ნეკრესი, ქეიფი და ნაგავი

წინა კვირას ნეკრესი მოვიარე, პირველად ვიყავი და მიუხედავად აუტანელი და გაუსაძლისი სიცხისა ძალიან ძალიან მოვიხიბლე.  როგორც უკვე ნამყოფმა ადამიანებმა მითხრეს ტერიტორია არ იყო ადრე მოწყობილი, გზაც გაუვალი იყო და ადიოდნენ ფეხით. ამჯერად, ჩემდა გასაკვირად ყველაფერი კარგად იყო მოწყობილი, არა ბუტაფორიულად, ტერიტორია შემოღობილი და ნეკრესის სამონასტრო კომპლექსის ძირში სამარშუტო ტაქსებიც იყო მობილიზებული, მანქანების შესვლა არ შეიძლებოდა გარდა მღვდლებისა და მომსახურე პერსონალისა.

მივყვეთ ფოტოებს :)  

სამარშუტო ტაქსი მეტი კომფორტისთვის :D ორი გზა 1 ლარი ღირს, ბილეთების შეძენა კი იქვე სალაროში შეგიძლიათ

Continue reading

როგორ დავამზადოთ ამრეკლი

ქალი ქუხნაში არის ყოჩაღი  

იდეის კოპირაიტზე რასაკვირველია თავს ვერ დავდებ, თუმცა ვიდრე ჩემი ამრეკლი ჩამოვა, საჭიროებიდან გამომდინარე ასეთი რამ გავაკეთე ანუ როგორ დავამზადე ამრეკლი სახლის პირობებში, კერძოდ კი ქუხნის :D

აიღეთ სამზარეულოს დიდი ხის დაფა და ნამცხვრის და სხვადასხვა რამერუმეების საცხობი ფოლგა

გადააკარით ხის დაფას და ამრეკლიც მზად არის :D

ერთ–ერთი მაგალითი იმისა თუ სად და როდის შეიძლება დაგვჭირდეს ამრეკლი :)

დროშა რაიხსტაგზე და საათები მაჯაზე

დროშის აღმართვა რაიხსტაგზე

ეს ცნობილი ფოტო 1945 წლის 2 მაისს გადაიღო ფოტოგრაფმა ევგენი ხალდეიმ, რომ არა რამდენიმე საინტერესო ნიუანსი ამ პოსტში აუცილებლად დავწერდი იმაზე თუ როგორი გმირობაა იყო ფოტოგრაფი კრიზისულ სიტუაციებში, ომში, ათასგვარ უბედურებაში და ა.შ.

ცნობილი ფოტოს გადაღებამდე – 30 აპრილი, 1945წ.    

ბერლინის ბრძოლა  II მსოფლიო ომის უკანასკნელი და ყველაზე გააფთრებული ბრძოლა იყო, რომელიც 1945 წლის 20 იანვარს დაიწყო და ამავე წლის 2 მაისს დასრულდა. ბერლინის დაცემის შემდეგ ფოტოგრაფმა ევგენი ხალდეიმ მოაგროვა რამდენიმე ჯარისკაცი, ჯო როზენთალის მსგავსად ისტორიული ფოტოს გადაღების იმედით.

ზოგადად, რაიხსტაგზე დროშის აღმართვის ირგვლივ განვითარებული მოვლენები დღემდე სადაო და ბინდით მოცულია. ხანგრძლივი სისხლისმღვრელი ბრძოლის შემდეგ, დროშა აღმართა 23 წლის მიხაილ მინინმა 1945 წლის 30 აპრილს. რადგან შემთხვევა ღამით მოხდა ფოტოს გადაღებისთვის უკვე ძალიან ბნელოდა, თანაც მომდევნო დღეს გერმანელებმა დროშა ჩამოხსნეს, ხოლო საბოლოო კონტროლი წითელმა არმიამ მთელ შენობაზე აიღო 2 მაისს.

ოფიციალური ცნობების თანახმად შეარჩიეს ორი ჯარისკაცი: ქართველი მელიტონ ქანთარია (რათა ესიამოვნებინათ სტალინისთვის, რომელიც ასევე ქართველი იყო) და რუსი მიხაილ ეგოროვი.  თუმცა მოგვიანებით ირკვევა რომ გარკვეული პოლიტიკური მიზეზებით ფოტოს სუბიექტები ჩაანაცვლეს და რეალურად უკრაინელმა ალიოშა კოვალიოვმა აღმართა დროშა, რომელიც თავის მხრივ შინსახკომმა გააჩუმა.

1945 წლის 13 მაისი 

ფოტოს გადაღების შემდეგ, ხალდეი სწრაფად დაბრუნდა მოსკოვში;

ეს ისტორიული ფოტო 1945 წლის 13 მაისს ჟურნალ “Ogonyok”-ში დაიბეჭდა, თუმცა დაბეჭდვამდე  ”Ogonyok”-ის მთავარი რედაქტორის მოთხოვნით ფოტო ცენზურას დაექვემდებარა.

რედაქტორის მახვილ თვალს არ გამოპარვია, რომ სერჟანტ აბდულახიმ ისმაილოვს ორივე მაჯაზე ეკეთა საათი, რაც კარგად ჩანდა, ვინაიდან ისმაილოვი ხელებით იჭერდა დროშის მპყრობელს –  რედაქტორმა საათები ნადავლად ჩათვალა.

“საბჭოთა ჯარისკაცი არ ქურდობს”   

ხალდეიმ ნემსის გამოყენებით ერთი საათი გააქრო მარჯვენა მაჯიდან და ასევე ფონიდან დააკოპირა კვამლი უფრო მეტი დრამატულობისთვის.