სტალინის ბიუსტი აკურაში

მადლობა მეგობარს შეხსენებისთვის

აქვე, გვერდით სოფელში ვიყავი და გადავედი სოფელ აკურაში, მაინტერესებდა ვარდისფერი სტალინი :) თუმცა ბელადის ბიუსტი უკვე წამოყენებული და ხელახლა ოქროსფრად შეღებილი დამხვდა.

ვარდისფერი საღებავი მხოლოდ მწვანე ბალახსღა შემორჩენოდა. Continue reading

ჭამა-სმა დიდად შესარგი

წინასაახაწლო ციებ-ცხელებამ, სუპერმარკეტების ირგვლივ მანქანების გაუთავებელმა რიგებმა, ურიკების საცობმა და ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიის ბატალიებმა, კიდევ ერთხელ გამახსენა მტკივნეული ნაწილი საახალწლო სუფრა, ან ზოგადად სუფრა, ჭამა-სმა.  დაიკლა საკლავი მაგრამ რა დაიკლა, მგონი ზოგმა შინაური კატა, თაგვი და სიდედრიც კი მიაყოლა. ხორცის სექციასთან მიახლოება რისი ტოლფასია, რას შევადარო არ ვიცი, შეიძლება თავზე გადაგიარონ, არადა რომ დაფიქრდე გაგანია მარხვაა და ერის 80% მარხულობს.
ერთი სიტყვით ადამიანს აქვს საშუალება თუ არ აქვს, წელიწადში ერთხელ ყველა თავს ვიქაჩლებთ და საახალწლო სუფრის გაწყობას ვცდილობთ, ზოგი მეტად, ზოგი ნაკლებად.

და მაინც რაში მდგომარეობს სუფრის ტრადიცია, ბევრს ხომ ღრმად სწამს რომ სწორედ ტრადიციულ სუფრას შლის სახლში, შვიდ სართულიანს და ას ოთახიანს მიშენების პერსპექტივით.
აბა ვინ უფრო მაგარ სუფრას გაშლის, ვისი უფრო მრავალფეროვანი იქნება, არადა რეალურად ამ საახალწლო დღეებში ისე მობეზრებული აქვს ყველას საჭმელები, გინდ თავისი და გინდ სხვისი, რომ ხშირ შემთხვევაში უფრო მოვალეობის მოხდის მიზნით სტუმრობენ, ვიდრე კერძების დასაგემოვნებლად.

ბოლო რამდენიმე წელია, უშუალოდ ახალი წლის ღამეს ტკბილი სუფრით ვხვდებით, რასაკვირველია სხვა კერძებიც მზად არის, მაგრამ 31 დეკემბრის ღამეს კახური ღვინო-არაყით, ბაბოს გაკეთებული ჩურჩხელებით, ჩირებით, ხილით, ნამცხვრებით და რაც მთავარია გოზინაყით ვხვდებით.
Continue reading

საჩუქარი, რეფორმა და აღმშენებლობა

თითქმის ერთი წელი გავიდა რაც ახალი სალარო აპარატების  ცუნამი დაგვატყდა თავს. ვინც არ იცის და უბრალოდ ეს ამბავი არ შეეხო, აგიხსნით რომ მანამდე გვქონდა აპარატები, რომლებიც ჩვეულებრივ მუშაობდა, თავის დროზე, პირადად მე გადავიხადე 300 ლარი ერთში, 350 ლარი მეორეში (2005-2007 წლებში) გარდა ამისა, 10 ლარის ოდენობით ყოველთვიური მომსახურების თანხას ვუხდიდი რაღაც კომპანიას, რომლის სერვისიც არასოდეს გამომიყენებია მთელი ამ ხნის განმავლობაში.

