სამეფო ქორწილის წვლილი სახელმწიფო ხაზინაში

სამეფო ქორწილის წვლილი სახელმწიფო ხაზინაში 

ზოგადად სამეფო ოჯახის არსებობას ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს, იმ მარტივი მიზეზის გამო რომ  მათი შენახვა ძალიან ძვირი უჯდება ხალხს და სახელმწიფოს. თუმცა მაინც მგონია, რომ ხალხი რომელიც ასე ფიქრობს უბრალოდ ან ძალიან გულუბრყვილოა და ფიქრობს რომ პრეზიდენტის, მისი ოჯახის და გარემოცვის შენახვა უფრო იაფია ან უბრალოდ არ არის კარგად ჩახედული სამეფო კონცეფციაში და ზოგადად ბრიტანეთის პოლიტიკურ-ეკონომიკურ ცხოვრებაში.

რამდენადაც ინგლისის ისტორიას ცალკე საგნად გავდიოდი უნივერსიტეტში 2 წლის განმავლობაში, ხოლო უნივერსიტეტამდე 1 წლის განმავლობაში, ვფიქრობ შევძლებ ხანდახან სამეფო ოჯახი და მათი ცხოვრება სხვადასხვა კუთხიდან მიმოვიხილო ჩემ ბლოგზე.

ამჯერად შევჩერდები სამეფო წყვილის კემბრიჯის ჰერცოგის პრინც უილიამისა და კემბრიჯის ჰერცოგინიას პრინცესა ქეთრინ მილდტონის  ქორწილზე. (ტიტულები მოცემულია შემოკლებით). Continue reading

მეც ლიბერალი ვარ, მაგრამ კვერცხები შევღებე!

ნინო დათაშვილის გესტ პოსტი

რა სამწუხაროა, რომ ლიბერალიზმი და ქრისტიანობა ავტორმა ამ პატარა ბლოგპოსტში  დაპირისპირებულ მსოფლმხედველობებად აქცია, ლანძღავს რა ლიბერალებს, თითქოს ლიბერალიზმის მახასიათებელი ნიშანი აპრიორი იყოს ანტირელიგიურობა, ყოველგვარი რელიგიურობის განქიქება და დაცინვა, ან რა საერთო აქვს კვერცხების შეღებვა/არშეღებვას რწმენა/ურწმუნოებასა და ლიბერალიზმ/არალიბერალიზმთან, ესეც გაუგებარია, ჩემი აზრით. აღდგომის დღესასწაულის დღეებში მორწმუნე/ურწმუნო კულტურულ-ტრადიციულად მართლმადიდებელი, კათოლიკე თუ პროტესტანტი ქრისტიანი ყველა ღებავდა კვერცხებს და ეს არა დიდი რწმენის გამო, არამედ უბრალოდ რელიგიურ-კულტურული ტრადიციიდან გამომდინარე.

ქრისტიანობა და ლიბერალიზმი არათუ ეწინააღმდეგება ერთმანეთს, არამედ პირიქით, თავისთავად ქრისტიანობა გულისხმობს ლიბერალიზმს, ქრისტე არის პირველი, რომელსაც მოაქვს ლიბერალური ღირებულებები, ადამიანის თანასწორობა და თანასწორუფლებიანობა, გავიხსენოთ თუნდაც კეთილი სამარიელის იგავი, ასევე ეპიზოდი, როცა ქრისტე სამარიელს, თანაც ქალს(!!!) ელაპარაკება.

ყველაზე ნათლად ქრისტიანობის ლიბერალურ მიმართებას გამოხატავს პავლეს ციტატა გალათელთა წერილიდან: „უკვე აღარ არსებობს არც იუდეველი, არც ბერძენი, არც მონა და არც თავისუფალი, არც მამრი, არც დედრი, ვინაიდან თქვენ ყველანი ერთი ხართ ქრისტე იესოში“. ლიბერალიზმი კი თავისთავში გულისხმობს განსხვავებული ადამიანისა თუ აზრის შეწყნარებასა და მიმღებლობას. რა დაპირისპირება შეიძლება იყოს ყველაზე სრულყოფილ რელიგიურ სისტემასა და ყველაზე მაღალ ეთიკურ პოლიტიკურ იდეოლოგიას შორის? ავტორი მიზანმიმართულად ცდილობს კონკრეტული შემთხვევების განზოგადებას, მსჯელობას აგებს ცალკეული პიროვნებების მოქმედებებსა და აზროვნების წესზე, ცდილობს საკუთარი თავის მსხვერპლად წარმოჩენას, თითქოს განსხვავებული აზრის გამო ის მარგინალიზებულია და დაცინვის ობიექტად ქცეულა. სამწუხაროა, რომ არ ვიცნობ მის სხვა სტატიებს და არც დრო მაქვს საფუძვლიანად გავეცნო.

კვერცხების შეღებვას კვლავ მივუბრუნდები. ბაკურ სვანიძე წერს: „ ამ სააღდგომოდ ნამდვილად არ შეღებავენ წითლად კვერცხებს“. თავადვე აცხადებს, რომ ის ნამდვილი ლიბერალია, და ამასთანავე ჭეშმარიტი ქრისტიანი. როგორც უკვე აღვნიშნე, ლიბერალიზმის პრინციპების თანახმად, ყველა ადამიანს აქვს უფლება სწამდეს რაც უნდა, კანონშიც ფორმულირებულია როგორც სინდისის თავისუფლება, რაც გულისხმობს რწმენის თავისუფალ არჩევას, ქრისტიანობიდან კი გამომდინარეობს, რომ ჯერ შენს თვალში უნდა დაინახო დირე, და მერე სხვის თვალში ბეწვი. სახარებისეული ფრაზით „არა განიკითხო“ სწორედ რომ ე.წ. ჭეშმარიტი მართლმადიდებლები აპელირებენ უმეტესწილად, მაგრამ საკუთარ თავზე მიყენება ხშირად ავიწყდებათ.

