ანუ, როგორ მიდიან კოსმონავტები კოსმოსში იქ, სადაც ჩვენც და მეფეებიც თავისით მიდიან აქ, დედამიწაზე
რასაკვირველია, აბსოლუტური უწონადობის პირობებში დაფრინავენ, ფეხსალაგამდე მისაღწევად და შემდეგ იქ კომფორტულად მოწყობისთვის კოსმონავტები წინდაწინ ტრენინგს გადიან.
ამისთვის ფეხსალაგის წინ არის ფეხების გასაყოფი და დასამაგრებელი ადგილი, პარალელურად მარცხნივ და მარჯვნივ არის ხელჩასაჭიდი და კოსმონავტმა უნდა იყოჩაღოს რომ ყველაფერი მოხვდეს ამ ერთ პატარა ხვრელში
წინააღმდეგ შემთხვევაში ყველაფერი (ექსკრემენტები) ჰაერში იფრენს ცხადია.
ტრენინგი კი მოიცავს ვიდეოკამერიან ფეხსალაგზე ვარჯიშს, ანუ ე.წ. უნიტაზის ხვრელის ქვეშ ჩამაგრებულია ვიდეოკამერა და მონიტორზე შეგიძლია დააკვირდე რამდენად კარგი სნაიპერი ხარ
რაც შეეხება მოშარდვას, ამისთვის არსებობს, პატარა მილი–საქაჩი (насос), რომელიც გაქაჩავს შარდს, შარდი მუშავდება, დამუშავების შემდეგ მიიღება სასმელი წყალი, რისი მეშვეობითაც შატლზე ამზადებენ კერძებს.
