Efes რეტრო & არტი


ლუდი რომ ძალიან მიყვარს ამ პოსტიდან გეცოდინებათ , თუმცა ჩემი ოთხბორბლიანი მეგობრის გადამკიდე ხშირად ვერ გეახლებით.

ასევე ჯიუტად ვესწრები ხოლმე ლუდის ფესტივალებსაც საქართველოში, თუმცა უშედეგოდ ყოველ წელს ნატახტარის ფესტივალი ტარდება, სამწუხაროდ.  ისიც მახსოვს რომ ბოლო  ფესტივალზე მცირე კუთხის სახით იყო Efes Pilsen წარმოდგენილი, მაგრამ ვეღარ მივუსწარით, მალე გათავდა.

ყველაზე ხშირად ლუდს მივირთმევ როდესაც დასასვენებლად მივდივარ, მათ შორის თურქეთში, რა დროსაც სასმელებიც შედის სასტუმროს ტურისტულ პაკეტში, მათ შორის ალკოჰოლური სასმელები და მათ შორის ლუდი Efes, რომლის რეკლამებიც მთელ თურქეთში ისეა მიმოფენილი როგორც ტრიალ მინდორზე ყაყაჩოები.

სანაპირო ზოლი პრაქტიკულად ეფესის ფერებშია გადაწყვეტილი ეფესის ქოლგების მეშვეობით.

თურქეთი, 2009წ.

ერთი სიტყვით, ზაფხული ჩემთვის ის დროა როცა ლუდი მდინარედ მოედინება . . .  :)

ლუდის სიყვარულში მოვხვდი  Efes კარაოკე ფართიზე ბლოგერებთან ერთად, გვარიანად ვიჩხავლე (ვერ გამაგდებინეს ხელიდან მიკროფონი), და თურქეთში გატარებული დღეებიც გავიხსენე, მიუხედავად მანქანისა, მაინც დავლიე, თან ერთ ბოთლს ზუსტად  ჩემი სახელი ეწერა და როგორ შეიძლებოდა არ დამელია :(

 რეტრო რეკლამაც რომ ძალიან მიყვარს ისიც გეცოდინებათ, აი ამ პოსტიდან, შესაბამისად ეჭვიც არ შემპარვია რომ აუცილებლად ვიპოვიდი ეფეს პილსენის რეტრო რეკლამებს, ვინაიდან თავად კომპანია Efes Beer Group 1969 წელს შეიქმნა; ქვემოთ მოცემული რეკლამებიც ჩემი ვარაუდით დაახლოებით 70-80–იან წლებს ეკუთვნის.

პირველი ორი რეკლამა მომეწონა ყველაზე მეტად

Açacak Bu kapağı açacak  

(დაახლოებით თარგმანი: გახსენი :D)

ესეც ანალოგიურად გახსნაზე ორიენტირებული რეკლამა :D 

Efes Instagram From Efes Karaoke Party  

ეფესის სახეები საქართველოში :D

რაც შეეხება პოსტის სათაურში ხსენებულ არტს, იხილეთ ამ ლინკზე  :)

About these ads

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s