიდედრიც კი მიაყოლა. ხორცის სექციასთან მიახლოება რისი ტოლფასია, რას შევადარო არ ვიცი, შეიძლება თავზე გადაგიარონ, არადა რომ დაფიქრდე გაგანია მარხვაა და ერის 80% მარხულობს.
ერთი სიტყვით ადამიანს აქვს საშუალება თუ არ აქვს, წელიწადში ერთხელ ყველა თავს ვიქაჩლებთ და საახალწლო სუფრის გაწყობას ვცდილობთ, ზოგი მეტად, ზოგი ნაკლებად.
და მაინც რაში მდგომარეობს სუფრის ტრადიცია, ბევრს ხომ ღრმად სწამს რომ სწორედ ტრადიციულ სუფრას შლის სახლში, შვიდ სართულიანს და ას ოთახიანს მიშენების პერსპექტივით.
აბა ვინ უფრო მაგარ სუფრას გაშლის, ვისი უფრო მრავალფეროვანი იქნება, არადა რეალურად ამ საახალწლო დღეებში ისე მობეზრებული აქვს ყველას საჭმელები, გინდ თავისი და გინდ სხვისი, რომ ხშირ შემთხვევაში უფრო მოვალეობის მოხდის მიზნით სტუმრობენ, ვიდრე კერძების დასაგემოვნებლად.
ბოლო რამდენიმე წელია, უშუალოდ ახალი წლის ღამეს ტკბილი სუფრით ვხვდებით, რასაკვირველია სხვა კერძებიც მზად არის, მაგრამ 31 დეკემბრის ღამეს კახური ღვინო-არაყით, ბაბოს გაკეთებული ჩურჩხელებით, ჩირებით, ხილით, ნამცხვრებით და რაც მთავარია გოზინაყით ვხვდებით. Continue reading →
თითქმის ერთი წელი გავიდა რაც ახალი სალარო აპარატების ცუნამი დაგვატყდა თავს. ვინც არ იცის და უბრალოდ ეს ამბავი არ შეეხო, აგიხსნით რომ მანამდე გვქონდა აპარატები, რომლებიც ჩვეულებრივ მუშაობდა, თავის დროზე, პირადად მე გადავიხადე 300 ლარი ერთში, 350 ლარი მეორეში (2005-2007 წლებში) გარდა ამისა, 10 ლარის ოდენობით ყოველთვიური მომსახურების თანხას ვუხდიდი რაღაც კომპანიას, რომლის სერვისიც არასოდეს გამომიყენებია მთელი ამ ხნის განმავლობაში.
2011 წელს, ტენდერში გაიმარჯვა ბულგარულმა კომპანიამ, და შემოსავლების სამსახურსა და Daisy Technology-ს შორის ხელმოწერილი ხელშეკრულებით, პირველ ჯერზე, GPRS სისტემის 100 000 ცალი სალარო აპარატი შემოიტანეს, თითოეული 290 ლარი ღირდა, პლუს წლიური მომსახურების საფასური 60 ლარი, რომელიც მეწარმეებს შეეძლოთ ნაწილ-ნაწილ გადაეხადათ. აქვე იმასაც აღვნიშნავ რომ თავიდან მცირე მეწარმეებს აპარატები უფასოდ, საჩუქრად გადაეცემოდათ.
ამგვარად, გვერდზე გადავდეთ აქამდე ნაყიდი სალარო აპარატები და შევიძინეთ ახალი სალარო აპარატები, სხვა შემთხვევაში ჯარიმა არ აგვცდებოდა.
თავიდან პირობა ასეთი იყო, რომ ახალი აპარატების მიღებისას, იქვე, შემოსავლების სამსახურის რომელიმე ოფისში რეგისტრაციიდან მოიხსნებოდა ძველი აპარატიც. მეც წავიღე ძველი სალარო აპარატი, თავისი დოკუმენტაციით, მაგრამ აღმოჩნდა რომ ახალი ცვლილების თანახმად, ამ ეტაპზე შემოსავლების სამსახურში რეგისტრაციიდან მოხსნა შეწყდა და რომ ჩამოყალიბდებოდნენ, მოგვიანებით შეგვატყობინებდნენ სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებით.
