ნაფიცი ქალწულები

ხაზგასმით პატრიარქალურ საზოგადოებაში, სადაც ქალებს, საუკუნეების მანძილზე არ გააჩნდათ უპირატესობა, ნაფიცი ქალწულები მამაკაცების თანასწორი უფლებებით სარგებლობდნენ. მათ შეეძლოთ მემკვიდრეობით მიეღოთ ქონება, ემუშავათ როგორც კაცებს, აერჩიათ სოფლის საბჭოში, ასევე ჰქონდათ ხმის მიცემის უფლებაც. თუმცა მიღებულ პრივილეგიების სანაცვლოდ გაღებული ხარკი დიდი იყო. ისინი ფიცს დებდნენ რომ არ დაქორწინდებოდნენ და არასოდეს არავისთან არ ექნებოდათ სექსუალური ურთიერთობა; და ისინი ვერასოდეს დაუბრუნდებოდნენ ქალურ ცხოვრებას, ვეღარასოდეს გახდებოდნენ ისევ ქალები, ისინი სიცოცხლის ბოლომდე უარს აცხადებდნენ ამაზე.

ხვდებით ალბათ, გადაწყვეტილების მიღება სულაც არ იყო ადვილი და არც დიდი ბედნიერებისა და სიხარულის მომტანი. ეს ტრადიცია ძირითად გავრცელებული იყო და ახლაც არის, მაღალმთიან რეგიონებში, როგორიცაა ალბანეთი, მონტენეგრო და მცირედად კოსოვოსა და სერბეთში;
ქალის ამ გადაწყვეტილებას სხვადასხვა მიზეზი ჰქონდა, უფრო გავრცელებული იყო სოციალური ტიპის მიზეზი, როდესაც ოჯახში აღარ იყო საკმარისი რაოდენობის კაცი და ოჯახს სჭირდებოდა შესაბამისი დამხმარე და მარჩენალი ან მეორე, ემოციურ ნიადაგზე მიღებული გადაწყვეტილება, როდესაც ქალს არასასურველ მამაკაცზე გათხოვებას მამაკაცის როლის მორგება ერჩია;

შორეულ წარსულში ფიცის გატეხვა სიკვდილით ისჯებოდა, მაგრამ თუ ნაფიცი ქალწული ახლა გადაწყვეტს ფიცის გატეხვას და უკან დაბრუნებას, სიკვდილით არავინ დასჯის, თუმცა ტრადიცია იმდენად ძლიერია რომ ფიცის გატეხვის ფაქტი მიმდინარე დროში არ დაფიქსირებულა.

იჭრიდნენ თმებს, იცმევდნენ შარვლებს, თავისუფალ დროს ატარებდნენ მამაკაცების გარემოცვაში, მიირთმევდნენ სასმელს, მუშაობდნენ, ოჯახს არჩენდნენ, სახლ-კარს უვლიდნენ და აკეთებდნენ ყველაფერს რაც მამაკაცს შეეძლო, ზოგჯერ უფრო მეტსაც, მშენებლობაზე მუშაობდნენ, სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებში ერთვებოდნენ და რაც დრო გადიოდა მით უფრო ქრებოდა მათში ქალი, ვერც კი შეამჩნევდით და წარმოიდგენდით, რომ ადამიანი, რომელსაც თქვენ ახლა ხედავთ ხან შეშის მოზიდვისას, ხან წყლით სავსე სათლებით ხელში, ერთ დროს ნაზი და ჰაეროვანი გოგონა იქნებოდა.

გამომდინარე გეოგრაფიული თუ სოციალური საჭიროებიდან, ოჯახისთვის ეს იყო ყველაზე პრაქტიკული და მორგებული გადაწყვეტა უუფლებო, სუსტი  და დაუცველი ქალისთვის.დღეს, რაც დრო გადის მათი რიცხვი მით უფრო მცირდება, ფიცს აღარავინ დებს, ქალებს უფლებები დაუბრუნეს, გაუთანაბრეს მამაკაცს, მთების ჯაჭვებში კი ნაფიცი ქალწულების ბოლო თაობა ილევა.
რამდენად გადანაწილებულია დღეს მატრიარქალურ –პატრიარქალური პოზიციები? დაბალანსების მცდელობაში, ცოტა სიჭარბე ხომ არ შემოგვეპარა მატრიარქალურ სივრცეში?

არა მგონია ძალიან განსხვავდებოდნენ ნაფიცი ქალწულების მძიმე ყოფისგან დღევანდელი ქალბატონები თავიანთი მდგომარეობით . . .