„რას ამბობთ, “ლიბერალიზმი ქართულად”, ეს ხომ, პირველ რიგში, სწორედ კათალიკოს-პატრიარქის ლანძღვა, მართლმადიდებლური რელიგიის განქიქება, მორწმუნე მართლმადიდებელთა აბუჩად აგდება, ვინც ეკლესიაში სანთელს ანთებს იმათი “ბნელებად” და “ჩამორჩენილებად” მონათვლაა!“_ წერს პოსტის ავტორი.  მე არ მესმის რას ნიშნავს ლიბერალიზმი ქართულად, ჩემთვის ღირებულებები, პრინციპები, იდეები და იდეალები ეროვნების მიღმა დგას, ეს კატეგორიები ზოგადსაკაცობრიოა და არა რომელიმე ერის კუთვნილება, ან თუნდაც რომელიმე ნაციას მორგებული. რა სამწუხაროა, რომ ამ ქვეყანაში სწორედ რომ იდეებისა და იდეალიზმის დეფიციტია და ყველაფერი ცალკეულ პიროვნებებზე დგას, საქართველოში ხომ ყველაფერი უკუღმა ესმით. ფრაზა გრძლდება ისევ იმავე დაპირისპირებულობის სულისკვეთებით. საბედნიეროდ ლიბერალიზმი არაა იმ ტიპის იდეოლოგია, როგორიც იყო კომუნიზმი, რომელშიც ათეიზმი გარდაუვალი და აუცილებელია და რითაც ეს იდეოლოგია განიცდის რელიგიური სისტემის გავლენას ანუ რელიგიურდება, რელიგიას უახლოვდება, რწმენა იმისა, რომ ღმერთი არ არსებობს, თავისთავად გულისხმობს რელიგიურობის ჩანასახს, ბერდიაევი თავის ერთერთ ნაშრომში სწორედ ამის შესახებ წერს, რომ რუსულმა კომუნიზმის წყარო, ერთადერთი თუ არა, ერთერთი მაინც სწორედ რომ მართლმადიდებლობაა. თუმცა საბედნიეროდ ლიბერალიზმი თავისუფალია ყოველგვარი რელიგიურობა/არარელიგიურობისგან (არარელიგიურობაში ამ შემთხვევაში ვგულისხმობ ათეიზმის არააუცილებლობასა და არასავალდებულობას).

რაც შეეხება მორწმუნეთა ბნელებად და ჩამორჩენილებად მონათვლას, სამწუხაროდ საქართველოში რელიგიური სიბნელე მწარე რეალობაა, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ზოგადად ყველა მორწმუნე ბნელად და ჩამორჩენილად ვაცხადოთ. ლიბერალიზმის მისია და ფუნქცია არ გახლავთ ათეიზმის ქადაგება, ვინაიდან ამ შემთხვევაში ისიც რელიგიურ მოძვრებას დაემსგავსება (როგორც კომუნიზმის შემთხვევაშია).

სტატია სავსეა ფარისევლური ციტატებით, მაგ. „ვინაიდან დიდი ქრისტიანული დღესასწაულის დღეებია, თავს შევიკავებ“ _ რა მნიშვნელობა აქვს დღესასწაულია თუ სადაგი დღე, ადამიანი იგივეობრივია ყოველთვის და ზნეობა მუდამ თან ახლავს (განურჩევლად იმისა, მარხვაა თუ ხსნილი!); თუმცა სათითაოდ ყველას ვერ გამოვეკიდები და არც მაქვს მიზნად ერთი ადამიანის ფრაზებს ვუპასუხო, მე მხოლოდ იმის აღნიშვნა მსურდა, რომ ნუ დააპირისპირებთ ერთმანეთთან ქრისტიანობას და ლიბერალიზმს,  ერთიცა და მეორეც  კაცობრიობის ისტორიისა და კულტურისთვის მნიშვნელოვანი სისტემებია.

Hats on people, Easter hats on!

Hats on people, Easter hats on!

Have you embroidered them already?

Have you collected flowers already?

For rushing through the streets and

tell the people that Spring has come

tell the people that bitch is drown into colours

into joyful, rich colours of life,

of our everyday life,

after winter’s dreadful sleep.

Hats on People, Easter hats on!

Have you marbled your eggs already?

Have you found your bunny already?

For partying through the whole night and

tell the people that Spring has come

tell the people that bitch is drown into colours

into joyful, rich colours of life,

of our everyday life,

after winter’s dreadful sleep.

Hats on People, Easter hats on!

Throw your mouthful of eggs

Leave it up!

Don’t lust for everyday trash and garbage

Lust for everyday life

Lust for joys, colours of Spring

As it has come! my friends!

After so much dreadful winter’s sleep.

Painting “Honey, You think  anyone will notice my new Easter Hat” – Elizabeth Blaylock

სისხლი და ქვიშა

მცირე პრეისტორია

ჯერ იყო თაყვანისცემა და მსხვერპლად შეწირვა, შემდეგ რელიგიური დღესასწაულების და სამეფო ქორწილების დროს მცირე გართობის სახე ჰქონდა, მოგვიანებით კი მიიზიდა რა ხალხის ყურადღება, კორიდა მასშტაბური სანახაობა, ეროვნული მოვლენა და ესპანური კულტურის განუყოფელი ნაწილი გახდა.

პირველად როგორც სანახაობა 1726 წელს შედგა, სადაც არა ცხენზე ამხედრებული, არამედ ქვეითი ტორერო ებრძოდა ხარს, რაც ასევე პირველად მოხდა ამ წელს და დამკვიდრდა როგორც ორთაბრძოლის ტრადიცია.

 

ისტორია I

პირველი ძლიერი შთაბეჭდილება მივიღე 1989 წელს გადაღებული ესპანური ფილმით სისხლი და ქვიშა (მთავარ როლში ქრისტოფერ რიდელი და შერონ სთოუნი), მოგვიანებით კი აღმოჩნდა, რომ არსებობს ამავე სახელწოდების კიდევ სამი ფილმი (1922, 1941, 1987 (ფრანგული)).

ოთხივე ფილმი ესპანელი მწერლის ვისენტე ბლანკო იბანიესის ამავე სახელწოდების რომანის ეკრანიზაციაა.

გამიკვირდა და რამოდენიმე ხნის წინ, სრულიად შემთხვევით ერთ-ერთ ბუკინისტურ მაღაზიაში ქართულ ენაზე ნათარგმნსაც წავაწყდი, თურმე ბორის მირცხულავას შემოეთარგმნა 1963 წელს და მინდა გითხრათ საკმაოდ კარგი თარგმანია.

წიგნში ზედმიწევნით რეალისტურად არის გადმოცემული ამ მოვლენის მნიშვნელოვანი შტრიხები, მისი მონაწილეები, გარეშე მაყურებლები, ემოციები, ფიქრები, მთელი თავისი დადებითი თუ უარყოფითი ორომტრიალით.

მაშინდელი ტორერო ფაქტობრივად შეგვიძლია დღევანდელ გლამურულ კინოვარსკვლავსაც შევადაროთ. სრულიად ღარიბი ფენიდან წამოსული ადამიანი დიდი მონდომებით, შრომისმოყვარეობით და ბრძოლისუნარიანობით უეცრად პოპულარული, მდიდარი და პატივსაცემი ადამიანი ხდებოდა.

