უჩვეულო წიგნის ფესტივალი – 2012

წიგნის წლევანდელ ფესტივალზე ყველაფერი ჩვეულებრივად იყო, სხვადასხვა საგამომცემლო სახლების სტენდები, მოკრძალებული ფასდაკლებები და ბევრი ხალხი.

აქვე ერთი შენიშვნა: ორიოდე სტენდის გარდა არსად არ იყო ბარათით გადახდის საშუალება . . .

ხალხმრავლობა შეინიშნებოდა პალიტრა L–ის სიახლოვეს, ნორმალური ფასდაკლებებით და სატვირთოების მიმდებარედ, დიდი ხნის ლოდინისგან დამაშვრალი ხალხით, რომელთაც მაკულატურის სანაცვლოდ ახალი წიგნები სურდათ.

მეც მოვაგროვე სახლში ტელეფონების, ტელევიზორების, კომპიუტერების სქელტანიანი და მრავალენოვანი ინსტრუქციები, ასევე სკოლის ძველი წიგნები, ჟურნალ–გაზეთები, რვეულები და სხვადასხვა უნივერსიტეტში სწავლის დროს შემორჩენილი ასლები (A4).

რიგში ჩავეწერე 160–ე ნომრად, მაგრამ მალევე გადავიფიქრე და პირდაპირ პავილიონისკენ გავეშურე.

აქვე მომიწია “მაკულატურის” შეთვალიერებაც, ადამიანებს ტომრებით ჰქონდათ მოტანილი სხვადასხვა ნაწარმოებები, ზოგი ტომეულებადაც, აქა–იქ iსეთი წიგნებიც დავლანდე, რომლისთვისაც ნებისმიერი ჩვენთაგანი სახეს მოიხევდა ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე, წიგნები, რომელთა ფასიც ბუკინისტებთან  7–15 ლარამდე მერყეობს, თუ მეტი არა.

პალიტრა L ერთ–ერთი საუკეთესო კომმპანიაა ამ მიმართულებით, თუმცა “სამაკულატურე” ნუსხაში ნამდვილად არ იყო ისეთი წიგნები, რომლისთვისაც ისევ წიგნის მიტანა ღირდა.

გარდა ამისა, საერთო წონიდან აკლებდნენ ყდების წონას და ამის გამო დაიწყეს ყდების მოხევა და ისე ჩაბარება.

 

დამატებით საკითხავი

სხვა ფოტოები                                                                                       Paper Art 

 

 

 

 

ჩემი შენაძენი კი ასე გამოიყურება: 

“ბატონი იბრაჰიმი და ყურანის ყვავილები” – ერიკ–ემანუელ შმიტი

“ავღანური დღიურები” –  დიანა იანსე

რენესანსის ეპოქის ხელოვნება (კატალოგი) – ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

H2SO4 ხელახალი გამოცემა

და 2 წიგნი “ეს სამყაროა” სერიიდან ბავშვებისთვის საჩუქრად

Photowanderer: სიყვარული ქუჩაში

გოგოები

მოცეკვავე

გაჩერებაზე

Doner Kebab Man

Teenagers

Photo session

ილიკო

ესეც შემომხვდა გუშინდელი სეირნობისას :)

ეს კი დღეს :|  

ფოტოები გადაღებულია Sony Ericsson Xperia Arc S, Instagram camera 


ფერისცვალების კინოკლუბი

სოფელში სეირნობის დროს, ხშირად ავუვლიდით–ჩავუვლიდით ხოლმე ამ ეკლესიას, თუმცა ეკლესიას ვერც მიამსგავსებდით, ძალიან უცნაური ფორმა ჰქონდა; 20–იანი წლებიდან მოყოლებული, ამ ეკლესიის სივრცეში არც მეტი, არც ნაკლები  კინოკლუბი იყო განთავსებული –  კინოდანადგარი, ასე მოიხსენიებდნენ მაშინ;

ანაგელების მონათხრობის მიხედვით, აქ უჩვენებდნენ ინდურ, რუსულ, ქართულ ფილმებს, მოგვიანებით კინოკლუბმა ფუნქციონირება შეწყვიტა, ისევე როგორც ბევრმა კინოკლუბმა საქართველოში და ანაგა–ვაქირის მიჯნაზე აღმართული XVII საუკუნის ფერისცვალების ეკლესია უბრალოდ, ერთ მიტოვებულ შენობად იქცა.