არა მგონია ადვილი იყოს მრავალშვილიანი ოჯახის რჩენა მძიმე სამუშაოს ფასად . . .
არა მგონია ადვილი იყოს ოჯახის და ჭერის შენარჩუნების მიზნით, გაშლილ მინდორზე გაქცევა და უკან, ბეჭებში წამოწეული ღომის საზელი ჩოგანი . . .
არა მგონია იოლი იყოს ყოველდღე დილის ექვსზე ადგომა, ღამის თერთმეტ საათამდე ქუჩების დაგვა-დასუფთავება, ბევრი შვილის მოვლა-პატრონობა და თან თავშესაფარში ცხოვრება . . .
მართლაც რომ ფასადურია ეს ყველაფერი, შემდეგ ერთი დღით ლამაზად ჩაცმა-დავარცხნა და მხოლოდ ერთი დღით ქალის როლში დაბრუნება . . .
ციმციმებს კურსორი, მე კი აღარ ვიცი რა დავწერო, ძნელია იყო ქალი, ძნელია შეინარჩუნო ქალურობა, გარემო და გარშემომწყოფები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ქალის – როგორც ასეთი იდენტობის გაუხეშება და გახისტება მოხდეს, ყველაფერი ხელს უწყობს ქალის სიძლიერეს და არაფერი სინაზეს . . . . still no balance

იხილეთ ვიდეო – NatGeo – ნაფიცი ქალწულები

შთაგონება – DRCAA-ს ერთ-ერთი ლექცია

როდესაც დაფლული განძი ყარს

ეს პოსტი გუშინ უნდა დამეწერა, მაგრამ ცხელ გულზე თავი ავარიდე და დაველოდე იქნებ რა თქვან, იქნებ რა ვიდეო დადონ, იქნებ როგორ განმარტონ, იქნებ, იქნებ, იქნებ .

ნაცვლად ამისა, თიბისი ბანკი კვლავ დაჰპირდა მის ლაიქერებს მსგავს თამაშს და შეჰპირდა რომ შენიშვნებს და რეკომენდაციებს გაითვალისწინებს, თუმცა არ ვიცი გაითვალისწინებენ თუ არა გინებას, რომელმაც თამაშის გვერდზე აგერ უკვე 3000-ს ასცდა ლამის.

თამაშს პირველ დღეს ვადევნებდი თვალყურს თუმცა, დროის უქონლობის გამო ონლაინ რეჟიმშიც ვეღარ მივყვებოდი მოვლენებს და აღარ ვაქცევდი ყურადღებას.
Continue reading

ოზის ჯადოქარი

ამ ცნობილი სიმღერის თავდაპირველი შემსრულებელია ჯუდი გარლანდი 1938 წელს გადაღებულ ფილმში ”ოზის ჯადოქარი” (The Wizard of Oz).

 

 

16 წლის ჯუდი გარლანდი დოროთი გეილის როლში – კადრი ფილმიდან ”ოზის ჯადოქარი”

Warner Bros გეგმავს ფილმის 3D ვერსიის გადაღებას

მახარაძე VS მინაშვილი

 

1981 წელი

თბილისის დინამო – კარლ ცაისი

გოლ, გოლ, გოლ . . . . გოლ

თამაშამდე სამნახევარი წუთით ადრე ვიტალი დარასელიას გააქვს მატჩის მეორე გოლი

эти три минуты надо выстоять . . . . и победа . . .

эти три минуты надо сыграть максимально внимательно


 

2011

საქართველო – ხორვატია

1-0

გოოოოოოოოოოოლ, გოოოოოოოოოოოოოოლ, გოოოოოოოოოოოოოოოოოლ

მერე ბღავილი, მერე ბევრი 1-0, მერე სასწაულები, ისევ ბღავილი და ხუთივე ხმოვანი ხმის ჩახლეჩამდე

და ისევ სამი წუთი

სამი წუთი დარჩა, სამად სამი წუთი . . . უნდა გაუძლოს საქართველოს ნაკრებმა და გამარჯვება


 

 

მათთვის ვინც აპროტესტებს უხარისხო TV-შოუების წინააღმდეგ აქციას

ეძღვნება საბუნიას და არა მხოლოდ :)

 

თუ გაღიზიანებთ ან არ მოგწონთ აღნიშნული აქცია შეგიძლიათ მოკიდოთ ხელი თქვენ მაუსს და მოიქცეთ ასე:

 

 

და შემდეგ ასე :


ერთხელ ვენახში

ყუჩების კვლებში
ვაზის ფოთლები მწვანედ დნებოდნენ
ჭიგოს წამოვდე ფეხი
კვალში ჩავყუჩდი

