არც მეტი არც ნაკლები, პირველად მეძინა X-XI საუკუნეებით დათარიღებულ, ჩეჩნეთის საზღვარზე, ზღვის დონიდან 1400 მეტრზე მდებარე, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაში შეტანილ შატილის კოშკში.
შეგრძნება საოცარი იყო, განმეორდება თუ კოშკს კიდევ ვესტუმრები.
სულ რაღაც ერთი დღე–ღამე გავატარეთ კოშკში და ადამიანურად დავისვენე, გარშემო უჩვეულო სიგრილე, ზოგჯერ სიცივე იყო, მდინარის ხმაურზე ჩამეძინა და ისევ მდინარის ხმაურზე გამომეღვიძა, რომელიც იქვე ჩამოდიოდა.
ვერ ვიტყვი რომ კოშკი კარგ მდგომარეობაშია, რეაბილიტაციას საჭიროებს, სულ ახლახან კომპლექსის სამხრეთ ფასადი ჩამოიშალა, ამბობენ რომ მალე დაიწყება სარეკონსტრუქციო სამუშაოები და იმედია, მორიგი სტუმრობისას ლიფტები და შუშის სრა–სასახლეები არ დამხვდება და ისევ ისეთი ძველი სახე ექნება შენარჩუნებული, როგორმაც მყისიერად ძველ, ხევსურულ რომანტიზმში გადამისროლა.
- რაც უფრო ვშორდებოდით მით უფრო გული მწყდებოდა, კიდევ მინდა იქ დაბრუნება
პ.ს. დანარჩენი ფოტოები იხილეთ Eat and Tour–ს გვერდზე






აუჰ <3
წადით თაფლობის თვე გაატარეთ იქ
ვაიმე <3
შურ, შურ, შურ!!!
ულამაზესია
აბაა, ჩემი თავისაც მშურს ახლა რომ ვუყურებ ფოტკებს
შენთვის გაუსროლია ავრორას