ჩემ მეხსიერებაში, პერიოდული მიტინგები 1989 წლიდან ილექება, არც ხალხი და არც მოთხოვნები არ იცვლება, უბრალოდ უფრო და უფრო უკეთესი ხარისხის სურათები იდება. ჩემი პირველი და უკანასკნელი გაელვება მიტინგზე, 2007 წლის 7 ნოემბერს მოხდა. ლექციაზე ვისხედით, მაგრამ მთელი გულისყური ტელეფონისკენ მქონდა, რადიოთი ვუსმენდი მიმდინარე მოვლენებს, ასე შევიტყვე, რომ პარლამენტის წინ შეკრებილი ხალხი პოლიციის ძალით და სახანძრო მანქანების (წყლის ჭავლით) დაარბიეს. რა თქმა უნდა სასწრაფოდ დავტოვეთ ლექციები და რიყისკენ გავემართეთ, სადაც გადაიტანეს შეკრება, მაშინაც წვიმდა (ისე სულ წვიმს მიტინგების დროს), გაითიშა შუქი, ვერ რთავდნენ აპარატურას, როგორც შემდეგ თქვეს მოსახლეობის რაღაც ნაწილსაც გაუთიშეს შუქი, რამაც პრინციპში კიდევ უფრო ხელი შეუწყო ხალხის გარეთ გამოსვლას. რიყეზე ძალიან ბევრი ხალხი იყო, ნაკადი არ წყდებოდა, თუმცა მეტ-ნაკლებად ინფორმაციულ ვაკუუმში ვიყავით, არ ვიცოდით, რომ მაგალითად ტელევიზორში ნახევარ კადრზე რიყეზე ხალხს და ნახევარ კადრზე ჩვენსკენ მომავალ სპეცნაზს და პოლიციას აჩვენებდნენ. Continue reading