ვაზი იძრა და
მტევნის კერტი ტუჩზე დამეცა
გემო მეამა

 

ადგომა ვცადე
ჩხას ხელი ვავლე
მტევნების სიტკბომ თავბრუ მახვია

მწვანე ფოთლები შემომეთელნენ
მტევნის კერტები შემომტკბნენ
ყუჩები კვალს მიხსნიდნენ მაღალ ბალახებში

მზე შეიმალა
წვიმა წამოვიდა
სიტკბო გარეცხა
ამოვისუნთქე

მესიჯები და ძალადობა

დილას მობილურზე მომდის ასეთი სახის მესიჯი:

გსურთ ოჯახში ძალადობის პრობლემის არსებობისას მიიღოთ იურიდიული კონსულტაცია მის გადასაჭრელად? გამოაგზავნეთ OK – SMS ნომერზე 1247. SMS-ი უფასოა.

 

ძალადობის მსხვერპლთა უმრავლესობა როგორც წესი არ მიაჩნია რომ მას ასეთი დახმარება სჭირდება, არ ფიქრობს რომ მას აღნიშნული იურიდიული დახმარება საერთოდ რამეში დაეხმარება, ის ფიქრობს რომ თუ მეუღლე გაიგებს ამის შესახებ უარეს დღეში ჩავარდება და აღარ ცდილობს სიტუაციის გამწვავებას, ან გაგიკვირდებათ მაგრამ შეიძლება მობილურიც არ ჰქონდეს საერთოდ (სოფლებში) და აღნიშნული OK – SMS  ვერ გამოაგზავნოს ან ასეთ მდგომარეობაშია უკვე ჩავარდნილი:

ასტეროიდი თამარა

ასტეროიდთა სარტყელის ასტეროიდი, რომელიც იოჰან პალიზამ 1892 წლის 19 მარტს ვენაში, მე კი დღეს აღმოვაჩინე. :D

სახელი ეწოდა თამარ მეფის პატივსაცემად.

დამატებით იხილეთ ბმული - NASA

ფინჯანი ყავა და PrimeTime

ახლა მეგობარმა წამოჭრა თემა და  ვსაუბრობდით ქართული გაზეთების შესახებ.
ხოდა მეც გამახსენდა, ეგვიპტეში ფრენისას, ორივე გზაზე ფინჯან ყავასთან ერთად როგორ მომართვეს პრაიმ ტაიმი!
არა ნუ გადარევა შეიძლება!
რაში უნდა მაინტერესებდეს ვიღაცის ღიპი, ტრუსიკი, და ცხვირში ხელი, როდესაც ყავას მივირთმევ?!
მაშინ პირველად ვიხილე აღნიშნული გაზეთი,  რაზე გიჟდება საზოგადოება და რატომ არის ეს ასეთი რეიტინგული? ეს კითხვები გამიჩნდა როდესაც მსგავს სურათებს გადავხედე, შინაარსითაც და გაზეთის ხარისხითაც, ტუალეტის ქაღალდია; ანუ შეგვიძლია ვიფიქროთ რომ ტუალეტის ქაღალდი ქართული საზოგადოებისთვის ერთგვარი ფეტიშია?!

სკა

სკაში მოზუზუნე

ფუტკარი ვარ

სკა ხიდან ჩამოვარდნილა

მიწას ამოუქოლია

ვეღარ ვსუნთქავ

ვეღარ გავდივარ

ყვავილებიც აღარ მეტრფიან . . .

შორიდან მესმის

ნაბიჯების ხმა,

მიახლოვდება,

სიმძიმე მკლავს, ხმაც წყდება

ვეღარ ვინძრევი

და ვხუჭავ თვალს

მძიმედ . . .

დაქსექსული საზოგადოება

ამ პოსტის დაწერის შემდეგ ბევრი იკითხავს და ბევრსაც გაუკვირდება თუ ასე ფიქრობ ზოგადად შოუებზე, მაშინ პროფილს რას გადაეკიდეო.

მე არ უარვყოფ იმას რომ ასე ვფიქრობ, გამომდინარე იქედან რომ ასეთია რეალობა, ასეთია ბაზარი და ასეთია საზოგადოება და ეს ყველაფერი არა მარტო საქართველოზე ვრცელდება. უბრალოდ უფრო მკვეთრ და რთულ ფორმებში ჩანს საქართველოში მისი მცირე მასშტაბების გამო, არხების სიმცირის გამო ანუ მოკლედ რომ ვთქვათ სხვა ალტერნატივების არ არსებობის გამო; საზოგადოების გარკვეული ნაწილის თვალთახედვის არეში უფრო ადვილად მოსახვედრია, თუ უშუალოდ გადაცემის ყურებით არა, გადაცემის შესახებ აღშფოთებული ნოუთები, სტატუსები, თუ კომენტარები მაინც აღწევს სუბიექტამდე.