გამოხდა ხანი, კარგა ხანი, ამასობაში მავანნი ჩამოყალიბდნენ და ერთხელაც, შემოსავლების სამსახურის საიტზე შესულს, დამხვდა ინფორმაცია რომ თუ 2013 წლის 1 იანვრამდე არ მოვხსნიდით რეგისტრაციიდან ძველ სალარო აპარატებს (ან თუ ვინმეს დაკარგული აქვს), მეწარმე არც მეტი არც ნაკლები 3000 (სამიათასი) ლარით დაჯარიმდებოდა.
3000 ლარიანი ჯარიმა იმ სალარო აპარატებზე, რომელსაც ვერასდროს, ვერაფერში გამოიყენებ!
OK
ჩავინიშნე მითითებული კომპანიების მისამართები, მოვძებნე ისევ ჩემი აპარატები და ისევ წავაფორხიალე. მივედი აღმაშენებლის 140-ში, სადაც შემოსავლების სამსახურის ოფისიც არის და ვიკითხე, მათ კი მოპირდაპირე მხარეს, ფოტოზე მითითებულ შენობაზე მიმითითეს: “აი იქ ხსნიან სალარო აპარატებს რეგისტრაციიდან”.
პ.ს. ეს აღმაშენებლის გამზირის ხელთუქმნელი ფასადის შიდა ნაწილია.
ცოტა კი შევეჭვდი, გამიძლებდა თუ არა ეს კიბე მე და ორ სალარო აპარატს, მაგრამ გავრისკე; Horror House; დიასახლისმა მითხრა რომ ისევ ქვემოთ უნდა ჩაბრძანდეთ შემოსავლების სამსახურში და ბანკში რეგისტრაციიდან მოხსნის საფასური გადაიხადოთო, 5-5 ლარი თითოეული აპარატისთვის.
აქვე ინფორმაციის სახით გეტყვით რომ 2011 წლის მარტის მდგომარეობით 350 241 სუბიექტი იყო რეგისტრირებული , რასაკვირველია ყველას თითო ან ორ-ორი აპარატი არ აქვს. ზოგს ფილიალები აქვს, ზოგს კი მაღაზიების და გასაყიდი წერტილების მთელი ქსელი, ანუ ადამიანებმა ძალიან იზარალეს ძველი სალარო აპარატების მოცილებით, რეგისტრაციიდან მოხსნა რომელიც შეიძლებოდა რომ უფასო ყოფილიყო ესეც არ გააკეთეს, თითო აპარატზე 5 ლარი და თუ არ მოხსნი ან დაკარგული გაქვს სალარო აპარატი ჯარიმა 3000 ლარი.
ბანკიდან გადახდის ქვითარი ამოვუტანე დიასახლისს და აპარატები დაიტოვეს.
რეგისტრაციიდან მოხსნის შემდეგ სად წავიღო ეს აპარატები, გადავყარო თუ რა ვქნა მეთქი, – ვიკითხე.
ცხელი თურქული ჩაი, ცივი აირანი და თურქულ ენაზე საუბარი რომ მოგენატრება და თან ბათუმშიც ხარ ამ დროს, სად უნდა წახვიდე თუ არა ერთ პატარა უბანში, სადაც მეტ-ნაკლებად ყველაფერია იმისთვის რომ თურქული ნოსტალგიები ცოტა ხნით მიაჩუმათო.
უპრობლემოდ ვიპაპარაცე და ძლივს შევეჩვიე იმას რომ ჩუმად, მიპარვით ან გადარბენით არ ვიღებდი ფოტოებს . . .
არც მეჩეთში შესვლისას შემქმნია პრობლემა . . . პირიქით, ისიც კი მითხრეს ფეხსაცმელი ახლოს გაიხადე, ცივზე ფეხი არ დადგაო . .. :))
მაშ ასე, მცირე რეპორტაჟი ბათუმის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო, შრომისმოყვარე და მრავალფეროვანი უბნიდან
დიდი ხანია არაფერი დამიწერია, იმიტომ კი არა რომ თითები მომეყინა ან ჩემში გრაფომანი დაჩიავდა, არა, უბრალოდ არ მეცალა, არც საწერად, არც რამის გადასაღებად ან შეიძლება არც არაფერი მქონდა დასაწერი, როგორც ახლა.
მიუხედავად მოცურების, ფეხის მოტეხვის და სხვა ათასი საშიშროების ალბათობისა, მე მიყვარს ზამთარი აი ზუსტად ასეთი ამინდებით, შინ სითბოთი და გარეთ სიცივით, ბევრი თოვლით და ჰაერმჭრელი ყინვით.