როგორც  მეზობელ ბლოგზე ვკითხულობ:

“აქ შეასრულა თავისი უკანასკნელი სიმღერა ,,თავო ჩემო ბედი არ გიწერია” ლეგენდარულმა ვანო სარაჯიშვილმა. ამ ფაქტს ცოდვად მოიხსენიებენ ფანატიკოსი მორწმუნენი და აღნიშნავენ, რომ ეკლესიის საკურთხეველში შესრულებული სიმღერის ცოდვამ უწია ვანოს, რომელსაც ამ კონცერტის შემდეგ დიდხანს აღარ უცოცხლია.”

წინა შაბათ–კვირას სოფელს ვესტუმრე, როგორც მივხვდი ეკლესიის რესტავრაცია მიმდინარეობს და როგორც ადგილობრივმა მცხოვრებმა მითხრა სამება იქნებაო, თუმცა რამდენად მართალია არ ვიცი.

სამწუხაროდ კინოკლუბი აღარ იქნება არც აქ და არც სხვაგან :(

პ.ს. ეს არის ყველაზე დიდი ეკლესია და ალბათ ერთ–ერთი მიზეზი კინოკლუბად ქცევისა შეიძლება ესეც იყო. დანარჩენი ეკლესიები რაც ვნახე, ყველა ძალიან პატარაა, მინიმალისტური.  

ვაქირის მხრიდან

მოქალაქე ჟურნალისტი: ინფორმაციის წყარო

ზოგადად, საქართველოში მოქმედი ტელეარხების საშუალებით ინფორმაციის მიღება რომ შეუძლებელია ეს ყველამ ვიცით (რამდენიმე იშვიათი გამონაკლისის გარდა), თუმცა  წუხანდელმა ღამემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საჭირო დროს, გადაუდებელ სიტუაციებში ქვეყანაში მცხოვრები ადამიანები ინფორმაციულ ვაკუუმში ვხვდებით. ე.წ. ნაციონალური არხები აშუქებენ მაშინ როდესაც მოესურვებათ და იმას რაც მოესურვებათ. ამაშიც ხშირად ვრწმუნდებით სხვადასხვა მოვლენების გაშუქების დროს (აქციები და ა.შ.).

ერთადერთი არხი, რომელიც წუხელ პირდაპირი ტრანსლაციით, ავად თუ კარგად აშუქებდა მოვლენებს ყველაზე მეტად დაზარალებული ადგილიდან, იყო რეალ TV.

საბედნიეროდ, ინფორმაციის მნიშვნელოვანი ნაწილი მოედინებოდა სხვადასხვა სოციალური ქსელიდან, სადაც რიგითი მოქალაქეები, ასრულებდნენ რა თავის მოქალაქე–ჟურნალისტურ როლს, წერდნენ იმის შესახებ, თუ რა მდგომარეობა იყო იმ უბნებში, სადაც ისინი უშუალოდ იმყოფებოდნენ.

FACEBOOK და FORUM.GE ასეთი ინფორმაციის უშრეტი წყარო იყო, ერთგვარი კოლექტორი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებისა, რომელიც იდებოდა ტექსტური, ასევე შესაძლებლობის შემთხვევაში ფოტო და ვიდეო მასალის სახით.

iReporter.ge  – ასევე ჩვეულ რიტმში, აქტიურად გვაწვდიდა ინფორმაციას, რისი მოპოვებაც იმ დროისთვის იყო შესაძლებელი; აქაც წერდნენ მოქალაქეები სხვადასხვა უბნიდან, ხოლო თავად iReporter–მა შემოგვთავაზა დილის 7–8 საათზე გადაღებული (იხ. ქვემოთ შესაბამისი მითითებით) ფოტოები.

დიდი მადლობა თითოეულ ადამიანს, რომელმაც თუნდაც რამდენიმე სიტყვით გაუზიარა სხვებს ინფორმაცია არსებული მდგომარეობის შესახებ.

რა არის საჭირო ინფორმაციის სწრაფი გადაცემისთვის?

ამისთვის ნამდვილად არ არის საჭირო გყავდეთ წამყვანი, ოპერატორი ან/და გქონდეთ ტელევიზია და ლაივტრანსლაციისთვის საჭირო აღჭურვილობა.