2011 წელს, ტენდერში გაიმარჯვა  ბულგარულმა კომპანიამ, და შემოსავლების სამსახურსა და Daisy Technology-ს შორის ხელმოწერილი ხელშეკრულებით, პირველ ჯერზე, GPRS  სისტემის 100 000 ცალი სალარო აპარატი შემოიტანეს, თითოეული 290 ლარი ღირდა, პლუს წლიური მომსახურების საფასური 60 ლარი, რომელიც მეწარმეებს შეეძლოთ ნაწილ-ნაწილ გადაეხადათ. აქვე იმასაც აღვნიშნავ რომ თავიდან მცირე მეწარმეებს აპარატები უფასოდ, საჩუქრად გადაეცემოდათ.

ამგვარად, გვერდზე გადავდეთ აქამდე ნაყიდი სალარო აპარატები და შევიძინეთ ახალი სალარო აპარატები, სხვა შემთხვევაში ჯარიმა არ აგვცდებოდა.

თავიდან პირობა ასეთი იყო, რომ ახალი აპარატების მიღებისას, იქვე, შემოსავლების სამსახურის რომელიმე ოფისში რეგისტრაციიდან მოიხსნებოდა ძველი აპარატიც. მეც წავიღე ძველი სალარო აპარატი, თავისი დოკუმენტაციით, მაგრამ აღმოჩნდა რომ ახალი ცვლილების თანახმად, ამ ეტაპზე შემოსავლების სამსახურში რეგისტრაციიდან მოხსნა შეწყდა და რომ ჩამოყალიბდებოდნენ, მოგვიანებით შეგვატყობინებდნენ სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებით.

გამოხდა ხანი, კარგა ხანი, ამასობაში მავანნი ჩამოყალიბდნენ და ერთხელაც, შემოსავლების სამსახურის საიტზე შესულს, დამხვდა ინფორმაცია რომ თუ 2013 წლის 1 იანვრამდე არ მოვხსნიდით რეგისტრაციიდან ძველ სალარო აპარატებს (ან თუ ვინმეს დაკარგული აქვს), მეწარმე არც მეტი არც ნაკლები 3000 (სამიათასი) ლარით დაჯარიმდებოდა.

3000 ლარიანი ჯარიმა იმ სალარო აპარატებზე, რომელსაც ვერასდროს, ვერაფერში გამოიყენებ!

OK

ჩავინიშნე მითითებული კომპანიების მისამართები, მოვძებნე ისევ ჩემი აპარატები და ისევ წავაფორხიალე. მივედი აღმაშენებლის 140-ში, სადაც შემოსავლების სამსახურის ოფისიც არის და ვიკითხე, მათ კი მოპირდაპირე მხარეს, ფოტოზე მითითებულ შენობაზე მიმითითეს: “აი იქ ხსნიან სალარო აპარატებს რეგისტრაციიდან”.

registratsiidanmoxsna

პ.ს. ეს აღმაშენებლის გამზირის ხელთუქმნელი ფასადის შიდა ნაწილია.

ცოტა კი შევეჭვდი, გამიძლებდა თუ არა ეს კიბე მე  და ორ სალარო აპარატს, მაგრამ გავრისკე; Horror House; დიასახლისმა მითხრა რომ ისევ ქვემოთ უნდა ჩაბრძანდეთ შემოსავლების სამსახურში და ბანკში რეგისტრაციიდან მოხსნის საფასური გადაიხადოთო, 5-5 ლარი თითოეული აპარატისთვის.

აქვე ინფორმაციის სახით გეტყვით რომ 2011 წლის მარტის მდგომარეობით 350 241 სუბიექტი იყო რეგისტრირებული , რასაკვირველია ყველას თითო ან ორ-ორი აპარატი არ აქვს. ზოგს ფილიალები აქვს, ზოგს კი მაღაზიების და გასაყიდი წერტილების მთელი ქსელი, ანუ ადამიანებმა ძალიან იზარალეს ძველი სალარო აპარატების მოცილებით, რეგისტრაციიდან მოხსნა რომელიც შეიძლებოდა რომ უფასო ყოფილიყო ესეც არ გააკეთეს, თითო აპარატზე 5 ლარი და თუ არ მოხსნი ან დაკარგული გაქვს სალარო აპარატი ჯარიმა 3000 ლარი.