ხელახლა რომ მომიწიოს ნანუკას შოუზე ისევ იგივეს დავწერ, წეღანაც ვთქვი და ახლაც ვიმეორებ, არჩევანი ცუდი გვაქვს (ქართულ სივრცეს ვგულისხმობ) და შესაბამისად თუ რჩევაზე მიდგა საქმე, ნანუკას შოუს უფრო ვუყურებ, ნუ ამ შემთხვევაშიც გააჩნია ვინ ჰყავს სტუდიაში და რაზეა გადაცემა.

ბევრი მინახავს თავგამოდებული რომ აკრიტიკებს ხან ერთ და ხან მეორე შოუს, მაგრამ მერე გაღიმებული და ბედნიერი ხან ერთ და ხან მეორე შოუში ზის სტუმრად.

ვფიქრობდი რა იყო საცნაური წინა პროფილში:

- ის რომ ქმარმა ცოლი გააუპატიურა?

- ის რომ ქმარმა ცოლს დააფსა?

- ის რომ ქალი ოთხჯერ გათხოვდა?

- ის რომ 50 წლის ქალს 23 წლის ბოიფრენდი ჰყავს?

- ის რომ ქალს ქალი უყვარს?

- ის რომ სტრიპტიზის მოცეკვავე შეიძლება ჟურნალისტიც იყოს და იურისტიც?

- ის რომ მამამ იცის რომ მისი შვილი სტრიპტიზ კლუბში ცეკვავს?

გამომდინარე იქედან თუ რა სერიალებს უყურებს პროფილის მაყურებელი საზოგადოება (განსაკუთრებით კი რაიონებში), ზემოაღნიშნული გასაკვირი და აღმაშფოთებელი მათთვის აღარ უნდა ყოფილიყო, თორემ ერთ-ერთ პოსტში კი მოგახსენეთ როგორ შეიკრიბა 200 კაცი ტელევიზიასთან ეროტიკული ფილმის გაშვებისთვის და არც ახლა მოერიდებოდათ.

ერთადერთი საცნაური პროფილის ფორმატისთვის და სტილისთვის (ხაზგასმით) შეუსაბამო თემა და მთელ გადაცემაზე ლაიტმოტივად გაყოლილი 18+ იყო, ალბათ.

მე მხოლოდ პირველზე გავამახვილე ყურადღება,  და კიდევ ვიმეორებ, რომ სრულიად ამოვარდნილი იყო პროფილის ტირილის, სიცილის, მელანქოლიის, რომანტიკის, სევდის, ა.შ. სხვა ჩვეული სისულელეებიდან და ასევე ჩვეული რელიგიური თუ სასწაულმოქმედი თუ მირონმდენი პათეტიკიდან.

და ეს იყო ასე ვთქვათ თავზე დაფსმული მილიონერი პატრიციას ტალახიდან კრისტალურად ამოყვანის ძალიან უნიჭო და უღიმღამო მცდელობა.

არა ისე წამყვანმა კი უნდა იამაყოს აუდტორიის სიჭრელით, მის სტუმრებს ხან მირონი სდით და ხან თავსე აფსამენ, ნუ ვერაფერს იტყვი რა.

იმ ყბადაღებული გამოკითხვების ფონზე რაც საზმაუმ და იმედმა ჩაატარა  და არა მხოლოდ, და პლუს უნივერსიტეტების ეზოებში  მოყურყუტე სტუდენტების, უსაქმოდ მოხეტიალე თინეიჯერების შემხედვარე

თქვენ კიდევ გიკვირთ რატომ ჰყავს პროფილს ამდენი მაყურებელი?

ამდენი უმუშევარი და ასევე დასაქმებული უსაქმური ადამიანის ფონზე გიკვირთ რატომ გადის ამდენი უნიჭო და დაბალი დონის სერიალი?

სტატისტიკას რომ გადახედოთ ყველაზე მეტი სერიალი სწორედ იმ ქვეყნებში იყიდება, სადაც მაღალია უმუშევრობის და დაბალია განათლების დონე.

აქ კი არავის აღარ უნდა გაუკვირდეს თუ რატომ გაუხარდათ ”ველური კატის” ხელმეორედ გასვლა ველური კატის ფანებს.

განსაკუთრებით კი რაიონებში, პატარა ქალაქებში, სოფლებში რა ემოციით ელოდებიან ან სერიალს და ან მსგავს შოუებს რომ იცოდეთ!

