რას გვეტყვი ფოტოგრაფო?

გადაიღეს ფოტოები, გაითქვეს სახელი და დადეს სიბრძნეები, თუ როგორ მოვიქცეთ რიგითი ბლოგერები, კი არა და, მოკვდავი ფოტოგრაფები ან დამწყები მოკვდავები

აი რას ბრძნადმეტყველებენ ისინი:

1) “პირველი 10,000 ფოტო, ყველაზე ცუდია, რაც კი ოდესმე გადაგიღია.” – ანრი კარტიე–ბრესონი

დამამშვიდებელი სიბრძნეა, ვერაფერს იტყვი, გადაღებულ ფოტოებს ძილის წინ დავითვლი ცხვრების ნაცვლად.

აბა  ლაშა ქავთარაძეს კითხეთ რამდენი ფოტო მაქვს გადაღებული?!

Alaverdi, 1972, Henri Cartier-Bresson 

2) “არაფერი მოხდება თუ კი სახლში გამოიკეტებით. ყოველთვის თან დამაქვს კამერა . .  უბრალოდ ვიღებ იმას, რაც იმ მომენტში მაინტერესებს.” – ელიოტ ერვიტი

მართალია ეს კაცი, თუ კი კამერას სახლში ტოვებთ და ისე დადიხართ, თან არც ტელეფონი გაქვთ, რომელიც ნორმალურ ფოტოებს იღებს, რას იზამთ? კადრს გააჩერებთ, სახლში გაიქცევით და კამერას მოიტანთ?

3) “ძალიან უნდა მოინდომოთ. ეძიეთ ფოტოები, რომლებიც ჯერ არავის გადაუღია. გამოიყენეთ ყველა საშუალება და მიყევით ბოლომდე” – უილიამ ალბერტ ალარდი

კარტიე–ბრესონი  ფირის ფოტოაპარატით იღებდა, განათების გარეშე, ერთი და იგივე ლინზით და საკეტის სიჩქარით – მას არ სჭირდებოდა უახლესი ციფრული აპარატურა და სხვა საშუალება, რომ საუკეთესო ფოტოები გადაეღო.

დღეს უფრო მეტი საშუალება არსებობს ამისთვის, ყურადღება მიაქციეთ მეგობრებს, მათ ჰობის, ინტერესის სფეროს, თქვენს სამუშაო გარემოს, თანამშრომლებს, დაფიქრდით, იქნებ უბრალოდ კარგი პორტრეტების გაკეთება შეიძლება? ყოველთვის კარგად შეაფასეთ და გამოიყენეთ თქვენი შანსები.

უილიამ ალბერტ ალარდი, 19841, პუნო/პერუ

ედუარდო რამოსი,მას შემდეგ რაც სატვირთომ მთელი მისი ფარა გაწყვიტა

4) “ცდება ფოტოგრაფი, თუ კი კარგ ფოტოდ თვლის იმას, რომლის მოპოვებაც ყველაზე მეტად გაუჭირდა”  – ტიმოთი ალენი

 ფოტოების დამუშავება რთული საქმეა, მაგრამ სანამ შეუდგებოდეთ, დაისვენეთ, რამდენჯერმე გადაათვალიერეთ და კარგად დარწმუნდით, ნამდვილად სჭირდება თუ არა თქვენს ფოტოებს დამუშავება.

5) “რომელია ჩემი საყვარელი ფოტო? ის რომელიც ჯერ არ გადამიღია” – იმოჯენ ქანინგჰემი       

 არასოდეს შეწყვიტოთ ფოტოგადაღება. თქვენი საუკეთესო ფოტო ჯერ კიდევ წინ გელოდებათ.

 მოცეკვავე ჰანია ჰოლმი – 1936წ.   

ერთი სკოლის ისტორია

ჯერ კიდევ XIX საუკუნის ბოლოსთვის ანაგაში სკოლა არ არსებობდა და ანაგელ ვაჟებს ვაქირში უწევდათ სასწავლებლად სიარული. შემდეგ მღვდელ ხატიაშვილის სახლში ანაგელი და ვაქირელი ვაჟებისთვის გახსნილა სკოლა. მოგვიანებით ორი სოფლის საერთო ფინანსებითა და მაშინდელი განათლების სამინისტროს ხელშეწყობით აშენებულა სამოთახიანი შენობა, რომელიც 1899 წლამდე ფუნქციონირებდა, როგორც ვაჟთა სასწავლებელი.