ბანკიდან გადახდის ქვითარი ამოვუტანე დიასახლისს და აპარატები დაიტოვეს.

 რეგისტრაციიდან მოხსნის შემდეგ სად წავიღო ეს აპარატები, გადავყარო თუ რა ვქნა მეთქი, – ვიკითხე.

6 წელი უნდა შეინახოთ, ასე ამბობენო.

troll

თურქული უბანი ბათუმში

ცხელი თურქული ჩაი, ცივი აირანი და თურქულ ენაზე საუბარი რომ მოგენატრება და თან ბათუმშიც ხარ ამ დროს, სად უნდა წახვიდე თუ არა ერთ პატარა უბანში, სადაც მეტ-ნაკლებად ყველაფერია იმისთვის რომ თურქული ნოსტალგიები ცოტა ხნით მიაჩუმათო.

უპრობლემოდ ვიპაპარაცე და ძლივს შევეჩვიე იმას რომ ჩუმად, მიპარვით ან გადარბენით არ ვიღებდი ფოტოებს . . .

არც მეჩეთში შესვლისას შემქმნია პრობლემა . . . პირიქით, ისიც კი მითხრეს ფეხსაცმელი ახლოს გაიხადე, ცივზე ფეხი არ დადგაო . ..  :))

მაშ ასე, მცირე რეპორტაჟი ბათუმის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო, შრომისმოყვარე და მრავალფეროვანი უბნიდან :)

ლოცვა მეჩეთში

ლოცვა მეჩეთში

მეჩეთის ეზოში

მეჩეთის ეზოში

ჩაის დროა :)

ჩაის დროა :)

დანარჩენი ფოტოები იხილეთ აქ - ლიტერატორის ბლოგი

თოვლიანი თბილისი

დიდი ხანია არაფერი დამიწერია, იმიტომ კი არა რომ თითები მომეყინა ან ჩემში გრაფომანი დაჩიავდა, არა, უბრალოდ არ მეცალა, არც საწერად, არც რამის გადასაღებად ან შეიძლება არც არაფერი მქონდა დასაწერი, როგორც ახლა.

მიუხედავად მოცურების, ფეხის მოტეხვის და სხვა ათასი საშიშროების ალბათობისა, მე მიყვარს ზამთარი აი ზუსტად ასეთი ამინდებით, შინ სითბოთი და გარეთ სიცივით, ბევრი თოვლით და ჰაერმჭრელი ყინვით.

თუ სასწაულებრივ ზამთრივ პეიზაჟებს არ გავითვალისწინებთ, თოვლი იმდენად საინტერესო არ უნდა იყოს, უფრო საინტერესოა ხალხია თოვლში, სხვადასხვა ადამიანები, დიდები, პატარები, ახალგაზრდები, მოხუცები, სხვადასხვა საქმით დაკავებული ან საერთოდ საქმის გარეშეც.

ისე საკმაოდ დიდი ხანი ვბოდიალობდი, ვეღარც კი ვგრძნობდი ყინვას . . .

ახალი წლის მოლოდინში

ახალი წლის მოლოდინში

shemodgoma

შემოდგომის სამახსოვრო :)

gachereba

მოლოდინი

tsetsxli

სითბო

gachereba2

gunda

გუნდაობით გულნაჯერები :)

didi gunda

სამიზნის მაძიებელი :)

dzegli

მუდმივად გაყინული

japanesecuisine

სითბოდან სიცივეში

shenoba

სიშიშვლე










ძველი სახლი

ეძღვნება ბაბოს

მე ვარ სახლი, ძველი სახლი. აქ ბევრი სიცოცხლე იშვა და განვითარდა, რომელმაც თავის მხრივ ბევრი სიცოცხლეები შვეს. ახლა მოვტყდი, დავბერდი, ისე რომ ბაღშიც ვეღარ გამოვსულვარ ჩემს საყვარელ სარწეველაზე წიგნის წასაკითხად. დანგრევასაც ვერავინ მიბედავს, ისევ ჩემით თუ დავიშლები ნაწილ-ნაწილ და საბოლოოდ საოცარ, ნაგვის უზარმაზარ გროვად ვიქცევი, რომელსაც ნარინჯისფერ სამოსში ჩასმული ახალგაზრდები ნაწილ-ნაწილ გაიტანენ სანაგვეზე, სადაც ჩემსავით ნაშალ-ნაშალ სხვა სახლებს შევუერთდები. 