თუ სასწაულებრივ ზამთრივ პეიზაჟებს არ გავითვალისწინებთ, თოვლი იმდენად საინტერესო არ უნდა იყოს, უფრო საინტერესოა ხალხია თოვლში, სხვადასხვა ადამიანები, დიდები, პატარები, ახალგაზრდები, მოხუცები, სხვადასხვა საქმით დაკავებული ან საერთოდ საქმის გარეშეც.
ისე საკმაოდ დიდი ხანი ვბოდიალობდი, ვეღარც კი ვგრძნობდი ყინვას . . .
Photos that are different from luxurious Batumi and depicting places and faces not very far from its heart. Definitely, I knew about the poverty in the regions of Georgia, but considering the fact that so much money is spent for Batumi and so many investments are attracted to, I was totally astonished by what I’ve seen there.
1 ოქტომბერს რომ შემოგვკრა დემოკრატიის გაურკვეველი წარმოშობის და სიმძლავრის ტალღამ, ამ დრომდე ნოკაუტშია ბევრი ადამიანი.
სხვა მრავალი ნიუანსის გარდა, ერმა სახალხო დამცველის არჩევის/შერჩევის თუ დანიშვნის გადაუდებელი საჭიროება იგრძნო. კანდიდატურა კანდიდატურაზე წამოვიდა, ყველა მხრიდან კანდიდატურები ცვიოდნენ.
“არა ჩემი, არა ჩემი ჯობიაო” – იყო წიოკი.
მათ შორის თავი წამოყო იმან, ქე რომ მთელი ცხოვრება ხმა არ ამოუღია, სულ უკანა მერხზე რომ ზის და პირს მაშინ რომ აღებს როცა შია – ანუ არასამთავრობო სექტორმა. თუმცა რამდენიმე მათგანი იღებს ხოლმე პერიოდულად ხმას, მხოლოდ ხმას, ხმალს არა.
იმის გათვალისწინებით რომ საქართველოში რეგისტრირებულია 10 000-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია, რამდენიმე ათეულის მიერ კანდიდატის წარდგენა არ ნიშნავს იმას, რომ ისინი კანდიდატს სამოქალაქო საზოგადოების სახელით უნდა წარადგენდნენ.
ასევე იმის გათვალისწინებით რომ სხვა დროს და სხვა ვითარებაში, როდესაც სამოქალაქო საზოგადოებას მათი ხმა და დახმარება სჭირდება არიან ჩუმად და უმოქმედოდ. შესაბამისად 100-მდე არასამთავრობო ორგანიზაციას რომელმაც თამარ გურჩიანი წარადგინეს და ასევე არასამთავრობოების უმრავლოესობას, რომელთაც ლორთქიფანიძე წარადგინეს არ უნდა ჰქონდეთ პრეტენზია იმოქმედონ სრულიად სამოქალაქო საზოგადოების სახელით.
უფრო მეტიც, თუ კი პროცენტულად ნაკლები მხარდამჭერის მქონე გურჩიანის არ არჩევას ამ თანამდებობაზე დემოკრატიის კრახს ვუწოდებთ, მაშინ იგივეს რატომ არ ვამბობთ ლორთქიფანიძის არ არჩევაზე, როდესაც მას გაცილებით მეტი მხარდამჭერი ჰყავდა და უფრო მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია წარადგენდა? – რა ამ ნაწილში დემოკრატიამ იზეიმა?
სიტუაცია შევიდა ჩიხში, ოღონდ მართლა, ძირითადი დავა ორი კანდიდატის ლორთქიფანიძის და გურჩიანის ირგვლივ მიდიოდა.
ვერ ვიტყვი რომ ხატისკაცი ძალიან მომწონს, უფრო მეტიც არც ვიცნობ მის საქმიანობას, თუმცა ამ სიტუაციაში რაღაც შუალედურ გამოსავლად ვხედავ, არც მეტი და არც ნაკლები.
თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში, ტელე–კინო რეჟისურის მეორე კურსზე ვარ, მაგისტრატურაზე, დღეს ჩამახუტეს ცხრილი და პირველად მომეცა საშუალება ამერჩია ერთი საგანი.
