Monthly Archives: December 2010

საძველწლო ვარიაციები

ყვავას პოსტმა შთამაგონა და გადავწყვიტე მეც გადამეხედა 2010 წლისთვის, სანამ 2011 არ შემოსულა და სულ კინწისკვრით არ გაუგდია . . . პირველ რიგში უნდა აღვნიშნო, რომ არა 2010 წელი, ეს პოსტი ვერ დაიწერებოდა, ანუ ეს ბლოგი გაჩნდა 2010 წლის 19 … Continue reading

18 Comments

Filed under აქეთური იქეთური

ABBA Fashion – გილოცავთ ახალ წელს!

”რა ვიქნებით ჩვენი გოგოების გარეშე? ბრიჯით ბარდოს ინიციალები?” ბიორნ/ბენი აბბა, აბბა-ო ყურები მქონდა გამოჭედილი ბავშვობაში, მეც, აბა, აბა მეთქი და მასმენინებდნენ აბბას. მერე დაშორდნენ, თუ დაიშალნენ, ოფიციალურად თავადაც არ აცხადებდნენ დიდი ხნის განმავლობაში, კარგად მათი სიმღერები მახსოვს და ლამაზი, ფერადი … Continue reading

4 Comments

Filed under Fashion

თოვლი მოდის – PARIS

ნელი ნაბიჯებით, თოვლში ვტოვებ ნაკვალევს და ვუახლოვდები ეიფელის კოშკს, სადაც ახალ წელს უნდა შევხვდე; მესმის მხოლოდ ერთი მუსიკა, თოვლიც მხოლოდ ერთი ფერის მოდის, ეიფელის კოშკიც ერთია, რომელიც ერთადერთ პარიზში დგას, არც მე ვარ ორი, მეც ერთად მივდივარ . . . … Continue reading

11 Comments

Filed under აქეთური იქეთური

შექსპირის CXXX სონეტი

შექსპირის 130-ე სონეტს კითხულობს ინგლისელი მსახიობი ალან რიკმანი   SONNET CXXX My mistress’ eyes are nothing like the sun; Coral is far more red than her lips’ red; If snow be white, why then her breasts are dun; If hairs … Continue reading

7 Comments

Filed under ლიტერატურა

7 იანვარი თუ 25 დეკემბერი და გვირილა გარჭობილი ათეისტები

ფსევდოათეისტებს ერთი ლამაზი გვირილა დაამშვენებდათ სამკითხაოდ, ან ხელში დაიჭირეთ ან გაირჭეთ სადმე, იქნებ მიხვიდეთ ნანატრ ჭეშმარიტებამდე. ფსევდოათეისტები ამბობენ, რომ მომრავლდნენ ფსევდომართლმადიდებლები, ნუ ცხადზე ცხადია, ღორმა ღორს უთხრა შე ტალახიანოო! ! ერთმანეთისკენ თითის გაშვერა და ვინ უფრო დასვრილია და ვინ უფრო … Continue reading

30 Comments

Filed under საზოგადოება

სკაიპმა დაგვიკიდა

ჩვენი გუნდი უწყვეტ რეჟიმში მუშაობს სკაიპის ჩვეულ რეჟიმში დასაბრუნებლად – მადლობას გიხდით მოთმინებისთვის სკაიპის ბოლო სტატუსი ტვიტერზე მილიონობით მომხმარებლისთვის დღეს დილით სკაიპი მიუწვდომელი გახდა, ტვიტერი აივსო უკმაყოფილო ჭიკჭიკით. მომხმარებლების განცხადებით ისინი ვერც ტელეფონით და ვერც კომპიუტერის საშუალებით ვერ ახერხებენ სკაიპით … Continue reading

9 Comments

Filed under აქეთური იქეთური

ღამეული ღვედიზაცია – That Sounds Sexy!!

შვილიშვილი: ბებია, ბებია რად მინდა სტიკერიანი ღვედი? ბებია: იმიტომ, რომ პატრულმა კაააარგად დაგინახოს შვილო ”სტიკერღვედა”   დღეს უკვე მანქანები მთავრობასავით გამჭვირვალე გვყავს – მართალია განბურვა გარკვეული თანხა დაჯდა, მაგრამ კარგია – ჰმ, ძლივს არ დავინახეთ ერთმანეთი?! გამარჯობა! ღვედი, ღვედი მეთქი … Continue reading

5 Comments

Filed under CARS-CARS-CARS

როგორ ”გადააგდო” საქართველოს რკინიგზამ 70 თარჯიმანი

ეს-ეს არის ამბავი გავიგე და წყაროს თანხმობით გადავწყვიტე თქვენთვისაც გამეზიარებინა. საუბარია თარგმანზე, რომელიც საქართველოს რკინიგზამ დაუკვეთა ერთ კონკრეტულ მთარგმნელობით ბიუროს, რომელმაც სათარგმნი მასალის დიდი რაოდენობის გამო მოიწვია დაახლოებით 70 თარჯიმანი, და დაუნაწილა მათ, რომლებიც თავის მხრივ 1 კვირის განმავლობაში თარგმნიდნენ … Continue reading