არ გეგონოთ ეგოისტი ვიყო, არა, მე ვიცი, როდესაც აქედან ჩემს უკანასკნელ ქვასაც გაიტანენ, ახალი სიცოცხლისთვის გაჩნდება ცარიელი, თუმცა მრავალნაცადი ადგილი, უბრალოდ ცოტაც, სულ ცოტაც მაცადეთ რომ ჩემით დავინგრე . . .  

old house

TAM_9932

oldchair

 

ცოცხები, ცოცხები everywhere

ნამდვილი იყო თუ არა კადრი ცოცხით, ნამდვილად იყო თუ არა ტრაკში ცოცხი, არა ეგ არ იყო ტრაკში ცოცხი, ვიდეოს მომწოდებელს (?) არსად არ უთქვამს რომ ეს იყო ტრაკში ცოცხი. თუმცა საზოგადოება დღემდე დავობს ამაზე იყო კი ცოცხი ტრაკში დანამდვილებით.
მაგრამ მე თუ მკითხავთ ამას რა მნიშვნელობა აქვს, ერთგვარი სიმბოლო გახდა და ყველა დარწმუნდა, თან რეალისტურად დარწმუნდა რომ ცოცხი არის ყველგან, გადატანითი მნიშვნელობით, მაგრამ ისე მტკივნეულად როგოც პირდაპირი მნიშვნელობით.

მოდი განვიხილოთ ცოცხი ისე როგორც ის ნივთი, რომელიც ერთი ურემის გადაბრუნების შემდეგ გამოჩნდა.
და აღმოჩნდება რომ
– ცოცხი არის ჭიათურის მაღაროებში
– ცოცხი არის რკინიგზაში
- ცოცხი არის ქართულ მტაცებლურ და შემდგომ ქველმოქმედებით გაბრწყინებულ ბიზნესში
– ცოცხი არის დეზერტირების ბაზარში
– ცოცხი არის ქათქათა ბათუმის გარეუბნებში
– ცოცხი არის დევნილების დასახლებებში, რომლებიც კარდაკარ დადიან აგერ უკვე ბოლო 20 წელია
– ცოცხი არის უნივერსიტეტებში, აგერ ჩემს უნივერსიტეტს ბარე ორი რექტორი ჰყავს ახლა, მაგრამ მაინც ნაგავია
– ცოცხი არის ციხეებში
– ცოცხი არის ორ პარლამენტს შუა

ცოცხები, ცოცხები everywhere

ურმები დომინოს პრინციპით ტრიალდებიან, ამავე პრინციპით უფრო მეტი და მეტი ცოცხი ჩნდება.

უფრო პესიმისტები ფიქრობენ რომ ცოცხი კი არ არის ტრაკში, არამედ ამ ყველაფრის გადამკიდე ჩვენ ვართ ტრაკში ზოგადად. უფრო სირაქლემები ფიქრობენ რომ ცოცხი ტრაკში არის უბრალოდ ცოცხი ტრაკში და არავითარი სიმბოლიკა. უფრო ოპტიმისტები კი ფიქრობენ, რომ ეს ცოცხი კი არა ეკლიანი ვარდია, imagine.

მე რას ვფიქრობ ის კი დავწერე უკვე.