იბანიესის გმირიც სწორედ ასეთია, უბრალო, ღარიბი ხალხის წრიდან გამოსული, მეწაღის შვილი – ხუან გალიარდო; თუმცა სწრაფად მიღწეული სწრაფადვე უკუსვლას იწყებს, იწყება პიროვნული გაორება, გმირი წყდება მშობლიურ ადამიანებს და კიდევ უფრო შორდება უკვე მიახლოებულ არისტოკრატიულ ფენას, რომლისთვისაც ის მხოლოდ გასართობი სათამაშოა და მეტი არაფერი, გალიარდო საკუთარ თავთან ბრძოლაში უკანასკნელ ძალებს და ნებისყოფას  ხარჯავს და ხართან გადამწყვეტ შეხვედრაზე ღონემიხდილი მიდის.

დასუსტებული გარშემომყოფებთან ბრძოლით, გულგატეხილი და განადგურებულია,  მან უღალატა მეუღლეს, მეგობრებს, მიეძალა სასმელს, სიგარეტს, დაკარგა ჩვეული ფიზიკური ფორმა, ხალხის თვალში კი სახელი, ყველაფერი დევს სასწორზე, ყველაფერი დამოკიდებულია ბოლო ორთაბრძოლაზე.

აი ხარი კი საუკეთესო ფორმაშია, სპეციალურად გამოზრდილი, ნაკვები, მოვლილი, უკვე პიკადორის და ბანდერილიეროს ეტაპები ჩავლილია, ხარი გააფთრებულია, ახლა ტორეროს ჯერია, მან უნდა დასცეს საბოლოოდ ხარი ქვიშაზე.

სასწორის პინა ხარის სასარგებლოდ იხრება, ტორეროს დაშნა სასურველ მიზანს სცდება, ხარის რქენა კი ზუსტი და სასიკვდილოა გალიარდოსთვის.

საინტერესო და შთამბეჭდავია ბოლო სცენა – გალიარდოს სიკვდილი, ხარი, მისი მეგობრის სახით გამოხატული მთელი ამ ფარსის უაზრობა  და უსაშველოობა; უცვლელად გადმომაქვს წიგნის ბოლო პასაჟები:

 ”უეცრად ნასიონალს შეზიზღდა ყველაფერი, განსაკუთრებით ხალხი, რომლის მეშვეობითაც გზას იკაფავდა ეს დაწყევილილი ხელობა . . . .”

”ფიქრში წასულმა ნასიონალმა დაინახა დასისხლიანებული ხარი, რომელსაც სარბიელიდან მოათრევდნენ. პირუტყვს კისერი ამობურცვოდა, ფეხები გაშეშებოდა და უსიცოცხლო თვალები ლაჟვარდოვანი ცისკენ აღეპყრო.”

”ამ სანახაობამ კედლებს მიღმა მყოფი მეგობარი გაახსენა. იმასაც ხელ-ფეხი გაშეშებული ჰქონდა. პერანგს ქვემოთ დაფლეთილი მუცელი მოუჩანდა და უსიცოცხლო თვალები ჩამუქებოდა”

”უბედური ხარი! უბედური ტორერო!

ცირკიდან მხიარული ყიჟინა მოისმა. ხალხი ახალ სანახაობას ეგებებოდა, თვალდახუჭულმა ნასიონალმა მუშტები მოკუმშა.

ღრიალებდა მხეცი – ერთადერთი, ნამდვილი მხეცი”

ისტორია II

მეორე შთაბეჭდილებაც  ისევ ფილმით მივიღე, (მთავარ როლში ედრიან ბროუდი და პენელოპა კრუსი), ფილმი ბიოგრაფიულია, ძველი ფოტოებიდან, დოკუმენტური კადრებიდან თითქმის ზედმიწევნით არის გადმოტანილი რეალობა – ასე გავიცანი მანოლეტე   - ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ტორერო.

ჯაჭვი უცვლელია, ჯერ პიკადორი და ბანდერილიერო ახელებს ხარს პატარა დაშნებით, შემდეგ ტორერო წითელი ნაჭრის ფრიალით და საბოლოო დარტყმასაც სწორედ ის აყენებს, თუმცა არ ვიცი ამ ჯაჭვში სად ჩავსვა ქალი, რომელიც ტორეროს ახელებს ან რა სახელი დავარქვა.

არანორმალური სიმამაცის და სიყვარულის ისტორია, მუდმივი კონფლიქტი საყვარელ ქალთან, რომელიც არ მოსწონდათ მის მეგობრებს, დედას, ნათესავებს და უშლიდნენ მასთან ურთიერთობას. ქალი, რომელიც მის სასიკვდილო სარეცელთანაც კი არ მიუშვეს მისი სიკვდილისწინა დაქორწინების შიშით.

1947 2ლიწ 28 აგვისტოს, არენაზე დაახლოებით 10,500 ადამიანი ელოდა მანოლეტეს, რომელიც იმ დღეს თავის მეორე ხარს ხვდებოდა – ყველაზე გამხეცებულ, უზარმაზარ (495 კგ), განთქმულ მიურას ხარს – ისლეროს. მიურას ფერმის პატრონმა მანოლეტე გააფრთხილა, რომ ხარს ცუდი მხედველობა ჰქონდა, მარჯვენა რქით რქენას იყო შეჩვეული და სთხოვა მალე დაესრულებინა ბრძოლა.

ხალხი ბობოქრობდა, ადგილს ვერ პოულობდნენ, სიცხე უფრო და უფრო აჭერდა არენას.

სასიკვდილოდ განწირული ცხოველი უკანასკნელ ბოლთას სცემდა ცალი ფლოქვით, წითელი ნაჭერიც უტიფრად ფრიალებდა მზის გულზე, ტორერომ უკანასკნელად დაუმიზნა დაშნა და მოდიან, დაშნა ცხოველში და ისლეროს მარჯვენა რქა ტორეროში, როგორც ძველები არ იტყვიან, მომაკვდავი ხარის რქებიც კლავენ ხოლმე . . . . დაიცალა მანოლეტე! სასიკვდილო სარეცელზე მხოლოდ საყვარელი ქალის სახელს ჩურჩულებდა.

ყველა კვდება ფილმშიც, წიგნშიც და რეალობაშიც . . .

ცრემლები ნიკაპთან ინასკვება . . . .

