არა ფალსიფიკაციას თუ?

ფალსიფიკაცია თუ მსგავსი შეფუთვა?

საქართველოს კანონი სურსათის და თამბაქოს შესახებ ფალსიფიკაციას ასე განმარტავს (მუხლი I, პუნქტი თ):

)ფალსიფიკაცია – პროდუქციის წარმოებისას ან/და რეალიზაციისას მისი გაყალბება, ჭეშმარიტი (ნამდვილი) პროდუქციის შეცვლა ყალბით;

სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ, მუხლი  I,  პუნქტი ღ)

ფალსიფიკაცია —  სურსათის შემადგენლობის,  მახასიათებლების,  ასორტიმენტის და წარმოშობის შეუსაბამობა დადგენილ მოთხოვნებთან ან თანდართულ დოკუმენტებში და ეტიკეტზე აღნიშნულ მონაცემებთან;

აქედან გამომდინარე, როდესაც ცნობილი ბრენდის იმიტირება ხდება, ორივე შემთხვევა სახეზეა, როგორც ფალსიფიცირება ასევე მსგავსი შეფუთვა, პრინციპში ერთი მეორიდან გამომდინარეობს, რადგან შეუძლებელია ერთი ბრენდი  ორ პროდუქტს უშვებდეს მცირეოდენი ცვლილებით  და ერთნაირად ხარისხიანი პროდუქტით/კონტენტით, ანუ იმ კონტენტით რის შემადგენლობაზეც, წარმოშობაზეც და ხარისხზეც პრეტენზია აქვს აღნიშნულ ბრენდს.

როგორც წესი ცნობილი ბრენდის იმიტირება, სხვა “კომპანიის” მეშვეობით ხდება, რომელიც ასეთი იმიტაციით ცდილობს მომხმარებლის მოზიდვას და ხშირ შემთხვევაში მის შეცდომაში შეყვანას, რადგან მომხმარებელს მიაჩნია რომ ყიდულობს სწორედ ისეთი ხარისხის და თვისებების პროდუქტს რაც მის ცნობიერებაში სწორედ ამ ბრენდთან ასოცირდება.

მომხმარებლის თვალი როგორც წესი პოპულარული სასაქონლო ნიშნებით ტყუვდება.

რას ნიშნავს სასაქონლო ნიშანი და რომელი კანონი არეგულირებს სასაქონლო ნიშნების კანონიერ ბრუნვას ქვეყანაში? 

საქართველოს კანონი სასაქონლო ნიშნების შესახებ
მუხლი 3. სასაქონლო ნიშანი

 1. სასაქონლო ნიშანი არის სიმბოლო ან სიმბოლოთა ერთობლიობა, რომელიც გამოისახება გრაფიკულად და განასხვავებს ერთი საწარმოს საქონელს ან/და მომსახურებას მეორე საწარმოს საქონლისა ან/და მომსახურებისაგან (შემდგომ -_ საქონელი).

2. სიმბოლო შეიძლება იყოს: სიტყვა ან სიტყვები, აგრეთვე ადამიანის სახელი; ასოები;  ციფრები;  ბგერები;  გამოსახულება; სამგანზომილებიანი ფიგურა, მათ შორის, საქონლის ფორმა ან  შეფუთვა ისევე, როგორც საქონლის სხვა გარეგნული გაფორმება ფერის ან ფერთა კომბინაციის გამოყენებით.

3. სასაქონლო ნიშანი დაცულია ”საქპატენტში“ მისი რეგისტრაციის ან საერთაშორისო შეთანხმების საფუძველზე.

4. საქართველოში საყოველთაოდ ცნობილი სასაქონლო ნიშნები დაცულია რეგისტრაციის გარეშე, პარიზის კონვენციის მე-6bis მუხლის შესაბამისად.