 

ესეც პოსტისეული ინსპირაციით ზურიუსის ვიდეოც

ისევ თეატრალური უნივერსიტეტი

ვის შევჩივლო უკვე აღარ ვიცი და ისევ ჩემს ბლოგს მივადექი. როგორც ბოლო პოსტში გითხარით, უნივერსიტეტში პირველად მოგვეცა საშუალება ა გ ვ ე რ ჩ ი ა საგანი, ავირჩიეთ პროდიუსინგის საფუძვლები, რომელსაც კითხულობს აწ უკვე ყოფილი თუ ამჟამინდელი რექტორი ნოშრევან ჩხაიძე.

დღეს კი ჯგუფელი მატყობინებს რომ ჩვენი არჩეული საგანი პროდიუსინგის საფუძვლები ვერ ჩასვეს ვერსად, რადგან არც მეტი არც ნაკლები ემთხვევა პ ე დ ა გ ო გ ი კ ა ს! იქნებ შეცვალონ , – ვეუბნები, არა ვერ შეცვლიან, ეს საგანი სავალდებულოა. და იქნებ რამე სხვა აირჩიოთ, მაგალითად ორატორის ხელოვნება.

რომელმა ჭკუათმყოფელმა ჩასვა ეს საგანი სავალდებულოდ და პროდიუსინგის საფუძვლები არჩევითად, თვალებში ჩამხედოს (თუ აქვს).

ვინმემ ამიხსნას რა ლოგიკა დევს საგნის არჩევითობაში, თუ მას ვერსად ვერ ჩასვამენ და თუ ის რაღაცას “ემთხვევა” ?!

რატომ უნდა დავთმო მე სტუდენტმა, რაღაც საგანი იმიტომ რომ ვიღაცას ცოტა ზედმეტად ტვინის განძრევა და ფუმფულა ადგილის აწევა დაეზარა და ცხრილის ნორმალურად გაწერა?!

რატომ არ ვიცი ამ უნივერსიტეტს ახლა ჰყავს რექტორი თუ არა ?

გადადგა რექტორი თუ გადააყენეს?

რა გახდა ეს აკადემიური საბჭო ასეთი მოურღვეველი ან დაუმორჩილებელი?

რატომ არის ისევ საბჭოთა კავშირი თეატრალურ უნივერსიტეტში?

ხვალ მივალ უნივერსიტეტში, ვეცდები ამ კითხვებიდან ორს მაინც გავცე პასუხი, მაგრამ ვიცი რომ არ გამოვა, მდივანი გადამამისამართებს ლექტორთან, ლექტორი დეკანთან (რომელიც დიდი ალბათობით ამ საგნების აზრზე არ არის) და დეკანი ალბათ თავის მხრივ გამაგზავნის რექტორთან, რომელიც არ ვიცი არის თუ არ არის.

ვის შევჩივლო უკვე აღარ ვიცი (თავ–ბოლო ერთი)

სიამოვნებით გავესაუბრებოდი ამ თემაზე მომავალ მინისტრს, მაგრამ სად არის, არც ის არ არის :(

დ ა ვ ი ღ ა ლ ე

ფელიქსის ნახტომი

ამ პროექტის შესახებ ჯერ კიდევ 2010 წელს გახდა ცნობილი, როდესაც ავსტრიელმა სკაიდაივერმა ფელიქს ბაუმგარტნერმა რედ ბულის მხარდაჭერით მხარდაჭერით დაიწყო მეცნიერების ჯგუფთან ერთად მუშაობა, სკაიდავინგის ძველი რეკორდის გაუმჯობესების მიზნით.
პროექტის მიხედვით გათვალისწინებული იყო 36, 576 მეტრზე ასვლა, თუმცა კაფსულა დაგეგმილზე მაღლა, თითქმის 40000 მეტრზე ავიდა, ამით აჯობა წინამორბედს ჯოზეფ კიტინგერს, თავისუფალი ვარდნის რეკორდსმენს, რომელმაც ანალოგიური ნახტომი 1961 წელს შეასრულა 31,300 მეტრიდან, განავითარა 988 კმ საათში და ვარდებოდა 4 წუთის და 36 წამის განმავლობაში.
ფელიქს ბაუმგარტნერი შეეცადა სამი რეკორდის მოხსნას:
Continue reading