და რა გინდა ამ დროს? გინდა რომ მანოლეტეს საყვარელი ქალისთვის დაეჯერებინა, ის არ გასულიყო უკანასკნელ ბრძოლაში, თუმცა გადარჩებოდა მხოლოდ მანოლეტე, ხარს მაინც მოკლავდნენ, სხვა ტორერო მოკლავდა, ახალგაზრდა და ამბიციური ტორერო . . .  რომელიც მოვიდა კიდეც მოგვიანებით და მანოლეტოს სიკვდილის შემდეგ თავი ნომერ პირველ მებრძოლად გამოაცხადა.

მეფე მოკვდა, გაუმარჯოს მეფეს!

გენერალმა ფრანკომ რამოდენიმე დღიანი გლოვა გამოაცხადა ესპანეთში.

ხალხი შოკში იყო, ისეთ შოკში, რომ ვერც ხვდებოდნენ როგორ შექმნეს გმირი, როგორ აგოგმანეს ხელიხელ და შემდეგ როგორ მოკლეს ის.

ძვირად ფასობს ესპანეთში ლამაზი ქალის მიერ გახელებული ტორეროს  მოკლული ხარის ყვერები, ოდენ ძვირფასი და სასურველი დელიკატესია.

აღტკინებული ტურისტებიც მრავლად აწყდებიან სისხლიან ორთაბრძოლას  . . .

ტემპერამენტიანი ესპანელები კორიდაზე იცლებიან . . .

ხარებსაც და ტორეროებსაც დაბადებიდან ზრდიან ორთაბრძოლისთვის . . .

ქვიშასაც უხვად ყრიან, ის ხომ ყველაზე კარგად ნთქავს სისხლს . . .

———–

კადრი ფილმიდან ”სისხლი და ქვიშა” (1989)

მარცხნივ მანოლეტე, მარჯვნივ ედრიან ბროუდი ფილმში ”მანოლეტე”

რითაც გამორჩეული იყო – საოცრად ახლოს, სხეულ-სხეულ ხართან შეხება და თითქმის უძრავი თანმიმდევრული ნაბიჯების გადადგმა 

კადრი ფილმიდან ”მანოლეტე” – 2007 

ბიბლიოთეკები საზღვარგარეთ

დასაწყისი იხილეთ აქ

თსუ-ს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკით ”მოხიბლულმა” ჩამოვუარე რამოდენიმე ქვეყნის უნივერსიტეტს და ჩვენი ბიბლიოთეკა შევახარბე:

გოეთეს სახელობის ფრანკფურტის უნივერსიტეტს კარგი ბიბლიოთეკა აქვს, დაახლოებით 160,000 წიგნი,  ამის გარდა ელექტრონული, თემატური ჟურნალების და რესურსები, რომელთა დიდი ნაწილი გერმანულ ენაზეა, 400-ზე მეტი დასახელების ჟურნალები და სხვა პერიოდიკა შეგიძლიათ იხილოთ, გერმანულ, ინგლისურ, ესპანურ, ფრანგულ და ა.შ. ენებზე. დანარჩენი კი აქ http://www.ub.uni-frankfurt.de/en/english.html

იაპონიის საერთაშორისო უნივერსიტეტის, მაცუშიტას ბიბლიოთეკა და საინფორმაციო ცენტრი, მცირეა, იგი მოიცავს სულ რაღაც 100, 000 ტომს, 300 პერიოდულ და სერიულ გამოცემას, 20 000 ჟურნალს, და უფრო მასშტაბურ და ყოველდღიურად მზარდ ელექტრონულ ბიბლიოთეკას, რომელსაც უნივერსიტეტის და საინფორმაციო ცენტრის თანამშრომლები ყოველდღიურად ავსებენ და აახლებენ. თითოეული მკითხველის კუთხე აღჭურვილია, მაგიდის ლამფით, და ლეპტოპისთვის დენის წყაროთი და უსადენო ინტერნეტით, მუშაობს 8:30-24:00 (!)

მოსკოვის ლომონოსოვის სახელობის  სახელმწიფო უნივერსიტეტის  სამეცნიერო ბიბლიოთეკას ცალკე ვებგვერდი აქვს, ასევე ცალცალკე ელექტრონული რესურსი აქვს თითოეულ ფაკულტეტს, ფაკულტეტის ცალკე ვებგვერდზე, ბიბლიოთეკა ერთ-ერთი უდიდესია რუსეთში, ის შეიცავს 9,000,000 წიგნს, საიდანაც მხოლოდ 2, 000,000 წიგნია უცხო ენაზე.   ნწ, ნწ, ნწ როგორ გვაჯობეს

სორბონის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში არსებული რესურსების მეტი წილი ფრანგულ ენაზეა, ვინაიდან სწავლება ფრანგულ ენაზე მიმდინარეობს, უფრო მეტიც უცხოელ სტუდენტს ევალება ფრანგული ენის წინამოსამზადებელი კურსის გავლა. 2009 წლის მონაცემებით, ბიბლიოთეკა მოიცავდა 470 000 წიგნს, 1100 მიმდინარე პერიოდულ გამოცემებს, რომელთა ნახევარი უცხო ენაზეა, 4000 რუქას და 800 აუდივიზუალურ პროდუქტს, 80 ელექტრონული რესურსს, 3000 უფასოდ ხელმისაწვდომ რესურსს, ბიბლიოთეკაში არის მკითხველისთვის გამოყოფილი და შესაბამისად აღჭურვილი 10 000 კუთხე (მაგიდა) და ა.შ.

ვაშინგტონის უნივერსიტეტის ერთ-ერთი ბიბლიოთეკა

რაც ყველაზე ძალიან გვიყვარს: ჭკომუა დო ხოდუა

პაპაჩემი მიყვებოდა ამბავს თუ ანეგდოტს
”სოფელში ერთ-ერთ ოჯახში, ეროვნებით რუსი რძალი შევიდა,
გამოხდა ხანი და მეზობელი ეკითხება რუს რძალს,
აბა როგორ ხარ, როგორ შეეგუე?
რძალი პასუხობს:
Ра вици каргад,
сул лобио да кле, лобио да кле”
ეპილოგის ნაცვლად
—————————————

ფილმის დაწყებამდე დარბაზი მდედრობითი სქესით გადაივსო, ასე ექვსიოდე მამრი თუ დაითვლებოდა, კულმინაცია ბოლოსკენ ორი, 60-65 წლის ქალბატონის შემოსვლა იყო. სხვებივით ვერაფერს შევადარებ, არც უცხოურ, არც ქართულ აქამდე შექმნილ პროდუქტს, უბრალოდ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი რომ ჯერ კიდევ ბევრი რამ უნდა ისწავლონ ფილმის შემქმნელებმა; იყო ტექნიკური წუნი, იყო სასცენარო წუნი, იყო სამსახიობო წუნი და ა.შ.