მიუხედავად იმისა რომ უნივერსიტეტები თუ სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებები სოკოებივით მრავლდებიან, არის უამრავი საშუალება ფასიანად თუ უფასოდ სწავლის, მაინც განათლება რჩება ძირითადად პრობლემად.

ქვეყანაში სადაც ეროვნულ ბიბლიოთეკაში ისევ ნახევარი საათი ან ერთი საათი ელოდება წიგნს სტუდენტი, ქვეყანა სადაც ლიტერატურულ კაფეებში ყავაზე არჩევენ ახალ ზმანს და თაროზე ჩამოდებული წიგნებისკენ არც არავის ეპარება თვალი.

ქვეყანაში სადაც ერთი პერო პოეტი გამართავს ერთ პოეტურ საღამოს ერთ ლიტერატურულ კაფეში და დამსწრე თინეიჯერულ საზოგადოებას ამ პოეტის გარდა სხვა არც არაფერი აქვს მოსმენილი ან წაკითხული და იქვე დორბლმომდგარი უკრავს ტაშს. ხელი ხელსა ჰბანსო, პოეტს განათლებული კრიტიკოსი აღარ სჭირდება და მსმენელს კი ფეხები მოსცვეთია თანამედროვეობასთან ერთად სირბილში.

და კიდევ რამდენი რამ ჩამოვთვალო? – ჩემი პოინტი ის არის რომ ყოველივე ეს არ უნდა გაგვიკვირდეს ქვეყანაში არსებულ ფონზე.

უცებ ერთი თვალის გადავლებით რომ გავიხსენო ქართული სატელევიზიო სივრცე, ინტელექტუალური გადაცემებიდან მახსენდება ”რა? სად? როდის?”, ”ვის უნდა 20000?” და სულ ახალი ”იღბლიანი ბორბალი”

ჩამოთვლილი შოუები არც თუ ისე რეიტინგულია, პროფილთან, სერიალებთან, ნანუკას შოუსთან შედარებით, რაც იმაზე მეტყველებს რომ საზოგადოების უდიდესი ნაწილი არჩევანს ინტელქტზე არ აკეთებს.

და მარტივად, აღარც ის უნდა გაგვიკვირდეს თუ რატომ არ აქვთ ტელევიზიებს სტიმული აკეთონ უფრო ინტელექტუალური, გასართობ-შემეცნებითი ხასიათის შოუები.

ვერ გეტყვით ჩემ ბლოგზე თუ მოიძებნება კრიტიკული პოსტი რომელიმე ქართულ ენოვან გადაცემასთან დაკავშირებით, ეს ალბათ პირველია და ვერც იმას შეგპირდებით რომ კიდევ დავწერ ან კრიტიკულს ან არაკრიტიკულს.

ბევრად უფრო რეიტინგული აღმოჩნდა პოსტი ”სად ხარ მეთ?” და მიხარია რომ ბევრმა სწორედ აქედან გაიგო მეთის შესახებ.

იცოდე კანონი იქნები დაცული

ყავა მინდა

შაქარს თუ დააკლებ

სტრასბურგში გიჩივლებ

ტკბილი მიყვარს

 

 

თუ არ ხართ გარკვეული თქვენს უფლებებში და კანონის ძალით თავს ვერ იცავთ

 

მაშინ ასე დაიცავით თავი

 

თუ ამასაც ვერ ახერხებთ, მაშინ გამოიქეციიიით, გამოიქეციიიით!!!!!!!!!!!!!!!!!

აი ასე

 

ოჰ, ეს შეშლილი, შეშლილი, შეშლილი მსოფლიო

ტელევიზიით გასულმა სიუჟეტმა ვირტუალურ ბრბოში დიდი აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, აუ ეს ბრბო, აუ ეს ხროვა, აუ ეს ხამები, აი რამდენს უნდა ფული, უი რა დღეში არიან ფულის გულისთვის, შეხედე, შეხედე ერთმანეთს ახტებიან და სხვა მსგავსი შეძახილი ისმოდა ვიდეოს გარშემო შეკრებილი ხალხისგან.

მოდუნდით ადამიანებო! იყავით კეთილები, კარგები და ნუ იქნებით კეთილმოტყნულები და კარგმოტყნულები!!

ხანდახან თუ გამოხვალთ ზომბური სამოსელიდან და გახვალთ გარეთ ირბენთ, იცინებთ, იხალისებთ, მეგობრებს შეხვდებით ამას რა სჯობს?!

