დღეს არც 24 სექტემბერია და არც აშშ–ში ვართ, სადაც ყოველი წლის 24 სექტემბერს პუნქტუაციის ეროვნულ დღეს აღნიშნავენ, თუმცა პუნქტუაცია საერთო ტკივილია, განურჩევლად დღისა და გეოგრაფიული მდებარეობისა, რომელიც დარწმუნებული ვარ ბევრ თქვენგანს აწუხებს და ალბათ, მეც რამდენი შეცდომა დავუშვი უკვე.
ფილმში “ინფიცირება”, ერთ–ერთი გმირი ამბობს “გრაფიტი პუნქტუაციით – აი რას ნიშნავს ბლოგი, და არა იმას, რომ შენ წერ”.
პუნქტუაცია მნიშვნელოვანი რომ არ იყოს წერის, კითხვის და კომუნიკაციის დროს, არც იარსებებდა, შეუძლია აზრის შეცვლა, სხვანაირად წაიკითხავ – სხვანაირად გაიგებ, არ გამოიყენებ ხმოვან პუნქტუაციას და ასევე სხვანაირად გაიგებენ შენს ნათქვამს.
ახლა არ ვიცი, სკოლაში აქცევენ თუ არა სათანადო ყურადღებას წერით უნარ–ჩვევებს, ჩვენ კი სკოლის პერიოდში გვქონდა საკლასო წერა, სუფთა წერა, საკონტროლო წერა და საკმაოდ დიდ ხანს გამყვა იქ ათვისებული უნარ–ჩვევები, რომელიც გზადაგზა სამწუხაროდ შემომელია, მარაგი ამოიწურა ეტყობა.
“რომ”–ის წინ მძიმე უნდა, მაგრამ ყოველთვის არა, “და”–ს წინ მძიმე არ უნდა, მაგრამ ყოველთვის არა, და ა.შ. ტრაფარეტული წესები.
რას აკეთებენ ამერიკელები პუნქტუაციის ეროვნულ დღეს, დღემდე და შემდეგ?
უამრავ საინტერესო რამეს და რა სამწუხაროა, რომ ასე ჩამოვრჩებით, ისინი ყველა ზომას იღებენ იმისთვის, რომ რაც შეიძლება სახალისო, საინტერესო და სასიამოვნო გახადონ წერითი, კითხვითი და საკომუნიკაციო უნარ–ჩვევების წარმატებით ათვისება.
კონკურსები სკოლებს, სკოლის მოსწავლეებს, მასწავლებლებს, უნივერსიტეტის სტუდენტებს შორის, შეცდომების გამოვლენა სხვადასხვა სარეკლამო აბრებზე, რეკლამებში, საინტერესო აქტივობები, შეჯიბრებები, თანამედროვე სიმღერები, მაისურების დარიგება, სასვენი ნიშნების ფორმის ნამცხვრების ცხობა, დაწყებით სკოლებში მუშაობს პუნქტუაციის სპეციალური პროგრამები და რაც ძალიან მნიშვნელოვანია მათ დიდი მხარდაჭერა აქვთ ცნობილი გაზეთებისგან და ბლოგებისგან და ა.შ.
ნიუ ჯერსის რეპორტიორი ეძებს დაკარგულ აპოსტროფს თომსის მდინარეში
ერთი მძიმე უდრის ერთ სიცოცხლეს
სავაჭრო ცენტრებში ეწყობა გასართობი აქციები, არტ ინსტალაციები


საინტერესო იდეაა, საქართველოშიც თუ შემოვა ეგ ტრადიცია კარგი იქნება, ჩემი პრობლემა ნამდვილად არის პუნქტუაცია :შ
ჩემიც
და ასეთი აქტივობებით თუ დამკვიდრდა ყველა აყვება დარწმუნებული ვარ.
მე კიდევ მგონია რომ დაეზარებათ
მკვდრები არიან და ყველაფერი ეზარებათ :დ
პ.ს ბლოგზე რომ შემოვედი 9-ჯერ გადავამოწმე მართლა ლიტერატორთან ვარ თუ სად ვართქო :დ როგორ სეგიცვლია
ძალიან საინტერესო პოსტია, აქტუალური და პირადად ჩემთვის ,,მტკივნეული”. ფილოლოგი ვარ და ხშირად მიწევს თვალის და ზოგჯერ ყურის დახუჭვაც:)) ზეპირ მეტყველებაში დამკვიდრებულ ისეთ ფორმებზე, როგორებიცაა: მოწონს, მიცა, მომსდევს და ა.შ. რაც ყველაზე ცუდია, ამგვარი მცდარი ფორმების პოპულარიზაციას (თავისდაუნებურად) ახდენენ როგორც ტელევიზიები, ისე ქალაქში არსებული სარეკლამო ბანერები, ავტობუსებზე გამოკრული მსხვილშრიფტიანი რეკლამები, რაც ყველაზე აღქმადია თვალისთვის და ადამიანის ცნობიერებაში მკვიდრდება როგორც ნორმა.
მართალი ხართ, რაც ჩამოთვალეთ ხელს უწყობს სხვადასხვა სიტყვების არასწორ დამკვიდრებას. პუნქტუაციას და ზოგადად მართლწერას უნდა ხელშეწყობა, ისეთი აქტივობებით რომ დაინტერესდეს ხალხი და აიტაცონ
მე პირადად თავისუფალი ბლოგი მაქვს – ყველა ჩემი მკითხველი თანაავტორია – თავად სვამს სასვენ ნიშნებს.
თუმცა, რამე მხიარული და სულელური აქციების მომხრე ვარ. პუნქტუაციურისაც და არაპუნქტუაციურისაც.