დედა, რომელიც გამუდმებით აქებს თავის შვილს, ჯამ მომარჯვებული დასდევს და კვებავს, თუ პირზე დორბლი ჩამოუვიდა იქვე დგას და წმენდს, თუ ვინმე სადმე რამე ცუდს იტყვის იქვე მივარდება და საპირისპიროს მტკიცებას იწყებს, თუ ვინმე შეაქებს შვილს, სხვებთან საუბარში იშველიებს ამან და ამან ჩემი შვილი შეაქოო. ფილმის შემქმნელებმა და როგორც მინიმუმ იმ ადამიანებმა, რომელთაც ფილმის შექმნის დროს მხოლოდ სანთელი ეპყრათ ხელთ, სწორედ ასეთი დედა გამახსენეს. გაგიკვირდებათ და რამოდენიმე ადამიანმა ასეთ დედას ეროგენულ ზონებიც მოუძებნა და ასიამოვნა, რა უცნაურია, ესეც ხომ ერთგვარი ქართული მარაზმია, ფილმის ხუთი ნოველისა არ იყოს.

როგორც გიგი თევზაძე უბნობს თავის სტატიაში, ფილმში სათქმელი ყოველგვარი შეფუთვისა და ალეგორიულობის გარეშეა ნათქვამი, მეც ასე ვფიქრობ რომ ნათქვამი ყოველთვის პირდაპირ უნდა გადმოსცე და ამისთვის არისტოტელე, სოკრატე, ბონაპარატე და ოჩოპინტრე არ უნდა მოვიშველიო მაინც და მაინც ჩემი საკუთარი აზრის გადმოსაცემად.

როდის იყო ფილმის ავკარგიანობა მხოლოდ თემატიკით ფასდებოდა? უი, რა კარგია რომ ეს არ არის ნარკომანებზე, ლოთებზე, ქურდებზე, ომზე და არის ჩვეულებრივ ყოველდღიურ ქართულ რეალობაზე, ქართულ მარაზმებზე, ისე თითქოს ნარკომანია, ქურდობა, ლოთობა, ომი არ იყოს ქართული რეალობა და ამასთან გნებავთ მარაზმიც, იქნებ ჯობია ვთქვათ რომ ეს თემები კი არ ამოიწურა, ჩვენ ვერ ვისწავლეთ ფილმის გადაღება, პრინციპში რატომ ჩვენ, მე ჯერ ფილმი არ გადამიღია.

თემატიკა აქტუალურია, მაგრამ ზედმეტად ლოკალური, მხოლოდ საქართველოს ფარგლებისთვის, უფრო მეტიც საქართველოს ფარგლებში არსებული რაღაც კონკრეტული ფარგლებისთვის განკუთვნილი თემატიკაა; მავანს რომელიც თავს აქიცინებდა, ფილმის ყურების დროს უფრო კარგად ააქიცინებდა თავს და იტყოდა ”აი რა მარაზმში ვცხოვრობთ”. ეს არ არის ის კინო, რომელსაც გაუკეთებ დუბლიაჟს რომელიმე ენაზე და საზღვარგარეთ გაიტან, ფილმი ვერ მიჩვენებს ვერც საშინაო და ვერც საგარეო კომერციულობას, გარდა იმისა რომ გარკვეტული სარეკლამო ჩანართები არა გამაღიზიანებლად არის შესრულებული.

სამიზნე საზოგადოება ამ ფილმის საყურებლად კინოში არ წავა, პირველ რიგში ისინი წამოეკიდებიან სათაურს, არც თავად წავლენ და არც ცოლს ან სხვა ვინმეს წაიყვანენ. როგორც მითხრა კიდეც ერთმა ახალგაზრდა ადამიანმა ”ეს არის იდიოტობა და გარყვნილების პროპაგანდა” – რაც რა თქმა უნდა აბსურდია, მხოლოდ სათაურის და ტრეილერის ყურებით გადაწყვიტა რომ ეს ასეა.

სცენარის მხრივ განსაკუთრებით არ მესიამოვნა პირველი და მესამე ნოველა, ეს იყო ფალსიფიცირებული ცემენტით ამოქოლილი სიცარიელე, გაწელილი კადრები, გაწელილი დიალოგები, პირველი და მესამისგან განსხვავებით უკეთესი იყო მეორე ნოველა, უფრო რეალური, უფრო სავსე სამსახიობო გუნდით, კარგი თამაშით, თუმცა აქ სხვა უკიდურესობა იყო, ზედმეტად ბევრი იყო ჩატენილი სხვა ნოველებისგან განსხვავებით, დაზიპული ფაილის შთაბეჭდილება დატოვა.  მეოთხე ნოველა – ჩემთვის ნაცნობი არცერთი დიასახლისი, რომელიც გამუდმებით სახლშია, ზრდის ბავშვებს, უვლის ქმარს, მამამთილს, სახლს – არ არის ასეთი მშვიდი!! ეს იყო ყველაზე არარეალური მომენტი ამ ნოველაში. ასეთმა ქალმა, ორიოდე დღის წინ სადარბაზოში კინაღამ მოკლა ბავშვი ცემით, მხოლოდ იმიტომ რომ ველოსიპედიდან გადმოვარდა და ტალახში შარვალი დასვარა. სახლში ჩამჯდარი ადამიანი არის დანევროზებული, დეპრესიული ადამიანი, რომელიც რა წუთს რაზე აფეთქდება კაცმა არ იცის, რა მიზეზს მოგიძებნის საჩხუბრად, მითუმეტეს ქმარიც თუ არ აქცევს სათანადო ყურადღებას, თუნდაც ისე როგორც ეს მოხდა ამავე ფილმში – მეორე ნოველაში. მეხუთე ნოველა – თუ ვიტყვი რომ ჩემ ბლოგზე ახლა ყველაზე აქტიური საძიებო სიტყვა არის ”ტაბლეტები ”again virgin”, თემა მეტად აქტუალურია, თუმცა კვლავ გულდასაწყვეტია ის, რომ ამ ნოველის სამიზნეები ფილმს არ/ვერ ნახავენ ამ ეტაპზე. არაბუნებრივად ამ ნოველაში მომეჩვენა, ამ დონეზე ეჭვიანი ქმრის ხატი და ცოლი, რომელიც ასე გამომწვევად და თამამად ჩაცმული დადის, ეჭვიანი ქმრები ასე არ ატარებენ ცოლებს როგორც წესი, ძირითად კოჭებამდე კაბაში, უმაკიაჟოდ, თმის ერთი ვარცხნილობა მთელი ცხოვრება – ამას წინად ჩემმა თანამშრომელმა შეიცვალა იმიჯი და გვერდი ჩავუარე ვერ ვიცანი, ფერად ტანსაცმელში და ახალ ვარცხნილობაში ისეთი უჩვეულო იყო.