8 Comments

Filed under საზოგადოება

ცუკერბერგის ბაზარი

გუშინდელმა პირწიგნაკმა მშიერი წიწილებით სავსე ინკუბატორი მომაგონა, ერთი ცვლილება არ იყო აღქმული, მეორე, მესამე, მეოთხე მოჰყვა, ყველა გავკიოდით, აი ეს გამოჩნდა ჩემთან, შენთან რატომ არ ჩანს, მე ამას სხვანაირად ვხედავ, იმასთან კარი ჩამოხსნეს, უფრო იმასთან ღობე წითლად შეღებეს, რატომ შემიცვალეს … Continue reading

2 Comments

Filed under აქეთური იქეთური

სად ვარ

სადაც შეყვარებულთან ვერ ისეირნებ იმიტომ, რომ კონწიალა ნათურები კონწიალებენ და ღამე დღესავით ბრდღვიალაა   სადაც ღიპიანი ბიძიები ელვისში აპურებენ ცოლშვილიკოებს და საყვარელს ეუბნებიან ტელეფონზე საყვარელო მე დღეს არ მცალია ვჭამ   სადაც 50 ლარი პარკინგში გადაიხადე და სტაიანშიკები ჟილეტგაბერილები დარბიან … Continue reading

2 Comments

Filed under ჩემი ლექსები

საწყალი მარია და მეგრული ტემპერამენტი

წავიკითხე სტატია   ფალოიმიტატორების ბუმი ზუგდიდში – ახალი სკანდალი ინგლისურენოვანი პედაგოგების გარშემო (+18)„ . ნუ აბა რა ეგონათ ამ ტემპერამენტიან სამეგრელოს რომ მიუყარეს ეს ვიბრატორიანი ღლაპები გებჟალია და ელარჯი მოსწონებია მარიასო და ოჯახსაც მეტი რა უნდოდა, გამოტენეს ყოველდღე გებჟალიით და … Continue reading

15 Comments

Filed under აქეთური იქეთური

მეგრელი სარეკლამო აგენტი კერავს კლიენტს

სად დადიხარ ცეკვაზე? ათინათში სად დადიხარ ინგლისურზე? ათინათში სად დადიხარ ხატვაზე? ათინათში et ceteraaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaa რომელ რადიოს უსმენ? ათინათს და სად ხართ თქვენ? ზუგდიდში კარგად მიხვდით, ზუგდიდი ამაყობს ათინათით! ათინათი ყველაფერია ზუგდიდში, თითქმის ყველა ბავშვი ნაათინათარია ზუგდიდში და ა.შ. ეს აქამდეც … Continue reading

15 Comments

Filed under აქეთური იქეთური, ჩემი თარგმანები

სუიციდური კონცეფციები და ალუბლის გემო

“You have a choice. Live or die. Every breath is a choice. Every minute is a choice. To be or not to be.” ირანელი რეჟისორი, აბას ქიაროსთამი თავის ფილმში  – ”ალუბლის გემო” თითქოს მარტივი ხერხებით გვიჩვენებს იმ სუიციდურ კონცეფციებს, რომელიც … Continue reading

3 Comments

Filed under FILMS კინო FILMS კინო

წითელი კაბა

აცივდა, ნისლი ჩამოწვა და მძიმედ მოგორდა ჩემს ფანჯრებთან, ისე რომ ბრდღვიალა ლამპიონებსაც კი დაუკარგა ჩვეული სიცხოველე. სახლის აივანზე გავედი, მინდოდა მძიმე, მაგრამ სუფთა ჰაერი ჩამესუნთქა, სხეულში სიცივემ და ფილტვებში ნისლმა დაიწყო ცირკულირება, სიცივე მსუსხავდა გარედანაც, შიგნიდანაც, გავიარ-გამოვიარე აივანზე, უფრო დავმძიმდი, … Continue reading

5 Comments

Filed under ჩემი ჩანახატები

სისხლიანი ნისლი

სველი თითებით შევეხე შენს გულს და კიდევ უფრო დამისველდა სისხლში . . . დილის ჰაერი მძიმედ შევისუნთქე, ვერაფერს ვხედავდი ნისლში . . . რომელიც სულზე მაწვებოდა, სხეულს მინამავდა უხვად . . შენი გული ვიგრძენი, სველი თითებით, ისევ ფეთქავდა, მძიმედ . … Continue reading

7 Comments

Filed under ჩემი ლექსები