“ბლოგერი ლომის ხახაში მტერი ჩავარდაო” – ანდაზასავით
დაბადების დღის, ისევე როგორც სხვა მოვლენების აღსანიშნავი სუფრის უცნაური ტრადიციები გვაქვს, რომელთა შემორღვევასაც მეტ–ნაკლებად ვცდილობ ხოლმე. ბევრი ხალხი, ბევრი ხმაური, თვალუწვდენელი და მრავალსართულიან–პენტჰაუზიანი სუფრა და ა.შ.
დაიწყებ უახლოესი ადამიანების ჩამოთვლას და მინიმუმ 50–60 ადამიანამდე უკაკუნებს შენს დაბადების დღეზე მოსაწვევ ადამიანთა ნუსხა. მაგრამ ნუ ფიქრობთ რომ ეს ის ადამიანები არიან რომელთანაც ყოველდღიური ურთიერთობა მიწევს, ჰა ჰა მაქსიმუმ დაბადების დღეებზე ვნახო, ქორწილებში და პანაშვიდებზე და მსგავს საზოგადოებრივ ივენთებზე, თუმცა მაინც არსებობს იმის ვალდებულბა, რომ თუ აღნიშნავ დაბადების დღეს ეს ადამიანებიც აუცილებლად უნდა ესწრებოდნენ ამ ამბავს. მეჯვარე, ნათლული, იმის ქმარი, ამის ცოლი, იმის და ამის ის, იმის ეს და ა.შ. ულევად.
მოუცლელობის და უდროობის გამო (ამ სიტყვას აქ ხშირად ვახსენებ), კერძების სახლში მომზადება აბსოლუტურად მოუხერხებელია (მე შენ გეტყვი და ტორტზე და ჩაიზე გადაატარებ თუ რა), ხოლო რაც შეეხება რესტორნის და კაფე–ბარის სიამტკბილობას, აქ მნიშვნელოვნად იწეწება ადამიანი. ასე და ამგვარად, ყველაზე მინიმუმ 30 ლარი რომ ვიანგარიშოთ ერთ ადამიანზე, 50 ადამიანი უკვე 1500 ლარი გამოდის, თან გაითვალისწინეთ რომ აქ არ შედის ალკოჰოლური სასმელი და სადღესასწაულო ტორტი. ესე იგი ხარჯები, დაახლოებით 2000 ლარს მიუკაკუნებს.
მე კიდევ 2000 ლარის უნიტაზში ჩარეცხვა ძალიან ძალიან მენანება
წარმოიდგინეთ რამდენი რამის გაკეთება შეიძლება ამ ფულით, იმოგზაურებ, შენთვის სასურველ ნივთს იყიდი, ისწავლი და ა.შ.
პ.ს. ასეთი დანაზოგით სულ ახლახანს ფოტოაპარატი ვიყიდე, 3000 ლარი ჩავახუტე. მშვენიერი საჩუქარია დაბადების დღისთვის, ვერაფერს იტყვი.
23.07.2012
ასევე ბოლო რამდენიმე წელია, სამსახურის, უდროობის და მოუცლელობის გამო ჩემი დაბადების დღის აღნიშვნა, როგორც წესი აბსოლუტურად დაუგეგმავია, არ ვიცი საერთოდ მეცლება თუ არა იმ დღეს, არ ვიცი როდის მეცლება, სად, რატომ და რისთვის.
დღე ან წინა დღეებიც იწყება ტრადიციული კითხვებით, რას აპირებ? სად ვქეიფობთ საღამოს? არ აღნიშნავ? და ა.შ. შეიძლება ითქვას”არ თხოვდების” კატეგორიაში გადის ეს კითხვებიც, რაც ერთმნიშვნელოვნად გამაღიზიანებელია, ასევე გამაღიზიანებელია როდესაც, როგორც იქნა სადღაც ახერხებ შესვლას, ვიღაც გირეკავს, გილოცავს და ააა აღნიშნავ, ააა ქეიფობ? და ა.შ.
გუშინდელი დღეც არაფრით იყო გამორჩეული, მთელი დღე ვთარგმნიდი, საღამოს ორი შეხვედრა იყო დაგეგმილი, თითქმის თანადროულად, როგორც არ იყო, ორივეზე მოვახერხეთ დასწრება და სადღაც ცხრისკენ გავთავისუფლდით.
ბევრი არ მიფიქრია, პერო გავირჭეთ და მივედით ფიდელში, კუბური ბარია ასეთი, ქიაჩელზე . . .
შევუკვეთეთ . . .
არაფერი განსაკუთრებული, მთელი დღის მოშიებულ და დაღლილ ხალხს ჩვეულებრივი საჭმელი გვინდოდა, პიცა, ხაჭაპური, სალათები, კარტოფილი . . .
გადის ერთი საათი, რა თქმა უნდა ჭუკჭუკში და ჰორიზონტზეც არ ჩანს ჩვენი შეკვეთის არცერთი კომპონენტი.
როგორც იქნა რაღაც მოვიდა . . .
ამის შემდეგ 25–20–30 წუთიანი ინტერვალებით შემდგომი საათნახევრის განმავლობაში მოდიოდა სხვა კომპონენტებიც.
ამასობაში ირკვევა რომ ის მიმტანი რომელიც მიმტანია, სინამდვილეში მიმტანი არ არის.
ისიც ირკვევა რომ მზარეული რომელიც მზარეულობს მზარეული არ არის.
და ისიც რომ ბარი სულ არ უნდა იყოს ახლა ღია, უბრალოდ ახლობლების ხათრით გააღეს და ჩვენც უარი ვერ გვითხრეს იმიტომ რომ ნაცნობ–ახლობლები ვიყავით.
შეკვეთის კომპონენტების ავკარგიანობას შეგნებულად არ ვახასიათებ, თითქმის ყველაფერი ექსპერიმენტულ ხასიათს ატარებდა, მართალია ძალიან მოინდომეს (აღსანიშნავია), მაგრამ სამწუხაროდ სრული FAIL იყო.
მაგრამ ყველაზე დიდი FAIL იყო ის რომ ამ FAIL–ში გადავიხადეთ ზუსტად ის თანხა, რაც გადასახდელი იქნებოდა იმ შემთხვევაში თუ კი შეკვეთას გონივრულ დროში მოიტანდნენ და შეკვეთის კომპონენტებიც შესაბამისი ხარისხის, გემოს და ზომა–წონის იქნებოდა.
კოქტეილების შეკვეთა აღარც მიფიქრია, დავხედე რა მეგრულ ხაჭაპურს, გამანადგურებელი ქიმიური რეაქციების შემეშინდა
ეს კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ ბიზნეს მეიქერები არ არიან ლოიალურები მომხმარებლის მიმართ, არ ზრუნავენ მათზე. ასეთი ფეილის შემდეგ მინიმუმ სასმელით უნდა გაგვმასპინძლებოდნენ და მაქსიმუმ ფასდაკლება გაეკეთებინათ.
ANYWAY მადლობა ორიგინალური დაბადების დღისთვის
რაც მთავარია ხომ მოინდომეს
ისიც მართალია ადგილზე ბღავილი არ ვიცი, თუმცა სამაგიეროდ კლავიატურის ლომი ვარ და ვწერ
ეს კი ადგილზე ბღავილზე უარესია
p.s. შეიძლებოდა ეს პოსტი არ დამეწერა, მაგრამ ტეხავს, მე ხომ ობიექტური ვარ და ყველაფერი უნდა აღვნიშნო, ნაცნობი იქნება ეს თუ უცნობი
41.726743
44.745255