შემდეგ შემთხვევებში არ რეგისტრირდება სასაქონლო ნიშანი: (მუხლი 5)

ა) იმავე საქონლის მიმართ რეგისტრირებული, უფრო ადრინდელი პრიორიტეტის მქონე სასაქონლო ნიშნის იდენტურია;

ბ) მესამე პირის სახელზე რეგისტრირებული, უფრო ადრინდელი პრიორიტეტის მქონე სასაქონლო ნიშნის იდენტურია, ხოლო საქონელი – იმდენად მსგავსი, რომ ჩნდება ამ სასაქონლო ნიშნების აღრევის, მათ შორის, ასოცირების შედეგად აღრევის შესაძლებლობა;

გ) მესამე პირის სახელზე რეგისტრირებული, უფრო ადრინდელი პრიორიტეტის მქონე სასაქონლო ნიშნის მსგავსია, ხოლო საქონელი – იდენტური ან იმდენად მსგავსი, რომ ჩნდება ამ სასაქონლო ნიშნების აღრევის, მათ შორის, ასოცირების შედეგად აღრევის შესაძლებლობა;

დ) რეგისტრაციაზე განაცხადის შეტანამდე საქართველოში საყოველთაოდ ცნობილი სასაქონლო ნიშნის იდენტური ან იმდენად მსგავსია, რომ ჩნდება მასთან აღრევის, მათ შორის, ასოცირების შედეგად აღრევის შესაძლებლობა. ეს წესი გამოიყენება იმ შემთხვევაშიც, როდესაც საქონლის ჩამონათვალი სხვადასხვაა;

ანუ სასაქონლო ნიშანი არ რეგისტრირდება თუ იგი უკვე საყოველთაოდ ცნობილი ნიშნის იდენტურია, შესაძლებელი ხდება მასთან აღრევა ან ასოცირების შედეგად აღრევის შესაძლებლობა.

ერთი შეხედვით ეს კანონი იცავს მომხმარებლის უფლებებს და არეგულირებს პროდუქციასთან დაკავშირებულ საკითხებს, ამ შემთხვევაში კი ყველაზე სადავო – სასაქონლო ნიშნების საკითხს.

ასევე აღნიშნული რეგისტრაცია სავალდებულო არ არის თუმცა, ამავე კანონის (იხილეთ ზემოთ) მე–3 მუხლის, მე–4 პუნქტის შესაბამისად “საქართველოში საყოველთაოდ ცნობილი სასაქონლო ნიშნები დაცულია რეგისტრაციის გარეშე, პარიზის კონვენციის მე-6bis მუხლის შესაბამისად.”

 როგორც ხედავთ შეფუთვაზე დატანილ თითოეულ დეტალს დიდი მნიშვნელობა აქვს, შესაბამისად ეცადეთ შეძლებისდაგვარად დააკვირდეთ შეძენილ პროდუქციას, რათა შეიძინოთ ზუსტად იმ ბრენდის  პროდუქტი, რომლისგანაც შესაბამის ხარისხს და შემადგენლობას ელოდებით.  სხვა შემთხვევაში ვერ მიიღებთ მოსალოდნელ შედეგს (სამკურნალო წამალი, საკვები პროდუქტი, თამბაქო, ალკოჰოლური, სამშენებლო მასალები, ტანსაცმელი და ა.შ.), რაც კარგი არ იქნება არც თქვენი ჯანმრთელობისთვის და არც თქვენი ჯიბისთვის.

ფალსიფიცირებული წამლების პრობლემა მთელ მსოფლიოში დგას სხვადასხვა პროცენტული მაჩვენებლებით, განსაკუთრებით დიდია გულსისხლძარღვთა დაავადებებისთვის განკუთვნილი პრეპარატების გაყალბების მაჩვენებელი.

კანონი ვრცლად

სხვა სურათები

ნოკლა :D

ცნობილი უალკოჰოლო სასმელები

Facebook სიმბოლოები

სხვადასხვა 

☮ ✈ ♋ 웃 유 ☠ ☯ ♥ ✌ ✖ ☢ ☣ ☤ ⚜ ☸

♨ ❖ ❤ ❥ ❦ ❧ ♡ ✗ ✘ ⊗ ♒ Ω ♦ ♠ ♥ ♣ ♢ ♤ ♡ ♧ ✦ ✧ ♔ ♕ ♚ ♛ ★ ☆ ✮ ✯ ☄ ☾ ☽ ☼ ☀ ☁ ☂ ☃
☻ ☺ ۩
♪ ♫ ♬ ✄ ✂ ✆ ✉
∞ ♂ ♀ ☿ ▲ ▼ △ ▽ ◆ ◇ ◕ ◔ ʊ ϟ ღ 回 ₪ ✓ ✔ ✕ ☥ ☦ ☧ ☨ ☩ ☪ ☫ ☬ ☭ ™ © ® ¿¡ №⇨ ❝❞ ∃ ⊥ ∀ Ξ ∞ Σ Π
⌥ ⌘ 文 ⑂
ஜ ๏