სავალდებულო ცხრილში სულ არის ექვსი საგანი, ერთი სატელევიზიო რეჟისურა (პირდაპირ კავშირში არჩეულ ფაკულტეტთან), ხოლო დანარჩენი ხუთი კი ასე გამოიყურება:
ოსტატობა (?)
შემოქმედებითი პედაგოგიკა
მედიასამართალი და რეგულირება
საგანმანათლებლო კანონმდებლობა
მე ხომ იურიდიულზე არ ჩამიბარებია?
საიდან ამდენი უსაქმური საგანი?
ან იქნებ დახლქვეშ სკკპ–ს ისტორიაც გაქვთ და მიმალავთ?
შეიძლება ბაკალავრიატის პროგრამაში იყოს ასეთი საგნები (ისიც გაბერილია მაგრამ მაინც), მაგრამ მაგისტრატურის პროგრამა, ვინაიდან ისედაც ცოტა საათებს შეიცავს, მაქსიმალურად ოპტიმალურად უნდა იყოს დატვირთული სპეციალობასთან ახლოს მდგომი საგნებით.
პირველ კურსზეც ანალოგიური იყო, პედაგოგიკა, ინფორმატიკა და ა.შ.
რატომ არ შეიძლება ეს დრო დავუთმოთ სატელევიზიო პრაქტიკას, და გაგვიშვათ რომელიმე ტელევიზიაში პრაქტიკებზე, იქნებ ეს ოდენ დიდი რაოდენობით მიღებულ თეორიულ ნაწილს გამოყენება ვუპოვოთ.
კი, ვთანხმდებით რომ ყველა საგანი თავის კვალობაზე შეიძლება ძალიან საინტერესო და სასარგებლო იყოს, მაგრამ როცა ამის დრო არ არის, ცოტა საათები გაქვს და მაგისტრატურა მხოლოდ ორი წელია და თან ამ ყველაფერში 5000 ლარს იხდი, მაშინ იმაზეც უნდა შევთანხმდეთ, რომ ეს ორი წელი, შეძლებისდაგვარად პრაქტიკულ, სპეციალობასთან ახლოს მდგომ საგნებზე უნდა კონცენტრირდეს.
და ეს არ არის მარტო თეატრალური უნივერსიტეტის პრობლემა, ძირითადად ყველგან ასეა, განსაკუთრებით სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებში.
გარდა ამისა, ვფიქრობ მოთხოვნაც არ არის სტუდენტების მხრიდან, ალბათ ფიქრობენ რომ ეს ასე უნდა იყოს და ვერ შეცვლიან . . .
მეც რომ ვიკითხე რატომ არის ამდენი უსაქმური საგანი მეთქი, მიპასუხეს ეს საუნივერსიტეტო საგნებიაო.
ჰოდა მე არ ვაპირებ მაგ საუნივერსიტეტო საგნებზე სიარულს.
ორი პერსპექტივა მაქვს, ერთი ის რომ საფუძვლები კერძო კურსებიდან ავკრიფო, რაც დამატებითი დრო და ხარჯია და მეორე ის რომ ნებისმიერ შემთხვევაში თვითნასწავლი გამოვდივარ.
P.S. არჩევითი საგნებიდან, პროდიუსინგის საფუძვლები ავირჩიე, თავად რექტორი წაიკითხავს, რეკომენდაცია გაუწიეს და ვნახოთ.
“ალექს, რა გინდა გამოხვიდე, როცა გაიზრდები?” – ეკითხება ბაღის მასწავლებელი ალექსს
“მოძალადე” – პასუხობს ალექსი
ბავშვი ამ სიტყვას მშობლების ჩხუბის დროს იგებს, თუმცა არ იცის რა არის, მასწავლებელი რჩება ბოლომდე, რათა ბავშვს აუხსნას, თუ რა ცუდ მომავალ “პროფესიაზე” ფიქრობს და ამას აკეთებს თავისი ღრმა ჭრილობების გახსნის და დიდი ხნის წინ მიძინებული, ტკივილნარევი გრძნობების გამხელის ფასად – ის ხომ ძალადობის მსხვერპლი იყო.
ბიაფზე ნაჩვენები შვედური ფილმი “Little Children, Big Words” 12 წუთიანია, თუმცა თითქმის სრულად გადმოაქვს ის ემოციები, ის ტკივილი, რასაც მასწავლებელი ქალი განიცდის, პირველი მაშინ როდესაც გაიგებს ბავშვის ოცნების შესახებ და მეორე მაშინ, როდესაც ცდილობს გადააფიქრებინოს ძალადობაზე ოცნება.