ჩემი ფოტოკამერები

ამ პოსტით, ჩემო მკითხველებო, მინდა ჩემს ძველ ფოტოკამერებს მოვესიყვარულო და თან გაგაცნოთ ისინი :D

გამომდინარე დუხჭირი თინეიჯერობიდან (დაახლოებით 1989–1998წწ), პირველად ჩემი საკუთარი ფოტოკამერა მეცხრე კლასში მეღირსა. ამისთვის დიდი მადლობა დედაჩემის ბიძას – შახო გერგედავას , რომელმაც საქართველოში სტუმრობისას სულ ცინცხალი პოლაროიდი მაჩუქა <3 (უფრო ადრეულ ბავშვობაში მაჩუქა წიგნი ფოტოგრაფიის შესახებ, რომლის თვალიერებით მთელი ბავშვობა ვირთობდი თავს ვიდრე კითხვას ვისწავლიდი რუსულად).

აი ისიც, შენახული მაქვს და კვლავ მუშა მდგომარეობაშია :)

ამის შემდეგ კოდაკის ორი იაფფასიანი, ფირის ფოტოაპარატი მოვინელე :D
Continue reading

სად ვსწავლობ?

თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში, ტელე–კინო რეჟისურის მეორე კურსზე ვარ, მაგისტრატურაზე, დღეს ჩამახუტეს ცხრილი და პირველად მომეცა საშუალება ამერჩია ერთი საგანი.

სავალდებულო ცხრილში სულ არის ექვსი საგანი, ერთი სატელევიზიო რეჟისურა (პირდაპირ კავშირში არჩეულ ფაკულტეტთან), ხოლო დანარჩენი ხუთი კი ასე გამოიყურება:

ოსტატობა (?)

შემოქმედებითი პედაგოგიკა

მედიასამართალი და რეგულირება

საგანმანათლებლო კანონმდებლობა

მე ხომ იურიდიულზე არ ჩამიბარებია?

საიდან ამდენი უსაქმური საგანი?

ან იქნებ დახლქვეშ სკკპ–ს ისტორიაც გაქვთ და მიმალავთ?

შეიძლება ბაკალავრიატის პროგრამაში იყოს ასეთი საგნები (ისიც გაბერილია მაგრამ მაინც), მაგრამ მაგისტრატურის პროგრამა, ვინაიდან ისედაც ცოტა საათებს შეიცავს, მაქსიმალურად ოპტიმალურად უნდა იყოს დატვირთული სპეციალობასთან ახლოს მდგომი საგნებით.

პირველ კურსზეც ანალოგიური იყო, პედაგოგიკა, ინფორმატიკა და ა.შ.

რატომ არ შეიძლება ეს დრო დავუთმოთ სატელევიზიო პრაქტიკას, და გაგვიშვათ რომელიმე ტელევიზიაში პრაქტიკებზე, იქნებ ეს ოდენ დიდი რაოდენობით მიღებულ თეორიულ ნაწილს გამოყენება ვუპოვოთ.

კი, ვთანხმდებით რომ ყველა საგანი თავის კვალობაზე შეიძლება ძალიან საინტერესო და სასარგებლო იყოს, მაგრამ როცა ამის დრო არ არის, ცოტა საათები გაქვს და მაგისტრატურა მხოლოდ ორი წელია და თან ამ ყველაფერში 5000 ლარს იხდი, მაშინ იმაზეც უნდა შევთანხმდეთ, რომ ეს ორი წელი, შეძლებისდაგვარად პრაქტიკულ, სპეციალობასთან ახლოს მდგომ საგნებზე უნდა კონცენტრირდეს.

და ეს არ არის მარტო თეატრალური უნივერსიტეტის პრობლემა, ძირითადად ყველგან ასეა, განსაკუთრებით სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებში.

გარდა ამისა, ვფიქრობ მოთხოვნაც  არ არის სტუდენტების მხრიდან, ალბათ ფიქრობენ რომ ეს ასე უნდა იყოს და ვერ შეცვლიან . . .