სწავლა-განათლება რომ ანაგელ გოგონებსაც არ აწყენდათ, ეს მღვდელ იოსებ მირიანაშვილს მოუფიქრებია, 1895 წელს დაუქირავებია შენობა და გაუხსნია ქალთა სკოლა, რომლის პირველი მასწავლებელი ყოფილა თელაველი ქალბატონი ქეთევან ზარაქიშვილი. 1900 წელს იოსებ მირიანაშვილს საეკლესიო ხარჯებით აუშენებია ოთხ ოთახიანი შენობა, რომლის ორ პატარა ოთახში სკოლა განთავსებულა, ორ დიდ ოთახში კი კლუბი. სკოლაში ირიცხებოდა ორი მასწავლებელი და 100-მდე მოსწავლე გოგონა. სწავლა მიმდინარეობდა ქართულად, თუმცა რუსულს დიდი ყურადგება ექცეოდა.

საღვთოს სჯულის სწავლებისთვის თავი მაინცა და მაინც არავის შეუწუხებია. სკოლის გამგეს, დეკანოზ მერაბიშვილს უთქვამს: ,,მამაო ჩვენო” და ,,წმიდაო ღმერთოც” ეყოფათო. ამ სასწავლებელში სწავლის ვადა სამი წელი ყოფილა. ამ დროისათვის სიღნაღის სამოქალაქო სასწავლებელში უმუშავია ანაგელ ბენიამინ მირიანაშვილს. მას დაუთანხმებია სიღნაღში რევიზიაზე ჩამოსული ინსტიტუტის მეგობარი პოგარელოვი გიგა მირიანაშვილისაგან, ოთახი ექირავებინა მამასახლის ,,ნოქარაანთ ილიკოსთვის”. შემდგარა გარკვეული სახის ოფიციალური შეთანხმება, რომლის საფუძველზეც 1899 წლის პირველი სექტემბრისათვის ვაქირიდან გადმოუზიდავთ მოძველებული ინვენტარი და შემდგარა პირველი მეცადინეობა, რომელსაც დასწრებიან ქალები და ვაჟები ერთად, თუმცა, პარალელურად, უარსებია ქალთა სკოლასაც.

თბილისში დაბრუნებულ პოგარელოვს ანაგაში სკოლის ასაშენებლად სიღნაღის ხაზინაში გადაურიცხავს საჭირო თანხა, მაგრამ მამასახლისის დაუდევრობის გამო შენობის ასაშენებლად ადგილი არ გამოუნახავთ და თანხა ვაქირს აუთვისებია. შენობის უქონლობის გამო არც ვაქირის სკოლის უფროსს სოლიკო შოშიაშვილს ჰქონია სახარბიელო სამუშაო ვითარება. მისი სკოლისთვის ,,მომთაბარე კლასი” უწოდებიათ და მოსწავლეთა რაოდენობა 50- მდე შემცირებულა.

გამოსავალი ამ ორ სოფელში არსებული მძიმე სიტუაციიდან გამოინახა 1919 წლის თებერვალში. კარდენახის სკოლიდან გადმოსულ პედაგოგ ნადია მირიანაშვილის(ნალბანდიაანთი) ძალისხმევით გაერთიანებულმა ანაგა-ვაქირის სკოლამ, თავისი ახალი სიცოცხლე დაიწყო, საერთო ძალებით დადგმული წარმოდგენით. ამ დროიდან ანაგაში ფუნქციონირებდა ორი სკოლა; ერთი- დაწყებითი ყოფილი ამბულატორიის შენობაში და მეორე, შვიდწლიანი, რომელიც განთავსებული იყო სოფლის უდიდეს უბანში ბაიდარაანში, ეგრეთ წოდებულ ფრიდონიიანთ სახლებში.სკოლას ერქვა უმაღლესი დაწყებითი სკოლა. მისი გამგე ყოფილა ვინმე ივანე რუხაძე. 1920 წლისთვის ორივე სკოლაში უსწავლია 200 ბავშვს. 1922 წელს კი ეს სკოლები შეერთებულა. გაერთიანებული სკოლის გამგედ დაუნიშნავთ ვანო რუხაძე, მოადგილედ ნადია მირიანაშვილი. 1928-30 წლებში სკოლას ხელმძღვანელობდა ერმილე კიკაჩეიშვილი. 1933 წელს ცალკე გამოყოფილა ოთხწლედი, შვიდწლედს კი მინიჭებია კოლმეურნეობის ახალგაზრდობის სკოლის სახელი. შემდეგ წლებში ამ სკოლას ხელმძღვანელობდნენ იოსებ ტალიაშვილი, ზაქრო ჩერქეზიშვილი, კოლა ღირსიაშვილი, გოგია ბილანიშვილი, ივანე აბესაძე. 1934 წელს შვიდწლედი გადაკეთებულა საშუალო სკოლად, ხოლო დაწყებითი სკოლის ბაზაზე გახსნილა შვიდი კლასი, რომელსაც ცალკე უარსებია 2 წლის მანძილზე და შემდეგ შეერთებია საშუალო სკოლას.