საკმარისია მხოლოდ მობილური ტელეფონი და ინტერნეტი, რომლითაც ლაივსტრიმის გაკეთებაც შეგიძლიათ და უბრალოდ ჩანაწერის ატვირთვაც სოციალურ ქსელებში. და თუ არ გაქვთ ინტერნეტი იმ მომენტში, არც ეგ არის პრობლემა თუ ცოტა მოგვიანებით ატვირთავთ ასეთ ძვირფას კადრებს.

მთავარია სიტუაციამ არ დაგაბნიოთ და მოახერხოთ იყოთ ინფორმაციის გადამცემი იქ, სადაც ამას არ/ვერ აკეთებს სხვა.

ასევე არ არის აუცილებელი გქონდეთ ძვირადღირებული ტელეფონი, ევროპის სახლში ჩატარებულ ერთ–ერთ ტრენინგზე, სადაც აქცენტი გაკეთდა სწორედ ინფორმაციის მობილურ გადაცემაზე, მაგალითის სახით გავიცანით გლობალვოისის ერთ–ერთი ბლოგერი– Guy Degen, რომელმაც საქართველოში ყოფნისას ნოემბრის მოვლენები გადაიღო და ლაივ სტრიმი გააკეთა NOKIA N82 მეშვეობით და როგორც აღნიშნავს ინფორმაციის მობილური გადაცემისთვის ხშირად იყენებს სწორედ ამ მოდელს.

ჩემი ახალი ტელეფონის საშუალებით ვიყენებ YOUTUBE–ს ან Qik–ს ვიდეობის ასატვირთად და გაზიარებისთვის (შესაბამისი აპლიკაციებით), ასევე დავტესტე ლაივსტრიმიც Qik–ის საშუალებით, დაბალი ხარისხია, მაგრამ ნორმალური, ფოტოებისთვის კი სოციალურ ქსელებს, ტვიტერს, Tumblr–ს და ფეისბუქს, ასევე pinterest–ს.

თუმცა ძველი ტელეფონიც არ მიშლიდა ხელს ოპერატიულობაში ;)

გადაღებულია გუშინ, დაახლოებით 11 საათის შემდეგ 

გაგარინის მოედანი, 12 მაისი, 23:00 სთ.

სხვა ვიდეოები და  ფოტოები ოპერატიული მოქალაქეებისგან :)  

ასე აშუქებდნენ საქართველოში მოქმედი ტელეარხები წუხანდელ მოვლენებს

დათო გოგიშვილის ფოტო

სხვა ფოტოები იხილეთ აქ 

 

და აქ   Ireporter.ge–ს ფეისბუქის გვერდზე  

P.S. სასარგებლო ლინკები

Bambuser - ვიდეო რგოლების გაზიარება მობილურიდან და ვებკამერიდან 

Qikვიდეობის გაზიარება, ლაივსტრიმინგი . . . 

NGOINABOXუფასო საშუალებები ვიდეო, ფოტო ბლოგინგისთვის 

საინფორმაციო აქტივიზმი   

 რჩევები და მოწყობილობები მობილური ჟურნალისტიკისთვის გაი დეგენის ბლოგი

გაი დეგენის ვიდეოები  Qik–ზე

განსაკუთრებული მადლობა სამაშველო სამსახურს! <3 

II მსოფლიო ომი: შინმოუსვლელები

II მსოფლიო ომი, როგორც დედაჩემის მხარეს, ისე მამაჩემის მხარეს შეეხო.  მამაჩემის მხრიდან, ჩემი დიდი პაპა და მისი ორი ძმა – სამი შინმოუსვლელი გვყავს.

მონაცემები რომელიც რუსულენოვან მონაცემთა ბაზაში მოვიპოვე 

ნიკოლოზ მირიანაშვილი (დიდი პაპა) 

Номер записи  59578354
Фамилия Мирианашвили
Имя Николай
Отчество Соломонович
Дата рождения __.__.1900
Место рождения Грузинская ССР, Сигнахский р-н, с. Анага
Дата и место призыва __.__.1942 Сигнахский РВК, Грузинская ССР, Сигнахский р-н
Воинское звание красноармеец
Причина выбытия пропал без вести
Дата выбытия __.11.1942
Название источника информации ЦАМО
Номер фонда источника информации 58
Номер описи источника информации 18004
Номер дела источника информации 862

ალექსანდრე მირიანაშვილი (დიდი პაპის ძმა) 

Номер записи:  67563455

Фамилия: Мирианашвили
Имя: Алексей
Отчество Соломонович
Дата рождения __.__.1914
Дата и место призыва Сигнахский РВК, Грузинская ССР, Сигнахский р-н
Воинское звание рядовой
Причина выбытия пропал без вести
Дата выбытия __.11.1942
Название источника информации ЦАМО
Номер фонда источника информации 58
Номер описи источника информации 977521
Номер дела источника информации 353

მესამე ძმის, აბრაამ მირიანაშვილის მონაცემები ვერ მოვიპოვე, სამწუხაროდ.