მეც რომ ვიკითხე რატომ არის ამდენი უსაქმური საგანი მეთქი, მიპასუხეს ეს საუნივერსიტეტო საგნებიაო.

ჰოდა მე არ ვაპირებ მაგ საუნივერსიტეტო საგნებზე სიარულს.

ორი პერსპექტივა მაქვს, ერთი ის რომ საფუძვლები კერძო კურსებიდან ავკრიფო, რაც დამატებითი დრო და ხარჯია და მეორე ის რომ ნებისმიერ შემთხვევაში თვითნასწავლი გამოვდივარ.

P.S. არჩევითი საგნებიდან, პროდიუსინგის საფუძვლები ავირჩიე, თავად რექტორი წაიკითხავს, რეკომენდაცია გაუწიეს და ვნახოთ.

ბუკინისტური მაღაზია ბათუმში <3

ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალის დასრულების შემდეგ, ბოლო დღე თითქმის სრულად დავუთმე ბათუმში ბოდიალს და ზუსტად მაშინ აღმოვაჩინე ეს კუსკუსა და წიგნებით გადავსებული მაღაზია ფარნავაზ მეფის 7 ნომერში. ;)

მაღაზია განსაკუთრებით გაუხარდებათ იმ ადამიანებს, რომლებიც რუსულენოვან ლიტერატურას კითხულობენ; აქვე ნახავთ ლიტერატურას სხვა ენებზეც, როგორც მხატვრულს, ასევე სპეციალურ ლიტერატურას, მაგალითად მედიცინის კუთხით, ბევრ საბავშვო წიგნს და ა.შ.
Continue reading

ყველაზე ახალგაზრდა პარლამენტარი

იცნობდეთ მსოფლიოში და აფრიკის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა პარლამენტარი  

პროსკოვია ორომეტი უგანდადან

პროსკოვია პარლამენტის წევრი 19 წლის ასაკში, მამის გარდაცვალების შემდგომ გახდა და ხალხს მამის დაწყებული საქმეების დასრულებას დაპირდა, კერძოდ კი სოფლის მეურნეობის განვითარების კუთხით.

She added: “Many people have been making propaganda against me. But I say it’s not the tiny body, it’s the brain in here. I don’t like the way they intimidate me. I say: ‘I am a woman.’ I didn’t have an advantage because of my father. He was a good man. I have to complete what he started.

“If you want corruption, vote for the people who did nothing for five years. The politics of Uganda is not only for the old. It is also for the youth of today and tomorrow.”

ეჭვი მაქვს ჩვენ ამ ყველაფრისგან შორს ვართ :) as usual

სხვა ნაბოლარები

საქართველო – ესპანეთი

ხვალ საქართველოს და ესპანეთის ნაკრები გუნდები ხვდებიან ერთმანეთს ბ.პ. სახ. ეროვნულ სტადიონზე. მეც მივდივარ. თუმცა ეს პოსტი არ არის იმაზე რომ აღნიშნულ სტადიონზე პირველად შევდგამ ფეხს (იმედია კუჩხი ბედინერი მაქვს) და არც იმაზე, რომ ზოგადად ნაკრების თამაშს ვესწრები პირველად და ასევე არც იმაზე რომ უცხო ქვეყნის ნაკრებს ვნახავ პირველად ცოცხლად.

მართალია ცოტა გვიან, მაგრამ ამ პოსტის ინსპირაცია ხიზანიშვილთან მცირე ინტერვიუა, რომელიც ბელარუსთან თამაშის შემდეგ ვიხილე ტვ–ში.  ძლიერი გუნდი, მსოფლიო ჩემპიონი ბლა–ბლა–ბლა და უცებ ამბობს, რაღაც მოწიწებული ტონით (ასე მომეჩვენა ყოველ შემთხვევაში):  ”. . . ეს ერთგვარი საჩვენებელი მატჩი იქნება . . .”