რა დასანანია რომ დღეს ვერ წავედი ლაშარელასთან და დვორსკისთან ერთად, თორემ კატიეს ფლიპქემში ხომ მეც მოვხვდებოდი, ისე როგორც ლაშარელა, დვორსკი, დოინჯი, კნუტი, მწვანე ვაშლი და მრავალი სხვა . . . .

მაშ ასე მეგობრებო დაიწყო მაძიებელთა რბოლა, ადრენალინი, მხიარულება, აზარტი, თავგადასავალი და სხვა ათასი ოხრობა, შემოგვიერთდით ჯერ კიდევ არ არის გვიან :)

ხოლო სანამ ჩვენი დიდი კრიპტოგრაფი, რუქას ჩაჰკირკიტებს და აწყობს მოცეკვავე კაცუნებს, მოდი მე ასე ვიცეკვებ ამასობაში

 

ლენინი და ბლოგერები

ხალხური სიბრძნე: გრძელი პოსტი მოკლედ არ იწერებისო

გუშინ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინიციატივით ბლოგერები ეკონომიკის მინისტრს ვერა ქობალიას შევხვდით. შეხვედრაზე მოიხაზა სხვადასხვა საინტერესო პროექტების კონტურები (Healthy tourism ამ შემთხვევაში ჩემი ფავორიტია) და ერთმანეთს შემდგომი შეხვედრის და პროექტების კვლავ განხილვის იმედით დავემშვიდობეთ.

სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია სტატისტიკა ბლოგერების და მინისტრის შეხვედრებს და არც მათ პროექტებს არ სწყალობს, მითუმეტეს არ სწყალობს ღრუბლებში მოფარფატე უკვდავების წყლის მაძიებელ პროექტებს.

მსოფლიო ინტერნეტ სტატისტიკის ვებგვერდის მიხედვით, 2010 წლის მონაცემებით საქართველოს 4,600,825 მოსახლიდან 1,300,000 ინტერნეტ მომხმარებელი ჰყავს, ანუ დაახლოებით 28.3%.

ერთ-ერთი ქართული ვებგვერდის მიხედვით თბილისის, ქუთაისის და ბათუმის მოსახლეობის 50%-ზე მეტი ინტერნეტ-მომხარებელია.

მომხმარებელი ანუ ადამიანი, რომელსაც ერთდროულად აქვს კომპიუტერიც და ინტერნეტიც (რა საოცრებაა).

მაგრამ რაში მოიხმარს?

შეხვედრის მომხსენებელთა და ჩემი ბლოგის მკითხველთა უმრავლესობას არ და ვერც წარმოუდგენია ის რომ დღეს ვინმემ არ იცის კომპიუტერის ელემენტარულ დონეზე მომხარება, ინტერნეტზე აღარ არის საუბარი; რომ არიან სტუდენტები თბილისში (არ ვამბობ რეგიონებს) რომელთაც თავიანთი 5 გვერდიანი საკურსო ნაშრომი ვერ შეუყვანიათ კომპიუტერში, რომ არიან სტუდენტები/არასტუდენტები რომელთაც სივი ქსივა ჰგონიათ; რომ არც თბილისში და მითუმეტეს არც რეგიონებში ბევრს წარმოდგენა არ აქვთ რომ ინტერნეტის საშუალებით შეიძლება მიიღო უფასო განათლება, შეგიძლია უფასოდ ისწავლო ენები, ეძებო სამსახური, იყიდო ან გაყიდო უსულო თუ სულიერი საგანი, მოიძიო შენი პროფესიისთვის საჭირო მასალები, გაიცნო თანამოაზრეები, კოლეგები და მრავალი სხვა, რა დალევს ვებ სივრცის შესაძლებლობებს . ..

შეხვედრაზე ამ მნიშვნელოვან პრობლემასთან დაკავშირებით დავით გელაშვილმა და პიკოლინამ გააკეთეს ხმამაღალი კომენტარი, თუ ჩემ ამირანგულშიმღეროდა ფიქრებს არ ჩავთვლით. დავითმა აღნიშნა, რომ ახალგაზრდების ერთი პატარა ჯგუფი სოფელ-სოფელ ცდილობს უსადენო ინტერნეტის გაყვანას და ელემენტარულ უნარ-ჩვევებსაც უხსნიან მომხმარებელს, თუმცა მონტაჟისას მათ ექმნებათ სხვადასხვა ადმინისტრაციული ხასიათის პრობლემები. პიკომ ხაზი გაუსვა რაიონებში ტრენინგების, სემინარების ჩატარების აუცილებლობას.