II მსოფლიო ომის დროს, 1942 წელს ,,ფრიდონიაანთ სახლებიდან” სკოლა გადმოსულა იქ, სადაც ახლაც ფუნქციონირებს, რომელშიც პირველი დირექტორი ყოფილა ალექსანდრე მჭედლიშვილი, ხოლო 1946 წლიდან მას მართავდა ელენე მირიანაშვილი.შემდგომ ერთმანეთს სცვლინდნენ დირექტორები: დავით ბაბალაშვილი, შალვა მჭედლიშვილი, ნოდარ ბეროზაშვილი, შალვა თანდაშვილი, ესმერალდა სიფრაშვილი.

დღეს კი თუ ანაგის სკოლას ესტუმრებით, თამარ ჯოხარიძე გიმასპინძლებთ.

წყარო:  იხილეთ სრულად  

პ.ს. ეს ჩემი სოფელია :)

Spring and Old Stuff

On this very sunny day, I took a walk around parks in Georgia and checked some Antique & Old stuff Market on Dry Bridge, where you can find anything, beginning from the soviet era to the present days;

I’ve just bought some very old cookbooks among the Georgian bouquinists.

Enjoy slideshow :)  

This slideshow requires JavaScript.

სად ვწერ . . .

პირველ რიგში ამ ბლოგზე ვწერ :)

შემდეგ კი:

2) ყველაზე გემრიელი ბლოგი:  რატატუი

3) მე ვრეაგირებ – iReact

4) მთარგმნელის ბლოგი - Lost In Translation

5) ინგლისურენოვანი ბლოგი – Litterator’s World

P.S. ჩემი Youtube არხი - TheLitterator

ამ ეტაპზე სულ ეს არის :D


კულინარიული წიგნების წარღვნა

უახლეს რაკურსში, ყველაზე ნაყოფიერი 2003–2004 წლები ყოფილა სამზარეულოს შესახებ შედგენილი და გამოცემული წიგნების მხრივ, იმერული სამზარეულო, კახური სამზარეულო, სხვადასხვა კუთხის წეს–ჩვეულებებით, ტრადიციებით, ისტორიული მიმოხილვით და ა.შ.

რაც შეეხება, ბოლო ორი წლის განმავლობაში გამოცემულ წიგნებს, მე პირადად ძალიან იმედგაცრუებული ვარ.

რამდენიმე დღის წინ შევიარე წიგნის მაღაზიების ერთ–ერთი ქსელის, ერთ–ერთ დიდ მაღაზიაში, მივადექი ჭერამდე აზიდულ განყოფილებას წარწერით – სამზარეულო.

თითქმის 30–40 წუთი დავყავი, სათითაო წიგნი ვფურცლე და ვათვალიერე, მათი უმრავლესობა გამოცემულია უცხოური პროექტის შესყიდვის და თარგმნის ხარჯზე (სხვადასხვა ქვეყნის სამზარეულოს რაც შეეხება), მათ შორის ყველაზე პრაქტიკული ღირებულების მატარებელი პალიტრა L–ის გამოცემული მსოფლიო სამზარეულოს სერია აღმოჩნდა, ნაბიჯ–ნაბიჯ აღწერილი რეცეპტებით და შესაბამისი სურათებით, მსუბუქი, მარტივი და გასაგები, მეტ–ნაკლებად ხელმისაწვდომი ინგრედიენტებით, რჩევებით და მცირე ისტორიული რაკურსით, ამ უზარმაზარი სერიიდან იტალიური სამზარეულო გამოვაძრე და სახლში წამოვაცუნცულე.

ასევე მომეწონა, ერთი აგრონომის მიერ (დამავიწყდა სახელი) სქელტანიანი წიგნი საოჯახო მეურნეობაზე, დეტალურად ხილ–ბოსტნეულის მოვლა–მოყვანის და გამოყენების შესახებ.

სხვა დანარჩენზე შემიძლია ვთქვა, რომ ეს წიგნები არ არის განკუთვნილი საშუალო სტატისტიკური შესაძლებლობების მქონე მოყვარული თუ არამოყვარული კულინარისთვის, ცხადია ფინანსურ შესაძლებლობებს ვგულისხმობ.