ანბანი 

ⒶⒷⒸⒹⒺⒻ ⒼⒽ ⒾⒿⓀ ⓁⓂⓃ ⓄⓅⓆ ⓇⓈⓉ ⓊⓋⓌⓍⓎⓏ
ⓐⓑⓒⓓⓔⓕⓖⓗ ⓘⓙⓚⓛⓜⓝ ⓞⓟⓠⓡⓢⓣ ⓤⓥⓦⓧⓨⓩ

ჭადრაკი 

♚ ♛ ♜ ♝ ♞ ♟
♔ ♕ ♖ ♗ ♘ ♙

კარტი 

♦ ♠ ♥ ♣
♢ ♤ ♡ ♧

ხელის ნიშნები

☚ ☛ ☜ ☝ ☞ ☟ ✌

ჯვარი

☩ ☨ ☦ ✙ ✚ ✛ ✜ ✝ ✞ ✠

ფიფქები/ვარსკვლავები

❂ ⋆ ✢ ✣ ✤ ✥ ✦ ✧ ✩ ✪ ✫ ✬ ✭ ✮ ✯ ✰ ★ ✱ ✲ ✳ ✴ ✵ ✶ ✷ ✸ ✹ ✺ ✻ ✼ ❄ ❅ ❆ ❇ ❈ ❉ ❊ ❋ ╰☆╮ ✡ ❂ -‘๑’- ⎈

ყვავილი

✽ ✾ ✿ ❀ ❁ ❃ ❋

მუსიკა

♪ ♫ ♩ ♬ ♭ ♮ ♯

ამინდი

☼ ☀ ❂ ☁ ☂ ☃ ☄ ☾ ☽ ❄ ☇ ☈ ⊙ ☉ ℃ ℉ ° ❅ ✺ ϟ

სიყვარული (ქართული ღ როგორ მოხვდა აქ არ ვიცი)

♥ ❤ ❥ ❣ ❦ ❧ ♡
♋ ♂ ♀ ☿ 웃 유 ღ

ზოდიაქო

♈ ♉ ♊ ♋ ♌ ♍ ♎ ♏ ♐ ♑ ♒ ♓

დანარჩენი იხილეთ აქ :)

 

 

ნორვეგიელი მკვლელი სოციალურ მედიაში

ნორვეგიაში მომხდარ ამბებთან დაკავშირებით პოლიციამ 32 წლის ანდერს ბერინგ ბრეივიკი დააკავა. სხვადასხვა წყაროების ცნობით, იგი ოსლოს ულტრამემარჯვენე ფრთას ეკუთვნოდა.

ანდერს ბრეივიკი გამოირჩეოდა ნორვეგიულ მემარჯვენე ონლაინ ფორუმზე აქტიურობით, ასევე დააფიქსირეს მისი სოციალური აქტივობა, ტერორისტულ აქტებამდე ორი დღით ადრე. პოლიცია ვარაუდობს რომ ის მარტო მოქმედებდა.

ბრევიკის ფეისბუქის ანგარიშით, რომელიც ახლა გაუქმებულია, გამოირკვა რომ ის არის:

ქრისტიანი კონსერვატორი

აინტერესებს: World of Warcraft, Modern Warfare 2, ბოდიბილდინგი და ფასიანი ქაღალდების ანალიზი

მარტოხელა

დაასრულა “3000 საათი მიკრო და მაკრო ფინანსებში”, რელიგია

ბრევიკი ძირითადად მუსიკალური ვიდეო რგოლებს უზიარებდა მეგობრებს.

ასევე მოძებნეს მისი  ტვიტერის ანგარიში, რომელზეც ზუსტად იმავე დღეს  – 17 ივლისს ფიქსირდება, რა დროსაც ფეისბუქზე;

ტვიტერი ბრეივიკმა მხოლოდ ერთხელ განაახლა, ფილოსოფოს ჯონ სტიუარტ მილის ციტატით: “ერთი მორწმუნე ადამიანის სიძლიერე უდრის იმ 100 000 ადამიანის სიძლიერეს, რომელთაც მხოლოდ ინტერესი ამოძრავებთ”.

