უცნაური სიახლეები დამხვდა გუშინ კინოთეატრში:
თუ 2 დღით ადრე შეიძენთ ბილეთს საღამოს სეანსი – 6 ლ. დღის სეანსი – 3 ლ., ხოლო იქვე რიგში, თავიდან მოუშორებელი პრომო გოგონა გთავაზობს მენიუს (პეპსის და პოპკორნის ნაკრები), რომლის შეძენის შემთხვევაში ბილეთზე 40%-მდე (!) გაკლდება.
ეს სიახლე მართლაც სიახლე და სასიხარულო იქნებოდა, რომ არა ერთი უცნაურობა – ბილეთების ფასების მატება.
11 ლარი, 13 ლარი, 14,50 ლ და 15,5 ლარი (კინოთეატრი რუსთაველი)
კინოთეატრი ამირანი
17:00 სთ–ზე “ანო და ვანო” 11-12 ლარი
19:00 და 21:00 სთ–ზე “ანო და ვანო” 15 ლარი
და ა.შ.
მენიუ რომელსაც ბილეთებზე ფასდაკლების სანაცვლოდ გთავაზობენ o_O
ტროლინგია – ამ მენიუს და ბილეთის შეძენის შემთხვევაში ისეთ ფასს გადაიხდით, რომელიც არასდროს გადაგიხდიათ კინოთეატრებში.
პ.ს. თურქეთში, კინოთეატრში, მოლარემ იკითხა იყო თუ არა სტუდენტი ჩემი და (ამ შემთხვევაში უცხო ქვეყნის მოქალაქე) დასტურის მიღებისთანავე კინოს ბილეთი ნახევარ ფასში გამოწერა


მთელი ევროპა სტუდენტებისთვის ფასაკლებას აკეთებს ყველანაირ ბილეთზე, კინოში, კონცერტზე, თეატრში, აუზზე, ჯაკუზზე და ნუ სტრიპტიზკლუბი არ მიცდია, მაგრამ ჩვეულებრივ, პატიოსან კლუბზეც ნამდვილად
მაგ ამბავში ჯერ ვერ დავეწიეთ სხვა ქვეყნებს
არ მომერიდება და ვიტყვი, რომ ძალიან უნამუსოდ იქცევიან!
ეს არის ღორობა
ვახ, ეს რა პონტია? ჯერ რა ფილმებს უშვებენ ჩვენთან და თან ასე უნამუსოდ როგორ იტყუებიან?
ანო და ვანო რა არის ვაფშე? ჩამოვრჩი მოვლენებს
ანო და ვანო – ახალი ქართული ფილმი–ზღაპარია
საშინელი სიძვირიე თბილისში ყველაფერზე
სიძვირე*
ფასებს აუდგათ
მარაზმ!
მამაძაღლეთია!