აღნიშნულ საიტზე დევს შესაბამისი დოკუმენტაციაც.

–––––––––

რაც შეეხება დედაჩემის მხარეს, ორი შინმოუსვლელი გვყავს დედაჩემის ბაბუა ვარლამ სხულუხია და ბაბუის ძმა გრიგოლ სხულუხია – საბჭოთა კავშირის გმირი.

გრიგოლს მძიმე ხვედრი ეწია, 1942 წლის აპრილში იგი დაზვერვაში მოქმედებდა, მეტად მნიშვნელოვან ინფორმაციას აგროვებდა. მორიგი დაზვერვისაც, მცირე სადაზვერვო ჯგუფს გერმანელების მრავალრიცხოვან ჯგუფთან მოუწია შერკინება, იცავდა რა თანამებრძოლებს, გრიგოლი მძიმედ დაიჭრა და გონდაკარგული ჩავარდა ტყვედ.  გერმანელებმა უსასტიკესად აწამეს, ამოთხარეს თვალები, თითებიდან დააძრეს ფრჩხილები, მკერდი ამოჭრეს დანით და ისე რომ მისგან  ვერანაირი ინფორმაცია ვერ მიიღეს, 1942 წლის 1 მაისს კოცონზე დაწვეს.

II მსოფლიო ომისადმი მიძღვნილი კუთხე სოფელ ახალ აბასთუმანში

გავრცელებული ცნობით, წამების დროს გერმანელებმა ზურგზე ვარსკვლავი ამოჭრეს და შემდეგ დაწვეს, რუსი მხატვარიც (გვარი არ მახსოვს) სწორედ ამ სცენას ასახავს. როგორც მახსოვს ეს სურათი მუზეუმს უსახსოვრა მხატვარმა.

ეს სურათი პირველად პატარაობისას ვნახე მუზეუმში, მას მერე მეშინოდა და არასოდეს ვნახულობდი, თუმცა კი ტრადიციას არ ვარღვევდი და მუზეუმს ყოველ ზაფხულს ვათვალიერებდი, თან ისე შევდიოდი რომ ყოველთვის ვიღაც მომყვებოდა, ეს შიში მეხუთე კლასში დავძლიე :) უზარმაზარი სურათია

ამ სურათის ორიგინალი დევს გრიგოლ სხულუხიას სახლ–მუზეუმში, სოფელ ახალ აბასთუმანში

გრიგოლ სხულუხიას ძეგლი ახალ აბასთუმნის ცენტრში

 

ვინც ვერ დაუბრუნდა სოფელს . . .

მთავარი ქუჩა და ჩემი სახლის ნომერი :)

ჰამლეტ გონაშვილის სახლი

შაბათ–კვირა გავატარე ძალიან სასიამოვნოდ, დიდი ხნის მონატრებულ სოფელში;  ხეტიალით დავიღალე, მაგრამ ფოტოების ის ხონჩა, რაც იქიდან ჩამოვიტანე ნამდვილად ღირდა ამად.

ამ ხეტიალის მცირე ნაწილია ჰამლეტ გონაშვილის სახლში სტუმრობა. თუმცა სტუმრობისა რა გითხრათ და ცოტა ვითავხედე, ქალბატონი გულიკო (ჰამლეტ გონაშვილის და) ახალი წასული დაგვხვდა და უბრალოდ ურდულის გადაწევა მაშორებდა ამ გენიალური ადამიანის თუნდაც ეზოში შეხედვისგან. მეც შევედი.

ეზოში არნახული სიმწვანე მეფობდა, რაც არ იყო ბუნებრივად მწვანე ფერის, ისიც კი მწვანედ შეეღება ინტერესით სავსე ხელებს, თვით ნავთქურაც კი მწვანე ფერის იდგა ეზოში.

პირველი რასაც ძებნა დავუწყე, ღელღვის ხე იყო, ის ავადსახსენებელი ხე, რომელმაც იმსხვერპლა ეს დიდი ადამიანი.