რას ნიშნავს საჩვენებელი მატჩი? მერე რა რომ მსოფლიოში ერთ–ერთი საუკეთესო ნაკრები ჩამოდის, იქნებ საერთოდ თამაშის გარეშე მიგვეცა პირდაპირ სამი ქულა, რას იტყვით? მე არ მინდა ხვალ სტადიონზე ესპანეთის ეროვნული ნაკრები საქართველოში არსებულ მათ ფანკლუბს ეთამაშოს,  არც მოწიწებული თამაში მინდა და არც ფრე, არავის სჭირდება თქვენი ფრე, მინდა მოგება და ნაკრები გუნდების თამაში ეროვნულ სტადიონზე და არა საჩვენებელი მატჩი. 

ასეთი “შემართებით” თუ მიდის ყველა ფეხბურთელი სათამაშოდ, ვერასოდეს მოვიგებთ და ვერც ვერასოდეს გავცდებით ჯგუფის ფარგლებს.

ასე რომ ნუ დაიძინებთ მოედანზე, იმოძრავეთ სწრაფად, დაცვას მიხედეთ და გადადით შეტევაზე :D

წარმატებები ჩვენ! 

 

 

უჩვეულო დიალოგი ესკალატორზე

გუშინ თბილისი ცენტრალში ხალხმრავლობა იყო , იქ ყოველთვის ხალხმრავლობაა, თუმცა ახლა უფრო მეტად – ფასდაკლებები დაიწყო.

ის–ის იყო ესკალატორზე შევდგი ფეხი, რომ გვერდით მდგომი კაცი გამომელაპარაკა:

– შეხე, შეხე იმ პატარა გოგომ, ვაახ, რამხელა ზურგჩანთა წამოიკიდა, აბა შეხედე, ვაახ

მეც გავხედე და ტურისტების ჯგუფი შევნიშნე, უზარმაზარი ზურგჩანთებით

– შეხე რა, ერთი ბეწო გაკნაჭული გოგოა და სამ თავის წონა ჩანთას კი მიათრევს, აბა ჩვენებს ორი ნაბიჯი ვერ გადაუდგამთ, მარშუტკა თუ ცოტა მოშორებით გაჩერდა, წუწუნებენ და კრუსუნებენ, აბა შეხე რა . .  და ასე დადიან ტოო, მთელ მსოფლიოს შემოივლიან ასე, რა დუხი აქვთ, რა ძალა აქვთ ვაჰ

– სურვილი და მონდომებაა მთავარი – ვეუბნები და გონებაში სხვა სიტყვებსაც ვეძებ, მინდა კიდევ რაღაც დავამატო, მაგრამ უხერხულია რამე თქვა, როცა შენ ესკალატორზე დგახარ და უცხოელი ტურისტების ჯგუფი უზარმაზარი ზურგჩანთებით ჩვეულებრივი კიბეებით ამოდიან ზემოთ.

– საოცრებაა რა, აი დადიან ხან ველოსიპედით ხან ფეხით, როგორი ბეჯითი და ყოჩაღი ხალხია რა, ვაჰ – კიდევ ერთხელ მოასწრო ჩემმა თანამოსაუბრემ გაოცების გამოხატვა და ესკალატორიც მიილია.

მინდოდა ისიც დამემატებინა, რომ ახლახან ხევსურეთში ვიყავით და იქაც ბევრი ვიარეთ ფეხით, რომ ჩვენც ყოჩაღები ვართ, მაგრამ მერე აქაც შემრცხვა, როდესაც ხევსურეთში მიმავლები სოფელ ჩინთში გავჩერდით პურის საყიდლად, უცხოელი ტურისტების ჯგუფმა ჩაგვიარა ველოსიპედებით და თავთავიანთი ტვირთით – ჩვენ მინივენით მივდიოდით ხევსურეთში, ისინი ველოსიპედებით.

სოფელი ჩინთი, დუშეთის რაიონი

მართალი იყო ის კაცი, ზარმაცები, წუწუნები და კრუსუნები ვართ ჩვენ :(