კონტენტი მოგიძველდათ ბიჭებო!! სოფელში 85 წლის ბებიაჩემს არ ეშლება რომ ოთახში არ უნდა შეუვარდეს ახალგაზრდებს და რამდენი მახსენდება დილით ფეხაკრეფით უვლია, ემანდ ბალღები არ შევაწუხო დილით ნებივრობა სჩვევიათო!!!

სამსახიობო გუნდი – აღვნიშნავდი  გიორგი ვარდოსანიძის, დიმა ტატიშვილის, სოფია სებისკვერაძის (მეხუთე ნოველიდან) შორენა ბეგაშვილის, თემიკო ჭიჭინაძის, ქეთი კანთიძის, ვანიკო თარხნიშვილის, ნელი აგირბას თამაშს. გია ცინაძე ოფიციალურად დარჩა ”ჩემი ოფისის” 500 სერიაში და დანარჩენს მე პირადად როლს არ მივცემდი.

მართალია ქასთის შეცვლა ცუდად მოქმედებს მაყურებელზე, მახსოვს ბაბუაჩემი სანტა ბარბარას დაუსრულებელ სერიალს რომ უყურებდა, როგორ ნერვიულობდა რომელიმე მსახიობი შეცვლაზე, ამ მხრივ ბოლოს გადაღებული ქართული მარაზმები, ოჰ, ბოდიში ფილმები, ყველა ერთმანეთის გაგრძელება მგონია . . .

გირჩევდით შეცვალოთ გუნდი, გადაახალისოთ, შემოიყვანოთ ახალი მსახიობები, გამოიყენეთ 20 დღეზე მეტი დრო და უფრო მასშტაბური ქასთინგები ჩაატარეთ, რა იცი როგორი მსახიობები აღმოაჩინოთ.

სამწუხარო ის არის, რომ მხოლოდ ეს ხუთი ნოველა არ მოიცავს ჩვენი საზოგადოების ნაკლოვანებებს, გაცილებით მეტია, შეიძლება სამომავლოდ გაკეთდეს: ჭამა და სექსი: გადატვირთვა, ჭამა და სექსი: რესტრავრაცია, ჭამა და სექსი: ბუნდესლიგა და ა.შ. როგორც ტერმინატორი: შვილო მე მამაშენი ვარ, მატრიცა: მავაში გერი ბზრიალში, კარიბის ზღვის მეკობრეები: მედუზას კურკლი, ოთხ-ოთხად, ხუთ-ხუთად რომ მოდის და მოდის ლამის ყოველ წელს . . .

საუნდტრეკები – ფილმის ერთ-ერთი საუკეთესო გადაწყვეტაა დები იშხნელების სიმღერების სახით, თუმცა ფილმის კინოთეატრებში გამოსვლის შემდგომ გაირკვა რომ არსებობს ესეთი ცნება ”საავტორო უფლებები”, თურმე ბოლო ავტორი იშხნელის გარდაცვალებიდან ჯერ არ გასულა 70 წელი, გამოჩნდნენ შთამომავლები, რომელთაც თითო გაშვებულ სიმღერაში 2000 ლარი მოითხოვეს.

დარწმუნებით ვერ გეტყვით რომ ან ერთი მხარე ან მეორე მხარე მოლაპარაკებებში პროფესიონალია. შეთანხმება ვერ შედგა და იშხნელების სიმღერები ფილმიდან მოიხსნა, დაედო სხვა შემსრულებლების ნამღერი იგივე სიმღერები.

არადა იმას თუ გავითვალისწინებთ რომ უნივერსიტეტიდან გამოსულმა სტუდენტმა არ იცის ვისი სახელობის უნივერსიტეტში სწავლობს, დები იშხნელები ამ ფილმით ძალიან ბევრმა გაიგო, გაიზარდა ამ სიმღერების იუთუბზე მოსმენების და სხვადასხვა საიტებიდან ჩამოტვირთვების რაოდენობა.

პროდიუსერების შეცდომა არის ის, რომ თავის დროზე არ გაარკვიეს ეს ამბავი, ხოლო შთამომავლების შეცდომა არის ის რომ დაკარგეს, კვლავ პოპულარობის და ხელახალი ალბომის გამოშვების მნიშვნელოვანი შანსი, მე რომ მქონდეს სტუდია, გამოვუშვებდი ახალ ალბომს, სახელწოდებით მაგალითად: ”დები იშხნელები: გახუნებული ხაბარდა” (ამიტომაც არ მაქვს სტუდია ალბათ).

რაც შეეხება სალაროსთან, რიგში, თითქოს ადამიანები სიტყვა სექსის ეკონომიას აკეთებდნენ, მე არ შევსწრებივარ, საკმაოდ გრძელ რიგში ყველამ თამამად და ხმამაღლა იკითხა ბილეთები ”ჭამა და სექსზე”, სეანსის შემდეგ როდესაც დედაჩემისთვის და მამაჩემისთვის მივედი ბილეთების საყიდლად, იმ დღის ათ საათიანზე უკვე აღარ იყო ბილეთები, მეორე დღისთვის იღებდნენ, და ერთმა ბიჭმა შუა ჰოლშიც კი იყვირა, ”ე, ბიჭო მე აქ ჭამა და სექსისთვის მოვედი და სხვა ბილეთები გინდა იყოს გინდ არაო”.

ის ხანშიშესული ქალბატონები კი ფილმის შემდეგ ხინკალს მაინც შეჭამდნენ, შეგერგოთ დამებო.

———————-

პ.ს. მეც უნდა დავწერო რომ ეს არ არის რეცენზია? ჰმ, ეს იყო ფილმი და ეს არის ფილმზე ერთ-ერთი რიგითი მაყურებლის შთაბეჭდილებები, კიდევ დავწერდი უფრო დეტალურად, მაგრამ ვინ წაიკითხავს ამდენს ან მითუმეტეს ვინ გაითვალისწინებს.

 

 

ყველა ნოველაში, რაღაც საინტერესო აქცენტი იყო ფეხებზე, ადამიანის სულის სარკე თვალები კი არა ფეხები და სიარულის მანერაა მგონი

დღეს მე და ხვალ შენ!!!