თუ კი წვიმიან ან ნაწვიმარ ამინდში, ამ სოფელში, ლეღვის ხეზე ასვლას დაიწყებთ, აუცილებლად აღელვებით დაგადევნებენ ფრაზას “ის ცხონებული ასე გარდაიცვალა, ჩამოდი შვილო, მე ავალ”, “ის ცხონებული” კი აუცილებლად ჰამლეტ გონაშვილს გულისხმობს.

ჯერ კიდევ ჩემს ბავშვობაში, ასე 12–13 წლის წინ დაიწყეს ჰამლეტ გონაშვილის სახლ–მუზეუმის მშენებლობა, იქვე გზის გადაღმა, ამოიყვანეს კედლები, შენობა საკმაოდ დიდი იყო, აკლდა მხოლოდ გადახურვა და ცხადია შიდა რემონტიც.  თუმცა დასრულება არ დასცალდა ამ სახლ–მუზეუმს ისე გასწორდა მიწასთან, დაიშალა.

როგორც ვიკითხე, შესაძლებელია თავად სახლის მონახულება, იმ სახლის, სადაც მე შევიპარე, თუმცა მხოლოდ მაშინ, როდესაც ქალბატონი გულიკო სოფელ ანაგას სტუმრობს.

იმედი მაქვს ოდესმე აშენდება მუზეუმი მის მშობლიურ სოფელში, ანაგაში.

ჭიშკარი, ამ პატარა გზიდან პირდაპირ სიღნაღისკენ მიმავალ ტრასაზე გადიხართ, მოსაგნებად ადვილია.

სახლი, სიმწვანე და პატარა ვენახი

პრესის თავისუფლება და სხვა მითები

ქართული მედია, ქართული ფეხბურთის მსგავსად მერამდენედ უნდა გავასვენოთ, უკვე სათვალავი ამერია; იქნებ უბრალოდ ჯობია გარდაცვალების წლისთავი აღვნიშნოთ ხოლმე, თუმცა კონკრეტულად საიდან უნდა ავითვალოთ, ესეც არ ვიცი . . .

დღეს, რიგით 837468374628346–ე აქცია იყო, აქცია, სადაც, როგორც ყოველთვის, უფრო მეტი “გამშუქებელი” და “მაყურებელი” იყო, ვიდრე პრესის თავისუფლებისადმი და ციხეში პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებული აქციების მონაწილეები.

ერთ მხარეს 20–25 , პლაკატებით აღჭურვილი აქციის მონაწილე, ხოლო მეორე მხარეს შემოკრებილი მხარდამჭერთა არმია, პლუს გამშუქებელი ხალხი, ზოგი ტელევიზიიდან, ზოგი რადიოდან, ზოგი ისე თავისთვის, თუმცა საბოლოოდ, მაინც ყველა თავისთვის.

ერთ–ერთმა მონაწილემ, რამდენჯერმე, რუპორითაც მოუწოდა გარშემომყოფთ ორიოდე ნაბიჯი გადმოედგათ და აქციას შემოერთებოდნენ.

არ ქნეს, იდგნენ და იდგნენ, გვიყურებდნენ და გვიყურებდნენ.

ზოგი გამვლელი დაცინვით, ზოგი გაურკევევლი მიმიკით, ზოგი “ამათ მოცლიათ” სახით და ა.შ.

ჰოდა, რაც უფრო მრავლად იქნება მაყურებელი და გამვლელი ასეთი სახეებით და დამოკიდებულებებით, მით უფრო შეიზღუდება მედია (თუმცა, რაც არ არის რა უნდა შეზღუდო) და მით უფრო გაიზრდება საპატიმროებში გარდაცვლილთა, ნაცემ–ნაბეგვთა, დაავადებულთა და გაუბედურებულთა რიცხვი.

ესეც ფოტოები დღევანდელი აქციებიდან:  

ციხეში პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშრებული აქცია პარლამენტის წინ

პრესის თავისუფლებისადმი მიძღვნილი აქცია შოთა რუსთაველის ძეგლის წინ

ეს ჩვენ ვართ, აქციის მონაწილეები

ჩვენი “გულშემატკივრები” 

THE გამშუქებლები 

P.S. ამ აქციებზე, კიდევ ერთხელ გამოჩნდა სოციალური მედიის ხიბლი და ინფორმაციის მობილური გადაცემის საშუალებების გამოყენების აუცილებლობა. ფაქტობრივად, ორივე აქციის პირდაპირი ფოტო რეპორტაჟი გავაკეთე.