იტყვით ალბათ, რა ამოიჩემა ეს საბჭოთა კავშირიო, მაგრამ დამიჯერეთ იმათზე მეტად არ მაქვს ამოჩემებული, ვინც დღენიადაგ საბჭოთა კავშირის ნარჩენებს ებრძვის უცვლელ წარმოსახვაში.
უბრალოდ ვნახე საინტერესო სტატია, სურათები და მინდა თქვენც გაგიზიაროთ.
საბჭოთა მოდა ცოტა არ იყოს ხმამაღალი სათაური გამომივიდა, მაგრამ რაღაცას ხომ იცმევდა ხალხი, იკერებოდა ტირაჟულად, მუშაობდა ქარხნები, უშვებდა ერთნაირ, მდარე ნაწარმს, მაგრამ ასეთ მდარე ტირაჟს ერთ დადებით შტრიხი ჰქონდა – მაშინ უფრო მხიარული, ღია ფერები იყო აქტუალური, შავი ფერი არ სჭარბობდა, როგორც ახლა.
დასავლური ქვეყნების წარმოებული ტანსაცმელი ისეთივე აკრძალული იყო, როგორც ზოგადად დასავლური ღირებულებები. ზედმეტად მოდური ჩაცმულობა დაუშვებელი და საშიშიც კი იყო. რაც შეეხება ქალებს ისინი ძალიან მიმზიდველები არ უნდა ყოფილიყვნენ.
შოკი იყო დიორის ”ულმობელი ჩვენება” მოსკოვის ქუჩებში. მდიდრულ, ძვირფას სამოსში გამოწყობილ დიორის მოდელებს ათასობით უღიმღამო სამოსში გამოწყობილი ადამიანის თვალი უმზერდა.
რას გრძნობდნენ საბჭოთა ქალბატონები?! მათ ხელი არ მიუწვდებოდათ ასეთ ტანსაცმელზე, არა სტილი, არა მოდა, ერთ თარგზე მოჭრილ სამოსში იყო ყველა უტყვად გამოწყობილი, ერთი ქარხნიდან გამოშვებულ თოჯინებს ჰგავდნენ. თვით ლევისის ჯინსიც კი მიუწვდომელ ოცნებად აღიქმებოდა მაშინდელ საზოგადოებაში, რკინის ფარდას გამოსწრებული ნებისმიერი ნივთი რაღაც რელიქვიად მიიღებოდა, რომელსაც რუდუნებით ეპყრობოდნენ და აი სწორედ ასეთ ატმოსფეროში მოაწყო დიორმა მოდური სეირნობა მოსკოვის ქუჩებში.
გადახედეთ ფოტოებს
”კასინკები” არ დაგეკარგოთ არსად








“კასინკები” მაგარი იყო
ra sasacioebo arian moxucebi daishoknen ;d
უი… კაი გამახსენე…
აი, ესაა სისასტიკე!
რაღაც შემეცოდნენსავით საბჭოთა ქალბატონები
Pingback: ვის გავლენას განიცის თანამედროვე ლიტერატურა და რამდენად “პიდარასტულია” ვისკონტის ფილმები | vlogge
როგორ უყურებენ საწყლად
) აშკარად რევოლუციაა ეს მათთვის. :
Иш буржуи.
mrs xrushovis da mrs kenedis shexvedra gamaxsenda
guli metkina
((((( ra sawylebi arian rusi qalebi, arada martla yvelaze lamazebi arian
ეს ქალები ზეიმობენ ასეთ კონტრასტს რომ გრძნობენ ირგვლივ ქალთა ბრბოსთან შედარებით. ასეთი სიამოვნება ალბათ ერთხელ ეღირსათ ცხიოვრებაში. ეს უშველებელი კაეფია ამათთვის. დედოფლები- მათხოვართა გარემოცვაში.
SAD:( amave dros nu dagvavitskdeba, rom uamravi mkeravi iko, vinc saxlshi keravda tansacmels individualuri shekvetebit. Politikosebis colebi, romlebic mogzaurobdnen sazgvargater da shin brundebodnen bolo modaze chatsmulni. tsarmoidginet rogori bednierebis momgvreli fakti iko, tuki rame italiur nachers gamohkravdi xels. Life was full of excitements!