დავით მიხეილ შუბლაძის გესტ-პოსტი


ვერბალური დისკრიმინაცია განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის ნიადაგზე მსოფლიოში ყბა-დაღებული და მოჭმული თემა, რომელიც საქართველოშიც ძალიან აქტუალურია. მის კრიმინალიზაციას ბევრი მომხრე და უფრო მეტი მოწინააღმდეგე ჰყავს  მავანნი აპელირებენ გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვით, მაგრამ სად გადის გამოხატვის თავისუფლების და “სიძულვილის ენის” ზღვარი ამაზე არ ფიქრობენ. ხშირად “სიძულვილის ენის” კრიმინალიზების წინააღმდეგ გამოდიან; ჟურნალისტები, ეკლესიის წარმომადგნლები და ბევრი პოლიტიკოსიც კი (!)

Coming-Out”-ის პრობლემა ბევრ ადამიანს აქვს, რადგანაც თანაცხოვრების და თანაგანვითარების დროს ცენტრალური ადგილი ადამიანის პიროვნებას კი არ ეთმობა, არამედ მის ორიენტაციას, ეთნიკურ წარმომავლობას, მრწამსს, და სხვა მრავალს. ამის ფონზე ჩნდება ჩაგრული და “შერცხვენილი”  ადამიანი, რომელიც ვერ ახდენს თავისი თავის რეალიზებას,  კი, რა თქმა უნდა, ჩვენ ბევრი წარმატებული და რეალიზებული ადამიანი ვიცით, ვინც მიუხედავად თავისი განსხვავებული იდენტობისა შეძლო და დაიმკვიდრა ადგილი, მაგრამ უმრავლესობას წარმოადგენენ ისინი, ვინც ვერ ბედავს “გახსნას”, რადგანაც საზოგადოების საერთო ჰომოფობიური განწყობა და მათი სამეგობრო წრე მზად არ არის მისაღებად, მათ კი უწევთ მუდმივი თამაში და ტყუილები. მაგრამ ადამიანი როგორც მოაზროვნე არსება, თვითრეალიზებას ახდენს პიროვნულ ურთიერთობებში, ხოლო პიროვნული ურთიერთობები გულწრფელობის გარეშე წარმოუდგენელია.

როდესაც ადამიანთა ერთობა შთანთქავს პიროვნებას და მის იდენტობას, იგი ზღუდავს მის ავტონომიას, როგორც ეს ტოტალიტარული სისტემების შემთხვევაში ხდება, არავინ არ იმაღლებს ხმას და არ გამოდის მის დასაცავად ან თუ გამოდიან, იმდენად მცირეა მათი რიცხვი, რომ გავლენას ვერ ახდენენ და ხშირად ისინიც მარგინალიზებულთა რიგებს უერთდებიან, რადგანაც ეყოთ გამბედაობა, არა პოპულარულ თემებზე  ხმა აიმაღლეს და წინ აღუდგნენ უსამართლობასა და ჩაგვრას.
ყველაზე მეტად გასაოცარია, “სიძულვილის ენის” მოწინააღმდეგეთა რიგებში ისეთი ადამიანების ნახვა, ვინც თავად არის განსხვავებული იდენტობის მატარებელი და თავადაც განუცდია დისკრიმინაცია, ყველაზე აგრესიულებად ხშირ შემთხვევაში ისინი გვევლინებიან, ვინც დიდი ძალისხმევით ჩქმალავს თავის გენდერულ თუ სექსუალურ იდენტობას. ფაქტია – ჩვენ ვერ მოვთხოვთ ვერავის სხვა ადამიანის პატივისცემას, თუკი აღზრდა და კანონები საკუთარი თავის პატივისცემას არ ასწავლის, ამ ყველაფრის გათვალისწინებით თამამად შემიძლია ვთქვა, რომ საზოგადოება ზნეობრივად დაიქანცა.
რა თქმა უნდა, როდესაც, განუწყვეტლად ხდება დამახინჯებული და სათავისოდ შექმნილი ისტორიის, ფასეულობების და “ტრადიციების” მიწოდება ეს დამღლელი ხდება.

როდესაც ვსაუბრობთ 21 საუკუნეზე და ინფორმაციის გავრცელების გამარტივებაზე, ყოველთვის ვამბობთ, რომ უამრავი ინფორმაციაა ხელმისაწვდომი, მაგრამ აქაც არის საშიშროება! ეს “ბნელები” ვინც სათავისოდ ჭრიან და კერავენ ისტორიას, აქაც ახერხებენ შეღწევას და საკმაოდ წარმატებულადაც კი,(!) ახერხებენ ადამიანთა მენტალობის დამახინჯებას, ეს შესამჩნევია განსაკუთრებულად ნედლ ახალგზარდობაზე, რომელიც ლერწამივითაა “საითაც დაუბერავს იქით იხრება”. საშიშროებაც ზუსტად აქ არის, ნედლი მასალისგან საკმაოდ კარგად იძერწება ფაშისტი, რასისტი, ქსენოფობი, ჰომოფობი და სხვა დანარჩენი უბედურება. სამწუხაროდ, დღეს არსებობს რელიგიას ამოფარებული “სუბ-კულტურა” რომელიც ადამიანებს ურთიერთობისკენ კი არ მოუწოდებს, არამედ იზოლაციაში აქცევს მათ.

ხშირად ადამიანებს გაუაზრებლად სძაგთ, მათგან განსხვავებული იდენტობის მატარებლები, რადგანაც მათთვის ძალიან “ავტორიტეტული” ადამიანის აზრით ისინი გარყვნილები და “გადახრილები” არიან. სამწუხაროა, რომ ინფორმაციის თავისუფლების ეპოქაში, ადამიანი აღარ კითხულობს, აღარ ძიობს ჭეშმარიტებას, ეზარება და მხოლოდ სხვის აზრს ითვალისწინებს.
ადამიანები თავად არიან საკუთარი პროგრესის და განვითარების შემოქმედნი და თავადვე უნდა იტვირთონ პასუხისმგებლობა, მაგრამ იზოლაციაში ვერაფერს გახდებიან. ხშირია შემთხვევა, როდესაც ადამიანებს მათი ორიენტაციის გამო იზოლაციაში უწევთ “არსებობა”, ამაზე ყოველთვის მახსენდება ჩვენი “დიადი” პრეზიდენტის გამოსვლები, სადაც იგი მისთვის ჩვეული პათოსით გვახსენებს ისტორიას და მოგვიწოდებს ტოლერანტულობისკენ, გასაგებია, რომ პრეზიდენტი ყველასია, განურჩევლად მისი ყველა განმასხვავებელი ნიშნისა, მაგრამ ასე მხოლოდ პოპულისტური გამოსვლებით ვერაფერს გავხდებით, საჭიროა სამოქალაქო საზოგადოების ნებაყოფლობითი მობილიზაცია.

