ამაოების ბაზარი


XIX საუკუნის შუა პერიოდის ინგლისის ილტერატურული ცხოვრება მდიდარია ჟანრებით და პრობლემატიკით, მაგრამ თუ რომანტიზმის ხანაში წამყვანი პოეზია იყო, 30–იანი წლებიდან უპირატესობა პროზას მიენიჭა, ლიტერატურული ნაწარმოების ყველაზე გავრცელებული ფორმა გახდა რომანი.

რომანის ფართო გამომხატველობითი შესაძლებლობები საშუალებას აძლევდა მწერალს ნათლად გადმოეცა კერძო პირებისა თუ ფართო მასების ყოფა.

რეალისტურმა ლიტერატურამ უარი თქვა რომანტიკული გმირის შექმნაზე. მწერალი რეალისტების ფოკუსში ბურჟუაზიული საზოგადოების რიგითი ადამიანი მოექცა, რომელიც, როგორც თეკერეის მიაჩნდა სულაც არ არის გმირი, სიტყვის პირდაპირი გაგებით.

ინგლისელი რეალისტებს ახასიათებთ სატირული განზოგადების ოსტატობა. სატირა მთელი თავისი სიმდიდრითა და მრავალფეროვნებით დიკენსისა და თეკერეის ყველაზე ბასრი იარაღია.

დიკენსის მსგავსად, უილიამ თეკერეის მთავარი თემა თანამედროვეობაა, თუმცა ასევე დიკენსისგან განსხვავებით, თეკერეი შორს იყო მშრომელი ხალხის ცხოვრებისგან, მისი მოქმედებისა და განხილვის სფერო ინგლისური საზოგადოების უმდიდრესი ფენებია.

 „ამაოების ბაზარი“ თეკერეის ყველაზე სახელგანთქმული ნაწარმოებია, მიუხედავად იმისა, რომ ისტორიული რომანია, მისი ისტორიულობა ძალიან თავისებურია. თვით ვატერლოოს ბრძოლა, რომელმაც ისტორიის მნიშვნელოვანი თავფურცელი დახურა და რომელშიც ნაწარმოების საკმაოდ ბევრი მოქმედი პირი მონაწილეობდა, მხოლოდ შორიდან, გმირების განცდათა ფონზე არის აღწერილი.  წიგნში, უშუალოდ თითქმის არც ერთი ისტორიული პირი არ არის გამოყვანილი. ნაპოლეონი და უელინგტონიც კი, მაშინდელი ისტორიის ორი მთავარი მოქმედი გმირი, მხლოდ მუნჯ პერსონაჟებს წარმოადგენენ და იქნებ სულაც არ ეხსენებინა ავტორს წიგნში, ნაპოლეონის ომებსა და მის დამხობასთან რომ არ იყოს დაკავშირებული სედლის გაკონტრება, ჯორჯ ოსბორნის დაღუპვა და საბრალო ემილიას ოჯახის გაუბედურება.

ქვესათაურად, რომ „უგმირო რომანი“ შერჩა ამ წიგნს, სულაც არ არის უბრალო დამთხვევა ან სიტყვათა თამაში, მთავარი გმირი მართლაც არ მოიპოვებოდა იმ მანკიერ საზოგადოებაში, რომლის მთავარი გმირი და კერპი მხოლოდ ფული, სიმდიდრე და პატივმოყვარეობა იყო.

ბურჟუაზიული საზოგადოების მომხვეჭელური კანონების ტიპიური წარმომადგენელია ჯონ ოსბორნი. იგი წარჩინებულობას ეპოტინება და დაუნდობლად ექცევა, უკვე გაკოტრებულ, ერთ დროს მის საუკეთესო მეგობარს სედლის, რომელმაც ფეხზე დააყენა იგი და არა ერთი სამსახური გაუწევია მისთვის.  ჯონ ოსბორნი უამრავ ფულს აძლევს ქარაფშუტა ვაჟიშვილს ჯორჯს, ოღონდ იცოდეს, რომ ინგლისის ცნობილი წარჩინებული დარდიმანდებში ტრიალებს, რომელიც როგორც მწერალი გვიჩვენებს, მხოლოდ უბადრუკ თაღლითების, გარყვნილების და მფლანგველების ბრბოს წარმოადგენს.  შვილს უკრძალავს გაღატაკებული ჯონ სედლის ქალიშვილის ემილიას შერთვას.

ოსბორნებისა და სედლების გარემოცვაში, ასე თუ ისე დადებითი პერსონა ერთის მხრივ ემილიაა, მეორეს მხრივ – უილიამ დობინი, თუმცა მწერალს არცერთი გამოჰყავს გმირად, არც ერთს არ ინდობს და არც აიდეალებს.

„ამაოების ბაზრის“ გმირები თითქმის მთლიანად უარყოფითი ტიპების სახით არიან წარმოდგენილნი, მაგრამ მწერლის დიდი დამსახურებაა, რომ მისი გმირები ამა თუ იმ ნაკლის უბრალო სქემატური განსახიერებანი კი არ არიან, არამედ კარგი და ცუდი მხარეების შეზავებულ ერთიანობას წარმოადგენს – ადამიანებს ადამიანური სიკეთეებით და სისუსტეებით.

უილიამ თეკერეის ნაწარმოების მიხედვით მრავალი ფილმი თუ სერიალი გადაიღეს, მათ შორის პირველი უხმო ფილმი გადაიღო ჩარლზ კენტმა 1911 წელს, ამის შემდეგ კიდევ სამი უხმო ფილმი გადაიღეს, 1915, 1922 და 1923 წელს.

ნაწყვეტები ფილმიდან „ამაოების ბაზარი“ – 1911წ.   

ხმოვან ვერსია სულ სამი ეკრანიზაცია არსებობს, 1932, 1935 და უახლესი, 2004 წლის ეკრანიზაცია, დიდებული კოსტიუმებით, ფილმმა მიიღო Golden Satellite Award, ხოლო ფილმი ნომინირებული იყო ოქროს ლომზე, ვენეციის კინო ფესტივალზე.  აქ ბექი შარფის როლს რიზ უიზერსპუნის ასრულებს – ამ მსახიობისთვის ზედგამოჭრილი როლს, ჩემი აზრით.

რაც შეეხება სერიალებს, BBC-იმ, ამაოების ბაზარი, პირველად 1967 წელს წარმოგვიდგინა, ამ სერიალს ერთი ემი ხვდა წილად, კერძოდ სიუზან ჰემფშირს, ბექი შარფის როლისთვის.

შემდეგ, არც ისე წარმატებული სატელევიზო ვერსია შემოგვთავაზა 1987 წელს და ბოლოს, მეტ–ნაკლებად საინტერესო 1998 წლის 6 ეპიზოდიანი ტელესერიალი.

 ნაწყვეტი  BBC-ის ტელესერიალიდან „ამაოების ბაზარი“ – 1998წ.  

About these ads

5 comments on “ამაოების ბაზარი

  1. მხოლოდ 2004-ს ეკრანიზაცია მაქვს ნანახი და რიზ უიზერსპუნი ზუსტად ისეთი ბეკია, როგორიც წარმომედგინა…

  2. მე რა ზარმაცი ვარ, რამდენჯერ მინდოდა წამეკითხა და არ ჩავუჯექი :(

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s