ერთი საკმაოდ მძიმე და სქელტანიანი წიგნი ავიღე, თითქოს რეცეპტების სიმარტივით  და პრაქტიკულობით იწონებდა თავს, თვალი ერთ რეცეპტს ვკიდე და ვკითხულობ:

“ავიღოთ 5 ცალი ავოკადო . . . ”

[UPDATED] ამან გამახსენა ცნობილი, მოარული რჩევა–გამოთქმა, საბჭოთა პერიოდში გამოცემული ერთ–ერთი წიგნიდან (ტყუილად მიაწერდნენ ამ გამოთქმას ნინო ხოფერიას, ბარბარე ჯორჯაძეს ეკუთვნის):

“თუ სახლში საჭმელი არაფერი გაქვთ, აიღეთ წუხანდელი ვახშმიდან მორჩენილი ინდოური . . . ”  :D

და აღნიშნული წიგნი ღირდა, საკმაოდ ძვირი – 35 ლარი.

ამ წიგნების, განსაკუთრებით ქართული სამზარეულოს შესახებ წიგნების დათვალიერების შემდეგ, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ნინო ხოფერიას “საოჯახო სამზარეულოს” შემდეგ ერთიანი, ყოვლისმომცველი, ძირისძირ დამუშავებული წიგნი კულინარიის შესახებ არ გამოცემულა და მინიმუმ ვერც ისეთ წიგნს მივაგენი, რომელიც გამოცემულია კულინარის მიერ, მოქმედი, პრაქტიკოსი კულინარის მიერ, რომელსაც აქვს საკუთარი თეორიები გამომდინარე თავისი გამოცდილებიდან.

აი ისიც, პრაქტიკული, მოხერხებული და საინტერესო <3 სულ რაღაც 15 ლარად.  ამავე სერიიდან დიდი სიამოვნებით შევიძენდი იაპონურ და ტაილანდურ სამზარეულოს :)

სანელებლების შესახებ საინტერესო ინფორმაცია <3

ამაოების ბაზარი

XIX საუკუნის შუა პერიოდის ინგლისის ილტერატურული ცხოვრება მდიდარია ჟანრებით და პრობლემატიკით, მაგრამ თუ რომანტიზმის ხანაში წამყვანი პოეზია იყო, 30–იანი წლებიდან უპირატესობა პროზას მიენიჭა, ლიტერატურული ნაწარმოების ყველაზე გავრცელებული ფორმა გახდა რომანი.

რომანის ფართო გამომხატველობითი შესაძლებლობები საშუალებას აძლევდა მწერალს ნათლად გადმოეცა კერძო პირებისა თუ ფართო მასების ყოფა.

რეალისტურმა ლიტერატურამ უარი თქვა რომანტიკული გმირის შექმნაზე. მწერალი რეალისტების ფოკუსში ბურჟუაზიული საზოგადოების რიგითი ადამიანი მოექცა, რომელიც, როგორც თეკერეის მიაჩნდა სულაც არ არის გმირი, სიტყვის პირდაპირი გაგებით.

ინგლისელი რეალისტებს ახასიათებთ სატირული განზოგადების ოსტატობა. სატირა მთელი თავისი სიმდიდრითა და მრავალფეროვნებით დიკენსისა და თეკერეის ყველაზე ბასრი იარაღია.

დიკენსის მსგავსად, უილიამ თეკერეის მთავარი თემა თანამედროვეობაა, თუმცა ასევე დიკენსისგან განსხვავებით, თეკერეი შორს იყო მშრომელი ხალხის ცხოვრებისგან, მისი მოქმედებისა და განხილვის სფერო ინგლისური საზოგადოების უმდიდრესი ფენებია.

 „ამაოების ბაზარი“ თეკერეის ყველაზე სახელგანთქმული ნაწარმოებია, მიუხედავად იმისა, რომ ისტორიული რომანია, მისი ისტორიულობა ძალიან თავისებურია. თვით ვატერლოოს ბრძოლა, რომელმაც ისტორიის მნიშვნელოვანი თავფურცელი დახურა და რომელშიც ნაწარმოების საკმაოდ ბევრი მოქმედი პირი მონაწილეობდა, მხოლოდ შორიდან, გმირების განცდათა ფონზე არის აღწერილი.  წიგნში, უშუალოდ თითქმის არც ერთი ისტორიული პირი არ არის გამოყვანილი. ნაპოლეონი და უელინგტონიც კი, მაშინდელი ისტორიის ორი მთავარი მოქმედი გმირი, მხლოდ მუნჯ პერსონაჟებს წარმოადგენენ და იქნებ სულაც არ ეხსენებინა ავტორს წიგნში, ნაპოლეონის ომებსა და მის დამხობასთან რომ არ იყოს დაკავშირებული სედლის გაკონტრება, ჯორჯ ოსბორნის დაღუპვა და საბრალო ემილიას ოჯახის გაუბედურება.