აქედან გამომდინარე ორ ძირითად და ხაზგასმით მნიშვნელოვან საკითხს ვაყენებ:

  1. მასშტაბური ინტერნეტიზაცია
  2. ტრენინგები, სემინარები უნივერსიტეტებში, სკოლებში, საჯარო დაწესებულებებში . . .

ამის შემდეგ უკვე სხვა პროექტებზეც თამამად და აზრდატანებულად შეიძლება საუბარი და არა ღრუბლებში ფრენა, თორემ რა მიზანი აქვს ვაკეთოთ დღეში ასი რეკლამა ტელევიზიით თუ ვიცით, რომ ტელევიზორი 20-დან 2 კაცს აქვს და ამ 2 კაციდან 1 ფიქრობს რომ ტელევიზორის ნახევარ საათზე მეტ ხანს ყურება თვალებს აფუჭებს?

იგივე შემიძლია ვთქვა ბლოგინგის განვითარებაზეც, პირველ რიგში ბლოგის მიგნება და ბლოგის კითხვა უნდა ისწავლოს ხალხმა და შემდეგ თავად გადაწყვეტენ ჰქონდეთ საკუთარი ბლოგი თუ არა.

კარგია თუ რომელიმე ბლოგერი სვანეთს ესტუმრება ორიოდე დღით, დაწერს თავის შთაბეჭდილებებს და განათავსებს სადმე საიტზე, მაგრამ უფრო კარგი იქნება თუ ადგილობრივი მცხოვრები (1) შეძლებს ამის ნახვას და წაკითხვას და (2) თვითონ შეძლებს თავის სოფელზე, ქალაქზე რაიმეს დაწერას, რაც ჩემი მოკრძალებული აზრით უფრო კომპეტენტურად გამოუვა მას.

განა რამდენი ადამიანი მოიხმარს ამ 1.300 000-დან ინტერნეტს შესაბამისად (ინფორმაციის მიღება, გაცვლა, ძიება, ბლოგები და ა.შ.)? მათი უმეტესობა კომპიუტერს და ინტერნეტს თამაშებისთვის, უცხოეთში წასულ ნათესავთან კომუნიკაციისთვის და ოდნოკლასნიკების გამოყენებით შემოიფარგლება.

შარშან, ზაფხულში ორჯერ დამჭირდა ინტერნეტ-კაფე თბილისში, ერთხელ როდესაც ვესტუმრე 18 კომპიუტერიდან 15 სკოლის ასაკის ბავშვებს ჰქონდათ დაპყრობილი და ქაუნთერ სტრაიკს თამაშობდნენ, დანარჩენი, ჩემი ჩათვლით ელ-ფოსტით სარგებლობისთვის ვისხედით; ხოლო მეორედ  ხუთი კომპიუტერიდან 4 ოდნოკლასნიკში იყო და 1 ფორუმზე.

არც ისე დიდი ხნის წინ დაიწყო გადაცემა ”FaceControl” იმედზე, ბევრმა გააკრიტიკა, ბევრმა დასცინა, გუშინ დავინტერესდი და შევხედე, გახსნილი აქვთ გოგოებს ლეპტოპები, ფეისბუქის გვერდები, ათვალიერებენ და ხმამაღლა კომენტარსაც აკეთებენ  ყოველი მოქმედების შესახებ (სურათების ნახვა, გადასვლა სხვა გვერდზე და ა,შ), შემდეგ გახსნეს ერთ-ერთი კაფეს ფან-გვერდი, შემდეგ გახსნეს იუთუბი, მოძებნეს და ჩართეს ვიდეოები ანუ ერთი შეხედვით პრიმიტიული და უმნიშვნელო გადაცემა (ჩვენ ხომ ყველაფერი ვიცით ფეისბუქში :D ) უამრავი ადამიანისთვის მნიშვნელოვანი სატელევიზიო ტუტორიალი აღმოჩნდა და როგორც ზოგიერთმა თქვა მაესტროს სმს შოუს ძერსკი ვარიანტი კი არ არის, არამედ კომპიუტერთან და ინტერნეტთან ურთიერთობის ერთგვარი პრომოუშენია.