ტვიტერის ანგარიშზე ამ დროისთვის მას უკვე 2680 მიმდევარი ჰყავს.

წყარო – MASHABLE

ლეღვის ფოთლების თაობა

ყოველდღიური ნიუსების მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე ლეღვის ფოთლების ნახარშს და დახრუკულ ადამიანებს ეძღვნებათ, არ აქვს მნიშვნელობა სხვა რა ხდება ქვეყანაში.

დახრუკულთა ასაკობრივი მაჩვენებელი სხვადასხვაა, 9, 13, 15, 19, 33 წლის და ა.შ. 13 წლის შეიძლება ბავშვურ გულუბრყვილობას შეიძლება დავაბრალოთ, მაგრამ ბავშვი ვიცი მე ქვიშაში, რომელიც ისედაც კარგად ირუჯება. სხვადასხვა ადგილებიდან, თბილისი, მარტვილი, სამტრედია, დედოფლისწყარო, ქუთაისი და ა.შ.

გადავატრიალე ინტერნეტი, რუსულ და ინგლისურ ენებზე ვეძებდი მსგავს შემთხვევებს, რუსულ ენაზე მხოლოდ საქართველოს შემთხვევები მიჩვენა, მაგალთად ასეთი სათაურით “Грузинские девушки «изжарились» по народному рецепту” და ა.შ

ინფორმაცია, სადაც თუნდაც ერთი წინადადებით მაინც იქნებოდა ახსნა თუ რატომ მაინც და მაინც ლეღვის ფოთლების ნახარში კანის ფერის შესაცვლელად – მე ვერ მოვიპოვე.

ბავშვობაში, ახლა მახსენდება, თითზე დამეწვეთა ფოთლის ყუნწიდან წამოსული რძე, რომელმაც გამოიწვია სიწითლე, წვა, შემდეგ ქავილი, ხეზე ასვლის და ლეღვის დაკრეფის დროსაც ყოველთვის ფოთლებს ვერიდები, რადგან მშრალ მდგომარეობაშიც კი ის სუსხავს კანს, აღიზიანებს და იწვევს ქავილს (ბრრრ).  და ამის ფონზე ვერაფრით წარმომიდგენია როგორ უნდა მოხარშო ეს ფოთლები, მაშინ როდესაც ხარშვის დროს კიდევ უფრო გამოიყოფა ჯანმრთელობისთვის მავნე ნივთიერებები, როგორ უნდა გადაივლო ეს ნახარში ტანზე და დადგე თაკარა მზეზე.  კატასტროფული შედეგებიც სახეზეა,  მე-2, მე-3 ხარისხის დამწვრობები.

უფრო დეტალურად, კი ამას ჰქვია ფიტოფოტოდერმატიტი (ფოტოტოქსიკური დერმატიტი), რომელსაც იწვევს აღნიშნული ნახარშის შემადგენელი ქიმიური ნივთიერებები, კერძოდ კი ფურანოკუმარინები – ორგანული ქიმიური ნაერთები, რომელიც თავის მხრივ შეიცავს ფსორალენებს, 5-მეთოქსიფსორალენს, 8-მეთოქსიფსორალენს, ანგელიცინს, ბერგაპტოლს და ქსანთოტალს. 

აღნიშნული ბუკეტის გადავლების შემდეგ თქვენი კანი ხდება ფოტოტოქსიკური ანუ ზედმეტად მგრძნობიარე მზის სხივების მიმართ, რაც პირდაპირ ნიშნავს იმას რომ იბუგებით, იწვით.

პირველ რიგში, სწორედ ფსორალენი იწვევს კანის ფოტოტოქსიკურ რეაქციას, შემდეგ მას ხელს უწყობენ ლეღვის ფოთოლში შემავალი ისეთი ფერმენტები, როგორიცაა პროტეაზა, ლიპოდიასტაზა და ამილაზა, რაც  თავის მხრივ იწვევს კერათოლიტურ რეაქციას ანუ ეპიდერმისის (კანის ზედა ფენა) დაშაშრებას.