ქვესათაურად, რომ „უგმირო რომანი“ შერჩა ამ წიგნს, სულაც არ არის უბრალო დამთხვევა ან სიტყვათა თამაში, მთავარი გმირი მართლაც არ მოიპოვებოდა იმ მანკიერ საზოგადოებაში, რომლის მთავარი გმირი და კერპი მხოლოდ ფული, სიმდიდრე და პატივმოყვარეობა იყო.

ბურჟუაზიული საზოგადოების მომხვეჭელური კანონების ტიპიური წარმომადგენელია ჯონ ოსბორნი. იგი წარჩინებულობას ეპოტინება და დაუნდობლად ექცევა, უკვე გაკოტრებულ, ერთ დროს მის საუკეთესო მეგობარს სედლის, რომელმაც ფეხზე დააყენა იგი და არა ერთი სამსახური გაუწევია მისთვის.  ჯონ ოსბორნი უამრავ ფულს აძლევს ქარაფშუტა ვაჟიშვილს ჯორჯს, ოღონდ იცოდეს, რომ ინგლისის ცნობილი წარჩინებული დარდიმანდებში ტრიალებს, რომელიც როგორც მწერალი გვიჩვენებს, მხოლოდ უბადრუკ თაღლითების, გარყვნილების და მფლანგველების ბრბოს წარმოადგენს.  შვილს უკრძალავს გაღატაკებული ჯონ სედლის ქალიშვილის ემილიას შერთვას.

ოსბორნებისა და სედლების გარემოცვაში, ასე თუ ისე დადებითი პერსონა ერთის მხრივ ემილიაა, მეორეს მხრივ – უილიამ დობინი, თუმცა მწერალს არცერთი გამოჰყავს გმირად, არც ერთს არ ინდობს და არც აიდეალებს.

„ამაოების ბაზრის“ გმირები თითქმის მთლიანად უარყოფითი ტიპების სახით არიან წარმოდგენილნი, მაგრამ მწერლის დიდი დამსახურებაა, რომ მისი გმირები ამა თუ იმ ნაკლის უბრალო სქემატური განსახიერებანი კი არ არიან, არამედ კარგი და ცუდი მხარეების შეზავებულ ერთიანობას წარმოადგენს – ადამიანებს ადამიანური სიკეთეებით და სისუსტეებით.

უილიამ თეკერეის ნაწარმოების მიხედვით მრავალი ფილმი თუ სერიალი გადაიღეს, მათ შორის პირველი უხმო ფილმი გადაიღო ჩარლზ კენტმა 1911 წელს, ამის შემდეგ კიდევ სამი უხმო ფილმი გადაიღეს, 1915, 1922 და 1923 წელს.

ნაწყვეტები ფილმიდან „ამაოების ბაზარი“ – 1911წ.   

ხმოვან ვერსია სულ სამი ეკრანიზაცია არსებობს, 1932, 1935 და უახლესი, 2004 წლის ეკრანიზაცია, დიდებული კოსტიუმებით, ფილმმა მიიღო Golden Satellite Award, ხოლო ფილმი ნომინირებული იყო ოქროს ლომზე, ვენეციის კინო ფესტივალზე.  აქ ბექი შარფის როლს რიზ უიზერსპუნის ასრულებს – ამ მსახიობისთვის ზედგამოჭრილი როლს, ჩემი აზრით.

რაც შეეხება სერიალებს, BBC-იმ, ამაოების ბაზარი, პირველად 1967 წელს წარმოგვიდგინა, ამ სერიალს ერთი ემი ხვდა წილად, კერძოდ სიუზან ჰემფშირს, ბექი შარფის როლისთვის.

შემდეგ, არც ისე წარმატებული სატელევიზო ვერსია შემოგვთავაზა 1987 წელს და ბოლოს, მეტ–ნაკლებად საინტერესო 1998 წლის 6 ეპიზოდიანი ტელესერიალი.

 ნაწყვეტი  BBC-ის ტელესერიალიდან „ამაოების ბაზარი“ – 1998წ.