რა გასაოცარიც არ უნდა იყოს, ხსენებულ შეხვედრაზე დოდკა მოვისაკლისე (და არა მხოლოდ!), სწორედ მისგან ვიცი რომ სკოლებში ტარდება ტრენინგები Project Harmony International -ის ფარგლებში, მაგრამ მხოლოდ რამოდენიმე სკოლაში და მხოლოდ რამოდენიმე ქალაქში – თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ბათუმი, მაგრამ ეს საწყისი ნაბიჯია და ითხოვს გააქტიურებას და მეტ მასშტაბურობას. დოდკა ერთ-ერთი ტრენერია, რომელიც ასევე გაუ-თბილისის PR სკოლაში კითხულობს ლექციებს და რამოდენიმე მსხვილი კომპანიის სოცმედია კონსულტანტია, სწორედ ამ და მთელი რიგი სხვა მნიშვნელოვანი მიზეზების გამო გამიკვირდა სოციალური მედიის განვითარების და მისი გამოყენების პროექტების შემუშავების შეხვედრაზე მისი არ ყოფნა. აქედან გამომდინარე, ნურავინ მიწყენს, მ აგრამ ცოტა არ იყოს არასერიოზულადაც კი მიმაჩნია მნიშვნელოვნად კომპეტენტური პირების არ ყოფნა / ვერ ჩართულობა მსგავს პროცესებში.

ე.წ. ინტერნეტიზაციის მხრივ კი 2005 წელს დაიწყო ”ირმის ნახტომი” -  საქართველოს სკოლების კომპიუტერიზაციის და ინტერნეტიზაციის 4 წლიანი  პროგრამა, თუმცა აგერ უკვე 2011 წელია, მაგრამ პროგრამა ჯერ არ არის დასრულებული, პროგრამის ოფიციალური ვებ-გვერდზე კი ბოლო განახლებული ამბავი 2008 წლით თარიღდება.

დადებული გეგმა ვერ სრულდება, პლუს წინ ციფრული მაუწყებლობის სავალდებულო გეგმაა შესასრულებელი, რომელიც ჯერ შემუშავებულიც არ არის.

”. . . . . ინდუსტრიის მართვა თანამედროვე, უახლესი ტექნოლოგიებით, ის რაც ერთმანეთთან მჭიდროდ დააკავშირებს ქალაქსა და სოფელს, ბოლოს და ბოლოს მოშლის მათ შორის არსებულ ღობეს, აამაღლებს კულტურას, ხელს შეუწყობს განვითარებას, განთლებას თვით ყველაზე მიუწვდომელ კუნჭულებშიც კი . . . .  ”    - რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს ეს სიტყვები ეკუთვნის ლენინს, რომელიც მან 1920 წელს წარმოთქვა და რაშიც არც მეტი არც ნაკლები სრულიად რუსეთის მასშტაბურ ელექტროფიკაციას გულისხმობდა.

200 მეცნიერისა და ინჟინერის მუშაობის შედეგად, 1920 წელს მთელი რუსეთის ელექტროფიკაციის გეგმა – გოელროს გეგმა (план ГОЭЛРО) დაიდო.

დავიჯერო ლენინი და 1920 წლის რუსეთი გვჯობია?

თუ გვინდა რომ საქართველოში განვითარდეს სოციალური მედია და ის მნიშვნელოვანი იარაღი გახდეს სხვადასხვა სახელმწიფო თუ არასახელმწიფო სფეროების ხელშესაწყობად, ჯერ უნდა მოხდეს ამ ორი ძირითადი საკითხის შესრულება და როგორც დავით გელაშვილმა თქვა, ამას მხოლოდ ერთი პატარა ჯგუფი კი არ უნდა ცდილობდეს სოფელ-სოფელ ინტერნეტის გაყვანით, არამედ მასშტაბურად უნდა მოჰკიდონ ხელი ამ საქმეს,  ხელი შეუწყონ მსგავსი პატარ-პატარა ჯგუფებს მუშაობაში და ასევე სახელმწიფოს რელევანტური უწყებებიც ჩაერთონ კონკრეტული პროგრამებით და პროექტებით.

დეტალებისთვის იხილეთ თუ ვის ”მიჰყიდეს” სული ბლოგერებმა

როგორ ვაჭამე ჩიტებს გუფთა

მეგობარს ვიდეო გავუზიარე, თუ როგორ აკეთებს მოყვარული მზარეული მაროკოულ ცხარე ხორცის ბურთულებს (a.k.a. გუფთა/ქუფთა (სპარსულიდან)) ერთი კია ძალიან მადისამღძვრელი მომზადების პროცესია ასახული და რა გამიხდა ერთი თიხის ქვაბი არ ვიცი :(

ჰოდა გამახსენდა, რომ ბავშვობაში ვერ ვიტანდი გუფთას.

გუფთის დღე ჩემთვის იყო ერთი დღე ჯოჯოხეთში (ისე როგორც წარმომედგინა – გუფთით სავსე ქვაბებით)

გუფთის დღე იყო ჩემ მიერ მოწყობილი სოლო კონცერტი მთელი ეზოსთვის (ბექებში დედაჩემი)
Continue reading