შედეგად იღებთ საოცარ წვის შეგრძნებას (თითი მაინც თუ დაგეწვათ ეს უნდა წარმოიდგინოთ მთელ სხეულზე), ქავილს, ერითემას, ჯერ პატარა ბუშტებს (პაპულები, ვეზიკულები), რომელიც შემდეგ დრო და დრო იზრდება ზომაში, ძალიან ძლიერი დამწვრობის შემთხვევაში შესაძლოა დაგჭირდეთ კანის გადანერგვა, მკურნალობა გასტანს დაახლოებით 1 თვეს, კანზე აუცილებლად დაგრჩებათ ნაკვალევი, ასევე შესაძლებელია განვითარდეს ჰიპერპიგმენტაცია (ფრჩხილების და კანის ალაგ–ალაგ გამუქება მელანინის ზედმეტად გამოყოფის გამო) და ჰიპოპიგმენტაცია (კანის ფერის დაკარგვა მელანინის არაკეთილსინდისერად გახარჯვის გამო :D )

კიდევ ერთი არ მესმის, სოფლებში ვინც ხართ, ან მდინარე, ან ტბა, ან ზღვა ან რამე არ არის რომ ბუნებრივად და ნორმალური დოზებით გაირუჯოთ? სად გეჩქარებათ? მოგდევთ ვინმე?

და საერთოდ, გამოიღეთ პეროები და ჭამეთ ლეღვი.

პ.ს. თუ რამე კითხვები გაქვთ მკითხეთ, არ მოგერიდოთ.

პ.პ.ს წაისვით მზისგან დამცავი ლოსიონი, ზღვაზე, მდინარეზე, ტბაზე გასვლამდე 20 წუთით ადრე და მზეზე 11 საათის შემდეგ ნუ დარჩებით.  ამგვარად მიიღებთ ბუნებრივ, სასიამოვნო შეფერილობას და არა რწყევამდე მისაყვან ნარუჯს, რომელიც დაუბანელის, ჭუჭყიანის და სიყვითლის მიქსს უფრო ჰგავს ვიდრე რამე სექსუალურს.

გვერდი ფეისბუქზე

კიდევ ერთი სწრაფად გარუჯვის მოსურნე (ეს მარგალიტიც შემომეძებნა) 

ფიტოფოტოდერმატიტი

ამაზრზენი ტელეფონი

ისმის მესიჯის ხმა,

სხვისი ტელეფონია,

ისმის მესიჯის ხმა,

ჩემი ტელეფონია,

ველი გულით, ვხსნი

და ისევ ფასდაკლება,

არა სიყვარულზე,

არა მეგობრობაზე,

არა ერთგულებაზე,

არამედ გაზქურაზე, ნრომელიც მაქვს,

მზის სათვალეზე, რომელსაც არასოდეს ვიკეთებ . . .

ისევ მესიჯის ხმა,

ისევ ველი და ვხსნი,

1000 მესიჯს მტენიან 1 თეთრად,

და მინდა ახლა მე 1000 უპასუხო მესიჯი?

არა . . .

და ისევ და ისევ

მესიჯის ხმა, ოღონდ სხვისი ტელეფონის . .

17 წერილი ქუცნას – გზა რწმენით

ჩემი გული გაიბერა ქუც, რომ არ მოგწერო გამისკდება მგონია, საიდან დავიწყო არ ვიცი, ბევრი რამ მოხდა . . . შენ ხომ იცი ჩემი დამოკიდებულება რწმენასთან . . სხვებმა არ იციან, ფიქრობენ რომ ათეისტი ვარ, ისე რომ ბევრმა არ იცის ამ სიტყვის მნიშვნელობა, არც ამ სიტყვის და არც მორწმუნის, არც ქრისტიანის და კიდევ ბევრი რამ არ ესმით ან ესმით ძალიან თავისებურად და ჯიუტად. ვერ დავიკვეხნი რომ მე ყველაფერი მესმის ან ბევრი რამ მესმის, დაცინვა ადვილია, განსჯაც ადვილია, პრობლემის მოგვარება, მაშინ როდესაც ამ პრობლემას თავად ვერ ხედავენ გაცილებით ძნელი და ხანგრძლივი პროცესია . . .