სოლიდარობის გრძნობის და სამოქალაქო პასუხიმგებლობის დეფიციტი ზიანს აყენებს ყველა ჩვენთაგანს. დღეს მე მჩაგრავენ! სად გაქვს იმის გარანტიები, რომ ხვალ შენ არ დაგჩაგრავენ რამე განსხვავებული ნიშნის გამო თუნდაც პოლიტიკური ან რელიგიური ნიშნით?! ჩემი სუბიექტური აზრით, ცვლილებები ადამიანების შეხედულებებში და მათ დამოკიდებულებაში გარკვეულწილად “ზემოდან” უნდა მოდიოდეს, მაგრამ “დამრტყმელ” ძალას სწორედ რიგითი მოქალაქეები წარმოადგენენ.

საფეხბურთო ჰომოფობია

ერთ-ერთ სპორტულ ვებგვერდზე განთავსდა სტატია სათაურით ჯასტინ ბიბერმა ”ბარსასთან” ერთად ივარჯიშა , სტატია რა, ძირითადად ფოტო კოლაჟია, სადაც ბიბერი და  ბარსას ფეხბურთელები მწვანე მინდორზე ერთად ძოვდნენ ბალახს, ძოვდნენ რა, ვარჯიშობდნენ.

რა მოხდა მერე, ვარჯიშობენ შეიძლება ამას ამბავი მოჰყვეს? წესით არა, მე არც ბიბერსი ფანი ვარ და არც ბარსასი (პეპეს შემოევლოს ჩემი თავი) მაგრამ რომ არ აღვნიშნო არ შეიძლება.

ეს პოსტი არ დაიწერებოდა ასე ექსპორომტად, მაუსი რომ არ წამცდენოდა, ბოლომდე რომ არ ჩავყოლოდი ფოტოკოლაჟს და ფეხბურთის ჯიგიტი ფანების ჰომოფობიური კომენტარების მთელ კასკადს რომ არ წავწყდომობდი. (ხლართი)

არადა რამოდენიმე საათით ადრე მეგობრევი ვსაუბრობდით რომ სოციალურ ქსელებში, ფორუმებზე, სხვადასხვა ინტერაქტიულ საიტებზე აქტიური ტიპები მეტ-ნაკლებად გონებაგახსნილები და ტოლერანტულები არიან რიგი საკითხების მიმართ.

რამოდენიმე კომენტს უცვლელად გთავაზობთ დანარჩენი კი ლინკზე შეგიძლიათ იხილოთ.

მაშ ასე მღერიან და ხუმრობენ ბარსას ფანები:

დებილი პიდ@$^&*ი

ჯასტინ ბიბერი და ბარემ ლედი გაგაც მოათრიონ  წადი შენ ჯობია კრისწინასთან , სალონში გაიარეთ და პედიკურ მანუკირი გაიკეთეთ 

ერთი მე ამის პიდა***** დე*** მო********** 

და ბოლოს ძალიან საინტერესო ლექსი, ასევე კომენტარის სახით დადებული:

ისევ ის ბიჭი,ისევ იმ საყურით,

თავის ბოიფრენდს ეკურკურება…

იტყვის აქ ვცხოვრობ, მე ჩემს ტთბილისში,

აქაური ვარ სულით და ხორცად…

“ჩემი ნებაა თავისუფალი,

სკესს არ დავმალავ,გამიგებს ხალხი,

ნანუკას შოუს გამოვიყენებ,

ეს ხომ ნებაა ყველა პედერასტის…”

ამ სიტყვებს იტყვის ქართველი კაცი…

მე ბოდისჰს ვუხდი მას ამ სიტყვისტვის,

მას კაცის მხოლოდ სხეული დარცჰა,

თანხებს ინახავს კუზანოვასტვის…

იქ ვიღაც გოგო ბიბერით ტკბება,

ვიღაც უცნაურ გრდძნობებსაც ჰყვება,

ამბობს ფანი ვარ,მიყვარს გიჟივით…

ყველაფერს ამას ამბობს კივილით.

მამამისი კი შრომობს იმისთვის,

რომ ბავშვი იყოს ნასწავლი,ზრდილი,

ეს ბავშვი,ვიღაც უცხოელს იხდის კერპივით,

თითქმის ღმერთივით..

იხდის კერპივით და ამბობს-მიყვარს.

მასზე უკეთესი მგონი არვინ მყავს….

და ამას ამბობს ქართველი გოგო…

ვიღაც უცხოელს იფიცებს ღმერთად,

უყვარს სიგიჟემდე,გალაკტიკამდე,

არადა მხოლოდ სახეზე ხედავს.

ის კი არ იცის რომ ეს ჯუსტინი,

აღარასოდეს აღარ შეხედავს…

ილუზიებში ცხოვრობს ეს ხალხი..

ილუზიებით აშენებს კოშკებს…

მიყვარს ამბობენ თითქოს გულწრფელად…

და ამჟღავნებენ ისინი ცოდვებს…

ეს არაფერი,მერე რა მოხდა,

მამაომ ნახა კაბით,რა უჭირს,

ეკლესიაში წავა იმ კვირას,

აღსარებაში გულს გადაუშლის…

ასე ეცემა ქართველი ხალხი…

ასე კარგავენ მათ ქართველობას…

სადაც ოდესღაც თამარი ლაშქარს,

ომის დროს მარად წინ მიუძღოდა..

—-

ერთი სიტყვით შემდეგ მატჩამდე სასაუბრო მიეცათ

ხალხო თავისუფლად, შვებით მიიღეთ ინფორმაცია და ხანდახან მაინც მოუსმინეთ ოზის ;)

 

პ.ს. არც რეალის ფანი ვარ :)

 

ორი ახალი ”აღმოჩენა”

თარგმანებისგან გაბეზრებული ბოლო დროს ხან რას ვუსმენ და ხან რას, გთავაზობთ ორ ახალ ”აღმოჩენას”, ნუ ჩემთვის აღმოჩენას, თორემ თქვენ იცით ალბათ :D

სლოვენური გუნდი ”Perpetuum Jazzile”

და მეორე

იაპონელი კომპოზიტორი და დირიჟორი ჯო ჰისაიში

თქვენი არ ვიცი და ჩემს ყურზე ორივე შესრულებამ სასიამოვნოდ იმოქმედა