როდის იწყება ძალადობა, ან უფრო სწორი იქნება როდის იღვიძებს ჩვენში ძალადობა? რადგან კატეგორიულად დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ვფლობთ ჩვენ–ჩვენ ძალადობის წილს.
იქნებ ძალადობა ჯერ კიდევ მაშინ იღებს სათავეს, როდესაც გარეთ გამოსვლის მოტივით, გამალებით დედის მუცელს ვურტყამთ ფეხებს, და არც კი ვფიქრობთ ამით ვაწუხებთ მას თუ არა.
იმისთვის რომ იყო ან არ იყო ან გახდე მოძალადე, რასაკვირველია ყველაფერი გადამწყვეტია, ბავშვობა, ოჯახი, მეგობრები, წრე, უბანი, ბაღი, სკოლა, უნივერსიტეტი (if any) – ჯაჭვური რეაქციით მხოლოდ და გამოკვეთილად არცერთი. (ვრცლად საბუნიასთან)
ამის შემდეგ მგონია რომ, ნებისმიერი ძალადობა, ნებსით თუ უნებლიეთ ასეთი სახისაა, საკუთარი ინტერესების/სიმართლის გატანის მოტივით სხვაზე გადავლა, იმის მიუხედავად აწუხებს მას ეს თუ არა, უფრო მეტიც, არ ფიქრობთ ამაზე, ან თუ ფიქრობთ, მიიჩნევთ რომ ასე უნდა იყოს, უნდა შეწუხდეს – უნდა იცემოს, უნდა მოიკლას, უნდა მოიტყნას, თქვენი გაგებით, დაიმსახურა და იმიტომ.
რამდენიმე დღის წინ მწერალ ზაზა ბურჭულაძეს ფიზიკურად გაუსწორდნენ, რაც უკავშირდება გაზეთ ასავალ–დასავალში #8 ციხის თანამშრომლების პერსონალური მონაცემების გამოქვეყნებას.
ძალადობას რომ ძალადობით პასუხობენ და ამის მძაფრი მოთხოვნილებაც რომ არსებობს წინა აქციიდანაც დავრწმუნდით, აქ ახალი არაფერია.
ასევე დავრწმუნდით ძალადობის და ადამიანის უფლებების დაცვის შერჩევითობაშიც, პატიმრების წამების კადრებმა კი კიდევ უფრო მეტი მოძალადის ლუსტრაცია მოახდინა ქვეყანაში, პატიმრებზე მოძალადეებზე საშიში მოძალადეების.
რით განსხვავდება ე.წ. გულშემატკივარი ადამიანი ციხის ჯალათისგან, რომელსაც სურვილი უჩნდება იგივენაირად დასაჯოს ჯალათი, როგორც იგი ექცეოდა პატიმრებს?
ჩემი აზრით არაფრით, და თან უარესია.
მწერლის ცემის ფაქტთან დაკავშირებით, დღეს პოლიციის შენობის წინ აქცია გაიმართა.
ყველაფერმა ნორმალურად ჩაიარა, თუმცა ხინჯად გამომყვა ორი ნიუანსი:
1) პოლიციის შენობის ზედა სართულიდან მოხითხითე პოლიციელები, რომლებიც თითით აჩვენებდნენ ერთმანეთს ვიღაცეებს ზემოდან და ხარხარებდნენ, მიმოვიხედე ვერ მივხვდი რომელი ადამიანი იყო მათთვის სასაცილო, კიდევ ავიხედე და ახლა ჩემს წინ მჯდომ ბიჭზე მანიშნეს, გაიცინეს და ხელით მანიშნეს გადაუღეო, დავხედე ბიჭს, სხვებისგან გრძელი და შეკრული თმა განასხვავებდა.
2) პოეტმა პაატა შამუგიამ და დრამატურგმა დათო გაბუნიამ, ნაწყვეტი წაიკითხეს ზაზა ბურჭულაძის ნაწარმოებიდან, დასრულების შემდგომ, მესმის მეცხრე არხის ოპერატორის რეპლიკა: “ღმერთმა დამიფაროს ეს წავიკითხო” და ხვნეშა–ხვნეშით გაეშურა პოლიციის კიბეებისკენ, და იქვე კიდევ ერთი “ღმერთო შენ გვიშველე” დააყოლა.