ცოტა სხვანაირი დამოკიდებულება მაქვს ამ ყველაფერთან, ასევე თავისებური და ჯიუტი:

მე მხარს ვერ დავუჭერ აგრესიას ქრისტიანობის დაცვის სახელით

მე მხარს ვერ დავუჭერ ცეცხლითა და მახვილით ბრძოლას ქრისტიანობის დაცვის სახელით,

მე მხარს ვერ დავუჭერ ფარისევლობას, ტყუილს რწმენის სახელით

მე მხარს ვერ დავუჭერ რელიგიურ ექსიბიციონზმს

მე მხარს ვერ დავუჭერ სიბრმავეს, სიყრუეს დროში და სივრცეში

მე მხარს ვერ დავუჭერ სირაქლემას პოზიციაში დგომას

მე მხარს ვერ დავუჭერ წყევლა-კრულვის სერიას სასულიერო პირებისგან

მე მხარს ვერ დავუჭერ სასულიერო პირებისგან თვალებში ნაცარის შეყრას ჩიპების, კუდიანების და სხვა არარსებული მტრების სახით

მე მხარს ვერ დავუჭერ ცოცხალი ადამიანების იკონიზაციას

მე მხარს ვერ დავუჭერ ბოროტებას, სიძულვილს, გინებას, წყევლას ადამიანებისგან, რომლებიც თავს სდებენ ქრისტიანობაზე და იცავენ მას უხილავი მტრებისგან.

მხოლოდ იმიტომ რომ ქრისტიანობა, მე როგორც მესმის, ამ ყველაფერს არ ითვალისწინებს.

რატომ მოხდა ასე არ ვიცი, მაშინ როდესაც განათლების პირველი კერები სწორედ ეკლესია-მონასტრებში ჩნდებოდა, (იყალთოს აკადემია , სადაც ისწავლებოდა ღვთისმეტყველება, რიტორიკა, ასტრონომია, ფილოსოფია, გეოგრაფია, გეომეტრია, გალობა წერა-კითხვას სწორედ იქ სწავლობდნენ, უფრთხილდებოდნენ ხელნაწერებს, გადაწერდნენ და ამრავლებდნენ მათ, თარგმნიდნენ ბერძნულიდან, ლათინურიდან თუ სხვა ენებიდან უამრავ ნაწარმოებებს, გამოსცემდნენ და ყველანაირად ხელს უწყობდნენ სწავლა-განათლების მიღებას, (თუნდაც ის რად ღირს რომ ჩვენი მწერლების, პოეტების და სხვა მრავალი საზოგადო მოღვაწის ბიოგრაფიაში ერთი პატარა მონაკვეთით მაინც ეძღვნება ხოლმე ამ თემას, ის სწავლობდა სასულიერო აკადემიაში, სემინარიაში და ა.შ.), საქართველოს, რომლის საუკეთესო ტრადიციები განათლების სფეროში საყოველთაოდ იყო ცნობილი (ფაზისის ფილოსოფიისა და რიტორიკის სკოლა კოლხეთში (IV საუკუნე), გელათისა და იყალთოს აკადემიები (XII საუკუნე), სამონასტრო – საგანმანათლებლო ცენტრები  პალესტინაში  (V საუკუნე),  სირიაში (VI საუკუნე),  საბერძნეთში (X-XI საუკუნეები),  ბულგარეთში (XI საუკუნე))   და და სხვა ბევრი მაგალითი .

დღეს კი რა ხდება? ლათინური და ბერძნული კი არა ზოგი ქართულადაც ვერ მეტყველებს გამართულად (რა თქმა უნდა ყველა არ მყავს მხედველობაში), თარგმანებზე და წიგნების გამოცემაზე ზედმეტია ლაპარაკი, თუ ასეთი რამ ხდება საერთოდ, ალბათ უმნიშვნელო და შეუმჩნეველი დოზით. უფრო მეტიც შარშან (თუ არ მეშლება დრო) ვინც ეროვნული გამოცდები ვერ ჩააბარა, პატრიარქის ნებით მათთვის სასულიერო აკადემიის კარი ფართოდ გაიღო, რატომ? რატომ მიენიჭათ მათ ეს უპირატესობა? და რატომ არ მიეცათ მათ დამატებითი დრო ცოდნის შესაძენად, რომელიც არასაკმარისი აღმოჩნდა თვით მინიმალური ზღვარის გადასალახადაც კი?! მაგრამ სწავლისთვის სად სცალიათ . . .

რა გვჭირს ეს? იმის ნაცვლად ტაძრიდან სინათლე გამოდიოდეს, ადამიანები ხელის ცეცებით დადიან, არ შეიძლება როდესაც ასობით ადამიანი უსიტყვოდ გენდობა, მცირე განათლება შენც მოგეთხოვება, როდესაც ასობით ადამიანი უსიტყვოდ გენდობა, სებისკვერის ნაცვლად ნეხვს არ უნდა აჭმევდე, და ნეხვიანი ჯოხის მოქნევით არ უნდა დაგყავდეს აქეთ-იქეთ, ადამიანებს ადამიანურად უნდა მოექცე, გაოგნებულები არ უნდა დატოვო ქუჩაში გამოსული ასობით ადამიანი, ყოველგვარი ახსნა – განმარტების გარეშე, რომელიც გაკვირვებული კითხულობს რა მოხდა? რა გადაწყვიტა ასე უცებ სინოდმა? რაზეც ასეთი ამბავი ატეხეს, ასე მარტივად როგორ გადაწყდა? ერთმანეთს ეკითხებიან გაოცებულები. სინამდვილეში არც არაფერი გადაწყვეტილა, დააფიქსირეს ის რაც ისედაც იცოდნენ, სხვა რელიგიებთან არათანასწორობა და უპირატესობა. მარტივი მათემატიკაა მეგობრებო, სკოლის დონის, თუ კი ქვეყნის 85% მართლმადიდებელი ქრისტიანია, როგორ შეიძლება დარჩენილ 15%-ს რაიმე განსხვავებული უპირატესობა ჰქონდეს და ეს 15% რამეს გართმევდეს?

სხვისთვის თუ გერიდებათ კითხვის დასმა, საკუთარ თავს მაინც ჰკითხეთ ხოლმე, საკუთარ თავთან იმსჯელეთ, წაგადგებათ ისევ თქვენ და შუა მინდორზე უმწყემსოდ დარჩენილი ფარასავით მაინც არ დარჩებით.

სამად სამი ძლიერი შთაბეჭდილება მქონდა  

პირველად ნორიოში, ბერი, ნატკენი ფეხებით, გრძელი, ჟღალი თმით და წვერით, უხმოდ და უსიტყვოდ ხატი მისახსოვრა, მშვიდმა და ბედნიერმა დავტოვე იმ დღეს ნორიო. მეორედ გუდამაყარში, მარიამობას, ხატობას – დღემდე შთაბეჭდილების ქვეშ ვარ. მეტი იმედი არ მქონდა როდესაც მესამედ – გიორგიმ წამიყვანა მაშავერაში, წმ. გიორგის სახელობის პატარა ეკლესიაში, გახსოვს ალბათ, ქუც მე მოგიყევი, ნახე ძველი წერილები .

ყველაზე მეტად კი ჩემ სოფელში მიყვარს, პატარა ტაძარი, სადაც მღვდელი საერთოდ არ არის, არასოდეს შემხვედრია, ხალხი უვლის, მიხვალ შენთვის სანთელს დაანთებ და მშვიდად მოდიხარ.

შეიძლება არ გვიყვარდეს ერთმანეთი, არ ვგიჟდებოდეთ, მაგრამ განურჩევლად რწმენისა, ეროვნებისა და ა.შ. უნდა შევძლოთ ერთმანეთის გვერდით ცხოვრება (როგორც ეს იყო მრავალი საუკუნის მანძილზე) თუ სიყვარულით არა, როგორც მინიმუმ ერთმანეთის პატივისცემით და მხარდაჭერით, ყოველგვარი აგრესიის და ცინიზმის გარეშე.

პ.ს. ამ წერილის წაკითხვის შემდეგ ალბათ საერთოდ აღარ ჩამოხვალ ქუც.  

 

სხვა საკითხავი თემაზე